26.12.2024

ამერიკული დემოკრატია – მხუთავი აირი (CO2) საქართველოსთვის

ამასწინათ, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი _ გურამ ცინცაძე დამიკავშირდა და ქვეყნის ჭირ-ვარამზე მესაუბრა: ლენინგრადში დავიცავი სადოქტორო ხარისხი და აკადემიკოსობის კანდიდატი ვიყავი, მაგრამ სამშობლოში დავბრუნდი. სააკიანცმა თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გააუქმა, საღად მოაზროვნე მეცნიერები ,,ჩარეცხა”, ხოლო ამ ხელისუფლებას არც უცდია მათი რეაბილიტაცია.

გ. ცინცაძემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ უნდა ფასდებოდეს ადამიანის ღირსება, მისი გონებრივი სტატუსი და შემოქმედებითი პოტენციალი, რაც, სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ აინტერესებს.

იდეოლოგია ზნეობასა და პატრიოტიზმს უნდა ეფუძნებოდეს. ნებისმიერი ქვეყანა იმის მიხედვით ფასდება, რა ღირებულებებსა და ფასეულობებზე დგას ესა თუ ის ერი. ტელეკომპანია ,,ობიექტივის” ერთ-ერთ გადაცემაში ჟურნალისტმა (გ. არეშიძემ) მაყურებელს ასე უპასუხა: ევროპული ღირებულება ის კი არ არის (ჰომოსექსუალიზმი _ ი.თ.), არამედ ეს არის _ რემარკი, გოეთე და ა.შ. როგორც ჩანს, ჯიშმოდელირებულ ჟურნალისტს ლეგალიზებული პედერასტია _ პატრიოტიზმში აერია და ისიც დაავიწყდა, რომ შ. რუსთაველი ქართველია და იუნესკომ 850 წლისთავი აღუნიშნა. მაგრამ, რაღაც არ მაგონდება, რომ ამ ღირებულებისთვის ვინმე ჩვენსკენ მოისწრაფვოდეს _ თქვენს ღირებულებებს უნდა ვეზიაროო. ლიტერატურა და კულტურა ცხოვრების სარკეა, რომელიც ყოველივე მანკიერს ირეკლავს, რაც ამ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

მრავალი ასეთი ლიტ. ნაწარმოების დასახელება შეიძლება, მაგრამ ყველასათვის კარგად ნაცნობ შექსპირის 66-ე სონეტას შეგახსენებთ, სადაც ავტორი სიკვდილს ნატრობს იმ უამრავი ღირებულებების შელახვის გამო, რაც ცხოვრების ნორმად იქცა იმ ქვეყანაში. დასავლეთმა ღირებულებების მქონე ლიტერატურა და კინოფილმები ,,ჩარეცხა” და მწვანე აუნთო ძალადობას, მკვლელობებს, უზნეობას, მანიაკალურ ფსიქოზს. ამ მანიაკებს კი ცხოვრებაში (ისევე როგორც ფილმებში) რეალური მიმბაძველები გამოუჩნდებათ ხოლმე.

მხოლოდ კანიბალიზმზე 50-მდე ფილმია შექმნილი. რეჟისორები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყველაზე ამაზრზენ, ადამიანის გონებისათვის მოუწვდომელ წამების მეთოდებზე ააგონ ფილმის სიუჟეტი, რაც იმის მაუწყებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ძალადობისა და აგრესიისაკენ არის მიმართული. რეჟისორთა ფსიქოლოგიამ მ. კვესელავას ნაწარმოები _ ,,ას ერგასის დღე” გამახსენა, სადაც ავტორი გერმანული ფაშიზმის სისასტიკეზე საუბრობს, აღწერილი აქვს ფაშისტი გამომგონებლის საწამებელი მანქანა, რომელიც თან ფაფას აჭმევს წამების ობიექტს, თან წამებით კლავს.

რეჟისორის მიერ შექმნილი ფილმის სიუჟეტი, რომელიც აგებულია ადამიანის ცოცხლად დამარხვაზე და მის ორგანიზმზე სოკოების გამრავლებაზე, არაფრით ჩამოუვარდება ფაშიზმის მეთოდებს. ვისთვის და რისთვის არის საჭირო ზნეობისა და მორალისაგან დაცლილი ფილმები? _ მხოლოდ ბიზნესისა და ადამიანის გონებრივი დეგრადაციისთვის. _ აი, რას ეფუძნება ფაშისტი გამომგონებლისა და ამერიკელი რეჟისორის სულიერი და გონებრივი ღირებულებები. ეს იდეოლოგია რეალურ ცხოვრებაშიც აისახა _ აბუ-გრეიბისა და გუანტანამოს ციხეებში ჩადენილი დანაშაულებების სახით.

ევროპის ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან უზნეობის ინოვაციით გააოცონ მსოფლიო. ისინი, ერთის მხრივ, ცხოველთა უფლებებს იცავენ და ამავე დროს მათზე სექსუალური ძალადობის ლეგალიზაცია ხდება ზოოფილებისათვის საროსკიპოს გახსნით. გარდა ამისა, ეკოსექსუალებიც გამოჩნდნენ, რომელთათვისაც ბუნება სექსუალური ინსტინქტების დასაკმაყოფილებელი გარემოა. ეს ყოველივე ევროპული ღირებულებებია, რომელმაც ადამიანი პრიმატს დაამსგავსა. ადამიანს ყველა ქვეყანაში კანონი უნდა იცავდეს, მის უფლებებს კი ზნეობრივი კრიტერიუმები კანონით უნდა დაუწესდეს. რა არის ადამიანის, როგორც მოაზროვნე, ინტელექტუალური არსების უპირატესი ვალდებულება? _ თავისი სამშობლოს, ერის სიყვარული და დაცვა.

ამ ღირებულებებს მხოლოდ ჭეშმარიტი ქართველი ეზიარება, დანარჩენები კი სარგებელს ელიან და კარიერულ აღმართზე ოცნებობენ. რუს ერს დიდ პატივს ვცემ, რადგან მან წერტილი დაუსვა უდიდეს ბოროტებას დედამიწაზე _ ფაშიზმს და ჯარისკაცები შეძახილებით იღუპებოდნენ _ ,,სამშობლოსათვის!” ,,სტალინისათვის!” დღესაც საოცარი განცდა მიპყრობს, როცა მაგონდება ი. თოიძის მოწოდება-პლაკატი _ ,,დედა-სამშობლო გვიხმობს!” მაგრამ ლიბერასტულ-პედერასტული იდეოლოგიის საქართველოში სამშობლოსთვის თავს ვინ გაწირავს? რა თქმა უნდა, უსუფაშვილებისა და ხიდაშელების საქართველო ამ დატვირთვას ვერ გაუძლებს, რაც საგანგაშოა. რუსეთში სტალინის პიროვნება, გამოკითხვების თანახმად, დღესაც ლიდერობს, რაც რუსი ერის პატრიოტული ღირებულებების გამომხატველია. ჩემმა თანამოაზრემ _ ექიმ-რეანიმატოლოგმა _ გ. დუნდუამ სოფ. მეჯვრისხევში, თავის ეზოში სტალინის ბიუსტი დადგა, მისი თუთიყუში კი დღედაღამ გაჰკივის _ ,,დიდება სტალინს”. გორის საკრებულოს თანამშრომლებს კი ვერაფერი შევასმინეთ და სტალინის ძეგლი ვერ აღვადგინეთ, რადგან მათი მენტალიტეტი თუთიყუშის მენტალიტეტამდე ვერ ამაღლდა.

დღესაც ყურში ჩამესმის რუსი გენერლის სიტყვები, რომელიც 80-იან წლებში მოსკოვიდან დამემგზავრა და ჩვენი საუბრიდან მხოლოდ ერთი შეკითხვა (,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების”) ჩამრჩა მეხსიერებაში _ ,,რომელი სამშობლო უფრო გიყვარს, დიდი თუ პატარა?” ურაპატრიოტებო, ნუ შემედავებით და ნუ შემახსენებთ, რომ ,,ვითა უფალი სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა!” რუსი გენერლის ეს შეკითხვა ქართველთა მიმართ კეთილგანწყობის გამომხატველიც იყო და სურვილისაც, რომ ქართველები რუსეთსაც სამშობლოდ თვლიდნენ. დღეს ჩვენი სამშობლო სახიფათო გეოპოლიტიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ნებისმიერ დროს შეიძლება დარტყმის ობიექტად ვიქცეთ. ესპანეთში მომხდარმა

ტერაქტმა თვალი ვერ აუხილა ხელისუფლებას, რომელიც მიგრანტებზე საქართველოში ცხოვრების უფლებას 35 ათასად ყიდის, რაც ეროვნული ინეტერესების ღალატია ფულის სანაცვლოდ, ხოლო იუსტიციის სამინისტროსთან მსურველთა რიგი დგას. რას ხმარდება ეს თანხები? როგორც ჩანს ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ როცა სხვა ქვეყანაში რაიმე უბედურება ხდება, თავს ვიმშვიდებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ჩვენთან არ მოხდება. ესპანეთის მთავრობაც თავს იწონებდა, რომ 9 ათასამდე მიგრანტი შეიფარეს. ჩვენი ხელისუფლების პირად კეთილდღეობაზე მორგებულმა საგარეო პოლიტიკამ მოსახლეობა გაგვინახევრა და ისე დაამშია, სულიერ ღირებულებებზე ვეღარ ფიქრობს. საქართველო დაინფიცირდა ლიბერასტული ვირუსით.

დღეს ამერიკული დემოკრატიით აქოთებულ საქართველოში მხოლოდ რუსეთმოძულეებს სჯერათ (ან ფულის სანაცვლოდ თავს ისულელებენ), რომ ამერიკა, რომელმაც 20 მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე 1945 წლიდან დღემდე 37 ქვეყანაში, გაკეთილშობილდა და მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის იღვწის.

ამერიკული დემოკრატია მხუთავი აირია საქართველოსთვის, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს ებრძვის, მკვლელებს მფარველობს და ლგბტ თემს ჟანგბადს აწვდის. ამით გვეუბნება _ გახდი მათი წევრი, გაფერადდი და დაფინანსდებიო. ამერიკულმა დემოკრატიამ ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ერთმანეთს წაკიდა მონათესავე ერები: რუსები და უკრაინელები, ოსი და ქართველი, აფხაზი და ქართველი _ ,,დაშალე და იბატონეს” პრინციპით.

დღეს ჩემი ტურფა საქართველო ამერიკული დემოკრატიის წყალობით ორად არის გახლეჩილი ლიბერასტულ და მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის. თუმცა ის აღარც ,,ტურფაა” და აღარც ,,ყვავილების ქვეყანა”, არამედ ლიბერასტ-პედერასტების საჯლიგინო არენად იქცა. ასეთ საქართველოს არასოდეს უმღერებდა იოსებ გრიშაშვილი, ტიციანი თუ გოგლა ლეონიძე. ასეთ საქართველოში მხოლოდ კატები კნავიან ლიბერასტ-პედერასტი ტუალეტის მჯღაბნელების სახით. ასეთი საქართველოს სახეს სწორედ ეს ამძუვნებული კატები წარმოადგენენ, რომელსაც ჩეხეთში გზავნიან საქართველოს სამარცხვინოდ.

ამერიკულმა დემოკრატიამ საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ქართველთმოძულე დაგვისვა. მოდით, ყველამ ერთად ვკითხოთ ამ არსებას: _ ,,როგორ მოხვდი მანდა?” ცხადია, ყველასათვის ცნობილ პასუხს _ ,,ბავშვობიდან აქა ვზივარ” _ ვერ მივიღებთ, ამიტომ ყველამ ერთხმად ხალხური _ ,,ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა” უნდა დავაგუგუნოთ. ამერიკა ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან ერთად ,,დემოკრატიულად” გეგმავდა შავი ზღვის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიაზე ნატოს ძალების კონტროლის დამყარებას, რუსეთის დაშლას 3 ეტაპად, მაგრამ პუტინმა ყირიმის მიერთებით გეგმები ჩაუშალა.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი _ ჯონ სკარლეტი ღიად საუბრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა მათი სპეცოპერაცია იყო. მიუხედავად ასეთი ფაქტებისა, ჟურნალისტები სააკაშვილის კაგებეშნიკურ ფესვებზე საუბრიბენ. ფესვები იმ ხეებსაც სხვაგან ჰქონდა, რომლებიც ბ. ივანიშვილმა თავის ბაღში გადარგა. ასევე ,,გადარგეს” ამერიკული დემოკრატიის ამყაყებულ ჭაობში თავის დროზე ე. შევარდნაძე, მ. გორბაჩოვი, ა. იაკოვლევი, რომლებსაც ამერიკის ინტერესები გაატარებინეს, სსრკ დააშლევინეს, ხოლო ე. შევარდნაძემ სამხრეთ კავკასია მთლიანად მოწყვიტა რუსეთს. ესქპერტები ღიად საუბრობენ, რომ დემოკრატიის ქურქში გახვეული მტაცებელი _ ამერიკა, ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის ევროპულ შტატებად მოიაზრება, თავის ეკონომიკურ ინტერესებს ახვევს თავს: რუსეთმა არ უნდა გაიყვანოს გაზსადენი, ხოლო ევროპამ არ უნდა მიიღოს მისგან ბუნებრივი აირი.

მტაცებელი იყენებს აკრძალულ მეთოდებს და კონგრესის გადაწყვეტილებაც ყოველგვარ მორალურ საზღვრებს სცილდება. ევროპის ქვეყნებს რუსეთის გაზპრომთან ურთიერთობა ურჩევნიათ და ეწინააღმდეგებიან ამერიკის ხელმოწერილ სანქციებს. რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების დაბლოკვით ამერიკა თავად იქცა მხუთავ აირად მსოფლიოს ქვეყნებისათვის. ამერიკულმა დემოკრატიამ მწვანე აუნთო ლიბერასტულ მთავრობას და ერთად ყვლეფავენ ქვეყანას. ლიბერასტულ წუმპეში მოტივტივე მსახიობს, რომელმაც თავი ,,ეროვნულ ბოზად” გამოაცხადა (თ, მახარაძე) 165 ათასი დოლარით აფინანსებენ და ლიბერასტული კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვაშინგტონში სასწავლებლად უშვებენ. მსგავსი მოვლენები საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას!

ეს ხდება იმ სოციალური სიდუხჭირის ფონზე, როცა ქართველი სტუდენტები სწავლის გადასახადს ვერ იხდიან. საგანგაშო მდგომარეობაა განათლების სისტემაშიც. ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე _ გ. ფალავანდიშვილი განგაშის ზარებს არისხებს ხობის მე-2 სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო: პედაგოგად ნიშნავენ ჰომოსექსუალს _ კობა ბიწაძეს, ბავშვები სკოლიდან გამოჰყავთ და ამზადებენ კლიპებს, სადაც ბავშვები ამბობენ: ,,მე ჰომოსექსუალი ვარ”, ,,მე ტრანსგენდერი ვარ”, ბიჭს კაბას აცმევენ და ა.შ. არავინ იცის ეს ლგბტ პირები ამ კლიპებს შანტაჟისთვის სად და როდის გამოიყენებენ.

პირადობიდან ეროვნების გრაფის ამოღება, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების გადაკეთება, მართლმადიდებლობაზე შეტევა, ნარკოტიკების ლეგალიზაცია, სექსუალური აღზრდის სწავლება, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება _ ამერიკული დემოკრატიის ანტიქართული პოლიტიკის შედეგია, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. ,,პატრიოტები” არ ეწინააღმდეგებიან, სამაგიეროდ, 300 ათასი ბუკლეტი დაბეჭდეს, აქციებს აანონსებენ და მერობაზე მეოცნებე ი. ინაშვილი დაბეჯითებით გვარწმუნებს, რომ დღეს რუსეთი თანახმაა შეიქმნას ფორმატი _ საქართველო-ნატო-რუსეთი.

დიახ, ქალბატონი ,,პატრიოტი” იმ რუსეთზე საუბრობს, რომელსაც ,,საერთაშორისო ბანდიტი” უწოდა, ხოლო მინისტრობაზე მეოცნებე თარხან-მოურავმა რუსეთი უკრაინის დანგრევაში დაადანაშაულა(?!)

ეს ის ,,აგრესორი” რუსეთია, რომლის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ქართველი მოსწავლეების არტეკში დასვენება დააფინანსა, მაგრამ ამაზრზენი იდეოლოგიის განათლების ,,ჭ” კატეგორიის მინისტრისთვის ეს ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენისთვის რუსეთისგან შეთავაზებული დახმარება. ამ დახმარებაზე უარის თქმა კი ქვეყნის მიზანმიმართული მავნებლობაა ნაბიჭვარი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ნაბიჭვარი ამერიკელების საამებლად 200 ჰექტარი ტყე გადაბუგეს.დიახ, ,,ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის”, მაგრამ ფაქტია, რომ დღესაც ,,აგრესორი” რუსეთია საქართველოში მშვიდობის გარანტი. ამერიკამ ბევრი რამ გვავნო, მაგრამ გაუცნობიერებლად კეთილი საქმეც გააკეთა: ქართველ ხალხს თავი ისე შეაზიზღა, რომ დასავლეთის ხსენებაც კი რობი უილიამსის პედერასტულ უკანალთან ასოცირდება, რომელსაც 40 ათასმა ქართველმა მაყურებელმა ტაში დაუკრა!

დიახ, სოციალურ კეთილდღეობაზე მეოცნებე საქართველოს ევროპამ უკანალი უჩვენა და 3 თითის კომბინაციაც, რომელსაც სრულიად იმსახურებს! ფასეულობათა ნგრევა და რეგრესი, რომელსაც საქართველოს ყველა სფერო განიცდის თუ ევროპისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაშინ _ უკან, ქართული ღირებულებებისაკენ, პატრიოტიზმისაკენ, გადავარჩინოთ ეროვნული სულიერება!

საქართველოს მოაზროვნე საზოგადოებას მივმართავ: არ შეისუნთქოთ ამერიკული დემოკრატიის მყრალი სურნელი, არ დაინფიცირდეთ უზნეობის ლიბერასტული ვირუსით!

მტკიცედ მწამს, დიდი ტიციანის თქმისა არ იყოს, ქართველის სულში არასოდეს ჩაქრება ,,სიონის ზარი და ალავერდის წმინდა სანთელი!”

29.08.2017წ.

იზა თამაზაშვილი 593 90 55 07; 2 35 91 15