08.12.2024

ამერიკა – საქართველოში ანუ ჯოჯოხეთი – სამოთხეში

ბრძენ კაცს უთქვამს: ვინც ღირსებასა და ფულს შორის არჩევანს ფულზე გააკეთებს, ის ხალხის ნდობას არ იმსახურებს, რადგან, როგორც რუსი მწერალი ლ. ტოლსტოი გვარწმუნებს – ფული ცვლის იმ ადამიანებს, ვინც სულიერად ღარიბია. საქართველოს ხელისუფლების ფულისკენ ლტოლვამ ყველა რეკორდი მოხსნა, ბოლო ერთ თვეში ქვეყნის საგარეო ვალმა მილიარდნახევრით მოიმატა -20 მილიარდს გადააჭარბა. ეს ყოველივე კი მოსალოდნელია ეროვნული სიმდიდრისა და სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით დამთავრდეს, რაც ქართველ კაცს თავის სამშობლოში უუფლებო მუტანტად გადააქცევს.ის, რაც ხდება საქართველოში ნაცადი და აპრობირებული მეთოდია იუგოსლავიაში, ლიბიაში, ერაყსა და უკრაინაში, როცა ქვეყნის ეკონომიკური ბერკეტები ნეოლიბერალებმა იგდეს ხელთ. ამერიკა, რომელიც ყოველგვარი სიბილწისა და უზნეობის შემოქმედია, მწვანე შუქს უნთებს ხალხისა და ქვეყნის გამანადგურებელ, მავნებლურ ძალებს, რადგან ეს ხელისუფლებაც იმავე დასავლური რეაქციული ძალების გავლენით მოვიდა, როგორც წინა ორი ხელისუფლება, ამიტომ არ არის გასაკვირი მათზე დამოკიდებულება და ყველა მავნებლური პოლიტიკის ,,დემოკრატიით“ შენიღბვა.

საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს ყველაზე უკეთ საბჭოთა სისტემა იცავდა და არა ფულზე დაგეშილი ბიოდეგენერატთა კასტა, რომელმაც ,,ქართული ოცნება“ ხალხის მოსატყუებლად დაირქვა. რუსი ხალხის ინტერესებს ყველა რუსზე უკეთ და ერთგულად სტალინი იცავდა. მისი დახასიათებით რუს ერს ნათელი გონება, მტკიცე ხასიათი და მოთმინება აქვს. სტალინის ეპოქის შემდგომ ცივი ომის პირობებში სსრკ-მ ინერციით განაგრძო არსებობა. ამერიკა რუსეთის დაჩოქებას შეეცადა. სათავეში დასვეს თავიანთი მსგავსი დეგენერატთა ხროვა – ხრუშჩოვის, გორბაჩოვისა და ელცინის მეთაურობით, რომელნიც დასავლეთის რეკომენდაციებს წარმატებით ასრულებდნენ. მთავარი ამოცანა კი შემდეგი იყო: მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში მოაქციონ და თანაც უმოკლეს დროში; ვალად აიღონ რაც შეიძლება მეტი ფული არნახულ პროცენტებად; გაფლანგონ ეს ფული ისეთ იდიოტურ პროექტებში, რომელიც არავის სჭირდება; სრულად გაანადგურონ ქვეყნის თავდაცვის პოტენციალი; მოიპარონ ყველაფერი რისი მოპარვაც შეიძლება; მომავალ თაობებს სამუდამო ვალის უღელი დაადგან. გეცნოთ საქართველოს უახლესი ისტორია?

ფსიქოანალიტიკოსი გრ. კლიმოვი აღნიშნავს, რომ ამ ლიდერებმა წარმატებით შეასრულეს ყოველივე და ,,როცა ჯართად დაჭრიან უკანასკნელ საბჭოთა წყალქვეშა ნავს, აი მაშინ დაინახავთ დასავლეთის იმ დემოკრატიის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც დეგენერატული სექტის ლიდერების ფეხქვეშაა მოქცეული.“

ზემოაღნიშნული ქვეყნების მოაზროვნე საზოგადოებამ დაინახა ეს რეალობა და ნეგატიურად შეაფასა. ევროპის ზოგიერთი ქვეყანაც გონს მოდის. ,,ევროკავშირი და ეუთო – აშშ-ს ძვირად ღირებული მეძავები არიან“ – ამბობს პოლ კრეიგ რობერტსი (ამერიკელი ეკონომისტი, ჟურნალისტი, რესპ. პარტიის ყოფილი წევრი). მის შეკითხვაზე – როგორ აიძულებს ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს გააკეთონ ის, რაც მისთვის საჭიროა, ვაშინგტონის მაღალჩინოსანი პასუხობს: ,,საქმე ფულშია, ჩვენ უამრავ ფულს ვაძლევთ ევროპის ლიდერებს და ისინი ჩვენი ერთგულები არიან“.

ფრთიანი გამოთქმაა – ფული ჯოჯოხეთსაც ანათებსო. ჰოდა, ერთი ჯოჯოხეთი მეორესაც ფულით ანათებს და ორი ზნედაცემული ქვეყანა სახეზეა. ამ ყოველივეს კი პოლ კრეიგ რობერტსი ასე აანალიზებს: ,,ვაშინგტონი ევროკავშირს იყენებს იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთს დაუპირისპიროს, მძლავრ ატომბირთვულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში გაანადგუროს არა მარტო ევროპა, არამედ აშშ-ც“ მიუხედავად ამ რეალობისა, ამერიკა ცდილობს პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბოლო ბასტიონის – ბელარუსის დანგრევას და მართლმადიდებელი რუსეთის ,,ნატოს“ რკალში მოქცევას. ბიოდეგენერატ ამერიკელებს ღამით არ სძინავთ იმაზე ფიქრით, როდის დაუფლებიან რუსეთის სიმდიდრეებს, მაგრამ ვერასოდეს ეღირსებიან. საქართველოს რუსეთთან დაპირისპირებაც მათი გეგმის ნაწილი იყო, მაგრამ რუსეთმა მსოფლიოს დაანახა, რომ ამერიკა მისთვის ბარიერი არ არის, ხოლო ამერიკამ მსოფლიოს დაანახა, რომ დემოკრატია არის კრიმინალის ლობირება, ხოლო თავად მანიაკი კრიმინალი – დემოტრაკიის შუქურა.

,,საფრანგეთში ვინმეს ის რომ ექნა, რაც სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ჩაიდინეს 2038 წლამდე ციხიდან არავინ გამოახედებდა. ამავდროულად აიკრძალებოდა ასეთი პოლიტიკური ძალა და ის გამოცხადდებოდა კანონგარეშე“ – აცხადებს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი – გიორგი ფოფხაძე. აი, ასე მოიქცეოდა ქვეყნის ღირსეული, თავმოყვარე ხელისუფლება. პრემიერი გახარია სწორ პასუხსაც თავს არიდებს და მთავარი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე – ვინ დაიწყო ომი, პასუხობს, რომ რუსეთმა შემოიყვანა სამხედრო ძალა. როცა ნაცხროვას ომის დაწყებაშიც ხელს აფარებს ხელისუფლება და ამავდროულად მის მავნებლურ 9 წლიან

მმართველობაზე საუბრობს, საკუთარი ხელისუფლების უსუსურობასაც ავლენს და დისკრედიტაციასაც, რადგან ჩნდება ლოგიკური კითხვა – მაშ რატომ არიან დაუსჯელნი? ყოფილი სპეცრაზმელი სკანდალურ ინფორმაციას ახმოვანებს და სააკოვის ბინძური ხროვის გარყვნილ ცხოვრებას ასაჯაროვებს: ,,ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი ნაცების მთელი გუნდი ნაყიდი ჰყავდა მერაბიშვილს, რომელიც ფულითა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით გადაიბირა, ბიძინამ კი არაფერი იცოდაო. იგი 15 პიროვნებას ასახელებს, რომელთაც სააკოვის პარტიზანებად მოიხსენიებს. ქართველი ხალხი ამერიკელი ჩინოვნიკების შიდა საქმეებში ჩარევამ და ზეწოლამ უნდა გამოაფხიზლოს და გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნის პატრონი თავად არის და არა ვიღაც უცხოელი ჩინოვნიკები. ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებას და მან ხალხის ნება უნდა აასრულოს და არა ვიღაც ბიძნური გადამთიელების.

ხელისუფლების წარმომადგენელმა საქართველო ღირსეულად უნდა წარმოაჩინოს. ამისათვის თავად უნდა ჰქონდეს ღირსება და ამერიკელ ბიოდეგენერატებს, რომელნიც ყოველთვის ეცდებიან აღმატებული ტონით გვესაუბრონ, სათანადო პასუხი გასცენ, წარსულში, როცა ექსპერტი ჰ. ჭიპაშვილი საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი იყო, ამერიკელი ჩინოვნიკი ვიზებს ითხოვდა ამერიკელებისათვის. მან ეს ვიზები ვერ მიიღო მანამ სანამ თავად არ შეასრულა ქართული მხარის, კერძოდ, ჰ. ჭიპაშვილის მოთხოვნა.

როგორია ამერიკელი ,,ღირებულებები“? – ამერიკაში დღეს სატანიზმი ყვავის, პედოფილიას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ელიტურ წრეებში. ბავშვთა პროსტიტუციის ქსელი ემსახურება მაღალი რანგის პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს. მათ შორის იყო ჯორჯ ბუში უფროსი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთ-ერთი აგენტის ინფორმაციით, ასეთი მონების აუქციონებსაც მართავენ. პოლიციის ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: ამ ქვეყანაში არის ქსელი ადამიენებისა, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვთა სექსუალურ ძალადობაში, რიტუალურ მკვლელობებსა და მსხვერპლთშეწირვებშიო. მოკლედ, ამერიკელ ჩინოვნიკთა ყველა ჯოჯოხეთური გამოვლინება სახეზეა და ამ ჯოჯოხეთური ქვეყნისკენ მეგზური ამერიკელი ამძუვნებული ძუკნაა თავისი ლესბოსური ვნებებით. ყველა სიბინძურეზე ხელმომწერი ამერიკა ახლა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბიომასალის გატანით არის დაინტერესებული, რათა თითოეული გენომისთვის სასურველი განაჩენი შეიმუშაონ და შემდეგ ვირუსი დაარქვან. ეს ყველაზე იაფი გზაა კაცობრიობის ამოსაწყვეტად. ყველაზე საშიში ვირუსი ამერიკის

პოლიტიკაა, ხოლო ამ ვირუსის ერთადერთი ვაქცინა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობაა, რასაც ასე უშლის ხელს ამერიკა. რუსეთმა აკრძალა ამ მასალის გატანა ქვეყნიდან.

ევროინტეგრაციაც დამღუპველია ქვეყნისთვის. ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ევროპა არასანდო პარტნიორია. საქართველო ყველას სჭირდება როგორც დერეფანი, მაგრამ არა როგორც ძლიერი სახელმწიფო, ანალიტიკოსი და მეცნიერი შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ 1918 წ. ოსვალდ შპინგლერმა (გერმანელი ისტორიკოსი) დაწერა – ,,ევროპის დაისი“, სადაც საუბრობს, რომ ევროპა ჩაიძირებოდა თავის პრობლემებში, ხოლო რუსეთის ფაქტორი გაძლიერდებოდა. ასეც მოხდა და ეს გავლენები კიდევ გაგრძელდება.

რას ფიქრობენ რუსი პოლიტიკოსები? – ,,ამერიკის ფაშისტური ძალები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არასოდეს აღდგეს, რაც საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გაქრობას ემსახურება. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა ეკონომიკური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოზე უკეთაა. რუსეთს აქვს გეოპოლიტიკური ინტერესები და ცხადია, დასავლური აგრესიისგან თავის დაცვაზე ხელს არასოდეს აიღებს. რეაქციული ძალები ფხიზლობენ რუსეთის ჩარევით არ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და ქართველ ხალხზე ზემოქმედების ბერკეტი არ დაკარგონ. მათ საერთოდ არ ადარდებთ საქართველოს ბედი არანაირ ასპექტში და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებად მიიჩნევენ – აღნიშნავს რუსი პოლიტიკოსი.

რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომ ამერიკის აგენტმა – სააკოვმა საქართველოს მთელი ეკონომიკა რატომ გაასხვისა რუსეთზე, რუსი პოლიტიკოსები ასეთ შეფასებას აძლევენ: სააკაშვილი მოქმედებდა პირადი ბიზნესინტერესების ფარგლებში. მან ეს ეკონომიკა არა რუსეთის სახელმწიფოს, არამედ რუს ბისნესმენებს მიჰყიდა, რომელნიც პერიოდულად მას აფინანსებდნენ. ის ავანტიურისტია და არა პოლიტიკოსი, რომელიც ამერიკელებთანაც და რუსეთთანაც მხოლოდ ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული. ამჟამად ამერიკელი დემოკრატები მის რეანიმაციას ცდილობენ, რაც საქართველოს სრულ განადგურებას უქადის. საქართველო დაკარგავს ქვემო ქართლსა და ჯავახეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის სასარგებლოდ, აჭარას – თურქეთის სასარგებლოდ. ამ ნეგატივის შემაკავებელი მხოლოდ რუსეთია.

ისტორია მეორდება – საქართველოს ფიზიკური და სულიერი გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. დროა, საქართველომ არა დასავლეთის, არამედ საკუთარი ინტერესები გადარჩენაზე იზრუნოს, რათა სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს და რუკიდან არ გაქრეს.

ყველა ქართველის გასაგონად! – რას უქადის გ.წ. ევროინტეგრაცია საქართველოს? ფსევდოპატრიოტმა და საქართველოზე ,,მზრუნველმა“ ყველას შთამომავალმა, მათ შორის შაჰ-აბასისაც – დიდმა თარხანმა გამოკითხვებით ,,უტყუარი მტკიცებულებები“ მოიპოვა, რომ საქართველოს 1 მილიონ 200 ათასი მოქალაქე ევროინტეგრაციის მომხრეა. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ევროკავშირი მთელ წუმპესა და ბალასტს მიგრანტების სახით საქართველოსკენ გადმოისვრის. ფურთხის ღირსია ის ქართველი, რომელიც ამას დაუშვებს! გარდა ამისა, არსებობს ხელმოწერილი საიდუმლო მუხლები, რომელთა ამოქმედება ქართველ ხალხსა და საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.

დაბოლოს, დიდი ილიას სიტყვებს შეგახსენებთ: ,,გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთი მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ იმ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სამშობლოს ვეძახით. ცოდვა არ არის ეს ერი მოსწყდეს, ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს, მელა-ტურამ გამოღრღნას როგორც მძოვარი, როგორც ლეში! რათ, რისთვის?“

ჯერი შენზეა ქართველო, ამერიკის ჯოჯოხეთს ირჩევ თუ საქართველოს სამოთხეს?

25 აგვისტო 2020წ

იზა თამაზაშვილი 593905507