აჟიოტაჟი პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ გრძელდება

hamlet chipashvili-politologi

„ერთი რამ უნდა შევახსენოთ მარგველაშვილს, პრეზიდენტის სასახლე, სადაც უკანმოუხედავად შენავარდდა თავის მცირე, თანაც „ნაცური“ იდეებით აღვსილ ამალასთან ერთად, სააკაშვილის მიერ აშენებული იქნა გაღარიბებული, დამცრობილი, ლუკმას დანატრებული მოსახლეობის ხარჯზე“.
„მარგველაშვილი ნაწილობრივ უკვე გახდა სააკაშვილი N2, როცა მის მიერვე არაერთგზის კატეგორიული ტონით გაჯერებულ განცხადებებს მიაფურთხა და ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა, რითაც სააკაშვილს გაურკვეველი წარმოშობის ფულით აშენებული ეს შენობა „გაუპრავა“. მარგველაშვილი ამ სასახლეში, როგორც თავად უწოდა, ბოროტებისა და გარყვნილების ამ ბუნაგში კი არ შევიდა, შეიპარა, რითაც ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აიგდო აბუჩად“.
ეს ამონარიდები საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა კალამს მიეკუთვნება. გამოქვეყნებულ სტატიებში ისინი და სხვებიც ქოქოლას აყრიან პრეზიდენტს -ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირებულს და საკუთარი მცირე, მაგრამ მაინც, განსხვავებული აზრის მატარებლელს და ეს ყველაფერი ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ.
გავიმეორებ - არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელს თუ ნებისმიერ სხვას უფლება აქვს პრეზიდენტიც გაკილოს, პატრიარქიც და სხვაც, რასაც ის (ბიძინა) წარმატებით ახერხებს, მაგრამ, როდესაც მას საქართველოს მოსახლეობა უგვირგვინო მეფედ აღიქვამს - არ ეგების საჯარო, სატელევიზიო ჭორიკანობა.
ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი რომ რიგითი „არასამთავრობო“ იყოს, როგორებიც ამ ბედშავ ქვეყანაში უხვად არიან, მის კრიტიკას სულაც არ მიაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ბიძინა სხვაა - სცენიდან კულისებში გადაბარგებული და მარიონეტული ხელისუფლების დამრეგულირებელი, ანუ ზუსტად ის, რაც ზემოთ აღვნიშნე - უგვირგვინო მეფე.
ბიძინა ივანიშვილმა, თავისი ბოლო გამოსვლით, იმედია მომავალშიც „გაგვახარებს“, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სისტემაც გააშიშვლა და თავიც გაიშიშვლა. აკი ხელისუფლების საქმიანობაში არ ჩავერევიო?! ჩაერია და არა მარტო ირიბად, პირდაპირ ალესილი ნაჯახის „რაფინირებული“ მოქმედებით.
არ ჩავერევიო და ერევა. რას ვერჩით მარგველაშვილს - არ შევალო (პრეზიდენტის სასახლეში) და შევიდა. მასწავლებელ-მოსწავლე ბარიბარში არიან. მაგრამ არა, რახან მარგველაშვილმა ორიოდ მოზომილი სიტყვა შეჰბედა მასწავლებელს, უნდა მოიკვეთოს. და იწყება მარგველაშვილის „გაშავების“ ისტერია - პრეზიდენტის სუსტი მხარეების გამომზეურებით, ქილიკით და ა.შ. თითქოს პრეზიდენტი მათ არ აერჩიოთ.
იქნებ მათ არ აურჩევიათ და პრეზიდენტის არჩევნებიც ისე გაყალბდა, როგორც ნაცთა ყველა არჩევნები? „ოცნება“, რომ მთელს მსოფლიოს ეფიცება - ყველაზე დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატარეთო?
საპრზიდენტო არჩევნებიდან ერთი წელიც არ გასულა, მაინც რა სასწაული (ცუდი გაგებით) მოახდინა „დაკოდილმა“ პრეზიდენტმა - ესოდენ რისხვა რომ გამოიწვია საზოგადოებაში?
„დაკოდილს“ იმიტომ ვხმარობ, რომ პრეზიდენტის ფუნქციები ერთობ დაკნინებულია. მაშ, რაშია საქმე? ძალიან მარტივში - ბიძინას აღარ მოსწონს. და რახან მას (ღმერთს) აღარ მოსწონს, ჩვენც აღარ უნდა მოგვწონდეს. რა გამოდის? კაცს ერთი წელიწადიც არ უპრეზიდენტია და აღარ მოსწონს ბიძინას. წინ 4 წელიწადნახევარია. ვადამდელი არჩევნები გვიშველის? არის ვადამდელის ჩატარების მექანიზმი?
ივანიშვილმა, თავისი სატელევიზიო „გულახდილობით“ მძიმე პოლიტიკური ვითარება შექმნა, დაუპირისპირა რა ერთმანეთს სახელისუფლებო შტოები. ესღა აკლდა ამ გაპარტახებულ ქვეყანას! ცამდე მართალი რომ იყოს ივანიშვილი, მისი საქციელი და არა პრეზიდენტის, დაგმობის ღირსია, თუმცა მას სიტყვას ვინ შეჰბედავს?
მარგველაშვილი ივანიშვილის აღმოჩენა და საქართველოს მოსახლეობისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტია. მას ხალხმა, ივანიშვილის ხათრით მისცა ხმა. ახლა რა უნდა ქნას ხალხმა? შეურაცხყოფილ პრეზიდენტს უყუროს? აკი ყველაზე კარგი შერჩევა ვიციო, რომ აცხადებდა ივანიშვილი? ეჰ, ბიძინა, ბიძინა, არც ამ საქმეში ყოფილხარ ისეთი „მაგარი“, როგორსაც გვიმტკიცებდი.
მაინც რატომ არ მოსწონს ივანიშვილს პრეზიდენტი მარგველაშვილი? უპირველესად იმიტომ, რომ სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში შევიდა. ნუთუ ამ დაქცეულ ქვეყანაში სხვა საქმე არ არის, რომელზეც შევაჩერებთ ყურადღებას?
სიტყვა გატეხა პრეზიდენტმაო? კეთილი, მაგრამ პრეზიდენტის სიტყვის გატეხვას ქვეყანა არ დაუქცევია, ივანიშვილის სიტყვის გატეხვამ, რა დღეში ჩაგვაგდო?
მე, თუ მკითხავთ, კარგი ქნა მარგველაშვილმა, რომ სიტყვა გატეხა და სასახლეში შევიდა. ამით გააგრძელა პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციონირების ციკლი, რომელშიც ცუდი და კარგი პრზიდენტის საპრზიდენტო მოვალეობის შესრულება, გაკეთებულ საქმეებისდამიხედვით უნდა ფასდებოდეს და არა სამუშაო ადგილსამყოფელის. შესაძლოა, პრეზიდენტის სასახლეს, სააკაშვილის წყალობით, მართლაც გარყნილების იმიჯი აქვს, თუმცა ამას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ რა შუაშია შენობა?
დიახ! საკაშვილმა ააშენა სასახლე, მაგრამ ეს სასახლე თბილისშია და არა იქ, სადაც სააკაშვილია. გარდაცვალების შემთხვევაშიც, ამ სასახლეს სააკაშვილს სამარეში ვერავინ გაატანს.
დიახ! სასახლე აშენდა ბიზნესისთვის შეწერილი ფულით, მაგრამ თუ ეს ასეა, რაღას უყურებს ახალი ხელისუფლება - გამოიძიოს, დაადგინოს სიმართლე. მაგრამ სიმართლის დადგენის შემთხვევაში შენობა აგურ-აგურ, ანუ ნატურით, ხომ არ დაუბრუნდება მათ, ვისაც ფული დაადებინეს?
ის, რომ პრეზიდენტს სასახლე უნდა ჰქონდეს - განსჯის საგანი არ უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა - ამ ღატაკ ქვეყანაში პრეზიდენტს ასეთი სასახლე არ უნდა ჰქონდესო და ამ „ნაროდნიკულ“ მოსაზრებას ყველა „ოცნებელმა“ შეუწყო ხმა, მათ შორის მარგველაშვილმაც. მაშინ ის პრეზიდენტი არ იყო.
არ უნდა ჰქონდესო! კეთილი, მაგრამ, როდესაც ფაქტი სახეზეა და აქვს, უნდა დავანგრიოთ, სხვა დაწესებულებას გადავცეთ, უნივერსიტეტი გავხსნათ? რა უსუსურები ვართ, თანაც ერთობ გაუთვითცნობიერებლები პრეზიდენტის ინსტიტუტში.
დიახ, დამშეული ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა იყოს სასახლეში გამოჭიმული, მაგრამ არც ბიზნესმენმა უნდა წამოჭიმოს დამშეული ქალაქის თავზე მინის სასახლე. პრეზიდენტს - ქვეყნის სახეს, უფრო სჭირდება სასახლე, თუ ბიზნესმენს? თუ ივანიშვილი დაიჩემებს, რომ მას, როგორც მილიარდერს და ბიზნესმენს უფრო სჭირდება სასახლე, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს - კარგად ყოფილა ქვეყნის საქმე. ისე, კაცმა რომ თქვას, „ერზე გადამკვდარი“ მილიარდერი, რატომ არ უთმობს თავის „ბროლის“ სასახლეს პრეზიდენტს?
არ დაუთმო. საბჭოთა პარტიული აპარატის შენობაში მიუჩინა ადგილი. თავის დროზე ცკ-ს შენობა პარტიული აპარატისთვის აშენდა და მას ნაკლებად ჰქონდა წარმომადგენლობითი ფუნქცია. ამ ფუნქციით, ანუ წარმომადგენლობითი - აღჭურვილი იყო მთავრობის სახლი, სადაც განთავსებული იყო უზენაესი საბჭო და მინისტრთა საბჭო.
თუმცა ვერც ის დაიკვეხნიდა პროტოკოლისთვის შესაფერის წარმომადგენლობითობას. მახსოვს, გასული საუკუნის 70-იან წლებში დანიის დედოფლის მარგრეტეს ვიზიტი საქართველოში. პროტოკოლური თვალსაზრისით, ეს ვიზიტი თქვენი მონა-მორჩილის მიერ იყო მომზადებული. მაშინ ბევრი ვიმტვრიეთ თავი, რომ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის გიორგი ძოწენიძისა და დანიის დედოფლის ოფიციალური საუბრისთვის შესაფერისი ადგილი გამოგვეძებნა. სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა და საუბარი გაიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში. იმჟამად, შენობაში არ იყო სტუმრების მისაღები დარბაზი. მაღალი რანგის სტუმრის კაბინეტში მიღება, მითუმეტეს დედოფლის, პროტოკოლის თვალსაზრისით უხეში დარღვევაა .
დღეს სხვა ვითარებაა. პრეზიდენტს, რაც არ უნდა ჩამოვართვათ ფუნქციები, სიტყვა „პრეზიდენტს“ ვერ ჩამოვაცლით. და რახან ასეა, იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ეს სიტყვა, თავისთავად, მოითხოვს პროტოკოლური ფუნქციების შესრულებას - დაჯილდოების ცერემონიალის გამართვას, უცხო ქვეყნების დელეგაციების, ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღებას, საზეიმო ცერემონიალების გამართვას და ა.შ. და რახან ეს ასეა, თანაც ყველა ქვეყანაში, ჩვენ ხომ არ ვიქნებით ცუდად გამორჩეულები?
დამოუკიდებლობის წლებმა ისეთი საკითხი წამოსწია, როგორიც თუნდაც პრეზიდენტის სასახლის არსებობაა. თვალი შეავლეთ დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების სასახლეებს, მაგალითად ბაქოში, აშხაბადში, ასტანაში, მინსკში, ტაშკენტში, კიევში, სხვაგან. სააკაშვილის მიერ აშენებული სასახლე დიდით ვერაფრით შეედრება ნიაზოვის მიერ აშენებულ მართლაც სასახლეს ან ალიევის რეზიდენციას.
პრეზიდენტის სასახლე ქვეყნის სახეა და თუ დღეს ქვეყანა ღარიბ-ღატაკია, სამარადისოდ ხომ არ არის განწირული სიღატაკისთვის? ეს ხელისუფლება იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, პრეზიდენტის სასახლე და ინსტიტუტი ხალხის სიდუხჭირის დონეზე როგორ დაიყვანოს, არამედ იმას, რომ ქვეყნის ცხოვრების დონე პრეზიდენტის სასახლეს გაუთანაბროს.
„სასახლე არ გვინდაო“, - ამბობენ ხელისუფლებაში. მაგრამ არც ერთ მათგანს არ უთქვამს დუხჭირი ქვეყნისთვის შეუფერებელი ხელფასების და დანამატების მიღებაზე უარი. არც ერთი მათგანი შავი „ტოიოტას“ ჯიპიდან არ ჩამოსულა და იაფფასიან ავტომანქანაში არ გადამჯდარა. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ არაფრის მომცემ (ცხადია ქვეყნისთვის) საზღვარგარეთის მივლინებაში არ წავალო და ა.შ.
პრეზიდენტის სასახლე არ მოსწონთ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ააშენა და რამდენიმე წელიწადი დაჰყო იქ. თბილისის ომის შემდეგ პარლამენტის შენობის დანგრევაც სურდათ, აქაოდა ის „სატანის“ ანუ გამსახურდიას ბუნაგი იყო. ამ ლოგიკით, პრეზიდენტის სასახლეც უნდა დაინგრეს, ვინაიდან იქ „სატანა“ სააკაშვილი იყო.
23 წელიწადი გავიდა მას შემდეგ. თითქოს ბევრი რამ შეიცვალა, ევროატლანტიკური სივრცისკენაც მივდივართ, „დემოკრატიულებიც“ გავხდით, მაგრამ პრიმიტიული, პროვინციული აზროვნება ძველებური შემოგვრჩა.
პრეზიდენტის სასახლე არ გვინდა, მაგრამ პრეზიდენტისთვის სხვა სასახლე გვინდა. და გაპარტახებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების ძველ სასახლეს ლამის ხუთსართულიან შენობას უშენებს უკან. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის აპარატისთვის.
პრეზიდენტის სასახლე გვაქვს და პრეზიდენტის სასახლეს ვაშენებთ! ესეც სახელმწიფო ფულის „ყაირათიანი“ გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი.
პრეზიდენტის სასახლე რახანია არსებობს და იქ პრეზიდენტი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ვინ და რა იყო წინამორბედი. სააკაშვილი ავხორცობას სასახლეში სჩადიოდა და ამიტომ იქ პრეზიდენტი არ უნდა შევიდეს - პრიმიტიული აზროვნებაა. ამ თვალსაზრისით, ბუში არ უნდა შესულიყო კლინტონის „ოვალურ კაბინეტში“, ვინაიდან იქ ლევინსკიმ კლინტონს სპერმა ადინა, თანაც მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტელეფონით ლაპარკობდა პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატთან.
„ოვალური კაბინეტი“ კლინტონის არ იყო. „ოვალური კაბინეტი“ აშშ-ს ყველა პრეზიდენტის იყო და იქნება, და თავში არავის მოუვა კლინტონ-ლევინსკის დელიკატური ურთიერთობის გამო მასზე უარის თქმა.
და კიდევ ერთი რამ: „მთავარსარდალი ყოველმხრივ მოწესრიგებული და ზნემაღალი ადამიანი უნდა იყოს, რაც სანაქებოდ საფიცარი გაგვაჩნია ოდითგან ქვეყანაში - ოჯახური სიწმინდეა და თუ ამასაც არასერიოზულად მივუდგებით, თანაც მაგალითის მომცემად პრეზიდენტი გვეყოლება, არ მგონია სიკეთეს ვეზიაროთ“, - წერს მწერალი. გეთანხმებით, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახლა?
სად იყო ივანიშვილი, როდესაც საპრეზიდენტოდ მარგველაშვილს გვაძალებდა?! არ მითხრათ, არ იცოდაო. სად იყო ამომრჩეველი, ცხვარივით რომ გაჰყვა ივანიშვილს და მისი ხათრით მარგველაშვილი გაიპრეზიდენტა?
არის დღევანდელი ქართული ოჯახი „სანაქებოდ საფიცარი“? ჩვენ გვინდა, რომ ასეთი იყოს, მაგრამ? 20 წლის წინათ თურქეთთან საზღვრის გახსნამ და სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, იქ ქართველ ქალთა „მოღვაწეობამ“ საწინააღმდეგოში ხომ არ დაგვარწმუნა? არ მითხრათ, ეს ერთეული შემთხვევებიაო.
თანამედროვე პოლიტიკური არენა გაჯერებულია არა მარტო პოლიტიკოსთა „გერლ ფრენდებით“, არამედ „ბოი ფრენდებითაც“, ცხადია კაცებისთვის. მამათმავალთა რაოდენობამ პოლიტიკაში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სულ ახლახანს, გერმანიის ვიცე-კანცლერად და საგარეო საქმეთა მინისტრად გიდო ვესტერველე იყო, რომლის მეუღლე კაცია. უკრაინის „რევოლუციურ“ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ იაცენიუკიდან დაწყებული ყველა „ცისფრობაში“ შეინიშნება, ქალბატონი ტიმოშენკო - ავხორცობაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, მსოფლიოს თავი სექს-განქსტერად დაამახსოვრა. არც მისი წინამორბედი ყოფილა უმწიკვლო, ისე, როგორც იტალიის ყოფილი პრემიერი ბერლუსკონი.
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ჩამოთვლით სულაც არ მინდა გავამართლო მარგველაშვილი ან სხვა, ხელისუფლებიდან, არც ისინი არიან უმწიკვლონი. და თუ „ა“-ს ვამბობთ, „ბ“-ც მივაყოლოთ, მიუკერძოებლად ვამხილოთ ყველა, ვინც ხელისუფლებიდან მგვმოძღვრავს და ვისაც საკუთარი ამორალურობის გამო ამის უფლება არ აქვს. მარგველაშვილი, მათთან შედარებით, უმანკო კრავია, მაგრამ მათზე რომ ივანიშვილს არაფერი უთქვამს?
იქნებ მანამდე ვთქვათ, ვიდრე ის იტყვის? იქნებ ვაიძულოთ ხელისუფლება, გვაჩვენოს „საიდუმლო“ ვიდეო-კადრები? პოლიტიკის სიწმინდისთვის, ერის სიწმინდისთვის იქნება ეს საჭირო და არა ჭორიკნობისთვის. და თუ მავანი პოლიტიკოსი - ქალი იქნება თუ კაცი, ვიდეო-მასალის გასაჯაროების შემდეგაც არ გადადგება, გადავაყენოთ!
სასახლეს კი შევეშვათ. რახან აშენდა, შევინარჩუნოთ ის, როგორც სასახლე და არა როგორც უნივერსიტეტი ან სხვა რამ. ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რაც მარგველაშვილმა გადადგა ისაა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევიდა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
30/03/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.