ორი საკითხის ირგვლივ ატეხილი ყაყანი

გასულ კვირას ერთი ყაყანი გამოიწვია ორმა საკითხმა - ერთობ სერიოზულმა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობელი სახელმწიფოებისთვის. „ყაყანს“ იმიტომ ვამბობ, პოლიტიკოსებსა და მედიაში ატეხილ ხმაურზე, რომ დაუსაბუთებელი მოსაზრების საჯაროდ ფრქვევა, თანაც წინასწარვე მტკიცება იმისა, რომ - ეს არ ვარგა, ნიშნავს ყაყანს. ყაყანებდა ყველა, ვისი გაუთავებელი და უჭკუო, ავანტიურისტული ქმედებით ქვეყანამ ტერიტორიის 20% დაკარგა, გააუარესა ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, შებღალა ქვეყნის სახელი საერთაშორისო არენაზე.
პირველი, გარედან შემოვიდა - სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადების სახით - საქართველო-სომხეთ-რუსეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება სამი ქვეყნის მეთაურს შორის, აგრეთვე აფხაზეთის ხელისუფლებასთან, დანგრეული რკინიგზის აღსადგენად.
ქართულ მხარეს, სომხეთის მაღალი მოხელის განცხადება, სენსაციად მოეჩვენა, თანაც მიუღებლად და ატყდა ყაყანი. არადა საყაყანო არაფერია, ვინაიდან ივანიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სარგსიანთან საუბრის დროს, გამოთქვა თავისი დადებითი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, მითუმეტეს ქვეყნის ხელმძღვანელი იტყოდა ამას, თანაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. თქვა და ისიც დაამატა, რომ ამ საქმეს დრო დასჭირდება.
ნებისმიერი სარკინიგზო, საჰაერო, ავტოსატრანსპორტო, საზღვაო კავშირი, ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდი მოგების მომტანია ქვეყნისთვის. ჩემის აზრით, ამ რკინიგზის აღდგენას მოჰყვება ტვირთების გადაზიდვა არა მარტო სომხეთიდან - საქართველოს გავლით რუსეთში და ევროპა-აზიის ქვეყნებში, არამედ პერსპექტივაში - ირანის რკინიგზაზე მიბმა, სპარსეთის ყურეში გასვლა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტვირთების გადაზიდვა აღნიშნული რკინიგზით. ეს მარშრუტი გაცილებით იაფი და სწრაფი იქნება, მითუმეტეს უსაფრთხო, ვიდრე სუეცის არხის ან აფრიკის კონტინენტის შემოვლითი საზღვაო გზა.
მაგრამ ეს სამომავლო პერსპექტივაა. რაც შეეხება სადღეისო საქმეს, სომხეთი ემზადება ევრაზიულ სივრცეში ინტეგრაცისთვის და თუ ეს მოხდა, მას უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საბაჟო კავშირის წევრებთან. ამდენად რკინიგზის აღდგენა მისთვის უმნიშვნელოვანესი რამ არის. რკინიგზის აღდგენა ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და რუსეთის დაახლოებას, მათ შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და ა.შ.
ქართულმა მხარემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ ბრძანა, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი მოახდენს აფხაზეთის დეოკუპაციას. ბოკერიას არასერიოზული განცხადება კლავს მეტად სერიოზულ და ყველასთვის საჭირო პროექტს. პროექტზე უარის თქმა ნიშნავს არა მარტო აფხაზეთის სამარადისო გარიყვას, არამედ რუსეთის ბაზრიდანაც დაშორებას.
ბრძოლის ველზე დამარცხებული ქვეყნის ხელისუფლება, ნაცვლად ულტიმატუმებით ლაპარაკისა, დიალოგის გზას უნდა ეძებდეს - უფრო კონსტრუქციულისა და პრაგმატულის, მაგრამ რას ეტყვის მას ე.წ. პარტნიორი აშშ-ი. ეს ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რკინიგზა არ აღდგეს, ვინაიდან მისი აზრით, რკინიგზის აღდგენა გამოიწვევს რუსეთის პოზიციების აღდგენას საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, გამომდინარეობს სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრიდან, რომელზეც, როგორც ჩანს, პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა დანგრეული რკინიგზის აღსადგენად გარკვეული თანხის გამოყოფისათვის. და რახან ივანიშვილს სარგსიანისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა თავისი დადებითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით, თავს უფლება მისცა გაესაჯაროებინა გულის წადილი. ის ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ქართული მხარის თანხმობა, სულაც არ ნიშნავს თანხმობას და ის უბრალოდ ითქვა სიტყვის მასალისთვის, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე.
* * *
მეორე საკითხი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებას ეხება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევრაზიული კავშირი მან არ იცის რა არის, რას წარმოადგენს და თუ ის საინტერესო იქნება ქვეყნისთვის, რატომაც არა? ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხს ივანიშვილმა 19 წამი მოანდომა და ამდენი ყაყანი, მრავალი საათისა და დღის განმავლობაში.
ივანიშვილს აგინებდა ყველა, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, თანაც ისე გააფთრებით, თითქოს ქვეყანა დაიქცაო - ეს როგორ შეიძლებაო, ეს ხომ რუსეთის მონობას ნიშნავსო, საბჭოთა კავშირის აღდგენასო და ა.შ. სააკაშვილის ყოფილ მოხელეთა, ამჯერად არასამთავრობო სექტორში გადაბარგებულთა კატეგორიულ განცხადებებში აშკარად გამოსჭვიოდა შიში. შიში მეზობელი ქვეყნისა, თუმცა იქნებ შიშის იმიტაცია სხვის შესაშინებლად ანუ ხალხის შესაშინებლად რუსული აგრესიული დათვით.
თითქმის ოცი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება რუსეთით აშინებს საკუთარ მოსახლეობას და ამ საქმეში მას ზურგს უმაგრებს აშშ-ს ადმინისტრაცია. პროპაგანდისტული მანქანა - ამერიკა-სააკაშვილის მიერ ამუშავებული, მძიმედ მოქმედებს ხალხზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, რომელთაც ცოცხალი რუსი არ უნახიათ.
ევრაზიული კავშირი საბჭოთა კავშირის აღდგენის წინა ნაბიჯებია - ამტკიცებდნენ სააკაშვილები. უცოდინარობა სულაც არ არის დასაძრახი, მაგრამ პოლიტიკოსისგან, რომელსაც მინიმალური ჭკუა უნდა მოეთხოვებოდეს, უცოდინარობა დასაგმობია.
ევრაზიული კავშირი ან ერთიანი საბაჟო კავშირი არც საბჭოთა კავშირის აღდგენის მომასწავლებელია, არც კრემლის დიქტატის აღორძინების. რა ეტყობა ბელორუსს კრემლის დიქტატის? როდესაც მინსკი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე იჭერს „ურალკალიის“ გენერალურ დირექტორს ბაუმგერტნერს, ხოლო ერთ-ერთ რუს ოლიგარქს და ამ კომპანიის დამფუძნებელს, კერიმოვს ინტერპოლს გადასცემს დასაჭერად - ყველაფერი ნათელი უნდა იყოს - კრემლის დიქტატიც და საბჭოთა კავშირის აღდგენაც.
საბაჟო კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყაზახეთი, პრეზიდენტ ნაზარბაევის სახით, „დიდი ოცეულის“ სანკტ-პეტერბურგის სამიტში იღებდა მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი, წარმატებული სახელმწიფო.
თანამედროვე საქართველომ, ნაცების პროპაგანდის წყალობით, არაფერი იცის თანამედროვე რუსეთის შესახებ. არ იცის და არც სურვილი აქვს იცოდეს, ვინაიდან ასე უნდა სტრატეგიულ პარტნიორს. სადამდე?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
10/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.