პრეზიდენტის მორიგი დემაგოგია

„ჭუჭულები, გუგულებად ვერ იქცევიან“, - ასე გაჰყვიროდა ზუგდიდის მიტინგის მონაწილე ერთ-ერთი პირი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მორიგი „პრაიმარის“ დაწყების წინ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შევიწროებულ-გაუპატიურებული საზოგადოება სრულიად ბუნებრივად გამოხატავდა თავის გულისწყრომას - დედის გინებით, ქვების სროლით. . . მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ე.წ. „დელეგატები“, დარბაზში კომფორტულად მსხდომნი, გულისყურით რომ უსმენდნენ ნაციონალთა 4 საპრეზიდენტო კანდიდატის პაექრობას - საგარეო პოლიტიკაზე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება დემაგოგიური ბჟუქური ვუწოდოთ.
პროტესტანტთა გამოსვლა მკაცრად შეაფასა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბაქრაძემ, რომელმაც ბრალი ადგილობრივ ხელისუფლებას დასდო - პირდაპირ, ირიბად კი - ივანიშვილს. არადა ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ძალისხმევა რომ არყოფილიყო, ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა, ბაქრაძის საჯარო განცხადება.
„ჩვენ უკან არ დავიხევთ, ვინაიდან ჩვენს უკან საქართველოაო“, - ბრძანა პარლამენტარმა ვაშაძემ.
გვიან გაგახსენდათ საქართველო, ბიძიებო! დღევანდელი საქართველო, თქვენგან შეურაცხყოფილი სწორედ ისაა, ვინც ქვებს გიშენეთ, მაგრამ როგორც ჩანს არიან ისეთნიც, ვინც თქვენს შეკრებებს ესწრება. მათზე სრულიად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვერაფერი გაიგეს. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნაცთა „პრაიმარის“, ან პრეზიდენტის სასახლეში ლექციას ესწრება, აცდენილია ჭეშმარიტების გზას. საზოგადოების ეს ნაწილი საშიშია, ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი.
ბევრს ჰგონია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სააკაშვილისგან განთავისუფლდება საქართველო. ცდებიან! საკაშვილი ტაიმ-აუტს იღებს. გავა დრო, სხვათაშორის არცთუ დიდი და სააკაშვილი კვლავ მოევლინება ამ ქვეყანას - ისეთად, როგორც დღეს არის. მან ამის შესახებ გარკვევით თქვა „ნანუკას შოუში“. რა იქნება სააკაშვილის მეორედ მოსვლამდე?
იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. იქნება ნანუკას და სხვათა სარეკლამო შოუები - სააკაშვილის ზეობის დადებითად შემფასებელი. იქნება ყველა თანამდებობიდან თავისუფალი სააკაშვილი, ჩვეული ენერგიით, დემაგოგიით, ტყუილებით. და იქნებიან ისეთებიც, ვინც პირდაბჩენილი მოუსმენენ მას. ასეთთა რიცხვი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დღეს, ვინაიდან ხელისუფლების სისუსტე, არამიზანმიმართული მოქმედება, დამნაშავე წინა ხელისუფლების არ დასჯა, შეპირებული საამური ცხოვრების არ შექმნა, თავისთავად გააფართოებს სააკაშვილისა და მისი ნაცების მსმენელთა რიცხვს.
იქნება სააკაშვილის მხარდამჭერი დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი - საკუთარი ინტერესებისთვის მებრძოლი კავკასიაში. მისი პოზიციების განმტკიცება კი ნაციონალებზე და სააკაშვილზე გადის. დასავლეთის ამჟამინდელი უპირველესი მიზანია - „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაცია. მისი კანდიდატის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში თუ პირველ ადგილზე ვერა, მეორე ადგილზე გასვლა. ასეთი შედეგი, მათი სამომავლო გეგმების უმთავრესი კომპონენტია.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს უმთავრეს მტრად რუსეთი მიაჩნია. რუსეთის თემას, ისე, როგორც ყოველთვის, ნაცთა ოთხივე საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლებში ჟღერდება, ხოლო სააკაშვილმა „ნანუკას შოუ“ ამ თემას დაუთმო, ისე, როგორც პრეზიდენტის სასახლეში, ლექციას.
რუსეთი და მისი ხელისუფლება, გაცილებით მყარად მდგომი, მოსვენებას არ აძლევს დასავლეთს. რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური, განსაკუთრებით სამხედრო მდგომარეობა, რომ შებრუნებით ყოფილიყო - კრიტიკაც ნაკლები იქნებოდა. მაგრამ რა გაეწყობა, ვითარება სხვაა. მართალია, რუსეთი ედემის ბაღი არ არის, მაგრამ არის კი ასეთი აშშ-ი, ევროკავშირი?
თვალი გადავავლოთ ბოლო ეკონომიკურ-საფინანსო მონაცემებს, უმუშევრობას, ხალხის ცხოვრების დონის გაუარესებას, მძიმე სოციალურ პირობებს. ამ ფონზე, ოცეულში, ყველაზე სტაბილურად, რუსეთ-ჩინეთი გამოიყურება. თვალი შეავლეთ (ტელეიზიით) აშშ-ს ერთ დროს გაფურჩქნულ ქალაქ დეტროიდს, ცნობილს ავტომშენებლობით, ამჯერად გაპარტახებულს, გაკოტრებულს, 2 მილიონი მოსახლეობიდან 750-ათასამდე დასულს. ამ ფონზე ყაზანის უნივერსიადის ბრწყინვალედ ჩატარება, გახსნა-დახურვის ცერემონიალის გრანდიოზულად მოწყობა, რაღაცას ნიშნავს.
რაღაცას ნიშნავს - ხალხზე ზრუნვაც, საპენსიო ასაკის ადამიანთა სამსახურში შენარჩუნებაც და მათთვის, კანონით, ორჯერ მეტი პენსიის მიცემა, პენსიაზე გვიან გასვლის საფასურად. პირი, რომელიც საპენსიო ასაკში პენსიაზე არ გავა და გააგრძელებს მუშაობას, მას მეტ პენსიას მისცემენ, ვიდრე საპენსიო ასაკში პენსიაზე გასვლის შემთხვევაში. რად ღირს თუნდაც ის გადაწყვეტილება, როდესაც დამსაქმებელი, განცხადებისთვის - ვეძებ 17-25 წლის გოგონებს ან 40 წლამდე ასაკის მუშაკებს, მკაცრად დაისჯება.
გახსოვთ ალბათ, ქვეყნისთვის „დამაშვრალი“ სააკაშვილისა და ნაცების ცინიკური განცხადება - 40 წლისხელა მუშაკი კი არა, ხეც არ გვინდაო და უმუშევრობაში სულამოხდილი ხალხი, ასწლოვანი, ძირში მოჭრილი ხეები.
სააკაშვილის ანტიხალხური ქმედება უკიდგანოა, ისე, როგორც მისი დემაგოგია, ტყუილები.
დემაგოგიაზე იყო აწყობილი სასახლეში, პრეზიდენტის მიერ წაკითხული ლექცია. რა არ იყო ნახსენები - მხოლოდ ერთი მიზნისთვის - გძულდეს რუსეთი, გძულდეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, არ ენდო ივანიშვილს - ვითომდა, რუსული პოლიტიკის გამტარებელს.
„ორი მილიარდი დოლარის აქტივები არგუნა პუტინმა ივანიშვილსო“, - ბრძანა უტუხად მიხეილმა, თან ისიც დააყოლა - უნდა გავუძლოთო. რა იგულისხმება გაძლებაში? უპირველეს ყოვლისა ივანიშვილზე არ აყოლა, საპრეზიდენტო არჩევნებში ნაცების კანდიდატისთვის მხარის დაჭერა.
გავუძლოთ ცოტა ხნით და შემდეგ გვეშველება, რამეთუ რუსეთში დაიწყება ენერგეტიკული კრიზისი, დაეცემა გაზზე და ნავთობზე ფასები, რუსეთის ენერგომატარებლები აღარავის დასჭირდება. და რახან ასე იქნება, რუსეთის ზეწოლა მეზობელ ქვეყნებზე შემცირდება. რუსეთი იძულებული იქნება წავიდეს კავკასიიდან. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია.
და ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარ ხალხს მოუწყო გენოციდი. მოსახლეობის დიდი ნაწილი აიძულა, ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთში გადახვეწილიყო. გაეროს მონაცემებით, საქართველო, დემოგრაფიული კატასტროფის ვითარებაშია, რაც იმის მომასწავლებელია, რომ მას (საქართველოს) 2050 წლისთვის ერთი მილიონნახევარი ადამიანი მოაკლდება.
სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, იმ პოლიტიკურ დუღილზე, ანტისამთავრობო განწყობაზე, რომელიც „არის“ რუსეთში, პუტინის დაბალ რეიტინგზე და ა.შ. სააკაშვილმა ისეთი სურათი დახატა, თითქოს რუსეთი დღეს თუ არა ხვალ დაიშლება.
რუსეთის დაშლის თემა ქართველი „პოლიტიკოს-პოლიტოლოგების“ საყვარელი თემაა, თუმცა არც ერთი მათგანი არ ითავისებს, რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის დაშლას? რას მოუტანს ყოველივე ეს მსოფლიოს, განსაკუთრებით საქართველოს? როგორ გაძლიერდება საქართველოს ირგვლივ მყოფი მუსლიმანური ქვეყნები, მართლმადიდებლური რუსეთის დაშლის შემთხვევაში?
დიახ! რუსეთის დაშლა, უპირველესად, დასავლეთს და აშშ-ს სურს, ვინაიდან ის დაშლის დიდოსტატია. მარტო იუგოსლავიის მაგალითი რად ღირს. წინ, ერაყში ჩადებული ნაღმებია, შემდეგ ლიბია, სირია, ეგვიპტე. რუსეთი ყოველთვის იქნება აშშ-ს მიერ სამიზნეში ამოღებული ქვეყანა. ვაშინგტონი ყოველთვის შეეცდება სააკაშვილის, რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების, ბალტიისპირა ქვეყნების „პოლიტიკოსების“ გამოყენებით მუდმივ ცხელ ტაფაზე ამყოფოს რუსეთი.
სულ ახლახანს ანტისახელისუფლებო რადიო „ექო მოსკოვის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამ რადიოს სპეციფიურმა მსმენელმა, თითქმის 63%-მა განაცხადა, რომ სნოუდენის შეფარების გამო, აშშ-ა ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ესეც თქვენი პატრიოტიზმი, დოლარებზე გაყიდული!
ვაშინგტონის ექსპერიმენტი, სააკაშვილის ხელით გატარებული, ძვირად დაუჯდა ქვეყანას არა მარტო ომში დახოცილთა სახით, არამედ, თითქმის სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიების სახით. უბრალო დემაგოგია და სიბეცეა თქმა იმისა, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში - დაკარგული ტერიტორიები დაგვიბრუნდება. ისე არ მოხდეს, რომ მთლად წავიშალოთ რუქიდან!
სააკაშვილმა ისიც ბრძანა, რომ თურმე რუსეთს იმედი ჰქონდა ნავთობზე (ერთ ბარელზე) ფასების 500 დოლარამდე გაზრდა. ვინ უთხრა ან საიდან მოიტანა ეს სისულელე. თვალი გადაავლეთ რუსეთის წინა წლების ბიუჯეტის კანონს, სადაც ნათლადაა წარმოდგენილი ნავთობის შემოსავლები.
არანაკლებ სასაცილოა უკრაინის და სხვა ქვეყნების მიერ ფიქალის გაზის წარმოება. ეს გზა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამღუპველია და ამას აცხადებენ თვით ამერიკელი მეცნიერები, თანაც გაცილებით ძვირი. ფიქალის გაზის გამოყენება მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ თუ იქნება რენტაბელური. ჯერ-ჯერობით ჩანასახის პროცესშია და თუ მართლაც ამას ექნა ადგილი, მსოფლიოს მეცნიერთა გამოთვლით, რუსეთი, ფიქალის გაზის მარაგებით, პირველია მსოფლიოში - საგრძნობლად უსწრებს რა სხვა ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს.
სააკაშვილის თქმით, რუსეთს აღარაფერი ეშველება და თანაც ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, იმდროისთვის საქართველო ფორმაში უნდა იყოს. ფორმაში ყოფნის უზრუნველმყოფელი კი, არა ივანიშვილი, არამედ ნაციონალებია.
მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს გაჩანაგებულ ქვეყანაში ლუკმა-პურის საძიებლად მილიონობით ადამიანი მიდიოდეს. რუსეთი სავსეა შუა აზიელებით, ჩინელებით, კავკასიელებით, მათ შორის ქართველებით. მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს რუსეთში. სწორედ მათი ფულადი გზავნილებით უდგას სული ჩვენს ქვეყანაში სასწაულად შემორჩენილ მოსახლეობას.
არავისთვის საიდუმლო არ არის ის ამბავი, რომ თბილისში მცხოვრებნი, რომლებსაც რაღაც კავშირი აქვთ რუსეთთან, ძალას არ იშურებენ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად. რატომ? იმიტომ, რომ რუსული პენსია მიიღონ - გაცილებით მეტი, ვიდრე აქაური. ეს ფაქტია და ამას ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ნაცი ვერსად გაექცევა.
უკიდეგანოა სააკაშვილის დემაგოგიური აზროვნება - რას არ იტყვის მისი პირი. უკიდეგანოა საზოგადოების გარკვეული ნაწილის გულუბრყვილობაც, რომელიც ამ დემაგოგიის მოსასმენად მიდის პრეზიდენტის სასახლეში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.