ჩვენს ნაცვლად, გადაწყეტილება ჰამერბერგმა მიიღო

ფარული ვიდეო-ჩანაწერების ბედი ჰამერბერგმა გადაწყვიტა. „პიკანტური ვიდეო-ჩანაწერები“ უნდა განადგურდეს, გარდა ერთისა - საქმეში ჩასაკერებლად. განადგურებამდე უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გადაარჩევს ფირებს და დატოვებს ერთს.
როგორც ამბობენ, ფირებზე აღბეჭდილია პოლიტიკოსების, ხელოვნების მუშაკების, ცნობილი ადამიანების ინტიმური ცხოვრების ვიდეო-სიუჟეტები, გადაღებული ფარული კამერებით სასტუმროებსა და სხვაგან. ამ საქმეს სააკაშვილი და მისი ნაცები 2004 წლიდან აწარმოებდნენ. მათი „ნაშრომის“, რაოდენობიდან გამომდინარე, უყოყმანოდ შეიძლება ითქვას განუსაზღვრელი სახელმწიფო ფულის ხარჯვის თაობაზე. და ეს ყველაფერი ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას ენანებოდა დამშეული პენსიონერებისთვის პენსიის მომატება.
ისე, როგორც ყოველთვის, ფირებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს, ცხადია ხალხის ზურგს უკან. ხალხმა არაფერი იცის, რა არის აღბეჭდილი ვიდეო-ფირებზე. რაც იცის, ის არის, რომ პიკანტური ფირები - სექსს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი პოლიციის მიერ პატიმართა წამებას.
პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო-ფირები უკვე აჩვენეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტთა ნაწილს, არასამთავრობოებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. შეიქმნა რაღაც ჯგუფი, რომელმაც ნახა ეს ფირები და გამუდმებით ვიშვიშებს ტელეეკრანზე - ეს რა ნახა ჩვენმა თვალებმა, ამის ჩვენება ხალხისთვის როგორ შეიძლებაო. ყოვლის მცოდნე ლაშა ტუღუში დაბეჯითებით მოითხოვს ფირების განადგურებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ხალხს არ აჩვენონ ფირები, ვინაიდან უფრთხილდება ხალხის ნერვების მოშლას. არადა ფირებზე აღბეჭდილი წამების ფაქტები ხალხის და არა რაღაც ჯგუფის თავზე დატრიალდა. და რახან ასე იყო, სწორედ ხალხმა უნდა ნახოს და განსაჯოს, რას იმსახურებს ამის ჩამდენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მითუმეტეს განადგურების, დაიკარგება ხელისუფლების დამადანაშაულებელი ფაქტები, რაც თავისთავად მისცემს მას თავისმართლების საშუალებას.
სააკაშვილმა და ბევრმა ნაცმა უკვე თქვეს, რომ ყოველივე - სიყალბეა და ეს ითქვა დღეს, როდესაც მასალა სახეზეა, რას იტყვიან ხვალ, განადგურების შემდეგ. ჯერ-ჯერობით არავინ იცის გაანადგურებენ თუ არა წამების ამსახველ ვიდეო-მასალას და თუ ეს მოხდა, რას მოიმოქმედებს გუშინდელი ხელისუფლება არავინ იცის. სად არის იმის გარანტია, რომ მან თავი არ იმართლოს?
ხალხმა უნდა ნახოს პიკანტური ვიდეო-ფირებიც, ვინაიდან ის უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“, ადამიანებს, ვინც ჭკუას ასწავლის მას, ან მომავალში დააპირებს ამას. ადამიანებს, ვინც არიან პოლიტიკაში ან მომავალში დააპირებენ პოლიტიკაში, საზოგადო ცხოვრებაში აქტიური პოზიციის დაკავებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რითი სუნთქავენ ადამიანები, რომლებიც ლიდერობას იჩემებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა გამოვა დასჯილი, მსგავსი პიროვნებების პოლიტიკურ-საზოგადო სარბიელზე გამოჩენით.
მავანი შემედავება - ინტიმური ცხოვრება საჯარო განსჯის თემა არ არისო. კეთილი, გეთანხმებით, მაგრამ იქნებ სწორედ ამგვარმა დათმობამ მიგვიყვანა გეი პარადებამდე, 17 მაისამდე. თვალის დახუჭვა, საქმის დახუჭვას არ ნიშნავს. თვალის დახუჭვა დანაშაულის ტოლფასია. ვინ იცის, პიკანტური ვიდეო-ფირის რამდენი გმირი გვაწვება თავისი პოლიტიკით, რამდენიც მომავალში მოგვაწვება!
გახსოვთ ალბათ, აშშ-ს პრეზიდენტი კლინტონის ორალური სექსი ოვალურ კაბინეტში. ისიც გემახსოვრებათ, თუ რა ძნელად გადაურჩა პრეზიდენტი იმპიჩმენტს. ამერიკის არაერთ პოლიტიკოსს დაუტოვებია თანამდებობა ოჯახის გარეთ ჩატარებულ სექსთან დაკავშირებით. სულ ახლახანს თანამდებობა დაატოვებინეს ავღანეთის ომის გმირს, გენერალ პეტრეოსს.
ოჯახის გარეთ სექსში ეჭვმიტანილ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე, ყოველგვარი მორიდების გარეშე მსჯელობენ მედიაში და არა იმიტომ, რომ სეირი აყურებინონ ხალხს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება არ გაირყვნას. გარყვნა კი ხშირ შემთხვევაში, თუ კი მას ადგილი აქვს ხელისუფლებაში, ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის.
ის, რომ პოლიტიკოსი მორალურად უმწიკვლო უნდა იყოს - დაუწერელი კანონია. სამწუხაროდ, ამ ცნებას სერიოზული, მე ვიტყოდი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა პრეზიდენტ სააკაშვილის სექსუალურმა აღვირახსნილობამ. მან ცუდი მაგალითი მისცა საკუთარ თანამებრძოლებს, პოლიტიკურ ელიტას, მთლიანად საზოგადოებას. და იმისთვის, რომ ყოველივე ამას წერტილი დაესვას, ხალხმა უნდა ნახოს პიკანტური ვიდეო-ფირები. დე იცოდეს მან, ვინ მართავდა და მართავს მას.
ორალურ-ანალური სექსის მოყვარულებს, ოჯახის პატრონებს და არდაოჯახებულებს, ვერავინ მოუშლის საკუთარი ორგანიზმის ისე გამოყენებას, როგორც სურს, მაგრამ ასეთი, საზოგადოებას ჭკუას არ უნდა ასწავლიდეს, პოლიტიკას არ უნდა განაზღვრავდეს, საზოგადო ცხოვრებას არ უნდა წარმართავდეს. იყვნენ, იარსებონ, დატკბნენ ცხოვრებით, მაგრამ არა პოლიტიკაში. პოლიტიკა, თანამდებობა არ უნდა გახდეს ამ ადამიანთა ნავსაყუდელი, უფრო მეტიც სქესობრივი სურვილების ასრულების საშუალება. სახელმწიფო საქმე მსხვერპლს მოითხოვს ანუ მრუშობაზე უარის თქმას.
საზოგადოება თავისი თვალით „დატკბა“, უფრო სწორად, საკუთარ თავზე იწვნია მაღალი ხელისუფლების მრუშობით გამოწვეული „ბედნიერება“. ლოგინის გავლის შემდეგ, ქვეყნის მაღალ თანამდებობებზე გაჩნდნენ, მრუშობაში გაწაფული, გოგო-ბიჭები - საქმის უცოდინარნი, არაპროფესიონალნი, ქვეყნის დამაქცევარნი. მათმა მოქმედებამ ჩააგდო ქვეყანა იმ ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლა ჭირს. ქვეყნის უკეთესი დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის არის საჭირო ამ ფირების ხალხისთვის ჩვენება და არა სეირის ყურებისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.