პეკინიდან ლონდონამდე განვლილი ოთხი წელი

აგვისტო ცუდად აქვს დაცდილი საქართველოს, ისევე, როგორც ოლიმპიური თამაშების გახსნა. ოთხი წელი გავიდა პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნიდან - მძიმედ დასამახსოვრებელი, მწვავე, არასასიამოვნო განცდების აღმძვრელი.
ოთხი წელი არცთუ დიდი დროა იმჟამინდელი მოვლენების დასავიწყებლად, თუმცა საკმაოა სინამდვილის მიჩქმალვის და ნაცური ფალსიფიკაციის საყოველთაო გაშლისათვის. დღესაც ბევრს ახსოვს ქვეყნის პრეზიდენტისა და პოლიტიკოსების, სამხედროების სიამაყით აღვსილი განცხადებები ამა თუ იმ სოფლისა და დასახლებული პუნქტის დაბრუნების თაობაზე, ცხინვალში შეჭრილი ქართული არმია. . .
ახსოვს რუსეთის სამხედრო პასუხი - ცხინვალიდან გამოდევნილი სამხედროები, თბილისამდე მომდგარი რუსული არმია, სარკოზის მოსკოვ-თბილისის მოგზაურობები, პარლამენტის წინ გამართულ სცენაზე მიკროფონში მობღავლე სააკაშვილი, ბოკერია, უგულავა, სხვები, ინტელიგენციის „სასიქადულო“ წარმომადგენლების მოწოდება - მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრული საქართველოსთვის, თბილისის ცოცხალი ჯაჭვი და სხვა მრავალი - იმჟამინდელი ვითარების ამსახველი, ფსევდოპატრიოტული, ნაციონალური თვითგადარჩენის სულისკვეთებით სულით-ხორცამდე გაჟღენთილი.
ქვეყნის პრეზიდენტსა და ნაციონალურ ხელისუფლებას უმთავრესი თავსატკივარი ჰქონდათ - გამოუსწორებელი ავანტიურისტული ნაბიჯის, საქართველოსთვის საბედისწეროს, სხვაგვარად შეფუთვა, სხვაგვარად მიტანა საზოგადოებამდე, რათა ნაცთა პოლიტიკით თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებულ ხალხს გამოფხიზლება არ დაწყებოდა - შესაბამისი ქცევით, კატეგორიული მოთხოვნით - ისტორიის სანაგვეს მიბარებოდა გაუმართლებელი ომის წამომწყები ხელისუფლება.
ხელისუფლებამ არა მარტო ამ საშიშროების მოთოკვა მოახერხა, არამედ საზოგადოებაც დაარწმუნა, რომ აგრესორი, საქართველოს ხელისუფლება კი არა, მტარვალი რუსეთია, რომელსაც შურს საქართველოს წარმატებების.
ოთხი წელია ხელისუფლების მხრიდან გვესმის სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება ომის დაწყებასთან დაკავშირებით, საწინააღმდეგო რეალობისა, თვითმხილველებისა, ტალიავინის სპეციალური კომისიის დასკვნისა, საღი აზრისა.
შავის გათეთრების ოთხწლიანი პერიოდი სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის წარმატებით მიმდინარეობს. სისტემატურმა პროპაგანდამ თავისი გააკეთა - დაარწმუნა რა საზოგადოება, რომ შავი თეთრია, თუ მთლად თეთრი არა - მოთეთრო მაინც, ანუ საქართველო იძულებული იყო პირველს გაესროლა, ვინაიდან მის ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ არმადას პასუხი ხომ უნდა გასცემოდა?!
საქართველო ომში ჩაითრიეს, საქართველოს ხელისუფლებას სულაც არ სურდა ომი, მაგრამ მზაკვარმა მეზობელმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ქართული ვერსიის განსამტკიცებლად სისტემატურად მოჰყავთ ტალიავინის კომისიის სიტყვები. როგორც ჩანს ხელისუფლება სხვაგვარად კითხულობს დასკვნას, არა ისე, როგორც უბრალო მომაკვდავები.
სხვაგვარად წაიკითხა ტექსტი მთავარმა „მეოცნებემ“ და უმალ განიმტკიცა რუსეთის მოყვარული ადამიანის სახელი - ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოო, თქვა თუ არა ეს, წიკლაურიდან დაწყებულმა ვინ არ დაწიხლა. ეს როგორ თქვაო, ეს მოღალატეობააო, გაჰყვირიან ნაცები და მათზე მიბმული საზოგადოება. ვითარება ისე დაიძაბა, რომ „მეოცნებემაც“ ლამის „დაშვებული შეცდომა“ აღიარა - განაცხადა რა - მე ასე არ მითქვამსო. როგორ არაო - იყო პასუხი, თანაც ვიდეო კადრით გამაგრებული, ანუ გუშინდელი ნათქვამი და დღევანდელი საწინააღმდეგო მოსაზრება.
ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებების კეთება. 2008 წლის ომის დროს ოპოზიციამ თანადგომა გამოუცხადა ხელისუფლებას „სამართლიან“ ომში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ დაადანაშაულა ის ამ „სამართლიანი“ ომის წამოწყებაში.
პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან ლონდონამდე ოთხი წელი გავიდა - საქართველოსთვის ერთობ დაძაბული, არასასიამოვნო წლები - დაკარგული ტერიტორიებით, დაღუპული მეომრებით, გაუბედურებული ოჯახებით, ახალი დევნილებით და აქედან გამომდინარე ახალი პრობლემებით.
ერთი მუჭა ქვეყანა ლამის იძულებით გადაადგილებულ პირთა ქვეყანად იქცა. სადაც არ გაიხედავთ ყველგან აფხაზეთიდან და სამხრეთ-ოსეთიდან იძულებით გადმოსახლებულები არიან - გაუთავებელი მოთქმა-ტირილით, იძულებითი გასახლებით და სხვა. ხელისუფლება ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ოკუპირებული მიწებიდან მათი წამოსვლა ხელისუფლების ბრალი კი არა, თვით ლტოლვილების ბრალი იყოს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებამ კი არ დაიწყო ომი, არამედ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა ქართველებმა.
ცხინვალის ომმა, თუ ვინმეს მოუტანა სარგებელი, საქართველოს ხელისუფლებაა - უპირველესად ოთხმილიარდნახევარი დოლარის სახით. გარდა ამისა მას მიანიჭა უცოდველი, უმანკო კრავის სტატუსი - შევიწროებულ-გაუპატიურებული რუსული დათვის მიერ. ომმა ქვეყანას ახალი ინვესტიციები მოუტანა, ასე აცხადებდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი ჟვანია, ამჟამად საპატრიარქოს ჩრდილში შეყუჟული.
ცხინვალის ომის შემდეგ საერთაშორისო არენაზე გაიზარდა საქართველოს ხსენება. ცხინვალის ომმა რუსეთის მოწინააღმდეგეებს მომგებიანი კოზირი მისცა, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ დიპლომატიურ ჭიდილში. ცხინვალის თემას და აქედან გამომდინარე რუსეთთან დამოკიდებულებას არაერთი კონფერენცია, შეკრება, სხვადასხვა სახის ღონისძიება მიეძღვნა. გადაიღეს ფილმიც, დაიწერა ათასობით სტატია და სხვა. საქართველოს ხელისუფალთ საზღვარგარეთ მოგზაურობის დამატებითი საბაბი გაუჩნდათ, რასაც ისინი ზედმიწევნით გულმოდგინედ იყენებენ. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ უფრო მისაღები პირი გახდა დასავლეთისთვის.
ომის შემდგომი ოთხი წლის მანძილზე დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა ყველაფერი იღონა საკუთარი პროექტის - „სააკაშვილის“ გადარჩენისთვის და არა მარტო გადაარჩინა, არამედ ზენიტში აიყვანა. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბელორუსიის პრეზიდენტს უარი უთხრეს, ისე, როგორც სხვებს, სააკაშვილს - მწვანე შუქი აუნთეს.
ცხინვალის ომით დასავლეთმა, კერძოდ აშშ-ა რუსეთის მიმართ მუდმივი წამოსაძახებელი შექმნა. იქედან მოყოლებული დღემდე არ ყოფილა ამერიკა-რუსეთის პირველ პირთა არც ერთი შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ არ თქმულა, თუნდაც რიტუალური დაფიქსირების სახით. აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება „ოკუპაციად“ იქნა მიჩნეული. ეს ტერმინი ამერიკელებმა საერთაშორისო ორგანიცაზიებშიც დაამკვიდრეს. რუსეთის მიერ მოგებული ომი მასმედიაში ლამის წაგებულად ჩაითვალოა. ამ მხრივ დასავლეთმა და საქართველომ რუსეთს პირწმინდად მოუგეს, თუმცა ამით საქართველოს შვება არ უგვრძნია, არც მიტაცებული ტერიტორიები დაბრუნებია.
სულ ახლახანს სოხუმსა და ცხინვალს სტუმრიბდა რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ვლადიმერ ჩირკინი. მისი ვიზიტი მოსკოვ-თბილისის ხელშეკრულებას მიეძღვნა, რომელიც 20 წლის წინათ დაგომისში დაიდო. არ დააყოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამაც, სადაც კიდევ ერთხელ დაიგმო რუსეთის ქმედება და კრიტიკის ქარცეცვხლში გატარდა რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო მანევრები „კავკასია 2012“.
ვიქტორ ლიტოვკინი - ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, იხილავს რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ამბობს: „აზრი არ აქვს ამ განცხადების რიტორიკის განხილვას, რომელიც ძალიან წააგავს ოფიციალური ტოკიოს განცხადებებს, როდესაც კურილის კუნძულებს სტუმრობენ რუსეთის პოლიტიკოსები.
არ შეუძლიათ საქართველოში, იაპონიის მსგავსად შეეგუონ 2008 წლის აგვისტოს ომში დამარცხებას, რომელიც პროვოცირებული იყო არა რუსეთის მიერ, და რის შედეგადაც მოხდა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა. ასეთი რამ ემართებათ აგრესორებს და ამასთან ვერაფერს გააწყობთ. თუმცა ოფიციალურ თბილისს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა ცხინვალთან არსებული პრობლემები. დაგომისის 1992 წლის 14 ივლისის ხელშეკრულება აძლევდა მას ამის საშუალებას, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმა გადაწყვიტა არა მოლაპარაკების, არამედ სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტა, მზაკვრულად თავს დაესხა რა სამშვიდობო ძალებს და საკუთარ მოსახლეობას. რასაც დასთეს, იმას მოიმკი. არავითარ „მილიტარიზაციას“ ადგილი არ აქვს არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში, ისე, როგორც ეს არის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული“, - აცხადებს ექსპერტი.
„მილიტარიზაცია“ - ნიშნავს ომისთვის მზადებას, როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში. რუსეთი არ აქეზებს არც სოხუმს და არც ცხინვალს საქართველოსთან ომში. ორივე მათგანმა 20 წლის განმავლობაში ბევრი პროვოკაცია იწვნია საქართველოს რეჟიმის მხრიდან. ორივე ქვეყნის ხალხებმა კარგად იციან ვისგან უნდა დაიცვან თავი, ამიტომაც მიიწვიეს რუსეთი უსაფრთხოების დასაცავად. რუსეთი არ გაყიდის მათ, ისე, როგორც ეს საქართველოს ჩვევია“, - ამბობს ექსპერტი.
რა გაეწყობა, როდესაც საბაბს მისცემ - მეტსაც იტყვიან.
ტყუან-მართლის გარკვევას ოთხი წელი მოუნდნენ. მრავალი ოთხიც გავა, მაგრამ „გაურკვეველი“ ბევრი რამ იქნება ანუ ის, რაც ერთისთვის იქნება გარკვეული, მეორესთვის - მუდამ გაურკვეველი. გარკვეული კი იქნება ერთი - ოკუპირებული ტერიტორიები ანუ საქართველოსთვის დაკარგული.
რაც შეეხება სამხედრო მანევრებს - „კავკასია 2012“, თვით სიტყვა „командно-штабное“ ნიშნავს ბრძოლას მაკეტზე, ვირტუალურ ბრძოლას, კომპიუტერულს და არა ნამდვილს. ცხადია, მანევრების დროს ადგილი ექნება სამხედროების და სამხედრო ტექნიკის ჩართვასაც, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩრდილო კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილები. რუსეთის განცხადებით, მანევრებში მონაწილეობას არ მიიღებენ ცხინვალის მე-4 და სოხუმის მე-7 რუსული სამხედრო ბაზები. მაშ, რისთვის სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ხალხში პანიკის თესვა?
მედიაში გაკეთებულ განცხადებებში რუსული მანევრები და საქართველოს არჩევნები ერთმანეთზეა გადაჭდობილი, თითქოს ეს მანევრები სპეციალურად დაიგეგმა, რათა არჩევნებში გამოწვეული არეულობით ისარგებლოს რუსეთმა და შემოიჭრას საქართველოში.
უკბილო არგუმენტია. ჯერ ერთი რაღა შემოჭრა უნდა - ისედაც აქ არის და მეორეც - შემოჭრისათვის სულაც არ არის საჭირო სამხედრო მანევრები.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
27/07/2012

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.