სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება

სააკაშვილის ნათქვამმა, 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გახარებულმა პოლიტიკოსობამ, მათი ჯიბის ექსპერტობამ და შესაბამისმა მედიამ ლამის „დავლური“ დაუარა. „ხომ ვამბობდით, ეს კაცი თქვენი მოღალატეა, ბოლოს და ბოლოს ვეღარ უნდა დარწმუნდეთ მის ორპირობაშიო“.
ადრესატი მიმართვისა აშშ-ს ადმინისტრაცია იყო. ქუჩის ოპოზიციის წარმომადგენლები, აქაოდა შანსი გაჩნდა ამერიკულ უკანალში თავის შეყოფის, ცხადია პატივცემული მიხეილის იქედან გამოდევნის შემდეგ, ისეთ ვიშვიშს მოჰყვნენ, თეთრ სახლელ ობამას რომ ცრემლებს აღვრევინებდა. „ნწუ, ნწუ, ნწუ - ეს რა თქვა შლეგმა მიხეილმა. როგორ გაუბედა ამ გუგულივით პატიოსან ამერიკას დარბევის გეგმაში მონაწილეობის მიღებაო. ტყუილია ეს და გამიზნული ავანტიურა, ჩვენი საყვარელი მეგობრის, ძმადნაფიცის, სტრატეგიული პარტნიორის წმიდა სახელის გასაშავებლად, საქართველო-ამერიკის ერთმანეთზე გადასაკიდებლადო“, - ბრძანა გია კობახიძემ.
როგორ შეიძლება მეგობარი ამერიკის აუგად მოხსენიებაო - ისმოდა სხვათა ხმებიც. შეპარული ოცნებით სააკაშვილის ამერიკელთა მიერ დასასჯელად. როდესაც შენ ვერაფერს უხერხებ, იქნებ სხვამ (ამერიკამ) მოუხერხოს, - ამ გულისნადებით ღაღადებდნენ ყველანი, ვისაც გზა აქვს გახსნილი მედიისკენ.
არადა, სააკაშვილს ახალი არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი, რაც აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა, ბასმა ბრძანა. მომიტინგეთა დაშლის წინ ისეთი რამ თქვა, დაშლა რომ არ ნდობოდა კაცს, ისიც ისე მოიქცეოდა, როგორც მიშა. დაშლის შემდეგაც, მიუხედავად პოლიციის მიერ ჩადენილი სისასტიკისა, ბასის „შემაჯამებელი“ განცხადება იყო - ჩადენილი დანაშაულის გამამართლებელი.
ბასი აშშ-ს წარმომადგენელი იყო - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. განა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ხანგრძლივი, მონური, თვალში ციცინის პოლიტიკა შევცვალოთ? ნუთუ დაუჯერებელია ის ამბავი, რომ კარგა ხანია აშშ-ი ხან შევარდნაძის, მეტადრე სააკაშვილის ხელით აკეთებდა იმას, რასაც ანტიეროვნული პოლიტიკა ჰქვია. ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც მსგავს ქმედებას სჩადის იქ, სადაც გასდის.
საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ამერიკას გასდის და მომავალშიც გაუვა ე.წ. პოლიტიკოსების და ამერიკაზე „ავანსად“ შეყვარებული საზოგადოების გამო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.