2015 წლის თებერვალში სრულდება იალტის კონფერენციის 70 წლისთავი, უდიდესი ღონისძიების, რომელსაც ოდესმე ჰქონია ადგილი მსოფლიოს ისტორიაში.
1945 წლის თებერვალში უკვე ცნობილი იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე თითზე ჩამოსათვლელი თვეები იყო დარჩენილი. იალტაში შეკრებილი სამი
სახელმწიფოს ლიდერი - სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი, ერთი წლის წინათ, თეირანში დაწყებული საკითხების შეჯერების და ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ,
მსოფლიო პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას ცდილობდნენ.
გერმანიის ფაშიზმი წელში იყო გადატეხილი, წინ მილიტარისტული იაპონიის დაჩოქების კონტურები მოჩანდა, რომელშიც თავისი წვლილი ისევ საბჭოთა კავშირს, მის
უძლეველ „წითელ“ არმიას უნდა შეეტანა - ასეთი იყო აშშ-ს პრეზიდენტის რუზველტის სურვილი, რომელმაც დახმარებისთვის მიმართა საბჭოეთის ლიდერს -
სტალინს. სტალინმა თხოვნა მიიღო და, შესაბამისი წინადადების გათვალისწინების შემთხვევაში, იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაბმის მზადყოფნა გამოთქვა.
თუ რა წინადადებები იყო სტალინის მიერ გაჟღერებული აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნაზე, ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა
მინისტრის, იალტის კონფერენციის მონაწილის, ლეგენდარული ანდრია გრომიკოს მოგონებების წყალობით შევეცდები იმ ატმოსფეროს ასახვა, რაც იალტის
კონფერენციაზე სუფევდა.
გრომიკოს მიერ, საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი, გაცილებით მნიშვნელოვანი და სასარგებლოა იმ ადამიანთათვის, რომლებიც ზედაპირულად
იცნობენ საკუთარ თუ მსოფლიოს ისტორიას, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს და იმ გმირობას, რომელიც საბჭოთა ხალხმა, მათ შორის ქართველებმა ჩაიდინეს.
მეორე მსოფლიო ომი თავისი მასშტაბით, მსხვერპლით მსოფლიოს ომების ისტორიაში შეფასებულია, როგორც ყველაზე დიდი და მუხანათური ომი. ამ ომს გაცილებით
მეტი მსხვერპლი ახლდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნგრევაზე, ვიდრე კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ომებს, თუნდაც ასწლიანს.
მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელობა განუზომელია, ისე, როგორც განუზომელია მასში მოქმედი ძალების მნიშვნელობა. მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიოს დიდი
გაკვეთილი შესთავაზა - გაკვეთილი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ბრძოლისა; ნგრევისა და აღმშენებლობისა; სიკეთის, ბოროტებაზე გამარჯვებისა.
მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიოს დაანახა ფაშიზმის ნამდვილი სახე, ბოროტებით გაჟღენთილი, ხალხთა წამებასა და ხოცვა-ჟღლეტაზე დაფუძნებული; დაანახა
ოსვენციმი, მაიდანეკი, სხვა საკონცენტრაციო ბანაკები, გაზის საკნებითა და იქ გაგუდულ ადამიანთა თმების ზვინები, კბილების ოქროს პროტეზები, ადამიანის
კანისგან დამზადებული ხელჩანთები.
დაანახა! მაგრამ გავიდა ხანი, არცთუ დიდი - 70 წელიწადი და არცთუ მცირე. ნაწილობრივ მივიწყებას მიეცა მე-20-ე საუკუნის 40-იან წლებში დატრიალებული
საშინელება. საშინელების ჩამდენთა სახელები, როგორც გმირები, ისევ წამოიწივნენ წინა პლანზე. მეორე მსოფლიო ომში, ფაშისტური გერმანიის მხარეზე მეომარმა,
სხვადასხვა ჯურის ადამიანმა, სამართლიან ტყვიას გადარჩენილმა, ომში გამარჯვებული კოალიციის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს მიაშურა, თვით იმ სახელმწიფოს
ხელისუფალთა შორსმიმავალი გეგმების განხორციელების საქმეში ხელშესაწყობად.
გასული საუკუნის 40-იანი წლების სიბოროტის მარცვალმა ნაყოფი გამოიღო 70 წლის შემდეგ და ასე დადიან უკრაინელი ფაშისტები, ბანდერასა და შუხევიჩის
მემკვიდრეები ჩირაღდნებით უკრაინის ქალაქების ქუჩენში, დემოკრატიისა და თავისუფლების ლოზუნგებით ხოცავენ თავიანთ სისხლსა და ხორცს სამხრეთ-აღმოსავლეთ
უკრაინაში.
რა განსხვავებაა 40-იანი წლების ფაშისტებსა და დღევანდელ უკრაინელ ფაშისტებში? არც არაფერი - იგივე სისასტიკე; იგივე შეგრძნება დაუსჯელად პარპაშისა; იგივე
სიცრუის მანქანა, ამოქმედებული კოალიციის სამი წევრიდან - ორის ხელშეწყობითა და დახმარებით.
ვინ იფიქრებდა, რომ განადგურებული, მიწასთან გასწორებული გერმანიის ფაშიზმის შემდეგ, ესოდენ დიდ ყლორტებს გამოისხამდა უკრაინული ფაშიზმი? იმჟამინდელი
იალტიის სამეულიდან არც არავინ. ფიქრი, ფაშისტთა შემდგომ გამოყენებაზე, მათ შორის უკრაინულისა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დროს დაიწყო, მაშინ როდესაც
საღადმოაზროვნე რუზველტი, „ქორი“ ტრუმენით შეიცვალა.
ისტორიას არ უყვარს ვარაუდებით ლაპარაკი, ის ფაქტებს ეფუძნება, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ - რა მოხდებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი უეცრად არ
გარდაცვლილიყო? იქნებოდა თუ არა საბჭოთა კავშირ-აშშ-ს შორის ისეთი დაძაბულობა, რასაც ადგილი ჰქონდა ტრუმენის პრეზიდენტობის დროს?
დარწმუნებით შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსს ადგილი არ ექნებოდა. რუზველტი, თავისი ბუნებით „მტრედი“ და არა „ქორი“, მტრედის შესაფერ პოლიტიკას
გაჰყვებოდა, ისე, როგორც ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლომდე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობდა ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის განმტკიცებას, ახალი
სისტემის ფეხზე დგომას.
რუზველტს სიმპათიები ჰქონდა როგორც სტალინის, ისე „წითელი“ არმიის მიმართ - თანაგრძნობა მილიონობით დაღუპული საბჭოელის და დანგრეული ქვეყნის.
„ჭეშმარიტება მოითხოვს განვაცხადო, რომ არც სტალინი მალავდა თავის კეთილ განწყობას რუზველტის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ჩერჩილზე. ასეთი
დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო განსხვავებამ რუზველტისა და ჩერჩილის პოლიტიკურ შეხედულებებს შორის“, - წერს გრომიკო.
შეიძლება ითქვას, რომ რუზველტის ამერიკა არ დააყრიდა ატომურ ბომბებს იაპონიის ქალაქებს ხიროსიმასა და ნაგასაკს. იაპონიის არმიის დამარცხება და კაპიტულაცია
„წითელი“ არმიის დახმარებით მოხერხდებოდა, რის შესახებაც სთხოვა რუზველტმა სტალინს იალტის კონფერენციაზე.
ფაქტია, რომ ტრუმენის ადმინისტრაციამ, ბირთვული ბომბით, თითქმის დამარცხებული იაპონია გაანადგურა, ამასთანავე თითი დაუქნია საბჭოთა კავშირს - თუ
ჭკუით არ იქნები, იგივეს მიიღებო.
იალტის კონფერენციას, პოტსდამის კონფერენციამდე თვეები აშორებს, მაგრამ ისტორიული განზომილებით - საუკუნეები. თითზე ჩამოსათვლელ დროში მოხდა აშშ-ს
პოლიტიკის ცვლა და მოკავშირის პოზიციების მოსასხამის, მეტოქის მოსასხამზე შეცვლა. პოსტდამში აშშ-ს დელეგაციას ახალი პრეზიდენტი ტრუმენი
ხელმძღვანელობდა, შემდგომში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილთან ერთად „ცივი ომის“ შემქმნელი. სწორედ მათი დაუღალავი მეცადინეობით ჩამოეფარა
„რკინის ფარდა“ საბჭოთა კავშირს, ნაცვლად ურთიერთთანამშრომლობისა.
ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ტრიუმვირატი დაიშალა. მან ვერ შეძლო მშვიდობიანობის ჟამს თანამშრომლობა. ურთიერთეჭვიანობამ გამოიწვია ყოველივე -
განსაკუთრებით კი საბჭოეთის სიძლიერემ, „წითელი“ არმიის შეუდრეკელობამ, საბჭოთა იარაღის სიმტკიცემ და სტალინის პოზიციის გამჭრიახობამ.
დიდი იყო საბჭოეთის განმანთავისუფლებელი როლი ევროპისა და მსოფლიო ქვეყნებისთვის. საბჭოთა მეომრებს - ევროპის ქალაქების და სოფლების
განმანთავისუფლებლებს ძეგლებს უდგამდნენ ევროპაში. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 70 წლის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა მოქალაქე, უკრაინის პრემიერი იაცენიუკი,
თავს უფლებას მისცემდა ეთქვა - გერმანიისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესია საბჭოთა კავშირმა განახორციელა. ვინ იფიქრებდა, რომ პოლონეთის პირველი
დიპლომატი, სხეტინა, პროფესიით ისტორიკოსი, აბსურდს-აბსურდზე დაახვავებდა, მათ შორის ასეთს - ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმი მოსკოვში კი
არ უნდა გაიმართოს, არამედ ვარშავაში, ლონდონში და ა.შ..
არც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთია მაინცდამაინც კატეგორიული მეორე მსოფლიო ომის გმირთა მოხსენიებაში. იქაურ პოლიტიკოსებს დღესაც, ერიდებათ
პირდაპირ განაცხადონ სტალინის დაუფასებელ როლზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში. და არა მარტო ომში. ჯერაც, აბსტრაქტულად აცხადებენ ისინი, რომ ომი
საბჭოთა ხალხმა მოიგო. კეთილი, მაგრამ ვინმეს უნახავს თუნდაც ერთი ომის, მხედართმთავრის გარეშე მოგება?
კაცობრიობის ისტორიაში მსგავსს ადგილი არ ჰქონია და თუ მართლაც ჰქონია, რატომ არ აქვს მას გამეორება მშვიდობიან ცხოვრებაში?
ვერ დავიჯერებ, რომ საბჭოთა კავშირი, საბჭოთა ხალხმა დაანგრია. საბჭოთა ხალხი გორბაჩოვ-ელცინის გამყიდველური პოლიტიკის უსიტყვო მაყურებელი იყო,
თუმცა კატეგორიული წინააღმდეგი საბჭოეთის დაშლისა. და ისევ „კოლექტიური ხალხი“. თუ ხალხს, ხელმძღვანელის გარეშე ომის მოგება შეუძლია, რატომ არ
შეუძლია მშვიდობიანობის ჟამს თავი დააღწიოს იმ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც საბჭოეთის თითქმის ყველა ყოფილ რესპუბლიკაშია, მათ შორის რუსეთში?
ქვეყნისთვის პიროვნების როლი განუზომელია. იმჟამინდელი მსოფლიოსთვის კი სტალინის როლი ფასდაუდებელი. სტალინის და შემდეგ რუზველტის, ჩერჩილის
პოლიტიკური პორტრეტები, მუდამ დაამშვენებს მსოფლიოს ისტორიას, მიუხედავად იმისა, ძეგლებს დაუდგამენ მათ თუ არა.
სტალინის შესახებ ლაპარაკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ განსჯის, მისი მოღვაწეობის შეფასების - ერთეულებს, მათ შორისაა ანდრია გრომიკო.
„1945 გამარჯვების წლის თებერვალი... იალტა. ლივადის სასახლე - თავის დროზე აქ დასვენება უყვარდა რომანოვების დინასტიის უკანასკნელ გვირგვინოსანს.
ყველაფერი საზეიმოდ გამოიყურებოდა, გრანდიოზულად. საკონფერენციო დარბაზში შედის სტალინი. მას საბჭოთა დელეგაცია მიჰყვება. სამარადისო სიჩუმე სუფევს.
სტალინს, პატივისცემით თავს უკრავენ რუზველტი და ჩერჩილი, რომლებიც თავიანთ ადგილებზე იმყოფებიან. სტალინი მიდის მაგიდასთან და ესალმება მისკენ
გამართულ ჩერჩილს და მჯდომარე რუზველტს. ამერიკის პრეზიდენტს დახმარების გარეშე ადგომა უჭირს.
არ მახსოვს, რომ სტალინს ყურადღება არ მიექცია ან ზუსტად არ ჩამწვდარიყო თავისი პარტნიორების ნათქვამის არსში. ის, ჰაერში იჭერდა მათ სიტყვებს. მისი
ყურადღება, მახსოვრობა, ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანას ჰგავდა. ლივადის სასახლეში მე საბოლოოდ დავრწმუნდი, თუ რა ფენომენალური ხარისხის მატარებელი
იყო ეს ადამიანი.
სტალინს დამაჯერებლად მიჰყავდა საბჭოთა დელეგაციის მუშაობა, რაც ყველა ჩვენგანს აღაფრთოვანებდა. მიუხედავად დროის სიმცირისა, სტალინი გამონახავდა
საშუალებას ემუშავა დელეგაციის წევრებთან. ერთხელ მან „კოქტეილ-პართი“ მოაწყო, რომლის დროსაც ის ცალ-ცალკე მიდიოდა დელეგაციის წევრებთან და
ესაუბრებოდა მათ. ის მოძრაობდა დინჯად, შეფიქრიანებული იყო. დროდადრო ცოცხლდებოდა და ხუმრობდა. დარბაზში მყოფებს ყველას სახეზე ცნობდა. ეს ამ
პიროვნების განსაკუთრებული თვისება იყო. მას ბევრი ადამიანი ახსოვდა. შეეძლო მათი გვარებისა და სახელების დასახელება - იმის გახსენება, სად, რა ვითარებაში
გაიცნო ისინი. ეს, თავისთავად აღაფრთოვანებდა მოსაუბრეს.
სტალინი თვითონ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ყურადღებით უსმენდა მოლაპარაკეს. ასე იგებდა მის აზრს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაც კი ის მუშაობდა,
ემზადებოდა რა მორიგი სხდომისთვის.
ყირიმის კონფერენციის მონაწილეებისთვის ნათელი იყო, რომ ლივადიის სასახლეში მიღებულ გადაწყვეტილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ევროპისა და
მსოფლიოსთვის. დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი გრძნობდა, რომ მსოფლიო ისტორიის ფოკუსში იმყოფებოდა. სამი ისტორიული ფიგურა - სტალინი,
რუზველტი და ჩერჩილი, უდიდესი ძალაუფლების მატარებლები იყვნენ იმჟამინდელ მსოფლიოში და გარდა იმისა, რაშიც შეთანხმდნენ, სხვა შეუთანხმებელშიც, რომ
კონსენსუსისთვის მიეღწიათ, მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა, თუმცა...“, - წერს გრომიკო.
სტალინი იუსუფოვის სასახლეში ცხოვრობდა. იქ ჰქონდა სამუშაო კაბინეტი. ერთ-ერთი სხდომის წინ, რომელიც, 7 კილომეტრის დაშორებით, ლივადიის სასახლეში
იმართებოდა, მან თავისთან მოუხმო გრომიკოს და წერილი აჩვენა. წერილი რუზველტისგან იყო. გრომიკომ ზეპირად უთარგმნა წერილი.
„სხდომის დაწყებამდე მინდა ვიცოდე შინაარსი“, - თქვა სტალინმა. წერილი კურილის კუნძულებსა და სახალინს ეხებოდა. რუზველტი იტყობინებოდა, რომ ცნობდა
საბჭოთა კავშირის უფლებას აღნიშნულ ტერიტორიებზე, რომლებიც იაპონიის მიერ არის ოკუპირებული. სტალინი კმაყოფილი იყო. „აშშ-ს პოზიცია, ნიშნავს ჩვენს
თვალში რეაბილიტაციას 1905 წელს, პორტსმუტში, იაპონელთა მხარდაჭერაში. იმჟამად აშშ-ა დახმარება გაუწია იაპონიას რუსეთისთვის ამ ტერიტორიების
წართმევაში“, - თქვა სტალინმა და დაამატა: - „მნიშვნელოვანი წერილია. აშშ-ა ამჟამად აღიარა ჩვენი სიმართლე კურილის კუნძულებისა და სახალინის მიმართ.
ამერიკელები მოგვთხოვენ, სანაცვლოდ, იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვას“.
საბოლოოდ ეს საკითხი ლივადიის კონფერენციაზე გადაწყდა.
„სტალინის თანამედროვეებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მასთან მუშაობდა, ჰქონდა მასთან ლაპარაკი ან მოწმე იყო ლაპარაკისა, ჰქონდა შესაძლებლობა
მოესმინა მისი გამონათქვამები სხვადასდხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად აღიქვამდა მას. მოწმე მისი მუშაობისა და ნალაპარაკისა გრძნობდა, რომ
მის წინაშე იყო ადამიანი, რომელზეც დამოკიდებული იყო არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ბედი. ეს, სულაც არ ეწინააღმდეგება მარქსიზმის შეხედულებებს
ისტორიაში პიროვნების როლთან დაკავშირებით. ბუმბერაზები, განსაზღვრული, კონკრეტული დროის „პროდუქტები“ არიან. მაგრამ მეორე მხრივ ამ ადამიანებს
ძალუძთ გავლენა იქონიონ მოვლენების განვითარებაზე.
ერთის შეხედვით, რა შთაბეჭდილება იქმნებოდა სტალინის პიროვნებაზე? უპირველეს ყოვლისა, ის იყო გონიერების, ფიქრის ადამიანი. არასდროს შემინიშნავს, რომ
მის ნათქვამს არ გამოეხატა დამოკიდებულება საკითხისადმი. მას არ უყვარდა გრძელი შესავალი, გრძელი წინადადებები ან არაფრის გამომხატველი სიტყვები.
ამასთანავე სტალინს მოთმინებით შეეძლო მოესმინა ადამიანებისთვის, ვისაც არ შეეძლოთ აზრის ჩამოყალიბება.
ვუყურებდი რა სტალინს, როდესაც ის გამოთქვამდა თავის აზრს, მისი სახეც ლაპარაკობდა. განსაკუთრებული გამომხატველობა ჰქონდა თვალებს, რომელსაც
დროდადრო ჭუტავდა, რაც მის სახეს უფრო მკვეთრ ელფერს აძლევდა.
მოძრაობაში სტალინი იყო აუჩქარებელი. არასდროს მინახავს მას ნაბიჯი მოემატებინოს, აჩქარებით წასულიყოს. მეჩვენებოდა, რომ თვით დრო ანელებდა სვლას,
როდესაც ეს ადამიანი საქმით იყო დაკავებული. მის კაბინეტში თავს იყრიდა ყველა მასალა, რაზედაც მუშაობდა. სტალინი ღამეებითაც მუშაობდა. ღამის მუშაობასთან
ის უფრო მეგობრობდა, ვიდრე დღის.
სტალინი თითქოს უმადოდ ჭამდა. მაგარ სასმელებს არ სვამდა. სვამდა ღვინოს, ბოთლიდან, რომელსაც თვითონ ხსნიდა. მას უხდებოდა მარშალის ფორმა, უნაკლოდ
შეკერილი. მას მოსწონდა ფორმა. თუ ფორმა არ ეცვა, ეცვა ნახევრად სამოქალაქო, ნახევრად სამხედრო ტანსაცმელი. მას არასდროს ეტყობოდა ზერელეობა
ჩაცმაში.
სტალინს უყვარდა მუსიკა. კრემლში გამართულ კონცერტებს ის დიდის ინტერესით აღიქვამდა და ტაშით აჯილდოებდა ვოკალისტებს. უყვარდა ძლიერი ხმები.
მოსწონდა კლასიკური მუსიკა, ემილ გილელსის შესრულებით.
სტალინი კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას, თანაც ბევრს. მისი ერუდიცია არა მარტო გამოსვლებიდან ჩანდა. მან იცოდა რუსული კლასიკური ლიტერატურა.
მოსწონდა გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი. იცნობდა შექსპირის, ჰაინეს, ბალზაკს, ჰიუგოს, გი დე მოპასანს, სხვა უცხოელი მწერლების შემოქმედებას. წაკითხული
ჰქონდა ისტორიული ჟანრის წიგნებიც.
ერთი სიტყვით, სტალინი განათლებული ადამიანი იყო. არც ერთი ფორმალური განათლება არ მისცემდა მას იმდენს, რამდენიც მისცა საკუთარ თავზე მუშაობამ.
შედეგი ამისა იყო სტალინის ცნობილი ენა, მისი უნარი მარტივად და პოპულარულ ფორმაში ჩამოეყალიბებინა რთული აზრი.
ქცევაში ის იყო კორექტული, მას არ უყვარდა ძმაკაცური, მხრებზე ხელის დარტყმა. სიბრაზეში - სტალინი არასდროს გამოდიოდა ჩარჩოებიდან, მას უცენზურო
სიტყვების თქმა არ უყვარდა.
იალტაში სადილობის დროს მან შეაქო ქართული ღვინო და ჰკითხა რუზველტსა და ჩერჩილს: „დაგილევიათ არაყი ჭაჭა? ჩემის აზრით, ყველა სახის არაყთან
შედარებით, ჭაჭა საუკეთესოა, თუმცა მე არ ვსვამ, ვამჯობინებ მსუბუქ, მშრალ ღვინოებს“. „როგორ უნდა გავსინჯო ჭაჭა?“, - იკითხა ჩერჩილმა. „შევეცდები,
გაგასინჯოთ“, - მიუგო სტალინმა. მეორე დღეს, სტალინმა ერთსაც და მეორესაც გაუგზავნა ჭაჭა“, - იხსენებს გრომიკო.
იალტის კონფერენციის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის განუსაზღვრელია, შეფასება - შეუძლებელი. 70 წელიწადია მოქმედებს იალტაში შექმნილი მსოფლიო წესრიგი,
რომელსაც მეტნაკლებად არეგულირებს გაერო და მისი უშიშროების საბჭო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ეს ყველაფერი იალტიდან იწყება.
იალტის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. იყო „ცივი ომი“, პატარ-პატარა ცხელ-ცხელი ომები, იალტაში შექმნილი საზღვრების ცვლა, მაგრამ მთავარს - „დიდთა“
სამხედრო დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
იალტის შეთანხმებას ბუმბერაზები წყვეტდნენ, საკუთარი ნიჭისა და ცოდნის წყალობით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
07/02/2015
1.„ისლამური სახელმწიფო“ და მისგან გამომდინარე პრობლემები
2.ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა
3.ირანის ისლამური რევოლუციის დღე
4.ირანის არჩევნები და საქართველოს პოლიტიკა
5.ივანიშვილი - ქვეყნის პატრონი?
1.დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებული სამინისტრო?
2.„დემოკრატიის შუქურა“ საქართველო
3.დარჩება თუ არა საქართველო უფუნქციოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში
4.დღევანდელობა და სტალინი
5.დასავლეთი თუ რუსეთი?
1.სენატორ კენედის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
2.საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას
3.სტალინი - ურჩხულის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი
4.სექსი და ქვეყანა
5.სათამაშოდ ქცეული სიტყვა „დემოკრატია“
6.საპარლამენტო ციბ-ცხელება
7.სურვილი ერთია, რეალობა სხვა
8.სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი და საერთაშორისო ვითარება
1.რუსული „პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა
2.რატომ იხსენებენ სტალინს და საბჭოთა კავშირს?
3.რუსეთთან მტრობა თუ მეგობრობა?!
4.რას ნიშნავს ე.წ. რუსული პროპაგანდა?
1.ამიერკავკასია „დიდთა“ ჭიდილში
2.ამბავი უსაქმური კაცისა, ტესტიკულისა და მახათისა
3.„აფხაზეთობა“ აფხაზეთის გარეშე
4.ადგილის დამკვიდრება ახლო აღმოსავლეთში?
5.აჟიოტაჟი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ
1.„ისლამური სახელმწიფო“ - მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა
2.„იალტა-45“-დან დღემდე
3.იმუშავებს „მინსკი-2“-ის შეთანხმება?
4.„ისლამური სახალიფო“ - ფსიქოპატთა თავშეყრის ადგილი თუ ...
5.იემენი - ახალი დაპირისპირების კერა
6.ირან-„ექვსეული“-ს მოლაპარაკებები დასრულდა
7.ირანი - საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
8.იცვლება ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში?
9.იზრდება ირანის როლი რეგიონში
1.უკრაინის მოვლენებებიდან, პარიზის ტერაქტამდე - საით მიყავს მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს?
2.უმძიმესი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
3.უაზროდ მკბენარი ბზიკის საქმე თუ ქართული ფუტკრის ფუსფუსი - არჩევანი ჩვენზეა
1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“
1.შერიგება თუ დაპირისპირება? - ბინძური პოლიტიკური თამაში გრძელდება
2.შეცდომის სხვაზე გადაბრალების ტაქტიკა
3.შური თუ უმადურობა?
4.შემოვიდა და შემოგვიტანა …
1.მოვა თუ არა მსოფლიო გონს?
2.მიუნხენის კონფერენციის ფარისიველური სულისკვეთება
3.მეგრული ენა და საქართველო
4.მთავარია - „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდე“
5.მსოფლიოს ახალი ისტორია
6.მსოფლიოს მოლოდინი „დიდთა“ შეხვედრისგან
1.რა ხდებოდა ევროსაბჭოში?
2.რას მოუტანს რეგიონს რუსეთ-თურქეთის შეთანხმება?
3.რუსეთ-სამხრეთ-ოსეთის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსაზრება
4.რიგის სამიტი
5.როდის გამოფხიზლდება საზოგადოება?
6.რუსულ-თურქული მტრობა
1.ერთი წელი კიევის „მაიდნიდან“
2.EBRD-ს კონფერენცია და NDI-ს „დემოკრატიული“ კვლევები
3.ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?
4.ე.წ. დემოკრატიის ორმაგი თამაში
1.ფიქრები ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით
2.ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი
3.ფუჭი ლაპარაკი - ფედერაცია-კონფედერაციაზე
1.„დიდთა“ ჭიდილში, „სუსტი“ იჭყლიტება
2.დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა
3.დაიცავს თუ არა საქართველოს ხიდაშელის „რაკეტები“?
1.გაჭიანურებული პროცესი
2."გადაგდებული" საქართველო
3.ბავარიული „დიდი შვიდეულის“ სამიტი
4.გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეა
5.გაეროს მოხსენებიდან გამომდინარე ფიქრები
6.განვლილი წლის „ანგარიში“
1.პატარა ქვეყნის დიდი ჭკუა
2.პირველმაისობა
3.პროექტიდან რეალობამდე
4.პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გადარჩენს ქვეყანას
5.პარალელები რუმინეთსა და საქართველოს შორის
1.ლოზანადან საქართველომდე
2.ლუკაშენკოს ვიზიტი
3.ლტოლვილობა ევროპაში
4.ლარის გაუფასურება და ხელისუფლების უსუსურობა
1.კრიზისის მიზეზი - უმეცრება
2.კოქტეილი - “Made in USA”
3.კონფერენცია თუ პოლიტიკური ქცევის გაკვეთილები
4.კახელი მევენახეები და გაუთავებელი გადაბრალებები
1.ანტირუსულად "დაპრესილი" ქართული ტვინი
2.აჟიოტაჟი პრზიდენტის სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.ახლო აღმოსავლეთი და „ისლამის სახალიფოს“ პოლიტიკა
1.საზოგადოების გამოსათაყვანებელი ახალი აბი
2.სწორი დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან
3.სამხედრო ძალთა ბალანსი - მშვიდობის გარანტი
4.საბჭოეთის დაშლით გამოწვეული თავისტკივილი
5.სანაქებო დასავლური დემოკრატია?!
6.სააკაშვილის საამური ცხოვრების გახსენება
7.სავიზო რეჟიმი, ირანი და თერძი დიპლომატიაში
8.სოხუმის დაცემიდან კიდევ ერთი წელი გავიდა
9.სერიოზული ისლამისტური გამოწვევა - ჯიჰადის სახით
10.საქართველოს მთავრობის შეთავაზება აფხაზეთს
11.საქართველოს მთავარი პრობლემა მოსმენებია?
12.საით მივყავართ ამერიკელთა მიერ გაწვრთნილ ქართველობას?
1.რა დაკარგა ჩინეთმა კომუნისტური სისტემის შენარჩუნებით?
2.რა კავშირი აქვს სპორტთან პოლიტიკას?
3.რა არის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური საქციელი?
4.რას მოუტანს მსოფლიოს "დიდთა" ჭიდილი?
5.რა გამოავლინა უკრაინის კრიზისმა?
6.როდესაც გამკითხავი არავინაა, ყველაფერია შესაძლებელი
7.რკინიგზის აღდგენის აჟიოტაჟი
8.რატომაა ხალხის აქტიურობა არჩევნებზე, დაბალი?
9.რა მოგვცა ნატოს სამიტმა?
10.რამ უბიძგა აფხაზეთს ხელშეკრულებისკენ?
11.რატიფიცირებული საქართველო
1.მსოფლიო „ჟენევა-2“-ის მოლოდინში
2.მსოფლიო გადანაწილების ახალი ფაზა
3.მსოფლიო იმკის აშშ-ს დიპლომატიის შეცდომებს
4.მოლდოვური გაკვეთილები
5.მსოფლიო პოლიტიკა - აბსურდის თეატრი
6.მესამე ძალის მოლოდინში
1."უსტანდარტო" საქართველო
2.უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ
3."უპასუხისმგებლო" პრეზიდენტი პუტინი
4.უკრაინის მოვლენების ირგვლივ
1.ვის და რატომ უგორებს კოჭს ევროკავშირი?
2.ვითარება სამხრეთ-კავკასიაში
3.ვანდალიზმი ხარკოვში
3.ვჭრათ და ვკეროთ კონსტიტუცია?
1.ირან-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო პერსპექტივები
2.იანუკოვიჩის პრეზიდენტობას წერტილი დაესვა
3.იზრდება ირანის როლი რეგიონში
4.„ისლამური სახალიფო“ - ანგარიშგასაწევი ძალა
5.„ირანის ფაქტორი“ და თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა
1.დაუნდობელი ბრძოლა გავლენის სფეროების გაფართოებისთვის
2.დაშინებით, შიშით საზოგადოების დამორჩილება
3.დასაწყისი - 9 აპრილი იყო
4.დაილოცოს ქართული სუფრა!
5.დავამარცხეთ ფაშიზმი?
6.დააჩოქებს რუსეთს სანქციები?
7.დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბრძოლა გრძელდება
8.დასჯიან თუ არა სააკაშვილს?
9.დავაჭყიტეთ თვალები, მაგრამ . . .
10.დასავლური „წამლებით“ გაბრუებული უკრაინა
1.გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემები
2.გულახდილი „აღიარება“
3."გავბედნიერდით"?!
4.გვიშველის ასოცირება?
5.გაბუტვას სიკეთე არასდროს მოუტანია
1.კარიბის კრიზისიდან - უკრაინის კრიზისამდე
2.კინკლავი პრეზიდენტისა და მისი სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.კაცობრიობის საშიში სენი - ტერორიზმი!
1.ფიქრები შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით
2.ფიქრები ობამას განცხადებასთან დაკავშირებით
3.ფალსიფიცირებული, ტენდენციური ინფორმაციით გაჟღენთილი მედია
1.ბალანსი დაცულია - ჩვენ იქ, ისინი აქ
2.ბარაკ ობამას სამხედრო აკადემია "ვესტ-პოინტ"-ში გამოთქმული მოსაზრებები
3.ბრძოლა პირველობის შენარჩუნებისთვის გრძელდება
3.ბერლინის კედლის დანგრევის კვირეული
1."თვითგამორკვევა" ლაღად დააბიჯებს მსოფლიოში
2.თავყრილობა გაეროში
3.15 ნოემბერი - ხელისუფლებისა და ხალხის გამოცდის დღე
1.ახლო აღმოსავლეთი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში
2.ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე
3.აუსრულებელი ოცნება
4.ამ აზროვნებით აპირებთ ქვეყნის შენებას?!
5.აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა
6.არის თუ არა მოსკოვის სამიტის ჩაშლა - საღი გადაწყვეტილება?
7.არათანაბარი "ჩეინჯი"
8.ახლო აღმოსავლეთი კვლავ ბობოქრობს
9.ამერიკის ფიცი - ძნელი დასაჯერებელია
10.ახლო აღმოსავლეთი - მუდმივი დაძაბულობის კერა
11.აშშ-ს ახალ თამაშში ირანის ჩართვის პერსპექტივები
12.ახლო აღმოსავლეთი - მშფოთვარე რეგიონი
13.არჩევანის წინაშე მყოფი უკრაინა
1.ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის
2.ბრიუსელის პოლიტიკური ჭადრაკი გრძელდება
1.Грузия сделает все, чего хотят США
2."გამარჯვებულმა" თბილისმა აჭარის "დაბრუნება" აღნიშნა
3.გაჯიქებული ჩრდილო კორეა
4."გადატვირთვა" ამერიკულად
5.გიხაროდენ
6.გაეროს ასამბლეა და მისი შედეგები
7.გზა საქართველოს ხსნისა - რუსული ბაზარია
1.დიცი და გაშიშვლებული ქართული პოლიტიკა
2.დასავლური ორმაგი სტანდარტი, რადიკალური ისლამის აღორძინების ფონზე
3.დაზიანდება თუ არა საქართველოს იმიჯი?
4."დემოკრატია" ქართულად
1.ესეც თქვენი "დემოკრატია"!
2.ელჩების დანიშვნა-არდანიშვნით გამოწვეული კინკლავი
3.ერთწლიანი საოცნებო მმართველობა
4."ექვსეულ-ირანის" ჟენევის შეთანხმება შედგა
5.ვროკავშირის დაპირება მეტადრე დაპირებაა, ვიდრე საქმე
1.იქნებ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ქვეყნის დეგრადაციაში?
2.ივანიშვილი და სტრასბურგი
3.ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა
4.ისტორიული ძეგლები "შველას" ითხოვენ
1."მე პედერასტი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ"
2.მსოფლიო და საქართველო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა
3.მთავარი მეოცნების პოლიტიკური სცენიდან წასვლის სავარაუდო მიზეზები
4.მორიგი შეხვედრიდან გამოტანილი დასკვნები
5.მოხერხებული სააკაშვილის ბოლო ფართხალი
1.Османская противоракетная империя
2.ორ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი სიტყვიერი ბრძოლა
3.ობამასაც უნდა თავისი ომი
4.ორი საკითხის ირგვლივ ატეხილი ყაყანი
5.ომს, დიპლომატია სჯობს!
1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?
1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია
1.გამოიყენებს აშშ-ი დიდი სიზუსტის სუპერბომბს ირანის წინააღმდეგ?
2.გზა დემოკრატიისკენ სამართლიანობაზე გადის