ბალანსი დაცულია - ჩვენ იქ, ისინი აქ

hamlet chipashvili-politologi

უკრაინის თემა კარგა ხანს იქნება მსოფლიოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამ თვეზე მეტია საინფორმაციო საშუალებების ნომერ პირველი საკითხი უკრაინაა. მან უკვე ჩამოტოვა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სირიის ომი და ირანის ბირთვული პროგრამა, ექვსეულისა და ირანის მოლაპარაკება, ახლო აღმოსავლეთი და ისრაელ-პალესტინის პერმანენტული კონფლიქტი.
ვაშინგტონმა ყველაფერი იღონა უკრაინის პრობლემის შესაქმნელად და ამით მოსკოვისთვის მძიმე თავსატკივრის გასაჩენად. მთავარი იყო პრობლემის შექმნა, ახალი დაძაბული კერის გაჩენა. რაც შეეხება ხანძრის ჩაქრობას, ძნელი სავარაუდოა, როდის, ვინ და რა ძალები შეძლებენ ამას. თუ სიღრმისეულად ჩავიხედავთ უკრაინულ პრობლემაში, დავინახავთ, რომ მისი შემქმნელი და სულისჩამდგმელი აშშ-ი სულაც არ არის მზად გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. პირიქით, ის ყველაფერს იღონებს ამ პროცესის მარადისობაში გადასაყვანად.
რუსეთის დასავლეთის საზღვრებთან აგიზგიზებული ლამპარი, რუსული გეგმების საწინააღმდეგო კერაა, რომელსაც მუდამ ესაჭიროება სრული ყურადღების მიპყრობა და რაც მთავარია ექსტრა, დამატებითი თანხების გამოყოფა. პუტინის რუსეთი შიდა აღმშენებლობის პროცესშია, რომელმაც კულმინაციას ჯერ ვერ მიაღწია და აი, ამ დროს ახალი ხარჯების გაჩენა, უკრაინული პრობლემის სახით - არამცდა არამც ხელს არ უწყობს კრემლის გეგმების სწრაფ განხორციელებას.
გეგმები კი ერთობ ამბიციური და საინტერესოა: საბაჟო კავშირის განვითარება, ევრაზიული კავშირის შექმნა. ეს ორი მიმართულება გახდა ვაშინგტონისთვის განგაშის მაუწყებელი. აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები თანმიმდევრულად და აგრესიულად აცხადებდნენ, რომ მათთვის მიუღებელია, ყოფილ საბჭოთა სივრცეში რაიმე კავშირის შექმნა, მითუმეტეს თუ ის (კავშირი) კრემლის ინიციატივით შეიქმნება.
მკითხველს ახსოვს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება - აშშ-ი ვერ გაიზიარებს მოსკოვის იდეას გავლენის სფეროებთან მიმართებაში, ანუ მოსკოვის გავლენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. კლინტონიც და სხვებიც მიიჩნევენ, რომ არავითარ საბჭოთა კავშირობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ზედმიწევნით კარგად იცის, რას ნიშნავს საბაჟო ან ევრაზიული კავშირი. რომ ეს ორგანიზაციები ვერაფრით ჩაანაცვლებენ საბჭოთა კავშირს; რომ არ ჩანს ისეთი შემაკავშირებელი ძალა, როგორიც იყო კომუნისტური პარტია და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი („კგბ“). აღნიშნული ორგანიზაციების არ არსებობის შემთხვევაში ახალი საბჭოთა კავშირი მკვდრად ნაშობი იქნება. იცის ეს აშშ-ა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივას პრინციპიდან გამომდინარე, ცდილობს ჩანასახშივე ჩაკლას ახალი იდეა.
ვაშინგტონს, მსოფლიო ჰეგემონის დედაქალაქს, სულაც არ სურს ახალი კავშირების შექმნით გამოწვეული კონკურენცია. ის, რომ კონკურენცია მოსალოდნელია - წყალი არ გაუვა. მაგალითად, საბაჟო კავშირში შესვლის სურვილი არა მარტო ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა გამოთქვეს, არამედ „შორეული“ საზღვარგარეთის ქვეყნებმაც.
გაწევრიანების თვალსაზრისით ევრაზიული კავშირი უფრო პერსპექტიული იქნება, ვიდრე წინამორბედი საბაჟო კავშირი. დაუშვებს ამას აშშ-ი?
ცხადია არა. და ამიტომაც ააგორა უკრაინული პრობლემა. არადა უკრაინის გარეშე აღნიშნული კავშირების არსებობა და წარმატებული ფუნქციონირება წარმოუდგენელი იყო.
გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში კრემლში ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ უკრაინის პრობლემა ესოდენ სერიოზული იქნებოდა და მოსკოვს ყაზახეთთან და ბელორუსთან ერთად, უკრაინის გარეშე, მოუწევდა ჩამოყალიბებული ევრაზიული გეგმის შენება. დღეს, ეს საკითხი ეჭვს აღარ იწვევს. კრემლი შეეგუა უკრაინის განდგომას, მისი ეკონომიკისგან დისტანცირებას, პარტნიორთა რიცხვიდან უკრაინის ჩამოწერას. რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებები აღნიშნულის დამადასტურებელია.
გაუჭირდება თუ არა რუსეთს, უკრაინის გარეშე? ცხადია გაუჭირდება და არა მარტო ეკონომიკურად, არამედ მორალურად. რუსეთს აკარგვინებენ უზარმაზარ სლავურ ქვეყანას, სისხლით და ხორცით მონათესავეს და რაც მთავარია, არცთუ მეგობრულად განწყობილ დასავლეთთან, ბუფერული სახელმწიფოს სტატუსის მატარებელს. ამერიკელთა წყალობით, თვით უკრაინაა გადაქცეული ისეთივე აგრესიული იდეების მატარებლად, როგორიც ევროკავშირი და ნატო.
უკრაინელებზე, მათი მსოფმხედველობის შეცვლაზე უდიდესი გავლენა იქონია აშშ-ს 23-წლიანმა აღმზრდელობითმა მუშაობამ, ჩიჩინმა, რომ უკრაინელი სხვაა, თანაც არა რუსი, რუსეთზე უფრო მაღლა მდგომი ერი, რომ უკრაინა ნამდვილი ევროპაა და მას არაფერი ესაქმება რუსეთთან.
სამ თვეზე მეტია ევროპელ-ამერიკელი პოლიტიკოსები, კიევში ვიზიტად ჩასულნი, დაბეჯითებით ამბობენ, რომ ისინი ევროპის ქვეყანაში ჩავიდნენ. საინტერესოა, რამდენად ეხამება მათ მიერ ნათქვამი, კიევის „მაიდნის“ ბარიკადებსა და უწესრიგობას?!
აშშ-ა 23 წლის განმავლობაში მოახერხა უკრაინელთა გადაგვარება და „ძაღლი პატრონს ვერ ცნობის“ - ვითარების შექმნა. უფრო უარესისაც - ძაღლი პატრონზე რომ იწევს და შეჭმით თუ არა სასიკვდილო დაკბენით ემუქრება. დასავლეთმა შეძლო უკრაინული ნაციზმის სრული აღორძინება და იმ დონეზე მიყვანა, რომ დასავლეთი უკრაინა და არა მარტო დასავლეთი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - სამგლოვიაროდ აცხადებს. ვიღას ახსოვს ფაშიზმზე გამარჯვების პარადი. დღეს, სვასტიკიანთა პარადები იმართება. თვალი შეავლეთ უკრაინულ ტელეარხებს, იქ გამოსულ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს და ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ, საით მიდის უკრაინა.
განსხვავებული ვითარებაა აღმოსავლეთ უკრაინაში, უზარმაზარ რეგიონში, სადაც რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობა თვალშისაცემია. აღმოსავლეთი, ფედერალიზაციას მოითხოვს, მაგრამ მისი განხორციელების შემთხვევაში, იქნება თუ არა დასავლეთსა და აღმოსავლეთ უკრაინას შორის თანაცხოვრების შესაძლებლობა ერთი სახელმწიფოს ჭერქვეშ? ძნელი დასაჯერებელია. მათ შორის განსხვავებები ღრმა უფსკრულის სადარია.
დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს მიაჩნია, რომ უკრაინა უნიტარულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს. მან კარგად იცის, რომ ფედერაციული უკრაინის სუბიექტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინა, მჭიდრო კავშირში იქნებიან რუსეთთან. თუმცა ფედერაციულ მოწყობამდე კარგა მანძილია გასავლელი.
აშშ-ა შექმნა უკრაინის პრობლემა - უპირველეს ყოვლისა რუსეთის თავისტკივილი, თუმცა არანაკლები ევროპისთვის. ვაშინგტონელმა „პროგრამისტებმა“ ისეთი პროგრამა შექმნეს, რომელიც მუდამ შეაწუხებს რუსეთს და ევროპას. ისინი ამ პრობლემის მოგვარებით იქნებიან დაკავებული, თანაც ისეთ დონეზე, სხვა საკითხები რომ უკან დარჩებათ. შორს მყოფი ამერიკა იმ ცირკის ჯამბაზის პოზაში იქნება, თეთრი კოსტუმი რომ აცვია, ხოლო მაყურებელი, ჩურჩხელასავით, განავალში ამოვლებული.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამოსვლის დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ვრცლად ილაპარაკა ევრაზიული კავშირის შექმნაზე და ისიც აღნიშნა, რომ ეს კავშირი - წარმატებული განვითარების შემთხვევაში, დიდი გამოწვევა იქნება ერთპოლუსიანი მსოფლიოსთვის. და ეს, რომ არ მოხდეს, დასავლეთი ცდილობს მაქსიმალურად იშრომოს ევრაზიული კავშირის შექმნის საწინააღმდეგოდ.
უკრაინის საკითხებს დაუთმო ყურადღება რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პეტროზავოდსკში გამოსვლის დროს. მთავარი თემა იყო უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკური, განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველო კავშირების მოსალოდნელი დაშორება. აღნიშნულ თემაზე პუტინის საჯარო განცხადებამ მესამედ გაიჟღერა - გულდაწყვეტით, არასასიამოვნო განწყობით.
სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. ხუმრობა ხომ არ არის, წლობით აწყობილი ეკონომიკური კავშირების, განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველოს გაწყვეტა. არადა რუსეთის არმიაში მიმდინარე გარდაქმნების გარკვეული ნაწილი სწორედ უკრაინასთან თანამშრომლობაზე მოდიოდა.
სახელმწიფო კონცერნმა „უკრობორონპრომმა“ შეაჩერა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან. უკრაინის მთავრობა ამზადებს ღონისძიებების გეგმას, რომლის მიხედვით, უნდა მოხდეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების მიერ დაკარგული რუსული შეკვეთების კომპენსაცია.
აღნიშნული ქარხნები განთავსებულია დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეს ოლქებში. უკრაინის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ იაცენიუკთან გამართული თათბირის დროს, დაუფარავად ითქვა, რომ სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირი და აშშ-ი. სწორედ მათი დაჟინებული მოთხოვნით რუსეთმა უნდა იწვინოს სერიოზული დარტყმა.
უკრაინის ხელისუფალთა გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება უკრაინის ისედაც გაუარესებულ ბიუჯეტს. რუსული შეკვეთების შესრულებაში ათეულ-ათასობით უკრაინელია ჩართული, თანამშრომლობის სფერო მოიცავს ავიამშენებლობას, კოსმოსის ათვისებას და ა.შ. ერთი წლის განმავლობაში უკრაინა ასრულებდა 500 მილიონი დოლარის საფასურის შეკვეთებს.
თავის გამოსვლაში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს, ზემოთმოყვანილი პრობლემებიდან გამომდინარე, მოუხდება თვით აწარმოოს ის კომპონენტები, რომლებსაც უკრაინა ამზადებდა, თუმცა ამას დასჭირდება თითქმის 2 წელიწადი და გაუთვალისწინებელი ხარჯები. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ არმია თანამედროვე, საბრძოლო ტექნიკით აღიჭურვოს.
უკრაინული ქარხნების დახურვის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც უკრაინამ პარაფირება გაუკეთა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. გახსოვთ ალბათ, პრეზიდენტ იანუკოვიჩის გაჯიქება და ვილნიუსის სამიტზე დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა. უარი სწორედ იმით იყო გამოწვეული, რასაც უკრაინის ქარხნების, მათ შორის სამხედროს დახურვა და დიდი რაოდენობით უმუშევრობის გაჩენა ჰქვია, გარდა ამისა, რუსული შეკვეთების დაკარგვა.
იანუკოვიჩის უარს მოჰყვა სახელმწიფო გადატრიალება და ის სრული ქაოსი, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი. უკრაინის ახალი ხელისუფლება უყოყმანოდ ასრულებს ამერიკულ დავალებას და უარს აცხადებს რუსული დაკვეთების შესრულებაზე. საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება, პირდაპირი მნიშვნელობით, აისახება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებზე, იმათზე, ვინც ასრულებდა რუსეთის დაკვეთებს.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მომაკვდინებელი იქნება უკრაინის ეკონომიკისთვის, რაც შეეხება რუსეთს - გაუძლებს შემოტევას.
პუტინის განცხადება, ისე, როგორც რუსეთის სხვა პოლიტიკოსების, ვერ აღწევს უკრაინის ხელისუფალთა ტვინებამდე, ვინაიდან მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დასავლეთთან ინტეგრაცია, რუსეთისგან დაშორება. დეზინტეგრაციით გამოწვეული შედეგი უკრაინის ხელისუფალთ არ ადარდებთ.
ის, რაც უკრაინის ხელისუფლებაში ხდება, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენსას. ჩვენს ხელისუფლებასაც არ ადარდებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და ამით ჩამოსახრჩობ თოკში თავის შეყოფა. საქართველოში დასანგრევ-გასანადგურებელი ფაბრიკა-ქარხნები რახანია აღარ არის. „წინდახედულმა“ და „გონიერმა“ შევარდნაძის ხელისუფლებამ სულ ჯართად გაყიდა უნიკალური და ძვირადღირებული ჩარხ-დანადგარები, ნაქარხნალი ტერიტორიები კი კერძო პირებზე გაასხვისა, ანუ საკუთარ ნათესავებსა და მეგობრებზე.
ქვეყანა სხვისი პროდუქციის, განსაკუთრებით კვების გადასამუშავებლად გადაკეთდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მარტივ კონვეიერს - პროდუქტების ყიდვა-მონელებას. ამ პრიმიტიულ ოპერაციას ბრტყელი სიტყვები „ბიზნესი“ და „წარმოება“ დაერქვა - „საბაზრო ეკონომიკა“.
და ვცხოვრობთ ასე ჭამა-მონელებას გამოკიდებული. არა წარმოება, არა მატერიალური დოვლათი, არა მრეწველობა, არა სოფლის მეურნეობა. როდესაც ქვეყანას არ აქვს ცხოვრების მამოძრავებელი, გამქაჩავი ძრავი, ვიღას სჭირდება კულტურა, ხელოვნება, მითუმეტეს მეცნიერება?
ერთ დროს მწარმოებელი ქვეყანა, მომნელებლადაა ქცეული და ეს პროცესი ასოცირების შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება. უკრაინაში მცხოვრებ სპეციალისტებს, განსაკუთრებით სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომუშავეებს ეშველებათ. პუტინმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა მიიღოს ისინი რუსეთში არსებულ შესაბამის სამრეწველო კომპლექსებში სამუშაოდ - მეტი ანაზღაურებით და საცხოვრებელი პირობების დაკმაყოფილებით.
საქართველოს ასეთები არ ჰყავს. რახანია პროფესიონალი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ქვეყნიდან გადაიხვეწა. ვინც ვერ წავიდა, ბაზრობებს შეაფარა თვი - წვრილ მოვაჭრეებად. ზოგიც სახლში ზის სრული უიმედობით გულგაწვრილებულ-დაავადებული.
იცის ვინმემ, რას მოუტანს ქვეყანას ასოცირებული წევრობა? ხელისუფალთ რომ ტკბილი ცხოვრება ექნებათ, ყველამ იცის, მაგრამ მთელი ქვეყანა ხომ ხელისუფლება არ არის?
აშკარად დგება საკითხი - ხელისუფლება და ხალხი, მათ შორის პროპორციული ბალანსი, ანუ „ჭარბი“ მოსახლეობის საკითხი. თუმცა ეკონომიკურ-სოციალური გაუსაძლისობა თავისთავად აგვარებს ე.წ. დისპროპორციას, აიძულებს რა დარჩენილ მოსახლეობას უცხოეთში გადახვეწას. შედეგი - უხალხო ხელისუფლება. მომსახურების მოკრძალებულ სფეროს, სატელევიზიო შოუებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სულაც არ სჭირდებათ „ჭარბი“ მოსახლეობა. ისინი ნათესაურ-მეგობრული წრიდანაც იოლად დაკომპლექტდებიან.
ქვეყანას, რომელსაც ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელ-საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო სისტემა, პოლიცია, ჯარი, ადგილობრივი ორგანოები, აფხაზეთისა და ოსეთის ემიგრანტი ხელისუფლება, საზღვარგარეთის ქვეყნებში 65 დიპლომატიური წარმომადგენლობა, სხვა ცენტრალური თუ ადგილობრივი წვრილ-მსხვილი დაწესებულება, არ ჰყავს სამწყემსი ხალხი ან უფრო სწორად შეინიშნება მისი ზედმიწევნითი სიმცირე.
ასეთი ნაკლებად იმსახურებს „ქვეყნის“ სტატუსს. თუმცა არის მარტივი გამოსავალი - სხვათა მიერ ქვეყნის შევსება. ამ მხრივ პროგრესი თვალშისაცემია, განსაკუთრებით შავკანიანთა სახით. რა არის ამაში ცუდიო, შემედავება უზომოდ „ტოლერანტი“ არასამთავრობოელი გოგონა ან ბიჭუნა. არც არაფერი, ჩვენც ხომ „შავად“ აღგვიქვამენ იმ „დალოცვილ“ ევროკავშირში, თან უვიზო მოგზაურობას გვპირდებიან. ბალანსი, ცხადია გლობალური, არ დაირღვევა - ჩვენ იქ, ისინი აქ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
30/04/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.