გულახდილი „აღიარება“

hamlet chipashvili-politologi

ამ რამდენიმე წლის წინათ, ჟურნალისტებთან ლაპარაკის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლა კატასტროფად მოიხსენია, რამაც უდიდესი აღშფოთება გამოიწვია დასავლეთში და მასზე აყოლილ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. არადა პუტინი ცამდე მართალი იყო, ვინაიდან უპირველესად, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ის თვლიდა, რომ საბჭოეთის დაშლამ ხელი შეუწყო ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებას. მსოფლიომ კი, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, საკუთარ თავზე ბატონობის გასაღები აშშ-ს ჩააბარა.
რუსეთის პრეზიდენტს მაშინ არც დაშლილი საბჭოთა კავშირის შედეგად აღმოცენებულ „დამოუკიდებელ“ ქვეყნებზე უფიქრია და არც საბჭოეთის ყოფილი ტერიტორიების დემოკრატიულ განვითარებაზე. რაც მან იფიქრა, მოურიდებლად თქვა მიუნხენის კონფერენციაზე, ანუ ის, თუ რა გამოიწვია ერთი სახელმწიფოს ერთპიროვნულმა მმართველობამ და რომ ეს მმართველობა როგორ გაიგივდა ბატონ-ყმურ ურთიერთობებთან. ბატონი - აშშ-ი, ყმები - დანარჩენი მსოფლიო.
დღეს, ძნელად წარმოსადგენია აშშ-ს ადმინისტრაციაში ვინმე მოხელე, რომელიც მსოფლიოში ამერიკის უცილობელი ლიდერობის როლთან დაკავშირებით სხვა წარმოდგენისა იყოს. ყველა მათგანი თვითდარწმუნებულია იმაში, რომ ამერიკა ღმერთთან გატოლებული სამოთხეა და მისი ნახევარსიტყვაც კი დანარჩენმა მსოფლიომ უყოყმანოდ უნდა შეასრულოს.
ამ სიტყვების დასადასტურებლად ბევრი ქექვა არ დაგვჭირდება. საკმარისია თუნდაც ერთი მაგალითის მოყვანა, რომ დავრწმუნდეთ აშშ-ს მაღალ-დაბალი მოხელეების ფსიქოლოგიაში. ავიღოთ, მაგალითად, ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, ანუ ნუდელმანი, რომელმაც სულ ახლახანს, უწმაწური ინგლისური სიტყვით, მთელი ევროპა გადატ... (Fuck).
ნულანდისა და ევროპასთან მისი სქესობრივი აქტის „დამყარებაზე“ ქვემოთ მოგახსენებთ. ახლა კი მოკლედ ვიტყვი საბჭოეთის დაშლით გამოწვეულ კატასტროფაზე, ანუ აშშ-ს ერთპიროვნულ მსოფლიო ბატონობაზე.
20-წელიწადზე ცოტა მეტია გასული აღნიშნული კატასტროფიდან დღემდე და შეგნებულმა მსოფლიომ (შეუგნებელიც ბევრია) საკუთარი თვალით იხილა ერთპოლუსიანობის „სიკეთეები“. ყველა რომ არ ჩამოვთვალო, რამდენიმეს დავასახელებ: იუგოსლავიის, ერაყის, ავღანეთის, ლიბიის ომები. ამ ქვეყნებში არსებული მმართველების სასტიკი ხოცვა, ქვეყნების ნგრევა, უდანაშაულო ადამიანების განადგურება, მათ შორის ქალების, მოხუცებისა და ბავშვების. ვითარების უკიდურეს გაუსძლისობამდე მიყვანა, სეპარატიზმის გაღვივება და ზენიტში აყვანა.
ეს ომები დღესაც გრძელდება და მას სხვებიც ემატება - სირიის, უკრაინის, სხვათა სახით. გაუთავებელი რევოლუციები - ხან „ვარდების“, ხან „ტიტების“, ხან „გაზაფხულის“ და ხან „ნარინჯისფერის“ სახით. და ყოველივე აღნიშნული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, აშშ-ი ყველაფერს ღონობდა ერთპიროვნული მსოფლიო ბატონობის მიღწევისთვის, მაგრამ წინ საბჭოთა კავშირი ეღობებოდა - ისეთივე, ხშირ შემთხვევაში, უკეთესი იარაღითა და უდიდესი მსოფლიო კავშირით. საბჭოთა კავშირმა არა მარტო ევროპისა და აზიის კონტინენტებზე მოიპოვა პატივისცემა და მოკავშირის სახელი, არამედ ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, სხვაგან.
იყო აშშ-ი და მისი მოკავშირეები, და იყო საბჭოთა კავშირი და მისი მოკავშირეები. და იყო მშვიდობა - ძალაზე დაფუძნებული და მყარი. და იყო პატივისცემა ორ „დიდს“ შორის, ისეთი, როგორიც შეიძლება ყოფილიუო. ორივე მათგანმა იცოდა, რომ მეტოქის ღობეზე გადაძრომა, სიკვდილის ტოლფასი იყო. ამდენად ორივენი ცდილობდნენ დაუწერელი კანონის შესრულებას.
საბჭოთა კავშირის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა თუ არა ის ომები, რასაც ადგილი ჰქონდა, აქვს და ექნება - გუშინ, დღეს და ხვალ?
დაბეჯითებით უნდა განვაცხადო - არა!
საბჭოეთს, აშშ-ი ვერ გაუბედავდა იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიის დაშლას, ახლო აღმოსავლეთში, ერაყში, სირიაში ომების გაჩაღებას, ლიბიის დანგრევას, ავღანეთში ხანგრძლივი ომის წამოწყებას, უკრაინაში სეპარატიზმისა და ფაშიზმის ჩათესვას და მოსკოვის წინააღმდეგ ამხედრებას, ცხინვალის ომისთვის ხელის შეწყობას და თავქარიანი, ბოროტი და ქართველი ერის მოღალატე პოლიტიკოსთა გამოზრდას, მათ მოსკოვის საწინააღმდეგოდ ამოქმედებას. ანალოგიური ვითარების შექმნას მოლდოვაში და ა.შ.
საბჭოეთის არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა არასამთავრობო ამერიკული ორგანიზაციების დაფუძნება და მათი ძირგამომთხრელი მოქმედების გავრცობა.
მსოფლიოს ქვეყნებს, ამერიკული „ოცნებიდან“ შორსმყოფებს, „წითელი“ მოსკოვის სახით ჰყავდათ დამცველი, მხარდამჭერი, ხელის გამმართავი. და ეს ყველაფერი დაიშალა ისევ საბჭოთა ლიდერების ღორობის, უცოდინარობის, კორუფციული სულისკვეთების გამო. რუსეთის დუმის წევრები დღეს აპირებენ გორბაჩოვის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღვძრას, რაც აშკარად მისასალმებელია. სწორედ მან და მისმა ბანდამ, რომელშიც მამათელი გოიმი და არანაკლებ აფერისტი შევარდნაძე შედიოდა, წერტილი დაუსვეს ორპოლუსიანობას, რითაც საშუალება მისცეს აშშ-ს მსოფლიოს სათავეში აძრომას.
ოც წელიწადზე მეტია ამერიკა ტყუილებით კვებავს ყოფილ საბჭოთა სივრცეს, ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებს. არა ქარხანა, არა ფაბრიკა, არა მეცნიერება, არა განათლება, არა ისტორია, არა პატრიოტიზმი, არა ურთიერთის გატანა, ...
მათ ნაცვლად ქურდობა, ბანდიტიზმი, სახელმწიფო კორუფცია, უმუშევრობა, ტყუილი, „დემოკრატიის“ ყასიდი ბღავილი, სქესობრივი აღვირახსნილობა, ცისფერთა კურტუმოს ქნევა, „დედათა“ საჯარო გულწრფელობა - „ჩემთვის ორალური სექსი პრობლემა არ არის და ძალიანაც მსიამოვნებს, ამას ხმამაღლა ვამბობ და არ მაინტერესებს, საზოგადოება რას იტყვის“, - მსახიობი თინა მახარაძე.
„როგორ შეიძლება ადამიანს ორალური სექსი არ მოსწონდეს და არ უნდოდეს ...“ (მომღერალი თეონა კონტრიძე); ძველზე, შენს წარსულზე უარის თქმა, ენის დავიწყება და სხვისი ენის გაფეტიშება. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
და ეს ყველაფერი ერთპოლუსიანი მსოფლიოს გამაო.
დღეს ყველა დივერსიფიკაციაზე ლაპარაკობს - გაზის, ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციაზე, ანუ მრავალმხრივობაზე და ეს არამარტო ენერგომატარებლებს ეხება. დივერსიფიკაცია უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით პოლიტიკაში. ასეთია დასავლური „დემოკრატიის“ მოთხოვნა, რომელიც რატომღაც არ ეხება ერთპიროვნულ მსოფლიო ბატონობას. არადა ყველა უბედურების თავიდათავი ერთპოლუსიანობაა.
საბჭოეთის დაცემამ და მის ნაცვლად ახალი ე.წ. ევროატლანტიკური „ფასეულობების“ ჩვენში შემოტანამ, მძიმე შედეგი გამოიწვია. თუმცა უფრო მძიმე წინ არის და რამდენად გაუძლებს სუსტი, პატარა და საკუთარგასაღებდაკარგული საქართველო ამ შემოტევას, საკითხავი ეს არის. დღევანდელობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ - საგანგაშოდ გვაქვს საქმე, მაგრამ ვინ არის ზარის შემომკრავი?
ჩვენთან არავინ! იქ, ჩვენს მეზობელ, მართლმადიდებელ რუსეთში არის, თუმცა ჩვენ ევროატლანტიკურად დამუხტულნი ალმაცრად, დამცინავად ვუყურებთ მას, დემოკრატიას ვუწუნებთ, თითქოს ჩვენ ვიყოთ ამ ყალბი სიტყვის ავტორები.
აშშ-ა ყველაფერი იღონა, რათა სიტყვა „დემოკრატია“ ნულს გაეტოლებინა. „გადემოკრატებული“ უკრაინელი, ქართველი, მოლდოველი და ა.შ. „დემოკრატი“ გამხედნავის მათრახქვეშ მოხტუნავე, ისეთ ტლინკქნევაშია გართული მეზობელი რუსის მიმართ, თითქოს მან (რუსმა) შექმნა ესოდენ უსუსური, უთავმოყვარო, საკუთარის მოძულე და არა თავისივე ავადმყოფმა თავმა.
რუსის ცოდვა იმაშია, რომ დასაწყისში ისიც აჰყვა ამერიკულ ცდუნებას, მოსწყდა საკუთარ ღერძს და უღერძოდ დარჩენილმა, უაზრო ტრიალი იწყო უკიდგანო სივრცეში. ე.წ. უაზრო ვოიაჟს მაშინ დაესვა წერტილი, როდესაც რუსის გადაგვარებაში დარწმუნებული ამერიკა, გამარჯვების სუფრას აწყობდა.
და დაიწყო ახალი ეტაპი რუსეთის კედელთან მიყენების, რომელიც დღესაც გრძელდება.
ყირიმის შეერთებიდან გამომდინარე, ბევრი თვლის, რომ პუტინმა გაიმარჯვა; რომ მის ფონზე ამერიკის პრეზიდენტი ობამა ერთობ უფერულად გამოიყურება; რომ პუტინი მზადაა გააგრძელოს აგრესია და აღმოსავლეთ უკრაინა დაიპყროს.
ყირიმის დაბრუნება დიდი წარმატებაა პუტინისა და მისი ხელისუფლების, მეტადრე ყირიმელი რუსების, მაგრამ არც ობამა და მისი ადმინისტრაციაა წაგებული. ამ უკანასკნელმა მოახერხა უკრაინელთა ტვინებში ისეთი ანტირუსული ბაცილის ჩათესვა, რომელიც დღიდან მაიდანისა, მრავალ ათეულ წელს იარსებებს.
უკრაინელის რუსზე დაგეშვას ვაშინგტონმა 20 წელიწადი მოანდომა, თან მილიარდობით დოლარი გაიღო ამ საქმისთვის. ამერიკელმა მწვრთნელმა შეძლო უკრაინელთა გარკვეული ნაწილში ბანდერული, ფაშისტური სულისკვეთების აღორძინება და მისი მოძმე რუსეთის წინააღმდეგ მიმართვა, რაც საბოლოო ჯამში მაიდანის შეიარაღებული გადატრიალებით დასრულდა. უკრაინის სათავეში ულტრამემარჯვენე, ფაშისტური ძალები მივიდნენ - უაღრესად ანტირუსულად განწყობილი.
უკრაინის გადატრიალებით დაიწყო ახალი ანტირუსული გეგმის განხორციელება, რომელსაც უდავოდ შეიძლება ვუწოდოთ ამერიკული. ახალი გეგმის მიხედვით, იწყება ნატოს მიერ პოსტსაბჭოთა დასავლური სივრცის ათვისება, ანუ აღმოსავლეთით გაფართოება და რუსეთის გავლენის შეზღუდვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მართალია, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ ბრძანა უკრაინა და საქართველო ნატოს გზაზე არ დგანანო, მაგრამ ობამა ცას ვერ გამოეკიდება. ის „თეთრ სახლში“ 2016 წლის შემდეგ აღარ იქნება, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმა იქნება და როგორ გამოიყენებს მას ახალი პრეზიდენტი - ღმერთმა იცის.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის შემთხვევაში, ობამას ნათქვამი გვერდზე გადაიდება და ახალი შემართებით განხორციელდება ამერიკული გეგმა - აღმოსავლეთისკენ.
20 წლის განმავლობაში ამერიკელებმა, აღმოსავლეთისკენ გაფართოების თვალსაზრისით, ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწიეს. ყოფილი სოციალისტური ბანაკის, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში შეყვანა; ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში გაწევრება; სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოს პროგრამებში ჩართვა და ბოლოს უკრაინის ისე გადაგვარება, რომ მისი რუსეთის მიმართ ლოიალური განწყობის შექმნა წარმოუდგენელია.
რუსეთის საზღვრებზე უსერიოზულესი პრობლემები იქმნება - უკრაინის სახით მტრული სახელმწიფოს გაჩენით. ექსტრემისტულ-ფაშისტური უკრაინა არა მარტო რუსეთისთვის, ევროპისთვისაც უდიდესი თავსატკივარია, მაგრამ ეს ნაკლებად აღელვებს ვაშინგტონს. მან უკრაინით, ევროპა-რუსეთს დიდი პრობლემა შეუქმნა - მუდმივი, ძნელად დასაძლევი.
ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ფართოვდება ამერიკის მიერ წამოწყებული ანტირუსული კამპანია. მედიურმა ანტირუსულმა პროპაგანდამ მთელს მსოფლიოში რუსეთის ისეთი მტრის ხატი შექმნა, რომ მისი დაძლევა არცთუ იოლი იქნება. „მშვიდობისმოყვარე“, „დემიკრატი“ ამერიკა წარმატებით ასრულებს საკუთარ ექსპანსიონისტურ გეგმას - მსოფლიოს ბატონობა რომ ჰქვია. მისი ტყუილი, მართალია, სხვისი სიმართლე - ტყუილი.
ამერიკული მზაკრული აზრი ცუდად ადგება მსოფლიოს და თუ ვინმემ ხმა არ ამოიღო, ისეთი ერთპიროვნული დიქტატი იქნება, მონათმფლობელობაც რომ სანატრელი გახდება. ამერიკულმა მსოფლიო ბატონობის სურვილმა, ყველას და ყველაფრის არბიტრობამ მძიმე შედეგებამდე, ანუ დაპირისპირებამდე შეიძლება მიიყვანოს მსოფლიო.
ყური დაუგდეთ, წაიკითხეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ნულანდის ნათქვამ-ნაწერები და დარწმუნდებით საით მიერეკება ეულად დარჩენილი ჰეგემონი.
ნულანდი მარტო არ არის. მას სხვა მაღალ თუ დაბალჩინოსანი მოხელეები უმშვენებენ მხარს. საინტერესოა მისი გამონათქვამები უკრაინასთან მიმართებაში. მაგალითად, კლიჩკოსთან დაკავშირებით: „ეს „ვიშიბალა“ კეთილსინდისიერად არ დაიცავს აშშ-ს ინტერესებს. მასში ძალიან ბევრია უმართავი რაკეტა. ჩვენ ისეთი გვინდა, ვინც იოლი სამართავი იქნება, მაგალითად იაცენიუკის მსგავსი. თუ ის მიიღებს ძალაუფლებას, ამერიკაზე გააკეთებს აქცენტს.
უკრაინელები ამბობენ, რომ მე მათ შიდა ცხოვრებაში ვერევი? როგორ ბედავენ! ჩვენ, ამერიკელები, სულაც არ ვერევით. ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ მათ. შევე... უკრაინელებს“.
ქალბატონ ნულანდისთვის თითქმის 50-მილიონიანი უკრაინა სათამაშო ტიკინაა, რომელსაც ან წიხლს ამოარტყამ, ან საუკეთესო შემთხვევაში „იხმარ“. ერთი წუთით ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ უკრაინის ადგილზე. ქალბატონი ნულანდი არამარტო ორალურ, ანალურ, ტრადიციულ სექსს იქონიებდა ჩვენთან, არამედ სადისტურ ელემენტებსაც მიმართავდა სქესობრივი სიამოვნების მისაღებად. აქვს ამ ქალბატონს ეს მონაცემები, ისე როგორც უკრაინის რევოლუციის ერთ-ერთ მოკლურ ლიდერს მუზიჩკოს.
„რაც მე მაგიჟებს, ის არის, რუსებმა შეძლეს ჩემი საუბრის „დაჭერა“. ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია, უხეში და უხამსი. გლობალურ დიპლომატიაში ყოველთვის არასასიამოვნოა, როდესაც ხელს წაგავლებენ, პუტინის ხალხი იქნებიან ისინი, თუ სხვა ვინმე. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ამერიკელები, როგორც მსოფლიოს ლიდერები, უნდა ვიყოთ ერთადერთები, ვისაც უფლება აქვს მოუსმინოს სხვას. და არავითარ შემთხვევაში შებრუნებით. ასე რომ, მე მოსმენის მსხვერპლი არ უნდა ვიყო. მე არ უნდა ვიყო ანგელა მერკელი. არაფერ საშიშროებას არ წარმოადგენს, რომ მოუსმინო და დაადგინო, რა აქვს გონებაში ამ გერმანელ კანცლერშას.
როგორც ამერიკის მოქალაქე და ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მატარებელი პირი, მე ვფიქრობ ერთზე, ანუ ვწყვეტ, ვის უნდა მოვუსმინო. ბოლოსდაბოლოს იმის გამორკვევა, რას ლაპარაკობენ და ფიქრობენ სხვები ჩვენზე, ემსახურება ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს. ასე რომ, ეს მოქმედება ლეგიტიმურია. ის, ვისაც ეჭვი შეაქვს ამაში, მე ვუპასუხებ მარტივად - შევე... ვალდებულებებს, რომლებსაც კანონი აწესებს.
მხედველობაში მიიღეთ ჩემი ამჟამინდელი როლიც - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის საკითხებში. ეს, პრაქტიკულად არის მეფისნაცვლის თანამდებობა. ასე, რომ მე უნდა ვიცოდე მათი „საიდუმლოება“. ჩემი მუშაობა იმაში მდგომარეობს, რომ ვმართო ეს ევროპელი ჩვრები. სიძნელეები იქნება, მაგრამ საქმე უნდა გაკეთდეს.
როდესაც მე ვთქვი შევე...-ი ევროკავშირს, მხედველობაში არ მქონია მათი დიპლომატიური არაკომპეტენტურობა. ეს დღევანდელობაა. ყველამ იცის, რომ ისინი ქაღალდის ვეფხვებია, აი ასეთ გმირებს დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე.
რაც ყველაზე უფრო მაღიზიანებს, ეს „ევროპელი უზენაესი წარმომადგენელია“ ლედი ეშტონი, რომელიც ყველა სატელევიზიო არხზეა, როდესაც საქმე ეხება მსხვილ საგარეო პოლიტიკურ აქტს. ეს მიუღებელია. რა საჭიროა ტელეეკრანზე მისი მსხვილი პლანით ჩვენება - ყველა „ცხელ“ ტელეგადაცემასა და „ცხელ“ საკითხებზე. შევე... ტელეკამერებს“.
ქალბატონი ნულანდის გულახდილობა აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რანი არიან თანამედროვე ამერიკელი დიპლომატები და პოლიტიკოსები; თუ რას წარმოადგენს მათი პოლიტიკა და რისთვის იბრძვიან ისინი. ასეთებთან ურთიერთობაც კი სახიფათოა, არათუ პარტნიორად გახდომა, უფრო მეტიც, თავზე წამოსმა. უსუსური ქვეყნის, უსუსურმა პოლიტიკოსებმა სააკაშვილების, ბოკერიების, ხიდაშელების, კანდელაკების, თაქთაქიშვილების მსგავსმა ლამის ხატად გაიხადეს ნულანდები, მაკკეინები, ბეინერები, რასმუსენები, სხვა მისთანები და მათი მხარდაჭერით ყველაფერს აკეთებენ ბედკრული ქვეყნის გადასაგვარებლად.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
13/04/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.