უაზროდ მკბენარი ბზიკის საქმე თუ ქართული ფუტკრის ფუსფუსი - არჩევანი ჩვენზეა

hamlet chipashvili-politologi

„აშშ-ს შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ იმოქმედონ ისეთი რევიზიონისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა რუსეთი, რომელიც გამოწვევაა საერთაშორისო ნორმებისთვის, ისე, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახალიფო“. ეს და სხვა მოსაზრებები, ანტირუსული და არა მარტო, ჩაწერილია აშშ-ს ახალი ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც შეიმუშავა აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ. მისი მიხედვით, რუსეთი პატივს არ სცემს თავისი მეზობლების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას.
რუსეთის ხელისუფლებას, ესოდენი მკაცრი შეფასების შემდეგ, ისღა დარჩენია გული დაიმშვიდოს იმით, რომ მსგავსი ეპითეტებით შემკობილია ირანი, ჩრდილოეთი კორეა და ჩინეთი.
ირანთან მიმართებაში აღნიშნულია შემდეგი: „ ირანის ბირთვული პროგრამა იწვევს რეგიონში და მის გარეთ აშშ-ს მოკავშირეების შეშფოთებას. ირანი ასპონსორებს ტერორისტულ დაჯგუფებებს რეგიონში და აქტიურობს სირიის, ერაყის, იემენის, ლიბანის მიმართულებით. მაინც რა ამერიკულ აბრაკადაბრასთან გვაქვს საქმე. ერთის მხრივ - სამხედრო დოქტრინის გამკიცხავი მოსაზრება და მეორეს მხრივ - ვენაში მიმდინარე მოლაპარაკება ირან-„ექვსეულს“ შორის.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ის არის კანონგარეშე სახელმწიფო. მან დაამზადა ატომური ბობმი და ამზადებს რაკეტებს, აშშ-დე მისაღწევად.
ჩინეთი სხვა კატეგორიის სახელმწიფოა, მაგრამ ისიც წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ს. ჩინეთის მოქმედება სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში იწვებს აშშ-ს შეშფოთებას.
აშშ-ს სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ზემოთმოყვანილი ქვეყნები ისე, როგორც გუშინ, დღესაც და ხვალაც „აშინებენ“ აშშ-ს და აიძულებენ მას გადადგას შესაბამისი სამხედრო ნაბიჯები - გაზარდოს სამხედრო მშენებლობა, გააძლიეროს ევროპაში მისი მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობა და ამ მიზნით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განათავსოს არა მარტო მძიმე სამხედრო ტექნიკა, არამედ მომსახურე სამხედრო პერსონალიც. ცხადია, სამხედრო პერსონალის შენახვის ხარჯებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბიუჯეტები გაიღებენ.
სულ ახლახან, აშშ-ა გამოსცადა ბირთვული ბომბი, მაგრამ ბირთვული ქობინის გარეშე. მიზანი - ძველი ბომბის გამოცდისა არის სიზუსტე. B-61 სახის ძველი ბომბის სიზუსტე 100 მეტრს შორდებოდა. გამოცდის მიზანი იყო მისი შემცირება 30 მეტრამდე. ეს ბომბი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიწაში ღრმად მდებარე ობიექტების გასანადგურებლად. გეგმის მიხედვით, ამ ბომბებით აღჭურვავენ ევროპაში განთავსებულ მეხუთე თაობის ე.წ. უხილავ თვითმფრინავებს. მათი მიზნამდე მიღწევა (რუსეთის ობიექტები) 15-20 წუთით შემოიფარგლება.
ანტირუსული ისტერიის აგორების წყალობით ოფიციალურმა ვაშინგტონმა შეძლო იმ გეგმის განხორციელება, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა და რომლის მიზანია რუსეთის საზღვრებთან აშშ-სა და ნატოს სამხედრო ძალების განლაგება. პროპაგანდისტული მანქანის ამუშავებით, აშშ-ა შეძლო მსოფლიოს დარწმუნება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მან შეძლო მარიონეტული აღმოსავლეთ ევროპული ხელისუფლებების ანტირუსულად აყვირება - „მგელი მოდის, გვიშველეთ, არ შეგვჭამოსო“ და „შეშინებულთა“ დასამშვიდებლად მძიმე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში.
რუსეთის მიმართ აგრესული დამოკიდებულება არახალია. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული ის ყოველთვის ასეთი იყო, თუმცა იშვიათ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შერბილებულ დამოკიდებულებასაც. მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფალთა სისუსტის გამო (გორბაჩოვი, ელცინი, მედვედევი) თმობდა პოზიციებს და აშშ-ს მხრიდან არაშესაბამისი მოქმედების პასუხად, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა.
აშშ-ს აშკარად არ მოსწონს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი - ერთი მარტივი მიზეზის გამო - მისი იოლად დაყოლება უჭირს. პუტინს აქვს მტკიცე პოზიცია რუსეთის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე, როდესაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სუვერენიტეტით არ ვაჭრობს. ამ სხდომაზე მან ისიც თქვა, რომ დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ კარგა ხანს გაგრძელდება, რისთვისაც საჭიროა ძალთა მობილიზება, ეს კი უპირველესად სამხედრო ძალების მოდერნიზაციაში გამოიხატება.
ასე და ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავზე მსოფლიომ მიიღო ურთიერთთან აგრესიულად დაპირისპირებული მხარეები, გამალებული შეიარაღების პროცესი, ეკონომიკური შუღლი, უკიდურესობამდე მისული საინფორმაციო ომი. ცხადია, ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ნებისმიერ საღად მოაზროვნეს რომ დაებადოს კითხვა - მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების თაობაზე, სულაც არ არის გასაკვირი. მაგრამ გადადგამენ ამ ნაბიჯს მოსკოვ-ვაშინგტონი?
მიუხედავად ორივე დედაქალაქში არსებული ხისტი პოლიტიკური აზროვნების ადამიანთა სიუხვისა, განსაკუთრებით ვაშინგტონში, ვერ გადადგამენ და არა იმიტომ, რომ მოჭარბებულად პაციფისტური განწყობისანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ძალთა თანაფარდობა - თვალშისაცემია. მსოფლიო, ბირთვულ იარაღს უნდა უმადლოდეს 70-წლიან მშვიდობას და არა ხელისუფალთა მშვიდობისმოყვარეობას. არ ყოფილიყო გასული საუკუნის სამოციან წლებში, კუბის კრიზისის დროს ბირთვული იარაღი და უდავოდ იქნებოდა ომი საბჭოთა კავშირ-აშშ-ს შორის - არანაკლებ ხანგრძლივი და დიდი მსხვერპლის მომტანი, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი.
არ შეექმნა საბჭოთა კავშირს ბირთვული და წყალბადის ბომბები და არ იქნებოდა მარტო „ცივი ომი“. ბირთვულმა ბომბებმა უზრუნველყვეს მსოფლიო მშვიდობა, ბირთვულ სახელმწიფოთა თავშეკავებულობა, მაგრამ ვერ მოახერხეს ერთმანეთზე უპირატესობის მოპოვების მცდელობისთვის წერტილის დასმა.
მხარეებს, რომლებსაც ერთმანეთის შესაკავებლად საკმაო რაოდენობის ბირთვული არსენალი გააჩნიათ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ დარჩნენ არსებულ დონეზე, ცდილობენ ამ იარაღის მოწინააღმდეგის საზღვრებთან მიტანას და ამით მისი ქალაქების, სტრატეგიული ობიექტების გასანადგურებელი დროის შემცირებას.
ამ თვალსაზრისით აშშ-ა დიდ უპირატესობას მიაღწია, რაც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგებაში გამოიხატება. ამერიკელთა განმარტებით, ეს სისტემა თავდაცვითი ხასიათისაა, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში მის თავდასხმითად გადაკეთებას წინ არაფერი დაუდგება. ევროპაში განლაგებულ ამერიკულ რაკეტებს გაცილებით ნაკლები წუთები დასჭირდებათ რუსეთის ობიექტების გასანადგურებლად, ვიდრე აშშ-დან ნასროლ რაკეტას.
რუსეთიც თავის მხრივ იძულებულია ისეთი იარაღი დაუპირისპიროს ამერიკულს, რომ უზრუნველყოს თავდაცვისუნარიანობა, ამასთანავე იქონიოს თავდამსხმელზე თავდასხმის შესაძლებლობა. შეტევა, მისი მოგერიება და კონტრშეტევა წამებსა და წუთებში მოხდება. თუ რა მოჰყვება ამას, კარგადაა ცნობილი. ანუ ორივე მხარის, მოკავშირეების ჩათვლით, განადგურება.
აშშ-ს პოლიტიკოსთა და სამხედროთა უპირველესი ამოცანაა - რუსეთის ისეთ სამხედრო რკალში მოქცევა დახვეწილი, უსწრაფესი იარაღით, რომ რუსეთმა ვერ მოასწროს თავდასხმის განეიტრალება და შეტევაზე გადასვლა. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ შეძლებს ისეთი რკალის შექმნას, შესაბამისი იარაღით, რომელიც აიძულებს რუსეთს, ომის გარეშე დანებებას. თუ რუსეთი ვერ შეძლებს მის საზღვრებთან განლაგებული რაკეტების მოგერიებას, ვერც კონტრშეტევას განახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის არსენალში არსებულ ბირთვულ ბომბებს არავითარ ძალა აღარ ექნებათ.
ამ პროექტის განხორციელებას უდავოდ ესაჭიროება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ამ თვალსაზრისით, აშშ-ი გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოქმედებს, ხშირად იყენებს რა კრემლის ყურადღების მოდუნებას ფოჩიანი კანფეტებით. ბოლო დროს ასეთი იყო ე.წ. „გადატვირთვა“, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. სწორედ მაშინ შეძლო აშშ-ს ადმინისტრაციამ იმ დონემდე მოედუნებინა პრეზიდენტ მედვედევის ყურადღება, რომ მას თავი შეეკავებინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ლიბიასთან დაკავშირებით. საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში ლიბიაში ადგილი არ ექნებოდა გარე აგრესიას და ქვეყანაც და კადაფიც გადაურჩებოდნენ სიკვდილს.
ლიბიის მოვლენები რომ არალოკალური გამოდგა, ფაქტია. ვაშინგტონმა მოსკოვს აიძულა იაფფასიანი დაპირების ხარჯზე ლიბიის მიმართ მისთვის სასურველი პასუხის მიღება, ისევე, როგორც ირანისთვის C-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გადაცემაზე უარის თქმა, რის შემდეგ ჩვეული ენერგიით გააგრძელა რუსეთის რკალში მოქცევა, ამჯერად უკრაინით.
ობამას საპრეზიდენტო მეორე ოთხწლედი რომ კარდინალურად განსხვავებულია პირველისგან, ფაქტია. წარმოუდგენელია ერთიდაიგივე პრეზიდენტი იყოს „მტრედი“ პირველ საპრეზიდენტო ვადაში, ხოლო „ქორი“ - მეორეში. მაგრამ წარმოუდგენელია პოლიტიკური დილეტანტებისთვის. საქმეში ჩახედულთათვის კი, პირველი ობამა იყო ქამელეონი, ხოლო მეორე - ნამდვილი. ანუ პირველი იყო მატყუარა, მეორე - დასანანი სინამდვილე, რაც არა მარტო მას, როგორც პიროვნებას, ცუდად ახასიათებს, არამედ ამ უდიდეს ქვეყანასაც.
სამწუხაროდ, რუსეთი ამას გვიან მიხვდა. იქნებ ადრეც, მაგრამ ფიქრობდა, რომ ამერიკა ისეთი არ იქნებოდა, როგორც კრემლი ფიქრობდა? როდესაც რუსი პოლიტიკოსები სტალინს ლანძღავენ და აცხადებენ - არ ჯეროდა, რომ ფაშისტური გერმანია 1941 წლის 22 ივნისს ომს დაიწყებდაო, თვით, რატომ დაიჯერეს ვაშინგტონის „გუგულობა“ და რატომ ვერ გათვალეს ვაშინგტონის პოლიტიკური შეტევა უკრაინაზე?
ის, რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, ვაშინგტონის ნამუსზეა და რომ ასეა, როგორც იქნა ამოღერღა რუსულმა პოლიტიკამ. იქნებ ამის შემდეგ შეწყვიტოს მან დასავლეთის მიმართ „პარტნიორის“ ძახილი!
ვაშინგტონ-მოსკოვს შორის არსებული ვითარება აშკარად არ შეეფერება სიტყვა „პარტნიორს“. რბილად რომ ვთქვათ, ის უფრო „ოპონენტობას“ იმსახურებს.
დიახ! პირდაპირ დაპირისპირებას, ბირთვული იარაღის წყალობით, ადგილი არ აქვს და არც ექნება, მაგრამ ირიბს აქვს და ექნება, ისეთს, როგორიცაა უკრაინა, სირია, საქართველო, ირანი, ერაყი, ლიბია, იემენი...
დაპირისპირებას, ცხადია არაპირდაპირს და არასამხედროს, ანაცვლებს პროპაგანდისტული, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, დოქტრინები, რამაც შეიძლება პირდაპირი დაპირისპირება გამოიწვიოს. ადამიანის, მითუმეტეს პოლიტიკოსის ნერვიული სისტემა ზედმიწევნით მგზნობიარეა, რასაც მოდუნება შეიძლება მოჰყვეს. მაგარი ნერვები უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს, რომ იოლად აიტანოს მოწინააღმდეგის ცილისწამება აგრესიასთან დაკავშირებით.
აშშ-მა, რუსეთი, უკრაინაში აგრესორად გამოაცხადა და აიძულა თავისი მოკავშირეები იგივე ეთქვათ. ვაშინგტონის ქმედებამ წაახალისა მის მიერ დასმული ხელისუფლებები ბალტიისპირეთში, უკრაინაში, საქართველოში, სხვაგან, რუსეთის მოუზომავ კრიტიკაში, ხშირად, ცილისმწამებლურში. ისინი, გამორჩენის მიზნით, აცხადებენ, რომ ევროპისა და დასავლური ცივილიზაციის საგუშაგოზე დგანან და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მას.
უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო აშშ-ს არა მარტო იარაღს თხოვს, ვითომდა რუსეთის სამას ათასიანი არმიის მოსაგერიებლად, რომელიც უკრაინაშია, არამედ ფინანსურ დახმარებასაც.
არანაკლები ამბიციებით გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლება, მისი თავდაცვის მინისტრის სახით, რომელიც მოუზომავ, გამაღიზიანებელ განცხადებებს, განცხადებებზე აცხობს: „ვიდრე ნატო ფართოვდება, არავითარი ომი არ იქნება და ჩვენ გვჯერა ამის. ბალტიისპირა ქვეყნები რომ ნატოს წევრები არ ყოფილიყვნენ, პუტინი მათ დაესხმეოდა და არა უკრაინას. რუსეთი არ შეჩერდება უკრაინაში“. ერთი მეორის გამომრიცხავი მოსაზრებებია. თუ ნატოს გაფართოებით ომი არ იქნება, მაშინ რატომ აქვს უკრაინაში ომს ადგილი და რატომ აშინებს ხიდაშელი ევროპას „რუსეთი უკრაინით არ დაკმაყოფილდებაო“.
და ამას აცხადებს ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში, რომელმაც კარგად იცის, ვინ და რამ გამოიწვია ომი უკრაინაში, მითუმეტეს იცის ვაშინგტონმა, მაგრამ მის ყურს და გულს ახარებს, მისივე დანიშნული მინისტრის ისეთივე ტყუილები, როგორიც საკუთარი. გარდა ამისა ხიდაშელმა მოუწოდა ნატოს გაფართოებისკენ, ხოლო მის გენერალურ მდივან სტოლტენბერგს საქართველოსთვის ნატოში გაწევრების ახალი „საგზაო რუკის“ მიცემისაკენ.
ხიდაშელის განცხადებაში ახალი არაფერია. 10 წელიწადზე მეტია საქართველო ნატოში შესვლას ითხოვს და ალბათ მომავალშიც მოითხოვს - ნატოს სამხედრო ბლოკის დაშლის შემთხვევაშიც.
აშშ-ს სამხედრო დოქტრინა რომ საქართველოს ხელისუფალთა, განსაკუთრებით ხიდაშელის გულს ახარებს, გასაკვირი არ არის, მაგრამ გასაკვირია ვიწრო აპოლიტიკური, არასახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც ცუდი ლაიტმოტივივით გასდევს მის ნებისმიერ განცხადებას.
პოლიტიკური განცხადებების თვალსაზრისით, საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც ნებისმიერი დარგის მინისტრს შეუძლია საგარეო-პოლიტიკური მოსაზრების საჯარო „გამოფენა“, თითქოს ამ დარგის სპეციალისტი იყოს, რაც აშკარა მაუწყებელია იმისა, რომ არც ამ მხრივ არის აწყობილი ხელისუფლების საქმე. არასდროს მომიკრავს ყური, თუნდაც ჩვენი „მტერი“ რუსი მინისტრების მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის სათქმელის თქმა. ხიდაშელი რომ ჩვეულებრივი მოქალაქე იყოს უფლება აქვს ჭკუა დაარიგოს რუსეთს - უმჯობესია რუსეთმა ტერორიზმის საკითხებს მიხედოს, ნაცვლად მეზობლებთან ომისაო, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ - თავდაცვის მინისტრია.
საერთოდ, საგარეო საკითხებში ჭკუის დარიგებას ცუდად აღიქვამენ, მითუმეტეს მინისტრისგან, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამას ხიდაშელისთვის? არც არაფერი. როდესაც ხელისუფლებისთვისაც არ აქვს ამას მნიშვნელობა, რატომ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა მინისტრისთვის?! საქართველოზე ხომ არავინ ფიქრობს. საქართველოს ხომ არვინ იხსენებს მორიგი როშვის დროს?
ჰოდა, როდესაც ესოდენ დიდ პოლიტიკურ ბურუსში ვცხოვრობთ, შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ალაგებს“ რუსეთთან ურთიერთობას?! ხიდაშელის, ბერუჩაშვილის სისტემატური, ანტირუსული განცხადებები, რომ საწინააღმდეგოზე მეტყველებს?! მათ შემდეგ, რაც არ უნდა ამტკიცოს ღარიბაშვილმა, რომ მზადაა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგებისთვის“, დაიჯერებს ვინმე?
ისე, კაცმა რომ თქვას, არც ის აკლებს ხელს. მასაც ახასიათებს „დალაგების“ საწინააღმდეგო ლექსიკით თავის მოწონება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინგლისურად ელაპარაკება ამერიკელებს: „ყველაფერს ვაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად, ღვინოსაც ვასმევთ, ბორჯომსაც და დასაყოლებლად მწვანილსაც ვუგზავნით, მაგრამ ვერადავერ დავაკმაყოფილეთ მისი პოლიტიკური ღორმუცელობაო“.
ღვინო და ბორჯომი, განსაკუთრებით ბორჯომი „პახმელიაზე“ მოსწრებაა, მაგრამ დიდი პოლიტიკისთვის მიუღებელი. რუსეთი უბორჯომობასაც და უჭაჭობასაც აიტანს, მაგრამ ნატოს კლანჭებში მოქცევას - ვერა. ბორჯომი ვერაფრით დააგრილებს ნატოს საწვრთნელი ბაზით და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებით გამოწვეულ ბახუსს.
რკალს, რომელსაც აშშ-ი ქმნის რუსეთის ირგვლივ, მარტო რუსეთის დასავლეთის საზღვრებთან არ გადის. ის სამხრეთის საზღვრებსაც ეხება და ამ ჯაჭვში საქართველო მთავარია. ჰოდა, რომ მთავარია, სულაც არ უნდა გვიკვირდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების შექმნა და ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. ჰკითხეთ ნებისმიერ პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს თუ რიგით მოქალაქეს დაკარგულთან დაკავშირებით და პასუხსაც უმალ მიიღებთ - საქართველო არ შეეგუება ამას.
კეთილი, მაგრამ რა დევს ამ პასუხში? შეუპოვრობა? მიზანმიმართული ყოველდღიური ბრძოლა? არც არაფერი. ვინც უნდა იბრძოდეს ჭკუით, გონებით, ის, პირიქით მეზობლის გაღიზიანებით არის დაკავებული.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - დაკარგულის დასაბრუნებლად საქართველოს არ შეუძლია ომის წარმოება და რომ არ - აშკარად დამტკიცდა 2008 წელს. მაშ, როგორ უნდა დაიბრუნოს მან დაკარგული? - მხოლოდ მოლაპარაკებით, საზრიანი დიპლომატიით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით.
„ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობა შორსაა სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, რაც არაერთხელ დამტკიცდა განვლილი წლების განმავლობაში. დავუმატოთ ამას დიპლომატიის ანბანის არცოდნაც და მივიღებთ საქართველოსთვის გადაუჭრელ პრობლემას - გაუმთლიანებლობას, სიტყვის და საქმის სიშორეს, მხოლოდ სიტყვას და სიტყვას - ესოდენ მრავლობითში ნათქვამს, ისეთივე გამოუსადეგარს, როგორც ბზიკის ნახელავს. მაინც რა შორსაა უაზროდ მკბენარი ბზიკის საქმე, ქართული, ტრადიციული დედალი ფუტკრის ფუსფუსისგან. საქართველოს ქართული ფუტკრის მსგავსი ფუსფუსი გადაარჩენს და არა ბზიკის ბზუილი და კბენა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
11/07/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.