უკრაინის მოვლენების ირგვლივ

hamlet chipashvili-politologi

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უფრო სწორად ომი, ახალ ფაზაში შევიდა. მეამბოხეები, რომლებსაც კიევის ხელისუფლება ტერორისტებად მოიხსენიებს, შეტევაზე გადავიდა და ზედიზედ ქალაქები და დასახლებული პუნქტები, რომლებიც უკრაინის სამთავრობო ძალების მიერ იყო დაკავებული, გაანთავისუფლა.
შეტევა სწრაფად, ორგანიზებულად მიმდინარეობს, რაც იმის მომასწავლებელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინა მალე გათავისუფლდება სადამსჯელო სამთავრობო არმიისგან. ამბოხებულებმა 7000-ზე მეტი სამთავრობო სამხედრო ძალების მეომრები მოაქციეს ალყაში, დანარჩენებმა გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და თავი „აგრესორ“ რუსეთს შეაფარეს.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოუწოდა ამბოხებულებს, ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, რაც ხელს შეუწყობდა ძმათა შორის სისხლისღვრის თავიდან აცილებას. კიევის ხელისუფლებამ პუტინის წინადადება არ მიიღო, რითაც სასიკვდილოდ გასწირა ტყვია-წამლის და საკვების გარეშე დარჩენილი მეომრები.
როდესაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პომპეზურ სამხედრო პარადს ატარებ, რომლის ძირითადი მიზანი ხალხის დარწმუნებაა უკრაინის არმიის ძლევამოსილებაში, კაპიტულაციის მიღება არცთუ სასიამოვნო რამ არის. და გადაწყვიტა კიევის ხელისუფლებამ - „სჯობს სამარცხვინო კაპიტულაციას, სიკვდილი სახელოვანი“. ცხადია, სხვისი შვილების და არა საკუთარის, რომლებიც ევროპის სხვადასხვა კურორტებზე ნებივრიბენ.
იმავდროულად გაეროში, რუსეთის წარმომადგენელმა ჩურკინმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც მისი ინიციატივით გაიმართა, კვლავ დასვა საკითხი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. აშშ-ა მხარი არ დაუჭირეს რუსეთის წინადადებას. აშშ-ს წარმომადგენელმა პაუერმა კი, მისთვის ჩვეული რიტორიკით, გააკრიტიკა რუსეთი, ბრალი დასდო რა მას მეამბოხეთა იარაღითა და ცოცხალი ძალით დახმარებაში.
მისი სიტყვებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ არის ინსპირირებული. პაუერმა განაცხადა, რომ დიდ საჭიროებას წარმოადგენს რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის გამაფრთხილებელი მესიჯების გაგზავნა - არ მოადუნონ ყურადღება რუსეთის სამხედრო გამოხდომის მიმართ, დაგმონ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ა.შ.
ქალბატონი პაუერის განცხადებას - ერთობ დემაგოგიურსა და უსამართლოს, ჩურკინმა ჯეროვანი პასუხი შეაგება და ისიც აღნიშნა, რომ უმჯობესია მესიჯები აშშ-ს მისამართით გაიგზავნოს, შემდეგი შინაარსის - შეწყდეს აშშ-ს ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. შეწყდეს აშშ-ს მიერ მათთვის ლოიალური მთავრობის მხარდაჭერა, იმათი, ვისაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ.
ერთი სიტყვით, უკრაინულ ომს, გაეროს ომი მოჰყვა. პირველისგან განსხვავებით, ორალური.
ქალბატონი პაუერი მარტო არ არის. აშშ-ს ადმინისტრაციაში ბევრი იზიარებს მის აზრს, რაც მთავარია, ანალოგიური პოზიცია უკავია აშშ-ს პრეზიდენტ ობამას, რომელმაც განაცხადა, რომ ომი უკრაინაში რუსეთის ინიციატივითა და დახმარებით ხდება; რომ რუსეთი წვრთნის, მატერიალურად და იარაღით ეხმარება „ექსტრემისტებს“.
„ჩემი შენ გითხარიო“-ს პრინციპი კარგად არის აპრობირებული აშშ-ს ადმინისტრაციაში. მხოლოდ საქმეში ჩაუხედავს შეუძლია გაიზიაროს ვაშინგტონის პოზიცია. საქმეში ოდნავ ჩახედულთათვის, აშკარაა აშშ-ს ადმინისტრაციის ტენდენციურობა, ტყუილი, ისტერიის დონეზე აყვანილი ანტირუსული რიტორიკა.
უკრაინის ომში თუ რომელიმე გარე ძალის დადანაშაულება შეიძლება - აშშ-ია. სწორედ ვაშინგტონის უშუალო დირიჟორობით განხორციელდა უკრაინის ხელისუფლების (იანუკოვიჩის) ჩამოგდება და ხელისუფლებაში პროამერიკული, პროფაშისტური ელემენტების მიყვანა, რომლებმაც, ამერიკელებთან შეთანხმებით, ჯერ სიტყვიერი ომი გამოუცხადეს რუსულენოვან უკრაინულ მოსახლეობას, შემდეგ ნამდვილი.
უკრაინის ფაშისტურმა ხელისუფლებამ, ცხადია ამერიკელ მრჩეველთა კარნახით, გადაწყვიტეს რუსულენოვანი აღმოსავლეთ უკრაინის დამორჩილება. ერთადერთი რასაც აღმოსავლეთი ითხოვდა იყო ფედერალიზაცია და რუსული ენის შენარჩუნება. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პოროშენკომ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა იქნება უნიტარული, ხოლო სახელმწიფო ენა უკრაინული.
ასეთ ვითარებაში ძნელი იყო საერთო ენის გამოძებნა, მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლებაში მისული ყველა უკრაინელი ჩინოვნიკი დაუფარავად აცხადებდა, რომ კიევის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ის არის, ვინც „ტარაკნებივით“ უნდა გაისრისოს; რომ კიევის ხელისუფლებას ეომებიან რუსი ტერორისტები, ბანდიტები და ა.შ.
აშშ-ს მხარდაჭერილმა უკრაინის ხელისუფლებამ ჯარი აფარინა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, გაანადგურა დონეცკი, ლუგანსკი, სხვა ქალაქები და სოფლები, ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, კულტურის, მედიცინის, განათლების, მრეწველობის, სპორტის ობიექტები. რის ვაი-ვაგლახით აშენებული ფეხბურთის სტადიონი „დონეცკ-არენა“ და სხვა.
გაეროს მონაცემებით, დაიხოცა 2500 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები. ომმა აიძულა ქვეყნიდან წასულიყო თითქმის მილიონამდე უკრაინის მოქალაქე. მათ თავი რუსეთს შეაფარეს, რითაც რუსეთს უდიდესი პრობლემა შეუქმნეს. ხუმრობა საქმე ხომ არაა მილიონი ადამიანის დაბინავება, დასაქმება, მომსახურება?
ამერიკულ-უკრაინული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მცხოვრები რუსული წარმოშობის ადამიანებისგან განთავისუფლებას, ძალაშია. მას დაახლოებით ისეთივე სახელი აქვს, როგორიც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის ომს. იმ ომის სახელწოდება, შერჩეული სააკაშვილისა და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ - „ჩისტოე პოლე“ იყო. ანუ ოსებისგან სამაჩაბლოს გაწმენდა, ისე, როგორც დღევანდელ უკრაინაში - რუსული წარმოშობის ადამიანებისგან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის გაწმენდა.
ობამა აცხადებს, რომ რუსეთი წვრთნის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ბოევიკებს. მეეჭვება, რომ ეს ასე იყოს და რომც იყოს, მაგალითი გადაუღია ამერიკისგან. რახანია ამერიკელი სამხედრო ექსპერტები და არა მარტო ამერიკელები, ჭკუას ასწავლიან უკრაინელ სამხედროებს.
იარაღით ეხმარებიანო რუსები. კაცმა რომ თქვას, რა დახმარება სჭირდებათ მეამბოხეებს, როდესაც ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული უკრაინის „არმიის“ მეომრები უხვად ტოვებენ საბრძოლო იარაღსა და სამხედრო ტექნიკას?
მეამბოხეებს ცოცხალი ძალით, ანუ მეომრებით ეხმარებაო რუსეთი, აცხადებს ვაშინგტონი. კეთილი, მაგრამ ასობით და ათასობით ჯარისკაცის მიერ რუსეთის საზღვრის შეუმჩნევლად გადაკვეთა წარმოუდგენელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საზღვარს ეუთოს დამკვირვებლები უწევენ მონიტორინგს. მათი კომპეტენტური განცხადებები არც რუსი სამხედროების და არც რუსული სამხედრო ტექნიკის საზღვარზე გადასვლას არ აფიქსირებს.
მაშ რას ემსახურება ოფიციალური ვაშინგტონის, ნატოს განცხადებები? - ანტირუსულ პროპაგანდას. საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის გაშავებას. ანალოგიური მიზნის მისაღწევად იყო გამოყენებული მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება. ინციდენტიდან სულ რაღაც წამებში, პრეზიდენტმა ობამამ ცილი დასწამა რუსეთს და უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს, თვითმფრინავის ჩამოგდებაში.
რამდენი ზღაპარი შეთხზეს კიევისა და ვაშინგტონის პოლიტიკოსებმა ამ კატასტროფის ირგვლივ, რუსეთის დასადანაშაულებლად?! ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბვიდან დღემდე. აღარც თვითმფრინავი ახსოვთ და აღარც დაღუპულები. ინტერესი მაშინვე ჩაქრა, როდესაც სპეცკომისიამ „შავი ყუთი“ გახსნა. როგორც ჩანს, მასში დაფიქსირებული მონაცემები სულ სხვას ღაღადებს. ამის გამო ხომ არ აიყვანა ნიდერლანდების მთავრობამ გამოძიების დეტალები საიდუმლოდ?
მალაიზიის სამხედროთა მტკიცებით, სამგზავრო თვითმფრინავს მეორე თვითმფრინავიდან, ანუ გამანადგურებლიდან მოხვდა ბომბი, რის შესახებაც რახანია გვაუწყებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. ერთადერთი ქვეყანა, ვინც დაბეჯითებით ითხოვს თვითმფრინავის კატასტროფის სწრაფ გამოძიებას - რუსეთია.
დავუბრუნდეთ ომის თემას. ამერიკელთა მტკიცებით, უკრაინაში რუსი სამხედროები იბრძვიან. არის ამაში რამე გასაოცარი? არც არაფერი. გლობალიზაციამ მოიტანა ის, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში ომთან დაკავშირებით. თუმცა გლობალიზაციამდეც უხვად იყო მაგალითები ერთი ქვეყნის მოხალისე მეომრების, მეორე ქვეყანაში ომისა. ასე იყო აფხაზეთში. როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს იბრძოდნენ დაქირავებული ან დაუქირავებელი (მოხალისეები) „ბოევიკები“ უკრაინიდან, ჩრდილო კავკასიიდან.
უკრაინაშიც იბრძვიან კიევის მხარეს ამერიკელი, ნორვეგიელი, პოლონელი, გერმანელი, ქართველი დაქირავებულ-დაუქირავებელი მეომრები, ისე, როგორც მეამბოხეთა მხარეს ფრანგი, ესპანელი, სხვა ქვეყნების მოხალისეები, მათ შორის რუსეთიდან. მაგრამ ამას ვერაფრით მონათლავ რუსეთის არმიის მოქმედებად - ისე, როგორც ხატავენ უკრაინელი, ამერიკელი, ნატოელი, ინგლისელი პოლიტიკოსები.
მინსკის შეხვედრის შემდეგ დაიწყო მეამბოხეთა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელმაც ვითარება კარდინალურად შეცვალა. მარცხდება უკრაინის არმია და რომ მარცხდება, მიზეზი უნდა მოიძებნოს - ამ შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო შეჭრის საკითხით. და ატყდა მთელი ამბავი - არიქა, გაეროს უშიშროების საბჭოო, ნატოს საგანგებო თათბირიო, ევროკავშირიო და ა.შ. კიევის ხელისუფლება განწირულივით გაჰყვირის და მის ყვირილ-კივილს ხმას აყოლებს იქით ობამა, აქეთ რასმუსენი. და ამ ყვირილში აღარავის ახსოვს რუსეთის არაერთი მოთხოვნა - შეწყდეს ომი.
არ ახსოვთ, ვინაიდან მაშინ უკრაინის ჯარი იყო გადასული შეტევაზე და არავის სურდა მისი შეჩერება, მითუმეტეს „ჩისტოე პოლეს“ პროექტის შეუსრულებლობა. დღეს, როდესაც ვითარება შებრუნებულია - ყველა ყვირის და ამ ყვირილს ხმას აყოლებს სააკაშვილი, ნაცები, ქართული მედია. სააკაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაგმოს რუსეთის აგრესია უკრაინაში, დაეხმაროს უკრაინას, წინააღმდეგ შემთხვევაში მალე საქართველო აღმოჩნდება ისეთივე დღეში, როგორც უკრაინაა.
მინდა დავამშვიდო სააკაშვილი, ნაცები და ყველა, ვინც რუსულ აგრესიაზე ფიქრობს, რომ მას (აგრესიას) ადგილი არ ექნება, ისე, როგორც ამას ადგილი არ აქვს უკრაინაში. რატომ? - იკითხავს მავანი, იმიტომ რომ აგრესიის გამომწვევი ფაქტორი სააკაშვილი, აქ არ არის. რომ ყოფილიყო - შავ დღეში ვიქნებოდით.
რომ არა სააკაშვილის აგრესია ცხინვალის მიმართ, რუსულ სამხედრო პასუხს ადგილი არ ექნებოდა. რომ არა კიევის სამხედრო-სადამსჯელო ოპერაციას დონეცკსა და ლუგანსკში, ამ რეგიონის მოსახლეობა იარაღს არ აიღებდა ხელში. და როდესაც ვამტკიცებთ რომელიმე ქვეყნის აგრესიას სხვა ქვეყნის მიმართ, ისიც უნდა ვთქვათ, რამ გამოიწვია აგრესია.
უკრაინის მოვლენები, რომ ზეტენდენციურად შუქდება ქართულ მედიაში, ფაქტია. ჩვენი მედია უკრაინულის გაგრძელებაა, განსაკუთრებით პოროშენკოს საკუთარი ტელევიზიის „მე-5 არხის“. მაშინ, როდესაც მეამბოხეები რახანია შეტევაზე იყვნენ გადასული, „მაესტრო“ და სხვა ტელევიზიები უკრაინული სიცრუით ბერავდნენ საქართველოს მოსახლეობას. და აცხადებდნენ, თუ როგორ გაანადგურა სამთავრობო არმიამ ესა თუ ის დაჯგუფება. არც ერთი სიტყვა ალყაში მოქცეული 7000-იან არმიის შესახებ. ხალხიც უსმენს ამ ზღაპრებს და სჯერა რუსეთის აგრესიის.
ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვინმე წაიკითხავს, უდავოდ რუსეთუმედ მომნათლავს. არადა არავითარი კავშირი რუსეთთან არ გამაჩნია. ჩემი მიზანი ერთია, გავარჩიოთ თეთრი და შავი, სიმართლე და სიცრუე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჩვენგანი მძიმე დღეში ვიქნებით.
უკრაინული სინამდვილის საქართველომდე მოტანას არა მარტო უკრაინის ისტორიის ცოდნა სჭირდება, ამ ისტორიის გონივრული, ობიექტური შეფასება, გაანალიზება. არ ვარგა, როდესაც ვიღაცის სიძულვილით (ამ შემთხვევაში რუსეთის), არანაკლებ დამნაშავეს თავზე ხელს ვუსვამთ და ვახალისებთ, რითაც მესამის (ამ შემთხვევაში აშშ-ს) წისქვილზე ვასხამთ წყალს.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ გასული ხუთშაბათის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „კიდევ კარგი, უცხოეთში ჩვენს გაზეთებს რომ არ კითხულობენ“, ვაჟა ჟღენტი წერს: „რუსეთუმეები მოჰყვებიან უკრაინელი ხალხის საამაყო შვილების ლანძღვა-გინებას. თურმე სტეფანე ბანდერა ფაშისტი ყოფილა, არადა იგი მედგრად ებრძოდა როგორც წითელ არმიას, ისე ფაშისტებს. ბანდერა უკრაინელი ხალხის უსაყვარლესი სახალხო გმირია. ყველა უკრაინელის ოჯახში, როგორც ტარას შევჩენკოს, ისე ბანდერას სურათიც კედელზე ჰკიდია და მათზე ლოცულობენ“.
ის, რომ ბანდერა ფაშისტი იყო და ჰიტლერის მარჯვენა ხელი, დიდი ხანია დამტკიცებულია და მას ჟღენტის „აღმოჩენა“ ვერ გაათეთრებს. ავტორი თვით აღნიშნავს „წითელ არმიას ებრძოდაო“, აქედანაც ჩანს, ვინ იყო ბანდერა. ბანდერას სურათები, რომ ყველა ოჯახში კედელზე კიდია - სიმართლეა, ოღონდ ნაწილობრივ - დასავლეთ უკრაინაში მხოლოდ და თანაც ყოფილი პრეზიდენტის, აშშ-ს ლაქიის, იუშჩენკოს მეცადინეობით.
ბანდერას სახელის აღორძინება დაკავშირებულია აშშ-ი მცხოვრები უკრაინელი ფაშისტების სახელთან. ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ხელისუფლებამ შეიფარა - შორს მიმავალი გეგმებისთვის. მართალია, ბევრი მათგანი ვერ მოესწრო დღევანდელი უკრაინის გაბანდერებას, მაგრამ მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.
მარტო ის რად ღირს - აშშ-ს მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში მომუშავე, უკრაინული წარმოშობის ქალბატონი, შემდგომში იუშჩენკოს მეუღლე, პირველი ლედი იყო და შესანიშნავად ართმევდა თავს უკრაინელი ფაშისტების მიერ წამოწყებულ ანტიუკრაინულ საქმეს. ბანდერას აღზევებაც მისი და მისი მეუღლის იუშჩენკოს ძალისხმევის ნაყოფია.
არანაკლებ „საინტერესოა“ ბატონი ვაჟას შემდეგი მოსაზრება: „კიდევ კარგი, რომ ქართულ გაზეთებს საზღვარგარეთ არავინ კითხულობს, თორემ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. უკრაინელებმა რომ გვაპატიონ თავიანთი გმირების შეურაცხყოფა, საზღვარგარეთი არ გვაპატიებს მსოფლიო მოქალაქეების აუგად ხსენებას“.
მინდა ავტორს გული გავუტეხო და ვუთხრა, რომ ყველა გაზეთს, ინტერნეტის მეშვეობით, კითხულობენ უცხოეთში, ცხადია თუ ამის სურვილი გააჩნიათ. გარდა ამისა, საქართველოში აკრედიტებული ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია სისტემატურად ეცნობა ჩვენს პრესას, რამეთუ მათთვის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო ადგილობრივი მედიაა. ასე, რომ, ავტორის მოსაზრებით, დიდი ხანია გვაქვს თავი მოჭრილი.
რაც შეეხება უცხოეთში თავის მოჭრას - მინდა ავტორი დავამშვიდო - ბანდერა თუ ვინმემ ცნო ფაშისტად, სწორედ დასავლეთია. ამ დასავლეთს კარგა ხნის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ტიაგნიბოკას პარტია, როგორც ბანდერული, ფაშისტური გზის გამგრძელებელი.
ცხადია, მსგავსი წერილი რომ ხელს არ უწყობს საქართველოს მოსახლეობის გათვითცნობიერებას უკრაინულ საქმეებში, ფაქტია, ისე, როგორც უკრაინაში მოღვაწე მწერლის რაულ ჩილაჩავას „ნაწარმოები“, დაბეჭდილი ამავე გაზეთის 169 ნომერში, სათაურით „საკუთარი ერის მოღალატე ნებისმიერი ხელისუფლება, განწირულია დასაღუპად!“
არ შევდგები რუსეთის მისამართით ავტორის უაღრესად დიდღვარძლიანი „ნაწარმოების“ განხილვას, ტენდენციურობით აღსავსეს და რაც მთავარია, მიზანმიმართულს საკუთარი პიროვნების კეთილდღეობისადმი. წინა ავტორთან შედარებით, ჩილაჩავას მწერლობასთან ერთად დიპლომატიაც აქვს მოსინჯული. მან კარგად იცის, რომ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას თბილისში არსებული უკრაინის საელჩო გაეცნობა. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ეკზემპლარს თავის ხელით მიუტანდა საელჩოს - იმედით, რომ საელჩო შეატყობინებს კიევს ქართველი უკრაინელის ან პირიქით, პატრიოტობას.
აი, რას წერს ის: „რუსეთი ჩერდება მხოლოდ იქ, სადაც მას გააჩერებენ, ამიტომ გამოსავალი, ვფიქრობ, ერთადერთია: ევროკავშირის, აშშ და ნატოს პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის ნეოიმპერიალისტური ზრახვების მიმართ. ვიმედოვნებ, რომ მათ არსენალში მოიძებნება თავაშვებული ტერორისტის ასალაგმავი საშუალება, ბოლოს და ბოლოს, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არანაკლებ ემუქრება მათ სასიცოცხლო ინტერესებსაც“.
სწორედ ევროკავშირის, აშშ-ს და ნატოს უშუალო მონაწილეობით და მეცადინეობით მოხდა უკრაინის აბუნტება. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის „გადემოკრატებაში“ აშშ 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. შედეგი - მიწასთან გასწორებული უკრაინა, დანგრეული სოფლის მეურნეობითა და მრეწველობით, დაკარგული ტერიტორიებით, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მეომარი ხელისუფლებით, უდიდესი მსხვერპლით, მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურით და ა.შ.
„რუსმა, არც მეზობელი, ერთმორწმუნე უკრაინა დაინდო, რომელმაც ევროპის გზით სიარული სცადა“, - წერს ჩილაჩავა.
ევროპის გზით სიარული უკრაინისთვის არავის აუკრძალავს. ერთადერთი, რასაც რუსეთი ითხოვდა ასოცირებამდე - რუსეთ-უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარკვევა იყო. ერთი წლის განმავლობაში არავინ უგდო ყური მოსკოვს და როდესაც უკრაინა დაინგრა და განადგურდა, მსოფლიო ეკონომიკა დაჩაჩანაკდა, მაშინ გადაწყვიტეს ევროკავშირის, უკრაინისა და საბაჟო კავშირის შეხვედრის ორგანიზება. მინსკის შეხვედრა დაგვიანებული ნაბიჯია და უკვე გაჩანაგებულ უკრაინას ვეღარაფრით დაეხმარება. ვეღარც ერთმანეთზე მტრად გადაკიდებულ უკრაინელებსა და რუსებს დაეხმარება ნორმალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
„უნდა ითქვას, რომ უკრაინის ამჟამინდელი არჩევნები ყველაზე პატიოსანი, გამჭვირვალე და სამართლიანი გამოდგა“. ისე, რა გითხარი, ბატონო რაულ! რომელ გამჭირვალეობაზე ან პატიოსნებაზეა ლაპარაკი, როდესაც პოროშენკოს მომხრეები, აშშ-ს საელჩოს დავალებით, ბღუჯა-ბღუჯად ყრიდნენ ბიულეტენებს საარჩევნო ყუთებში.
არავითარი მეორე ტური! - იყო უკრაინაში აშშ-ს ელჩის პაეტის განკარგულება.
არავითარ პატიოსნობაზე არ შეიძლება ლაპარაკი მაშინ, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატებს ცემენ, სახეში სითხეს ასხამენ, უკრძალავენ საჯარო გამოსვლებს და სხვა. ეს ყველაფერი აღბეჭდილია ვიდეო-კადრებზე, ისე, როგორც ბატონი რაულისა და სხვა ე.წ. უკრაინელი „პატრიოტების“, მე კი ვიტყოდი კომფორმისტების „ჯილის“ პედერასტ ლიაშკოს სატელევიზიო განცხადება, ვიღაც პოლიტიკოსთან, ცხადია მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობების შესახებ.
იქნებ ბატონმა რაულმა არ იცის ამ დარგში უკრაინის შს მინისტრის ავაკოვის „საქმენი საამონი“?
როგორც ჩანს, არც უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ყავისფერი შეფერილობის შესახებაა ცნობილი ჩილაჩავასთვის, მაგრამ ჩვენთვის რომ ცნობილია?
მსოფლიო ჩალით არ არის დახურული. სხვადასხვა სახის ამბები უცბად ვრცელდება. ასე, რომ უმჯობესია ბატონმა რაულმა თავისი პირადი საქმე საქართველოს გარეშე გაიჩალიჩოს. ჩვენ, უკრაინაში მყოფი სააკაშვილის ჩალიჩიც გვეყოფა ტვინის გასაბურღავად. არადა, როგორ ემთხვევა მოჩალიჩე სააკაშვილის აზრები, მოჩალიჩე ჩილაჩავას „გენიალურ“ მოსაზრებას.
უკრაინის მოვლენები, ურთულესი თემა 21-ე საუკუნის მეორე დეკადისა, სერიოზულ დაღს ამჩნევს მსოფლიო განვითარებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დიდთა ჭიდილი ხანგრძლივია და მანამ გაგრძელდება, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი ბრძოლის ველზე არ დაეცემა. დანარჩენი ქვეყნების ვალია, მათ შორის ჩვენი, თუნდაც უკრაინის, არ გამოიწვიოს ან ერთის, ან მეორის გაღიზიანება - არაობიექტური გამოხდომებით, განცხადებებით და პოლიტიკით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
30/08/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.