ტერორიზმი - ორმაგი სტანდარტის შედეგი

hamlet chipashvili-politologi

თითქმის ერთი წელიწადი გავიდა ჩვენს მიერ ორგანიზებული კონფერენციიდან (20014 წლის 14 დეკემბერი), მიძღვნილი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხებთან დაკავშირებით. კონფერენციის ორგანიზატორებს, ნეიტრალური პარტიის თავჯდომარეს, ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას და თქვენს მონამორჩილს, უმთავრეს მიზნად ჰქონდათ დასახული საზოგადოებისთვის იმ საშინელებაზე ყურადღების გამახვილება, ტერორიზმი რომ ჰქვია.
თუ რამდენად შევძელით მიზნის მიღწევას - თვითონ განსაჯეთ, მაგრამ კონფერენციას რომ გამოხმაურება მოჰყვა - ფაქტია. საქართველოს მედიაში გახშირდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განცხადებები, სტატიები, თუმცა სასურველი იყო გაცილებით მეტი, რამეთუ პრობლემა სერიოზულზე-სერიოზულია და ყველას ყურადღებას, მათ შორის ხელისუფლების, მოითხოვს.
აღნიშნული კონფერენციიდან სულ რამდენიმე დღეში გამართულ სხვა კონფერენციაზე, კვლავ გავამახვილე ყურადღება ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც ერთმა დამსწრე, ცნობილმა პირმა საყვედურით მითხრა - ნაცვლად იმისა, საზოგადოება დაამშვიდო, გვაშინებო. მას და მის მსგავსთ, როგორც ჩანს ფერმკრთალი წარმოდგენა აქვთ 21-ე საუკუნის ჭირზე.
იმ კონფერენციიდან, დღემდე ბევრმა წყალმა ჩაიარა, მათ შორის ბობოქარმაც, ტერორისტულმაც. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას არაფერი შეხებია. რომ იტყვიან - კოკამ წყალი მოიტანა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და როდის, რა წამოჰყოფს თავს, არვინ იცის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ტერორიზმი არათუ ცხრება, დღითიდღე ახალ-ახალ სახეს იძენს და განადგურებით ემუქრება კაცობრიობის მიერ შექმნილ ცივილიზაციას.
მარტო სირიის უნიკალური ძეგლი-ქალაქის პალმირას კულტურის ძეგლების განადგურება რად ღირს. მე, საქართველოს მოქალაქეთაგან იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოვადგენ, ვისაც ნანახი აქვს სირის უნიკალური ღირსშესანიშნავი ადგილები, მათ შორის პალმირა - მრავალი ასეული წლის წინათ უდაბნოში გაშენებული უძველესი ქათქათა ქალაქი - ადამიანის ფიქრის და ოსტატობის ნაყოფი.
ვინ იფიქრებდა, რომ ცივილიზებული 21-ე საუკუნის მეორე დეკადა მტვერს აადენდა უნიკალურ ძეგლს, ნაფლეთებად აქცევდა მის მთავარ ღირსშესანიშნაობას; დანაწევრებულს, ჩალის ფასად გაჰყიდდა უკიდეგანო მსოფლიო ბაზარზე. გაჰყიდდა, იარაღის შესაძენად - ახალი ტერორისტული აქტების, ახალი ხოცვის ჩასადენად. ამ ვანდალიზმის შემყურე მსოფლიომ - ტერორიზმის წინაშ ზურგმოკაკულმა, მხოლოდ ის შეძლო, აღშფოთება და სინანული გამოეთქვა. ესეც დიდი რამ არის. ესეც სასწაულია, ორმაგი სტანდარტებით გაჯერებულ მსოფლიოში.
სინანულის, შეშფოთების გამოთქმა ჩვეულებად იქცა, თანაც ისეთად, ყურადღებას რომ არვინ აქცევს. აღშფოთებული დასავლეთი, უმალ ივიწყებს აღშფოთებას და ჩვეულებრივ რითმში აგრძელებს ცხოვრებას. აი, რაც შეეხება „ისლამურ სახელმწიფოში“ თავმოყრილ თითქმის 100 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეებს, არც აღშფოთება ადარდებთ, არც ცივილიზაციის მიერ შექმნილი უნიკალური ძეგლების განადგურება და არც ადამიანთა სიცოცხლე, მათ შორის საკუთრის.
ბოროტებამ გააერთიანა ისინი - ევროპელები, არაბები, რუსეთის, საქართველოს, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები, ჩინელები, ახლო აღმოსავლელები, ამერიკელები, სხვები და სხვები. მიზანი მათი - მსოფლიო ბატონობაა ანუ „ისლამური სახალიფო“ - გიბრალტარიდან, ჩინეთის დიდ კედლამდე, მონური მორჩილება სუნიტური რადიკალური მოძღვრების წინაშე.
ტერორიზმი ისეთია, თავს რომ არ გაჩვენებს, მოულოდნელად, მიწისძვრასავით რომ დაგატყდება თავს, თუმცა მიწისძვრის გამოუცნობი მექანიზმის არსისგან, მას (ტერორიზმს) რაღაც ანსხვავებს და ეს რაღაც ტერორიზმის პრევენციული ანუ ხელის შემშლელი ღონისძიებების გატარებაა, რის შესახებაც მოვუწოდებდით კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას და მათი შემწეობით ჩვენს ქვეყანას.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, იყო ყურადღება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ჯერაც ვერ გარკვეულა იმ საშინელებაში, რასაც ტერორიზმი ჰქვია. არადა საქართველოს 600 კილომეტრი თუ აშორებს ტერორიზმის ბუდიდან. იმ ადგილიდან, სადაც ინტენსიური ომი მიდის რუსეთის ავიაციასა, სირიის სამთავრობო ჯარსა და სხვადასხვა ჯურის ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის.
ომი მძიმე და ულმობელია, ისე, როგორც ყველა ომი, მაგრამ ტერორისტული, განსხვავებულია. მას, განსხვავებულობას ათასი ფაქტორი სძენს. მათ შორისაა ორმაგი სტანდარტი - ესოდენ პოპულარული მსოფლიო პოლიტიკაში, განსაკუთრებით იქაურში, ჩვენ რომ დასავლურად მოვიხსენიებთ.
ორმაგი სტანდარტი, ცივილიზებულად ნათქვამი სიტყვაა. სინამდვილეში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მას ორპირობა უფრო დაამშვენებდა ანუ პირში ღიმილი, ზურგში ლახვრის ჩაცემა. ორპირობას სხვა მამოძრავებელი მექანიზმი ასულდგმულებს, თანამედროვე პოლიტიკაში მზაკვრობა რომ ჰქვია, მზაკვრობით საკუთარი პოზიციების გამაგრება, მოწინააღმდეგის დასუსტება-განადგურება.
დედამიწაზე, სიცოცხლის გაჩენიდან დაწყებული, ადამიანი ახერხებდა მეორე ადამიანით, საძულველი ადამიანის დაბეჩავება-განადგურებას. ასე იყო და ასე იქნება, მეტნაკლებად, მაგრამ რატომ ესოდენ მეტად 21-ე საუკუნეში?
არც გასული საუკუნის ბოლო 30 წელი იყო დამშვიდებული ამ მხრივ. მაგალითი ამისა ავღანეთია. საბჭოთა კავშირის შეჭრამ ამ ქვეყანაში არათუ შეშფოთება გამოიწვია ამერიკა-ევროპაში, არამედ გაერთიანებული ძალებით მის წინააღმდეგ გალაშქრება. სწორედ მაშინ შეიქმნა „ალ-ქაიდა“ - საზარელი ტერორისტული ორგანიზაცია უსამა ბინ ლადენის, ნომერ პირველი ტერორისტის მეთაურობით. შემქმნილი - აშშ-ს სპეცსამსახურები იყო. სწორედ მაშინ გაშალა ფრთები „თალიბანის“ რეაქციულმა ისლამისტურმა ორგანიზაციამ, აშშ-ს ფინანსებითა და იარაღით მოსუქებულმა. მიზანი? - ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იქიდან დაწყებული მიმდინარეობს ომი - „ცივთან“ ერთად ტერორისტული.
დაიშალა აშშ-ს მეტოქე საბჭოთა კავშირი, შეწყდა „ცივი“ ომი, მაგრამ არა ტერორისტული. ტერორისტული იარაღი გაცილებით გამძლე გამოდგა, ვიდრე ოფიციალური დაპირისპირება. იმას, რასაც ოფიციალურში ვერ გამოიყენებ, გამოიყენებ „ინკოგნიტოში“, ტერორისტულში. ტერორისტული „იარაღის“ მიმზიდველობა აშკარა და თვალსაჩინოა, თანაც ისეთი, წამქეზებელს პირდაპირ რომ ხელს ვერვინ დაადებს.
ყველამ იცის ვინ, ვინ არის, მაგრამ ხელს ვერვინ ადებს. ყველამ იცის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ დიდი დახმარება აქვს, განსაკუთრებით იარაღით, მაგრამ დამხმარეებს ხელს არვინ ადებს. მათზე მხოლოდ ლაპარაკობენ. ისინი კი, ვიზზეც ლაპარაკობენ, უტუხად აცხადებენ - დამიმტკიცე, რომ დამხმარე ვარო.
არადა, რა დამტკიცება უნდა იმას - საიდან შოულობს ფულს „ისლამური სახელმწიფო“? ყველა ლაპარაკობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მილიონზე მეტ ფულს აკეთებს დღიურად ნავთობის გაყიდვით; რომ მის მიერ სირიისა და ერაყის დაპყრობილი ტერიტორიებიდან, ლამის პრიმიტიული მილსადენით, ნავთობი თურქეთისკენ მიედინება, ხოლო ამ ქვეყნის ნავსადგურების გავლით, სხვა ქვეყნებში.
ყველამ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ბარელ ნავთობს 20-25 დოლარად ჰყიდის, გაცილებით იაფად, ვიდრე ოფიციალური ფასებია. ყველამ იცის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ უნიკალური ძეგლების ფრაგმენტებსაც ჰყიდის. იცის, მაგრამ გაყიდვა-ყიდვის პროცესს არვინ აჩერებს. ყველამ იცის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ აშშ-ს მეგობარი ყატარი აფინანსებს, ხოლო ტერორისტულ ორგანიზაცია „ჯებხატ ან-ნუსრას“ - საუდის არაბეთი.
„ვალდაის“ დისკუსიის დროს ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ლარიჯანიმ პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ი, მისი ევროპელი და არაბი მოკავშირეები თვალს ხუჭავენ ზემოთმოყვანილ ფაქტებზე, რითაც დიდად ეხმარებიან „ისლამურ სახელმწიფოს“.
დღესაც ყურში ჩამესმის რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა: - „რა გააკეთეთ?“ - გაეროს 70-ე საიუბილეო სესიაზე წარმოთქმული. პუტინმა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით, კიდევ ერთხელ ამხილა დასავლური მზაკვრობა, მანამდე კი, მიუნხენის კონფერენციაზე, რამდენიმე წლის წინ. ეს, სწორედ ის ორმაგი სტანდარტებია, ზემოთ რომ ვახსენე.
მეორე მსოფლიო ომის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის შექმნის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე ასე თუ ისე აცილებული იქნა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი მაინც მიმდინარეობს - ტერორიზმის სახით და არვინ იცის, რომელია უფრო მზაკვრული - ხილული ომი თუ არხილული, უფრო სწორად მოულოდნელი, ტერორიზმის სახით.
პუტინის ნათქვამი „რა გააკეთეთ“ - ალბათ ისე ადვილად ვერ მოძებნიდა ადრესატს, როგორც დღეს - პარიზში განხორციელებული ტერორისტული ომის დროს. დიახ, ის, რაც პარიზში მოხდა, ტერორისტული ომია, თავისი სტრატეგიითა და ტაქტიკით, საბრძოლო მომზადებით, ვიდრე ტერორისტული აქტი. დიდი ქალაქის 7 ადგილას ერთდროულად ტერორისტული იერიშის განხორციელება - ტერორისტული ომია და არა „მარტივი“ ტერაქტი - ზედმიწევნით კარგად დაგეგმილ-განხორციელებული.
დაზარალებული საფრანგეთია და არა მარტო ის, მისი მოკავშირე აშშ-ი, სხვა ევროპელი მოკავშირეები, სხვები და სხვები. უნდა იყოს თუ არა პარიზის ტერაქტები მაგალითი დასავლეთისთვის? უნდა იყოს! მაგრამ არ იქნება! არ იქნება, იმიტომ, რომ „ტერორიზმი“ იარაღია ქვეყნებს შორის ომში, მითუმეტეს ფარულში. ტერორიზმი გამოიყენება ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორის დასათრგუნად. ეს, რომ ასე არ იყოს, ტერორიზმს გადაუკეტავდნენ ფულის საკეთებელ გზას.
„რა გააკეთეთ“ - პუტინის ნათქვამი საფრანგეთსაც ეხება, მაგრამ უმთავრესად აშშ-ს - „ალ-ქაიდას“, „თალიბანის“, „ისლამური სახელმწიფოს“ შემქმნელს და სულის ჩამდგმელს. ეს და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ხომ ამერიკულ-დასავლური მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად შეიქმნა რუსული „საფრთხის“ საწინააღმდეგოდ, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად; ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული სიმდიდრეების დასაპატრონებლად, სირიის გავლით ყატარული ენერგომატარებლების ევროპაში გასატანად?!
ორმაგმა სტანდარტმა ისეთიც იცის, რასაც საფრანგეთში ჰქონდა ადგილი და რისგან არც შემქმნელია დაზღვეული. „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმაში ბერლინი, რომი, ლონდონი, ნიუ-იორკი, მსოფლიოს სხვა ქალაქებია. თუ როდის? - ვინ იცის, ვინ გათვლის, ვინ გამოიცნობს?
ამერიკელებს ისე გამოუვიდათ, როგორც ცნობილ გამოთქმაში - ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ შესაშური ნიჭიერებით, დედის რძესავით შეირგო აშშ-ს სპეცსამსახურების ტრენინგი და უკვე გაწვრთნილ-დავაჟკაცებული, მსოფლიოს, მათ შორის აშშ-საც აზანზარებს, თუმცა ეჭვი დიდია იმისა, რომ დღესაც ამერიკა-„ისლამურ სახელმწიფოს“ შორის რაღაც „უხილავი“ კავშირები არსებობს. თუ არა, რატომ არ აწვდის აშშ-ი რუსეთს სირიის ტერიტორიაზე არსებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული ჯგუფების დისლოკაციის ადგილებს? რატომ აწვდის ე.წ. ზომიერ ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღს, რომელიც უმალ არაზომიერთა ხელში ხვდება? რატომ მოითხოვს (ჯერაც) სირიის პრეზიდენტის გადადგომას, კაცის, რომელიც ნამდვილად და არა ყასიდად, როგორც აშშ და მის მიერ შექმნილი „ანტიისლამისტური კოალიცია“, იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ?
საფრანგეთის ტერორისტულმა თავდასხმამ ერთხელ და სამუდამოდ თვალი უნდა აუხილოს ყველას, ვისაც სურს ტერორიზმისგან თავის გადარჩენა, გააერთიანოს ისინი ამ საშინელების წინააღმდეგ. „ძნელიაო“, - იტყვიან. იოლი არაფერია.
ვისაც სურს იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ ნამდვილად და არა მოჩვენებით, თითზე ჩამოსათველია - რუსეთი, ირანი, სირია ... დანარჩენებიც იბრძვიან - ხან იქით (ტერორისტთა დასახმარებლად), ხან აქეთ - ვითომ მის წინააღმდეგ. და ამ ე.წ. ბრძოლაში ბეწვზე იკიდება ქვეყნები, მოსახლეობა, ეკონომიკა, მომავალი.
ამერიკულმა ჰეგემონისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია. ააბუნტა იქაურობა. შექმნა ქაოსი, გაუსაძლისი ვითარება. შექმნა ლტოლვილობა - უმძიმესი პრობლემა, რაც მძიმედ დააწვა ევროკავშირს, სხვა ქვეყნებს. ასეულ-ათასობით ლტოლვილი მიაწყდა მაძღარ ევროპას თავის გადასარჩენად, მათ შორის ტერორისტებიც არიან, რის შესახებ თქვა კიდევაც „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ტერორისტულმა საფრთხემ მძიმე დარტყმა მიაყენა არა მარტო ევროპას, არამედ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ეგვიპტეს. რუსული თვითმფრინავის კატასტროფამ მკვეთრად შეზღუდა ტურიზმი. 270 მილიონ დოლარს კარგავს ეგვიპტე ყოველდღიურად ტურიზმის შეზღუდვით. არანაკლებს დაკარგავს საფრანგეთი, სხვა ქვეყნები. და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს სირიელი ლტოლვილების მისაღებად.
„უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშიაო“ - რომ იტყვიან, ზუსტად ჩვენზეა მორგებული. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა რომ ცალმხრივი დივიდენდების მომასწავებელი არ იქნებოდა, იმთავითვე იყო ცნობილი. ნუთუ ვინმეს ეგონა, რომ უვიზო მიმოსვლა ესოდენ მუქთი იქნებოდა საქართველოსთვის?
პოლიტიკაში უპირველესი, ინტერესებია და არა ლამაზი თვალებისთვის, რაღაც სიკეთეების მიღება. ჩვენ უნდა გვცოდნოდა, რომ მუქთად არვინ არაფერს მოგვცემდა, რაც დადასტურდა კიდევაც ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ მოგერინის საქართველოში ვიზიტის დროს. მოგერინის წასვლიდან მეორე წუთსვე, მინისტრმა სუბარმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მიიღოს სირიელი ლტოლვილები.
თითქოს ჩვენი საკმარისი არ იყოს, თითქოს მათ ისეთი პირობები შევუქმენით, ავ თვალს რომ არ ენახვება; თითქოს საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს; თითქოს სამართალდამცავი ორგანოები ერთის შეხედვით ადგენდნენ ლტოლვილებიდან ვინ არის ტერორისტი; თითქოს ტერორიზმის პრობლემა (პოტენციური) საქართველოში არ იყოს.
დიახ! ტერორიზმი პრობლემაა, მითუმეტეს საქართველოსთვის, რომლის არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა იბრძვის „ისლამურ სახელმწიფოში“. სულ ახლახანს, ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციის დამცველ გუშაგთა“ შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე აცხადებდა, რომ ირანისთვის უდიდესი გამოწვევაა ტერორიზმი, რომ ის ამ გამოწვევას ვარაუდობს ამიერკავკასიიდანაც, სადაც შესაძლებელია „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების გადასვლა.
უნდა იყოს თუ არა ეს განცხადება საყურადღებო საქართველოს ხელისუფლებისთვის? უნდა იყოს თუ არა პარიზის ტერაქტი სერიოზული დაფიქრების საგანი საქართველოს ხელისუფლებისთვის? ერთხელ მაინც უნდა იფიქროს თუ არა ხელისუფლებამ პრაგმატულად, გონივრულად საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად?
დღეს, მთელი „ცივილიზებული“ მსოფლიო გაიძახის - „მე, პარიზი ვარ!“ („შარლი ებდოს“ მსგავსად). ხუთი წლის განმავლობაში არავის უთქვამს - „მე, დამასკო ვარ!“. პარიზის მსხვერპლი ზღვაში წვეთია იმ მილიონებთან, ვინც სირიაში სული დალია ტერორისტთა მახვილით. რა, სირიელი არაბი მეორეხარისხოვანია? ორმაგი სტანდარტის ნაყოფია ეს და რახან მსგავსი რამ უხვადაა, ტერორიზმიც იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
15/11/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.