როდის გამოფხიზლდება საზოგადოება?

hamlet chipashvili-politologi

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში („გზა, ურმის გადაბრუნების შემდეგაც რომ აღარ ჩანს?!“) ავტორი, გულნარა სტურუა გულისტკივილით აღწერს იმ ვითარებას, რასაც ჩვენში აქვს ადგილი და უზნეობისა და უკუღმართობის შედეგად მიღებულ „სიამტკბილობას“ ასეთ დასკვნას უსადაგებს: „რამდენჯერ უნდა გადაგვიბრუნდეს ეს საცოდავი ურემი, რომ ქართველებმა საკუთარი გზა ვიპოვოთ და სხვის გზას არ დავადგეთ, სხვისი სახლები და სხვისი ტაძრები არ ავაშენოთ, ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით გაჟღენთილ მიწაზე“.
თავიდან-ბოლომდე ვიზიარებ ქალბატონი გულნარას გულისტკივილს და მსურს ხმა შევაშველო მის მოსაზრებას ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე ვისურვებდი სხვასაც გამოეთქვა თავისი აზრი მეტად საჭირო თემასთან მიმართებით, ვინაიდან მხოლოდ შეძახილს - სისტემატურსა და ობიექტურს შეუძლია მიძინებული ხელისუფლების, რაც მთავარია საზოგადოების გამოფხიზლება იმ მატყუარა ძალისგან, რაშიც რახანია იმყოფება საქართველო.
საქართველომ დამოუკიდებლობის სტარტი ცუდად აიღო და რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდებით ამაში. ცუდ დასაწყისს, ცუდი გაგრძელება მოჰყვა, ყველაფერს ერთად, შიდააშლილობა, გაუტანლობა, სამოქალაქო ომები და ერთმანეთს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ტერიტორიების დაკარგვა, ისეთი აწმყოს „გამოჭედვა“, სასურველი მომავლის უღიმღამო პერსპექტივასაც რომ არ გვისახავს.
გაუსაძლის ეკონომიკურ-საფინანსო მდგომარეობასთან ერთად წინა პლანზე წამოიწია ისეთმა უსერიოზულესმა პრობლემამ, როგორიცაა დემოგრაფია. მართალია, საქართველოსთვის ეს აქილევსის ქუსლი მუდამ აქტუალური იყო, მაგრამ „ავადსახსენებელ“ საბჭოთა პერიოდში, სერიოზული ძალისხმევით, მოგვარების გზას ედგა.
აღარც საბჭოეთია და აღარც ავი დემოგრაფიის გამოსწორების პროგრამა. რაც არის, ისეთივეა, როგორც ოკეანეში წვეთი. ასედაამრიგად გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველო ყველაზე ბებერი ქვეყნების სიაშია. 2011-50 წლებში კი მოსალოდნელია მოსახლეობის 20%-ზე მეტით შემცირება.
თუ რას ნიშნავს მოსახლეობის შემცირება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა - ახსნა-განმარტება არ სჭირდება. არც ის არის დასამშვიდებელი სხვაგანაც რომ კლებულობს მოსახლეობა. ისინი თავს მიხედავენ. აი, რაც შეეხება საქართველოს - მიმხედავიც არვინაა. კიდევ ერთხელ ვამბობ - პროგრამა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, ერთობ მცირეა გიგანტური პრობლემის მოსაწესრიგებლად.
ნეგატიური დემოგრაფია მარტო დუხჭირ ცხოვრებას არ უკავშირდება. აქ სხვა მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის სულიერიც, მაგრამ ყველაფერში რომ მხოლოდ ნეგატივი გვაქვს?
დემოგრაფიით სტატიის დაწყება არ არის შემთხვევითი, ვინაიდან ქვეყანაში, სადაც საშუალო და მეტი ასაკის ადამიანი ჭარბობს ახალგაზრდას, ამ უკანასკნელის განუზომელი ზეობაა. უთავბოლო დამოუკიდებლობის წლებმა გვარგუნა დაბერებული ქვეყნის მოჩვენებითი ახალგაზრდული იერსახე. ცხადია, მოჩვენებითი სხვისთვის - უცხოელისთვის, რომელსაც ვეტრფით და ურომლისოდაც სიცოცხლე ვერ წარმოგვიდგენია.
„ბებერ“ ქვეყანაში მხოლოდ ახალგაზრდა ჩანს ყველგან, ყველა დარგში და ყველა სფეროში. დომინანტი ასაკი არსად ჩანს. არ მოიძებნა მისთვის ადგილი. სააკაშვილის მმართველობის წლებმა უმძიმესი დაღი დაასვა „მამათა“ არსებობას, რამაც საბოლოო ჯამში მომაკვდინებლად იმოქმედა ქვეყანაზე, მის ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ ყოფაზე.
დასამარდა ძველი და მის ნაცვლად აღმოცენდა ახალი, სარეველას მსგავსი. გაქრა სახელმწიფოებრივი აზროვნება. რევოლუციურ-ევოლუციურ პროცესში თავისი წვლილი მამებსაც მიუძღვნით. რომ არა მათი მონური მორჩილება და ახალგაზრდა ხელისუფალთა მიმართ ყმური დამოკიდებულება, ვითარება ესოდენ დამრთგუნველი არ იქნებოდა.
მართალია, ურემი რახანია გადაბრუნებულია, მაგრამ „ძველგაზრდებიდან“ დღესაც არ ჩანს გულნარა სტურუას მსგავსი შემძახებელი. სად არიან ისინი, რატომ არ ამბობენ სიტყვას? ნუთუ მოსწონთ დღევანდელი ვითარება, მეტწილად გამოწვეული ამჟამინდელი ხელისუფლების ბედოვლათობით? ნუთუ მოსწონთ ის მანკიერი მმართველობა, რომელმაც ბოლო წლებია მოიკიდა ფეხი ქვეყანაში?
წინაზე ზედმეტია ლაპარაკი - ის წასულია და თუ მის დანაშაულებზეა ლაპარაკი, დასჯაც დღევანდელების საქმეა. ნუთუ ვინმეს მოსწონს ქვეყნის მართვა კულისებიდან და პიროვნებისგან, რომელსაც ოფიციალური პასუხისმგებლობა არ აკისრია? როგორც ჩანს მოსწონს, სხვას, რას დავაბრალოთ პირში წყლის ჩაგუბება?
„მამებმა“, ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ხმა ჩაიკმინდეს საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, ალბათ შემდეგი მოსაზრებით - ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება, ჩემ თავს კი „ქველმოქმედის“ ნაბოძები დააკლდებაო. მსგავსი „სათავისობა“ ყოველთვის იყო ბედკრული საქართველოს ისტორიაში, მაგრამ მოჭარბებულად მან თავი ე.წ. დამოუკიდებლობის დროს იჩინა. და რახან ასეა, არ უნდა გვიკვირდეს ის ქაოსი, რომელიც საქართველოშია.
ვეთანხმები ქალბატონ გულნარას, რომ ქვეყნის სახე, ყველაფერთან ერთად, მათ შორის სულიერებასთან, ხუროთმოძღვრებაშია. კარგად გათვლილი, გამართული, მიმზიდველი არქიტექტურა უდავოდ სხვაგვარს, მობილიზებულს ხდის მის შემხედვარეს, მასში მცხოვრებს, არ ჰკრავს ხელს დანაგვიანებისკენ, გაფუჭებისკენ, განადგურებისკენ. დანაგვიანებაა ქუჩაში გადაგდებული ნაგავი და უსახური საცხოვრებელი სახლები, თანაც ერთმანეთზე მიჯრით აშენებული - ესოდენ მომრავლებული დედაქალაქში.
დანაგვიანებაა, როდესაც ძველ ქალაქში უფუნქციო ხიდს და რაღაც გაურკვეველი დანიშნულების „მილებს“ ჩადგამ. დანაგვიანებაა, როდესაც „დეზერტირის“ ბაზრის გაყოლებაზე, ტროტუარებზე მაღაზიებს ააშენებ, ხოლო „დინამო“ სტადიონზე, სათადარიგო საფეხბურთო მოედნის ნაცვლად, ფასიან ავტოსადგომს მოაწყობ, მასთან ერთად მაღაზიებს.
დანაგვიანებაა, როდესაც მშენებლობას დაიწყებ და მიატოვებ. თბილისი რომ დაბომბილ ხიროსიმას დაემსგავსება - ესეც დანაგვიანებაა. დაუმთავრებელი სახლების ჩონჩხები და ძონძებჩამოფარებული ძველი სახლების ფასადები ხომ მრავალი წელიწადია „გვხიბლავს“?!
სრულიად ვეთანხმები ცნობილ მშენებელ ომარ მარგველაშვილს, რომელიც გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ წერდა, რომ მიუღებელია „თეთრი“ და “შავი“ კარკასი, საცხოვრებელი სახლი ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დამოუკიდებლობის წლებში რაც შევითვისეთ - ვისაც რა უნდა, იმის კეთებაა ანუ გინდა „სპორტის სასახლის“ წინ „სუპერმარკეტის“ ან საცხოვრებელი სახლის აშენება და ააშენებ, ვინ გიშლის? მერია მზადაა ნებისმიერი სახის მშენებლობაზე გასცეს ნებართვა, თანაც ნებისმიერ ადგილას. ვიღაცამ მოინდომა და ლუდის რესტორანი ჩადგა ვარაზისხევში; ვიღაცას მოუნდა „იპოდრომის“ ტერიტორიის გამოყენება და გამოიყენა; ვიღაცამ ვაკის პარკში სახლები ჩადგა ისე, რომ ხმა არვის ამოუღია. ასათიანის ქუჩის სიღრმეში ვიღაცამ საცხოვრებელი კორპუსების ჩადგმა მოინდომა და მიუხედავად პატარა პროტესტისა, მაინც დაიწყო მშენებლობა. ვიღაცამ გზის შეკეთების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები წამოიწყო, მაგრამ მიატოვა და პატარა ორმო, ლამის ჭად გადაიქცა.
რამდენი ერთი ჩამოვთვალო? ყველა მაგალითიდან გამოსჭვივის „დღევანდელთა“ ზედაპირულობა და „გუშინდელთა“ გულგრილობა. მე, როგორც „გუშინდელი“, ისე, როგორც ზოგიერთი, ნამდვილად არ ვარ გულგრილი, მაგრამ თითო მერცხლის მდგომარეობაში ვართ. არადა, ამ განუკითხაობას ომახიანი მრავალხმიანობა ესაჭიროება, თანაც სისტემატური და არა პერიოდული. როგორც ჩანს, არც ენერგია გვყოფნის და არც შემართება. სახელმწიფოებრივი ძალაუფლება გვრთგუნავს.
ან როგორ არ დაგრთგუნავს, როდესაც იტყვი - არა ხუდონჰესს! არა „თბილისის პანორამას“! და ნაცვლად ამისა სრულიად საწინააღმდეგოს მოისმენ მთავრობისგან? ინგრევა ძველი თბილისის სახე „სოლოლაკი“ და ამათ „პანორამა თბილისი“ დაუჩემებიათ. მაინც რა სიმაღლეებისკენ ტრფიალმა მოიცვა ჩვენი მერია, რა ცათამბჯენობამანია აგვიტყდა ქვეყანაში, სადაც მშენებელი ინჟინრის მწვავე დეფიციტია? არ არის კვალიფიციური ინჟინერი, ოსტატი, მაგრამ არის სურვილი ცათამბჯენის შენებისა. ვინ არის იმის გარანტორი, რომ გინეკოლოგი დეველოპერების მიერ აშენებული, ერთი პატარა მიწისძვრის შედეგად, თავზე არ დაგვემხობა?!
დედაქალაქში პატარა კუთხეს ვერ მოძებნი, რომელიც ქუჩებით, სახლების ლამაზი ფასადით და მოვლილი ბაღით, გაზონით ან სკვერით მიგიზიდავს. ჩვენ შევეჩვიეთ საწვიმარი მილების ირგვლივ ბათქაშჩამოცვენილი სახლების ფასადებს, უპატრონოდ მიტოვებული სახლების სადარბაზოებს, გაუმართვ, ავარიულ ლიფტებს, ჭუჭყიან ეზოებს და მტვრიან ოღრო-ჩოღრო ტროტუარებსა და ქუჩებს, უკმეხ მომსახურებას საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში, ქუჩაში ფურთხებას და სიგარეტის ნამწვავების ყრას.
მივეჩვიეთ ამორტიზებულ საქალაქო ტრანსპორტს. მაინც რა დიდი პრობლემაა თუნდაც ასეთზე ნომრის დაწერა? საქალაქო ტრანსპორტს, ავტობუსი იქნება ის თუ „მარშრუტკა“ ოთხივე მხარეს ნომერი უნდა ჰქონდეს. ნაცვლად ნომრისა, რეკლამებითაა აჭრელებული.
მაინც რა პრობლემაა ქუჩებისა და ტროტუარების წყლით მორეცხვა? იქით, საითაც ვითომ მივდივართ დღეში ხომ არაერთხელ რეცხავენ ქუჩებს? ჩვენი ცხოვრება, ყოფა, მითუმეტეს ქცევა რომ ძალიან შორსაა თუნდაც იმ „ცისფერი“ ევროპისგან, ხომ ფაქტია? და მიუხედავად ამისა, ჯიუტად გავიძახით ევროპაში ვბრუნდებითო.
პირდაუბანელსა და მოუწესრიგებელს, შეგვიშვებენ ევროპაში?! სურს ევროპას ისეთი სურნელი, ჩვენს საქალაქო ტრანსპორტში რომ ტრიალებს? თუ სურს, მაზოხისტები ყოფილან.
მავანი შემედავება - ჩვენ დიდი წარსულისა და ისტორიის ქვეყანა ვართო. კეთილი, მაგრამ მარტო წარსული გვიშველის, როდესაც ქუჩებში, საზოგადო თავშეყრის ადგილებში ისეთი ბილწსიტყვაობა ტრიალებს - „დედის ტრ..ი“, რომ სასიამოვნოდ მოგესმებათ.
წარმოუდგენელი დაძაბულობა იგრძნობა ყველგან და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებათ, ერთი პატარა გადაკრული სიტყვაა საჭირო, რომ ჩხუბმა იფეთქოს. მეტყვიან - ეს ყველაფერი ევროკავშირში შესვლის შემდეგ გამოსწორდებაო. არა, მეგობრებო, ეს მხოლოდ სახლში, სკოლაში აღზრდით გამოსწორდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები და მასწავლებლები აღზრდილები იქნებიან. სამწუხაროდ, ამ მხრივ ისინი უდავოდ მოიკოჭლებენ.
ჩვენ მოგვწონს ევროპა და მოგვწონს ზედაპირულად, ფასადურად. მოგვწონს მისი ლამაზფასადიანი სახლები, მოვლილი ბაღები, ქუჩები, აუღელვებლად მოსიარულე პუბლიკა, თავაზიანობა, სუფთა ტრანსპორტი, ერთმანეთის მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება, წესრიგი და სხვა. და თუ ეს მოგვწონს, რა გვიშლის ხელს შევქმნათ ისეთივე აქ, იქ წაუსვლელად?! ქუჩაში გადაფურთხებისგან გადასაჩვევად მივდივართ ევროპაში? წავიდეთ ისე, როგორც უკვე წასული მილიონნახევარი? აქ ვინ დარჩება? თითო-ოროლა „გუშინდელი“, ასაკოვანი და დავრდომილი? იქნებ ის შავები, რევერანსულად ფერადკანიანებს რომ ვეძახით და სადალაქოები რომ გახსნეს, თავისსავე ფერის ჩამოსულებისთვის? ვიძახოთ მერე - „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ“.
ისე, კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა წავიდეთ? თუ შენს ქვეყანაში, შენს მიერ მოწეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას არვინ იბარებს, თუ მიწებს უცხოელზე ჰყიდიან და საძოვრებს არ გიტოვებენ, სამუშაოს არ გაძლევენ და მხოლოდ დაპირებებით გკვებავენ, შენსავე ქვეყანაში მეორეხარისხოვნად გაქცევენ და იმ საქმეში, რასაც აკეთებ, შენს თურქ კოლეგას გაცილებით მეტ ხელფასს უხდიან, ვიდრე შენ?
დიახ! ჩვენ ამასაც შევეჩვიეთ და ვხუმრობთ - თურქეთში ვცხოვრობთო, ცხადია აჭარაზეა ლაპარაკი. მაინც სად მიგვეჩქარება? ის ევროპა ხომ გაცილებით სწრაფად შემოდის აქ, ვიდრე ჩვენ შევალთ იქ? ასე, რომ სულაც არ მიკვირს იმ ჩემი ბათუმელი მეგობრის, რომელიც დარეკვისას მეუბნება - თურქეთიდან გირეკავო. არადა, მართლა სახუმაროდ გვაქვს საქმე?
ხუმრობაა, როდესაც დასავლეთის მიერ გულგამაგრებულ საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ფრანგული ანტისაჰაერო სისტემის შეძენით, შევძლებთ რუსეთის შეტევის მოგიერებას. დავუშვათ ერთხელ მოვიგერიეთ, რის შემდეგაც საბოლოო შედეგისთვის შეტევაზე გადასვლაა საჭირო, ვართ კი ამის გამკეთებლები?! და თუ არ, რატომ ვყრით ფულს საქმეში, რომელიც ნაცვლად უდრტვინველი ცხოვრებისა, რუსეთის რაკეტების სამიზნედ გვაქცევს?
როგორც ამბობენ - სამხედრო იარაღის ყიდვა-გაყიდვაში დიდი ფული ტრიალებს. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ სააკაშვილ-კეზერაშვილ-ოქრუაშვილს. ისიც ჰკითხეთ, საიდან ფული, ასე ხელგაშლილად რომ ცხოვრობენ უცხოეთში? საიდუმლო გარიგებაში, რაღაც მსგავსი ხომ არ იკვეთება? ამას მომავალში აეხდება ფარდა, როდესაც „რესპუბლიკელები“ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. საქართველოს კი ხახვივით შერჩება ანტისაჰაერო, თანაც ფრანგული სისტემა, ერთობ გამოუსადეგარი და მაგნიტივით მიმზიდველი.
თუ ვინმეს სამშობლო ტკივა, რაკეტების ყიდვას კი არ უნდა მოჰყვეს, მტერთნ უნდა მივიდეს სალაპარაკოდ. და თუ ლაპარაკი შედგა, მითუმეტეს ურთიერთობა, რაღა ეშველება საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც მთელი პოლიტიკა რუსეთის მტრისხატობაზე აქვს აწყობილი?! რით მოხიბლავს ის ვაშინგტონს ან ბრიუსელს? მათაც ხომ საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთის გამაღიზიანებლის პრიმიტიული როლის შესრულება აქვთ დავალებული?
ასე, რომ, ვიდრე იქნება საქართველოს პოლიტიკა ისეთი, როგორიც დღეს, მუდამ იქნება მეზობელი რუსეთის გინება და მისთვის სანქციების დაწესება.
დიახ! უსუსურმა საქართველომ სანქციები დაუწესა რუსეთს, ისე არც უფიქრია, რა შეიძლება მოჰყვეს მას. ვერაფრით გავიზიარებ ზოგიერთი „პატრიოტის“ ნაბოდვარს, რომ ხილზე და მწვანილზე ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა გავყიდოთო ანუ რუსეთთან ურთიერთობის გამართლება ხილით ან ბოსტნეულით ვაჭრობით რა მოსატანიაო.
ვკითხოთ იმ გლეხს, რომელსაც შემოსავალი არ აქვს ან იმ მეღვინეს, რუსეთის ბაზრის გახსნით რომ მოითქვა სული. ვგონებ კითხვაც არ არის საჭირო, ისედაც ნათელია. საპასუხო სანქციების შემთხვევაში, რა გველის - იფიქრა ამაზე ჩვენმა ხელისუფლებამ? თუ იფიქრა და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, ღალატის ტოლფასია.
ხელისუფლების ამბავი რომ ჩვენი ყოფითი ცხოვრების „რომანში“ ჩავრთე, სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ისიც, ჩვენ რომ საყოფაცხოვრებოდ მივიჩნევთ და მნიშვნელოვნად არ მიგვაჩნია და ესეც მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი - ერთი სათავე წყაროდან მოდის. ორივეს ხალხი, საზოგადოება შობს და კვებავს. როგორიც საზოგადოებაა, ისეთივეა მთავრობაც . ასეთ საზოგადოებას, ასეთი მთავრობა შეეფერება.
საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურად იმ „საქმეებს“ სჩადის, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და მთავრობა წარბსაც არ შეიხრის, იმ კონსენსუსის მაჩვენებელია, ხალხსა და მთავრობას შორის რომ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა სურათი იქნებოდა, ქალბატონი გულნარას და ჩემნაირების გასახარი. დღეს, ასეთი არ არის და რომ არ არის, უნდა მოურიდებლად ვთქვათ, ყველამ ერთად, ვისაც გული გვტკივა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა, რომელსაც ჯერ-ჯერობით სამშობლოს ვეძახით, შემოგვადნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/08/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.