საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი

hamlet chipashvili-politologi

რუსეთ-თურქეთის დამძიმებულმა ურთიერთობამ ფართო გამოძახილი პოვა საქართველოში, რაც არ არის გასაკვირი. ორ დიდ ქვეყანას შორის მოქცეული საქართველო, მის ნებისმიერ მოქალაქეს საფიქრალს უჩენს და გარკვეული პოზიციის დაკავებას კარნახობს. პოზიცია - უპირველესად გონივრული, ნეიტრალური, მიუკერძოებელი უნდა იყოს და არა ისეთი, როგორსაც ვხდებით ადგილობრივ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში. იქ აშკარად ჭარბობს თურქული მხარის მხრიდან, ანტირუსული გამოხდომის მიმართ აღტაცება. აღტაცებაში ჩანს შურისძიების მარცვალიც, დაახლოებით ასეთი - დაიპყარით ჩვენი ტერიტორიები, ახლა ხომ იწვნიეთ თურქული სილაო. თითქოს თურქეთს საქართველოს ტერიტორიები დაპყრობილი არ ჰქონდეს.
მედიური თავდასხმის ძირითადი ობიექტი რუსეთის პრეზიდენტი პუტინია, რომელსაც ადანაშაულებენ ყველაფერ იმაში, რაც მას „ჩაუდენია“ საქართველოს მიმართ და იმაშიც, რაც მას თავშიც არ გაუვლია. მკითხველს, განსაკუთრებით ანტიპუტინურად განწყობილს შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის დროს, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კი არა, მედვედევი იყო. პრემიერ-მინისტრი პუტინი იმჟამად პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა და ომის დაწყების ამბავიც იქ შეიტყო.
შეიტყო და უმალ შეეცადა იმ ცერემონიალზე დამსწრე აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან შეხვედრას, თუმცა წარუმატებლად. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხა მან ბუშთან დალაპარაკება, რომელმაც დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო.
აშშ-ს პრზიდენტი მშვიდად შეხვდა ომის ამბავს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიმღები მედვედევის რეაქციას - თავდაცვის მინისტრის სერდიუკოვის ინფორმაციაზე - ნამდვილად არ იყო პანიკის მაგვარი. მას დასაწყისში, სერდიუკოვის ინფორაცია გადაჭარბებულად მოეჩვენა. მედვედევის პასუხი იყო - დაველოდოთ მოვლენებს. მხოლოდ მესამე ინფორმაციის შემდეგ, უბრძანა მან მინისტრს სამხედრო მოქმედების დაწყება. იმ დროს საქართველოს ტანკები ცხინვალის ქუჩებში დაჯირითობდნენ.
პრეზიდენტად ახალარჩეუი ლიბერალი მედვედევისთვის, საომარი გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ომის დაწყების განკარგულების გაცემას ქართული პოლიტიკა პუტინს აბრალებს ანუ პრემიერს, რომელსაც რუსეთის კონსტიტუციით არც მთავარსარდლობა უპყრია ხელთ და არც „სტრატეგიული ჩემოდანი“.
რას მოიმოქმედებდა პუტინი, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო? - იმას, რასაც მედვედევი. რას მოიმოქმედებდა პუტინის ადგილზე ნებისმიერი ბირთვული სახელმწიფოს მეთაური, რუსული ბომბდამშენის, თურქეთის მიერ ჩამოგდების შემთხვევაში? - იმაზე მეტს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. გაიხსენეთ, აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის რეაქცია აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. განა მას არ მოჰყვა ერაყში შეჭრა, ავღანეთში ომი?
ავღანეთის პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია, ისე, როგორც ერაყის. ჯერაც იღვრება სისხლი ორივე ქვეყანაში, როგორც ადგილობრივის, ისე ამერიკელი და მასთან კოალიციაში მყოფი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების.
დავუბრუნდეთ დღევანდელ ვითარებას, რუსულ-თურქულ ჭრილში. პოლიტოლოგი საყვარელიძე აცხადებს: „პუტინმა გაამწვავა დაპირისპირების თემა, მაგრამ მისი პოზიციები საკმაოდ სუსტია. თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და თუკი დაპირისპირება მოხდა, ამ დაპირისპირებაში თურქეთი მარტო არ იქნება“.
ვერადავერ გამოვედით ნატოს ყოვლისშემძლეობის ტყეობიდან. არადა, თუ საფუძვლიანად განვიხილავთ ნატოს სამხედრო „ძლიერებას“ და პოლიტიკურ სულისკვეთებას, დავინახავთ ამ ორგანიზაციის ერთობ უსუსურ მოქმედებას. ნატოს „ძლიერება“ ფეხზე დაიკიდა ნატოს წევრმა თურქეთმა და აგრესია განახორციელა კვიპროსის წინააღმდეგ, დაიპყრო კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი, მეტადრე თურქებით დასახლებული და დაპყრობილს „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა“ უწოდა, რითაც აშკარად დაუპირისპირდა ნატოს წევრ საბერძნეთს.
მას შემდეგ მრავალი წელიწადი გავიდა, მაგრამ ბრიუსელი შეუძლო აღმოჩნდა საკითხის მოგვარებაში. ნატომ ვერაფერი გააწყო ავღანეთში, მიუხედავად საკუთარი ძალების უპრეცედენტო მობილიზაციისა. ავღანეთში მძიმე ვითარებაა. თალიბები, „ალ-ქაიდა“ და სულ ახლახანს მათზე დამატებული „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანური ფილიალი, ავღანეთის ტერიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილზე ახორციელებენ კონტროლს.
თავი დავანებოთ არცთუ დიდი ხნის წინანდელ ისტორიას, გავიხსენოთ ახალი, თუნდაც პარიზის ტერაქტი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები. რატომღაც ნატოს ხმა არც თქვენ, პატივცემულო მკითხველო და არც მე, არ გამიგია. არადა, ნატოს წესდების მე-5-ე მუხლის მიხედვით, სტოლტენბერგს - ნატოს გენერალურ მდივანს, საფრანგეთის დასაცავად ხმა უნდა ამოეღო.
ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოსთვის იმაზე მეტი საფრთხეა, ვიდრე ერთი ქვეყნის მიმართ, მეორის აგრესია. არსაიდან ხმა, არსით ძახილი - რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ილანდის ძახილი მოჰყვა - ადრესატი რუსეთი იყო და მასთან ერთად ტერორიზმთან ბრძოლა.
რატომ არ მიმართა ოლანდმა ნატოს?! იცის რა, მისი პოლიტიკური გადაწყვეტილების „სისხარტე“ და „ბრძოლისუნარიანობა“, ოლანდმა თავი აარიდა მას.
თურქეთის ავიაცია სისტემატურად არღვევს ნატოს წევრი საბერძნეთის საჰაერო სივრცეს, მაგრამ ნატო დუმს. თუ ვინმე დააფრთხო თურქულმა თავხედობამ, უპირველესად ნატო იყო, რომლის საგანგებო სხდომაზე - თურქეთის თხოვნით მოწვეულზე, აშკარად არათურქული პოზიცია დაფიქსირდა. თურქეთს აგრძნობინეს, რომ მის მიერ წამოწყებულ ავანტიურაში ნატო ჩართვას არ აპირებს ანუ არ აამოქმედებს წესდების მე-5-ე მუხლს. დაახლოებით იგივე პოზიცია დააფიქსირა ოფიციალურმა ვაშინგტონმაც.
საჯაროდ ნატომ ყასიდად დაუჭირა მხარი ნატოს წევრ თურქეთს, მაგრამ ყასიდად და იქვე განაცხადა, რომ მან (თურქეთმა), და მხოლოდ მან, უნდა გამოძებნოს რუსეთთან შერიგების ენა. იმავდროულად, ნატოს წევრი სახელმწიფოების მედიაში გამოქვეყნდა სტატიები მოწოდებით - გაირიცხოს თურქეთი ნატოდან, როგორც „ხულიგანი“ სახელმწიფო.
ნატოს განწყობა თურქეთის მიმართ - ერთობ დამაფიქრებელი, გასაკვირი არ არის, უპირველესად იმიტომ, რომ ნატომ იცის, ვინ არის დამნაშავე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებაში; ისიც იცის, თუ რას გამოიწვევს თურქეთის სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ. ნატომ კარგად იცის, რა სამხედრო ძალას ფლობს რუსეთი, რომელიც არა მარტო კასპიის და ჩრდილოეთის ზღვებიდან ბომბავს „ისლამურ სახელმწიფოს“, არამედ ხმელთაშუა ზღვაში მცურავი წყალქვეშა ნავებიდანაც.
რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ამ იარაღით თანაბარი პოზიციებს იზიარებს აშშ-სთან ერთად. რუსეთის ბირთვული იარაღი აღემატება ნატოს წევრი სახელმწიფოების - დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბირთვულ იარაღს, ერთად აღებულს. ნატომ ისიც იცის, რომ რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, დაპურებული და კომფორტული ევროპისგან არაფერი დარჩება.
უკიდეგანო რუსეთს გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში, მედიასა და პოლიტოლოგიაში ხომ რუსეთის დაკნინება, დაჩაჩანაკებაა მთავარი. ასე იყო 2008 წლის ომამდე - „დაჟანგული ტანკები“ და ასეა დღესაც. უნებლიედ იბადება კითხვა - რას გვაძლევს რუსეთის მუდამ ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება? უპირველესად, ყურადღების მოდუნებას, მუდამ ნატოს მოიმედეობას, მუდამ იმაზე ფიქრს, რომ „ისინი“ (ცხრამთასიქითურები) დაგვიცავენ, კისრისტეხით გამოექანებიან ჩვენს დასაცავად. აკი გამოექანენ 2008 წელს?!
საყვარელიძე, ჟურნალისტის შეკითხვაზე: „ალიანსის წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთს, რაც ერთგვარი სიგნალია რუსეთისთვის“, პასუხობს: - „ასეთივე სიგნალია რუსეთისთვის, რომ მისი ბრალდება, თითქოს თურქეთი ნავთობს „ისლამური სახელმწიფოსგან“ ყიდულობს, მყარ საფუძველს არ ეყრდნობა; ვნახეთ ქურთისტანის რეაქცია, რომ ეს ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები იყო და რატომღაც თურქეთს მიაწერესო. ანუ სხვადასხვა საკითხებში ნელ-ნელა წყალი უდგება რუსეთის პოზიციებს. გარდა ამისა, რუსეთს ორი ომი აქვს წამოწყებული...“.
ნეტავ, რომელი ქურთისტანი აქვს მხედველობაში ბატონ რამაზს. ის ხომ არა, ოფიციალურ ანკარასთან რომ არის ჩახუტებული და იმას ლაპარაკობს, რასაც ანკარა?! გარდა ამ „ქურთისტანისა“, ერთი მუჭა ქურთებისგან შეკოწიწებული რაღაც „სტანისგან“, არსებობს არაერთი სხვა ქურთისტანი, აშკარად მტრულად განწყობილი ანკარის მიმართ - ასეთია, თვით სირია-ერაყის ტერიტორიებზეც. სწორედ ამ ანტიანკარულ „ქურთისტანს“ ბომბავს თურქეთი იმ „ქურთისტანიდან“, სადაც ამასწინათ შეიჭრა, ვითომდა იმ ქურთისტანის „ბოევიკების“ გასაწვრთნელად.
ამ აგრესიამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ერაყის ხელისუფლებაში, რომელმაც საპროტესტოდ გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართა. რაც შეეხება ნატოს, ამ აგრესიაზე - ხმა არ ამოუღია, ისევე, როგორც ვაშინგტონს. თურქეთს ერაყის დაპყრობილ ტერიტორიაზე ბუფერული ზონის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რაც აშშ-ნ შეთანხმებულია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეო-კადრებიდან გამომდინარე, მთელმა მსოფლიომ დაინახა ათასობით ბენზინმზიდი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოდან“ თურქეთში გადადის. ე.წ. ქურთისტანის მტკიცება, რომ ბენზინმზიდები მისი კუთვნილებაა და არა თურქეთის, ღიმილის მომგვრელია, რამეთუ ამ რაოდენობის ბენზინმზიდი არარსებულ „ქურთისტანს“ არ შეიძლება ჰქონდეს, რაც კარგად უნდა იცოდეს დამწყებმა პოლიტოლოგმაც.
ის, რომ თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ნავთობით ვაჭრობს - ფაქტია და თანაც ისეთი, მარტო თურქეთს რომ არ აშავებს. ის, ერთად აღებულ, დასავლეთს არასასურველ პოზიციაში აყენებს. ამ პოზიციას ორმაგი სტანდარტი ჰქვია ანუ სიტყვით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საქმით - ტერორიზმისთვის ხელის შეწყობა.
ბენზინით ვაჭრობა დიდ შემოსავალს აძლევს „ისლამურ სახელმწიფოს“ - დღეში 2 მილიონამდე დოლარს. ერთი იმდენი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ოჯახის ჯიბეში მიდის. აშშ-ს ოფიციალური განცხადება ბენზინმზიდების კოლონასთან დაკავშირებით დასაწყისში იყო თავშეკავებული - საკითხი შესწავლას საჭიროებს და ფაქტების დადგენასო, მაგრამ კალიფორნიის ტერაქტის შემდეგ, თურქეთის მიმართ აშშ-ა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა - წერტილი დაუსვას კონტრაბანდულ მიმოსვლას „ისლამურ სახელმწიფოსა და თურქეთს შორის.
საგაზეთო ინტერვიუში, რომლის სათაურიც ასეთია - „სომხეთის ინტერესებს წიწილასავით ზედ მიაკლავენ“ - ყურადღება მახვილდება თურქეთის პრემიერის დავუთოღლუს ბაქოში ვიზიტზე და იქ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ ყარაბახის კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლება. სტუმარმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ყველანაირად დაეხმარება აზერბაიჯანს ამ საქმეში.
პრემიერის განცხადებამ, მითუმეტეს მისმა ვიზიტმა მასპინძელი ალიევი ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან თავისი მოსაზრება ასე ჩამოაყალიბა - ორივე ქვეყანასთან (თურქეთთან და რუსეთთან) აზერბაიჯანს მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაც არ იძლევა გადახრა-გადმოხრის შესაძლებლობას.
ყარაბახის გახსენება და აქედან გამომდინარე ცეცხლზე აზერბაიჯანული ნავთის დასხმა, ამით რუსეთის წინააღმდეგ პრობლემის აგორება ისეთი რამაა, თურქეთის დღევანდელი ხელისუფლების არათანაბარ, აუწონავ პოლიტიკას რომ ამზეურებს. დავუთოღლუს განცხადებას შიში ან შეშფოთება არც ერევანში გამოუწვევია და არც მოსკოვში. რაც შეეხება დასავლეთს, იქ, ანკარის მიმართ არასახარბიელო პოზიცია დაფიქსირდა.
„ამ შემთხვევაში ყარაბახის კონფლიქტს ის თავისებურება აქვს, რომ ნატოს ფრთის ქვეშ მყოფი ტერიტორია არ არის და დასავლეთს არ აიძულებს, ჩაერთოს სამხედრო ოპერაციაში“, - ამბობს საყვარელიძე, მაგრამ თურქეთი ხომ ნატოს წევრია და დავუთოღლუს განცხადებით ძალაუნებურად გაეხვევა ომში?!
რესპონდენტი ეკონომიკასაც გადასწვდა. „თურქეთის მხრიდან სურსათის ბლოკადამ რუსეთი იძულებული გახადა რომ ეგვიპტიდან, სხვა უფრო შორეული ქვეყნებიდან შემოიტანოს იმ ტიპის სურსათი, რაც შემოჰქონდა თურქეთიდან. ეს თითქოს უმნიშვნელო ეკონომიკური ნაბიჯი ურტყამს რუსი მოქალაქის ჯიბეს“.
რუსეთის თანხმობა იყოს და შემომტანი იმდენია, დათვლაც კი გაჭირდება. მრავალი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, ირანი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ისრაელი, სირია, ეგვიპტე, სხვები და სხვები მზად არიან გაცილებით დაბალ ფასებში (თურქეთთან შედარებით), შეიტანონ ხილ-ბოსტნეული, კვების სხვა პროდუქტები რუსეთის ბაზარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ თვით რუსეთის ფერმერებზე.
რუსეთის აგრარული სექტორი რომ აღმავლობის გზაზეა, მარტივი სტატისტიკიდანაც ჩანს. 2 წლის შემდეგ ის, საექსპორტო შემოსავლებით, გაუსწრებს ენერგომატარებლების საექსპორტო შემოსავლებს. დღეს, წარმოება არცთუ ძნელი საქმეა, მაგრამ გასაღების ბაზრის მოპოვებაა რთული. თურქეთმა, თავისი უგონო მოქმედებით, დაკარგა რუსეთის ბაზარი და დაკარგა მანამდე, ვიდრე თურქეთში ხელისუფლება არ შეიცვლება.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ დონეზე იყო ასული, თვითმფრინავის ჩამოგდებას რომ არავინ იფიქრებდა, არავინ, გარდა თურქეთის ხელმძღვანელებისა. ცხადია, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა დააზარალებს რუსეთს, მაგრამ ეკონომისტების დასკვნით, უმძიმეს დარტყმას მიაყენებს თურქეთის ეკონომიკას. თურქეთის ბიუჯეტში 40 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის დაკარგვა, ხუმრობა საქმე არ არის. ისევე, როგორც ყოველწლიური 4 მილიონი რუსული ტურიზმის, რუსეთში ფართოდ გაშლილი თურქული სამშენებლო კომპლექსების და ა.შ.
საინტერესოა, რით შეივსებს თურქეთი ბუნებრივი აირის მოხმარების 60%-ს, რომელსაც რუსეთიდან იღებს? ან ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის საბოლოო ღირებულება 22 მილიარდი დოლარითაა განსაზღვრული. ამ თანხის ამოღებას რუსეთი 2060 წლისთვის გეგმავდა.
დედამიწაზე არ მოიძებნება ქვეყანა, ვინც მსგავს საჩუქარს გაუკეთებს მეორე ქვეყანას. რუსეთი უკეთებდა თურქეთს ასეთ საჩუქარს - მხოლოდ მეგობრობისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად და არა მოგების მიღებისთვის. ამ საქმით რუსეთმა საბჭოთა კავშირის მაგალითი გაიმეორა, რომელმაც მილიარდობით დოლარის პროექტები განახორციელა აზია-აფრიკა-ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
„რუსეთი ორ ომშია ჩართული“, - ბრძანა საყვარელიძემ, იგულისხმა რა სირია და უკრაინა. მას სჯერა, რომ რუსეთი ომობს უკრაინაში. მას სჯერა, თუმცა არა სხვას, იმავე დასავლეთიდან. „უგნური“ დასავლეთელები სისტემატურად აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში ადგილი არ აქვს.
როდესაც საინფორმაციო წყაროდ „რუსთავი-2“ გაქვს შერჩეული, უდავოდ იტყვი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე; უდავოდ იტყვი, რომ აშშ-ი იცავს უკრაინას; უდავოდ ვერ დაინახავ იმ „ბედნიერებას“, ამერიკამ რომ მოუტანა უკრაინას ანუ თვეში 30 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე.
ქართველ პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა ნათქვამი წერტილ-მძიმეშიც ამერიკელ პოლიტიკოსთა ნათქვამს ემთხვევა, რაც თავისთავად მიგვანიშნებს საკუთარი აზროვნების სიმწირეზე, უფრო სწორად, არქონაზე. ქვეყანას, რომლის პოლიტიკა-პოლიტოლოგიას სხვისი აზრი კვებავს, მომავალი საეჭვო აქვს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
12/12/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.