რას მოუტანს რეგიონს რუსეთ-თურქეთის შეთანხმება?

hamlet chipashvili-politologi

ერთ-ერთ წინა სტატიაში ჩვენ შევეხეთ რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას, რომელმაც შესაძლოა სერიოზული გავლენა იქონიოს რეგიონში ძალთა გადანაწილების საქმეში. რუსეთის მიერ „სამხრეთ ნაკადზე“ უარის თქმა და თურქეთის მიმართულებით გადამისამართება, სწორედ ის ენერგეტიკული ალიანსია, რომელიც თავსატკივარს უჩენს როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირს. სწორედ აქედან გამომდინარე იყო ევროკავშირის კომისრების ელვისებური ვიზიტი ანკარაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის პუტინის კვალდაკვალ განხორციელდა.
ევროკავშირის დელეგაციამ, ქალბატონ მოგერინის ხელმძღვანელობით, რა არ შესთავაზა თურქეთის ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ თურქეთს უარი ეთქვა რუსეთთან ურთიერთობაზე. არ გამოვიდა. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა დაიცვა თურქულ-რუსული შეთანხმება და განაცხადა, რომ პროექტი თურქეთის ინტერესს ემსახურება.
ევროსაბჭოს დელეგაციამ ისიც განაცხადა, თუ თურქეთი დათანხმდება რუსეთთან მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ევროკავშირი, თურქეთს, უდავოდ გააწევრიანებს ევროკავშირში - 5 წლის შემდეგ.
მოსკოვ-ანკარის შეთანხმებამ დიდი აურზაური გამოიწვია, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში. ხუმრობა საქმე არაა, ორი დიდი სახელმწიფოს ენერგეტიკული ალიანსი და აქედან გამომდინარე პოლიტიკური დაახლოება. ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, კარდინალურად შეიცვლება მათი მიდგომები, როგორც რეგიონის, ისე კავკასიის საკითხებისადმი, რის შესახებაც ვწერდით წინა სტატიაში, თან ხაზგასმით აღვნიშნავდით, ამ საკითხისადმი ჩვენი ქვეყნის დიპლომატიისა და პოლიტიკის ყურადღების გამახვილებას.
რუსეთ-თურქეთის ენერგეტიკული თანამშრომლობა და პოლიტიკა, რომ საქართველოსაც შეეხება, ფაქტია, თუმცა, რა დოზით და როგორ, მომავალი გვიჩვენებს. მომავლისთვის კი საქართველო მზად უნდა იყოს, ვინაიდან რუსულ-თურქული კავშირი ნიშნავს რუსულ-თურქულ-აზერბაიჯანულ და სომხურ კავშირსაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანზე.
ირანს თავისი ინტერესები აქვს კავკასიაში, რაც არ არის გასაკვირი. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ირანსა და ამიერკავკასიას შორის, ირანისთვის იოლი დასავიწყებელი არ არის და ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს პოლიტიკამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ისეთ მტრულად განწყობილ სამეზობლოში აღმოვჩნდეთ, რომ ვერც ვაშინგტონმა გვიშველოს და ვერც ბრიუსელმა.
ბალანსირებული, საზრიანი პოლიტიკის განხორციელება მართებს საქართველოს ხელისუფლებას - მეტი აქცენტების გაკეთება მეზობელ სახელმწიფოებზე. ამ თვალსაზრისით, დადებითად შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უსუფაშვილის ვიზიტი ირანში. კარგია, რომ ეს ვიზიტი, ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან, 2 წლის შემდეგ განხორციელდა და ცუდია, რომ ორი წლის დაგვიანებით.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი კარგია, მაგრამ გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი. ამ მხრივ, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლებას წუნს ვერ დასდებთ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ უსუფაშვილის ვიზიტს უდავოდ მოჰყვება ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი და იმ ჩამკვდარი ურთიერთობის აღორძინება, რასაც „ოცნების“ ხელისუფლების მოსვლამდე ჰქონდა ადგილი.
რა იყო „ოცნებამდე“? - ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლის ინიციატორი, ირანის წინა ხელისუფლება იყო, რასაც მხარი აუბა საქართველოს წინა ხელისუფლებამ. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ საგრძნობლად გაზარდა ტურიზმი, ბიზნეს-ურთიერთობები, სხვადასხვა სახის კავშირები. ირანელი ტურისტებისთვის გაფართოვდა საქართველოს სავიზიტო არეალი. გაიზარდა ვაჭრობა. ამოქმედდა რეგულარული საჰაერო მიმასვლა თბილის-თეირანს შორის, ხოლო ზაფხულის განმავლობაში - თეირან-ბათუმს შორის. ირანულმა ბიზნესმა დაიწყო უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. ყოველივე აღნიშნულს მოჰყვა ათეულ-ათასობით ევროს შემოდინება საქართველოში.
ზემოთ აღნიშნული ტკბილ მოგონებად დარჩა „საოცნებო“ ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ. მიღებულ იქნა კანონი ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, მთელი რიგი ქვეყნები, წინათ უვიზო მიმოსვლით მოსარგებლენი „შავ“ სიაში აღმოჩნდნენ, მათ შორის ირანიც. კანონის მიხედვით, სავიზო რეჟიმი დაწესდა და ეს მაშინ, როდესაც ირანს მსგავსი რამ არ გაუკეთებია - საქართველოს მოქალაქეებს უწინდებურად შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ირანში.
სავიზო, თანაც ცალმხრივი რეჟიმის დაწესებასთან ერთად, გაუქმდა საჰაერო კავშირები თბილის-თეირანს შორის. კატასტროფულად შემცირდა ირანული ტურიზმი საქართველოში, ისევე, როგორც ბიზნესი. ირანელებს აეკრძალათ საბანკო ოპერაციების განხორციელება. გაჭირდა საქართველოს ვიზის მიღება თეირანში არსებულ საქართველოს საელჩოში.
ერთი სიტყვით, ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს ირანმა რაღაც დაგვიშავა და ლამის საქართველომ ომი გამოუცხადა. მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობა გადაურჩა გაწყვეტას, თორემ დანარჩენი გაწყდა.
ცუდის მეტი არაფერი მოუტანია ამ ცალმხრივ გადაწყვეტილებას, როგორც ამბობენ, სხვისი დაძალებით მიღებულს. ეს სხვები აშშ-ი და ისრაელია. ორივეს საკუთარი ხედვა გააჩნია საქართველოს მიმართ. ორივე თვლის, რომ მათ გარდა კავკასიაში არავინ უნდა ჭაჭანებდეს, მითუმეტეს მტრად გამოცხადებული ირანი.
საქართველოს „საოცნებო“ ხელისუფლებამ პირნათლად შეასრულა მათი დავალება, მაგრამ ასევე „პირნათლად“ გააუარესა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა; შეამცირა ევროს რაოდენობა ხაზინაში. გაამწვავა პოლიტიკური ურთიერთობა რეგიონის ერთ-ერთ გავლენიან ქვეყანასთან, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, განსაკუთრებით გაეროში, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
უსუფაშვილი დაპირდა მასპინძლებს, შექმნილი ვითარების გამოსწორებას და ისიც აღნიშნა - ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ევროპის ასოცირებულმა წევრობამ გამოიწვია ყოველივეო.
რამდენად დიპლომატიურია საკუთარი შეცდომის სხვაზე გადაბრალება, მკითხველმა განსაჯოს. რაც შეეხება მასპინძელთა აღქმას, სხვისკენ თითის გაშვერის გამო, არ იქნებოდა ქართული დელეგაციის გასახარი. აღმოსავლური დიპლომატია სხვა გამოცდილებას ეფუძნება და მისი იოლად მოტყუება ძნელია. ასე, რომ მასპინძელთა თვალში სხვისი ბრძანებით მოქმედი საქართველო რომ უსუსურ შთაბეჭდილებას დატოვებდა, ცხადია.
რა გაეწყობა, ასეთია დღევანდელი ჩვენი პოლიტიკა და დიპლომატია. და ასეთი რომაა, სხვა ნიუიანსიდანაც გამოჩნდა. ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ლაპარაკისას, სტუმარმა რუსეთის ანექსიაზე და საერთოდ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე დაიწუწუნა. მკითხველი იკითხავს - „მერე რა, რაც არის, ის თქვაო“. დიახ! რაც არის ის თქვა, მაგრამ იქნებ ართქმა სჯობდა თქმას?
ოფიციალური ვიზიტების დროს დელეგაციის ხელმძღვანელი სარგებლობს იმ სასაუბროთი, რომელსაც საგარეო უწყება ადგენს. როგორც ჩანს, ამ მხრივ, უწყებაში, მთლად გამართულად არ უნდა იყოს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარე თავს უფლებას არ მისცემდა რუსეთის დაბეზღებას მის სტრატეგიულ პარტნიორთან.
ირანმა გაცილებით უკეთ იცის, რა ხდება კავკასიაში, საქართველოში, შესაძლოა უფრო მეტიც, ვიდრე ჩვენმა პოლიტიკოსებმა. ვერ გეტყვით, რა უპასუხეს მასპინძლებმა სტუმარს, ვინაიდან იქ არ ვიყავი, ხოლო სადაც ვიყავი წინისწინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთან ერთად (ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში) თანაც რუსეთთან დადებითად განწყობილში, რუსეთის ლანძღვა რომ ლამის პროვოკაციად აღიქვეს, ფაქტია. ხელისუფლებას ჰგონია, რომ ყველა ქვეყანა პოლონეთი ან ბალტიისპირა ლიტვა, ლატვია და ესტონეთია, სადაც დანაშაულის ტოლფასია სტუმრის მიერ რუსეთის კეთილად მოხსენიება.
ვიზიტად მყოფმა უსუფაშვილმა მასპინძელ მხარეს დაჰპირდა მდგომარეობის გამოსწორება. რომ იტყვიან - ჰა, ბურთი და ჰა, მოედანი.
ახლა კი შევეხოთ იმ საკითხის მეორე მხარეს (მედლის მეორე მხარე), რასაც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება ჰქვია. მანამდე კი აღვნიშნავ, რომ პროექტი „თურქული ნაკადისა“ ჯერ-ჯერობით ქაღალდზეც არ არის. ის, რაც ანკარაში ითქვა პუტინის ვიზტის დროს - დამუშავების პროცესშია და ვიდრე საბოლოო სახით პროექტს მზის სხივი შეეხება, აქტიურობს ჯგუფი ექსპერტებისა, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთ-თურქეთის პროექტი, რუსეთისთვის წამგებიანი იქნება.
ვიდრე შევეხებით ამ საკითხს, აღვნიშნავ იმას, რომ ირანისადმი დამოკიდებულება ოფიციალური მოსკოვის მხრიდან იყო და ჯერ-ჯერობით არის ისეთი, საშუალოს რომ დაარქმევ. მოსკოვი, ირანს არაჯეროვნად იხილავდა წლების განმავლობაში. არადა, ჩემის აზრით, რუსეთისთვის ირანი სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც ძალუძს მტკიცე პრორუსული საზღვრები შექმნას სამხრეთში.
ისლამური ირანი, მრავალპოლუსიანობის მხარდამჭერი და აშშ-ს ჰეგემონიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან - ამერიკის ჰეგემონიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანასთან. ამერიკა-რუსეთს შორის ბოლო წლების გართულებულმა ურთიერთობამ, ანტირუსულმა სანქციებმა აიძულეს რუსეთი საღი თვალით შეეხედა მისი მეზობლებისთვის, მეტადრე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დადებითად არიან გამწყობილი მის მიმართ.
ამ ქვეყნების ჩამონათვალში ირანს მოწინავე ადგილი უკავია. 80-მილიონიან სახელმწიფოსთან - ეკონომიკურად ძლიერთან, ახლო აღმოსავლეთში დიდი გავლენის მქონესთან, პრეზიდენტ პუტინის დამოკიდებულება იცვლება და იცვლება პოზიტიურობისკენ. რუსეთ-ირანის თანამშრომლობა ენერგეტიკაში, განსაკუთრებით ბირთვულში, სამაგალითოა. მაგრამ მარტო ენერგეტიკით შემოფარგვლა არ ებების. სწორედ ამას ითვალისწინებს კრემლი, რომელმაც საგანგებოდ აფრინა ირანს თავდაცვის მინისტრი შოიგუ. შედეგი - ორივე მხარისთვის სასარგებლო ჩანს. სამხედრო მშენებლობის დარგში ერთობლივი პროექტების განხორციელება, ირანის მიერ რუსული სამხედრო ტექნიკის შეძენა და ა.შ.
გარდა სამხედრო დარგისა, ირანი საინტერესოა ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით. რუსეთს, ირანის ტრანზიტით შეუძლია ექსპორტ-იმპორტის ამოქმედება აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. ვითარების პრაგმატულად შეფასების შემთხვევაში, საქართველოც შეძლებს ამ პროექტში მონაწილეობას, თუკი ხელს არ შეუშლის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენას.
მოსკოვში ზოგიერთი თვლიდა და თვლის, რომ ირანი მეტოქეა რუსეთის გაზის ექსპორტში, რაც არ შეეფერება სინამდვილეს. ავიღოთ ასეთი მაგალითი: ირანი დღე-ღამეში 28 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდის თურქეთს ანუ წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრს. რუსეთი კი - 25.99 მილიარდ კუბურ მეტრს. რუსული გაზი თურქეთს 425 დოლარი უჯდება 1000 კუბ. მეტრზე, ირანული კი - 490. ანკარა სისტემატურად თხოვდა თეირანს გაზის ფასების შემცირებას, თუნდაც აზერბაიჯანული გაზის ფასებამდე - 335 დოლარი. თეირანი არ დათანხმდა, ვინაიდან ფასის დაკლებით, რუსეთი იძულებული შეიქნებოდა დაეკლო ფასები. „ჩვენ არ გვინდა ვიყოთ რუსეთის კონკურენტები“, - განაცხადა ირანის მრეწველობის, წიაღისეულისა და ვაჭრობის მინისტრმა მოჰამედ ნემატზადემ.
გასული წლის შემოდგომით ამერიკამ შესთავაზა ირანს, სანქციების ნაწილობრივი გაუქმების ფასად, აზერბაიჯანის „ენერგეტიკულ დერეფანში“ მონაწილეობა, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაფართოება. ირანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე, რუსული ინტერესების გათვალისწინებით.
ირანის მონაწილეობის შემთხვევაში, არა მარტო ალჟირ-ლიბიას შეექმნებოდა კონკურენცია, არამედ რუსულ გაზსაც. ირანი არ წავიდა ამაზე, რითაც გაანაწყენა ვაშინგტონი, იმან კი თავის მხრივ გაამკაცრა პოზიციები, ვენის მოლაპარაკებაზე გაეროს 5 მუდმივ წევრს გერმანიასა და ირანს შორის.
ურთიერთობა ირანსა და თურქეთს შორის ისეთია, გამუდმებულ ეჭვს რომ იწვევს თეირანში. მთელ რიგ საკითხებში მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ირანი სტრატეგიული პარტნიორია სირიის, თურქეთი კი დღენიადაგ იბრძვის ბაშარ ასადის ხელისუფლების დასამხობად. ირანი კატეგორიულია „ისლამური სახალიფოს“ მიმართ და სურს მისი განადგურება, თურქეთი - უფრო, თუ შეიძლება ასე ითქვას, თვალის დახუჭვის პოლიტიკაზეა.
ირანი გაზს აწვდის თურქეთს, მაგრამ არ ზრდის მოცულობას, ვინაიდან მაინც ეჭვის თვალით უყურებს ანკარას - ნატოს წევრს და ვაშინგტონის მოკავშირეს. ირანს სურდა თურქეთის გვერდის ავლით გაზსადენი გაეყვანა ერაყის გავლით სირიაში, იქიდან კი ევროპაში, რის წინააღმდეგ არამარტო თურქეთი იყო, არამედ აშშ-იც. დღეს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია - სადაც გაზსადენს უნდა გაევლო, „ისლამური სახალიფოა“.
თუ ვინმე ღებულობს მოგებას „ისლამური სახალიფოს“ მიერ გაჩაღებული ომიდან, თურქეთია. ეს ქვეყანა დემპინგურ ფასებში იღებს „სახალიფოდან“ მოწოდებულ ერაყულ ნავთობსა და გაზის კონდენსატს და თურქეთის პორტებიდან საექსპორტოდ გააქვს.
რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთისთვის თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი იქნება, როგორც უკრაინის. დასავლეთისთვის ანკარა რუსული სეპარატიზმისა და ისლამიზმის შეუცვლელი ცენტრია. გარდა ამისა, ევროკავშირსა და ვაშინგტონს გაცილებით მეტი ბერკეტები აქვთ თურქეთთან მიმართებაში, ვიდრე მოსკოვს ექნება.
რუსეთ-თურქეთის ენერგეტიკული კავშირის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მოსკოვი, რომელიც საკუთარი ხელით გადააქცევს თურქეთს ენერგეტიკულ გიგანტად, მისცემს რა მას საკუთარ ევროპულ ბიზნესს, ენერგეტიკულ პოლიტიკას, ვეღარ გაუწევს კონტროლს თურქეთის ხელისუფლებას. ახალ სტატუსში უკვე თურქეთი წაუყენებს პრეტენზიებს ბრიუსელს და არა პირიქით, რასაც დღეს აქვს ადგილი.
გასათვალისწინებელია თურქეთის პოზიციაც - ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში. უპირველესად, მისი ანტაგონისტური დამოკიდებულება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართ. თურქეთი ხელს უწყობს რადიკალურ ისლამს და აქედან გამომდინარე პირდაპირ თუ ირიბად „ისლამურ სახალიფოს“, რაც რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის არცთუ სახარბიელოა.
ანკარის ლოიალურობა „სახალიფოს“ მიმართ, ზოგიერთ შემთხვევაში თავზე ხელის დაფარება, სპეციალისტთა აზრით, ნეოისლამიზმის გამოვლინებაა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის არა მარტო ცენტრალურ აზიას, არამედ კავკასიას. თურქეთის გაძლიერებასთან ერთად, გაძლიერდება აზერბაიჯანის გავლენაც, რაც თავისთავად სახიფათო იქნება სომხეთისთვის. აზერბაიჯანის გაძლიერება დაარწმუნებს მას სომხეთთან ომში გამარჯვებაში. ომის შემთხვევაში კი რუსეთი განზე ვერ დარჩება.
თურქეთის გაძლიერებით, დასუსტდება ირანის პოლიტიკურ-ეკონომიკური პოზიციები. ირანი კი დღეს აბალანსებს რეგიონის ვითარებას. გეოპოლიტიკურად დასუსტებული ირანი, თურქეთის პარტნიორ რუსეთს კი აღარ მიმართავს, არამედ დასავლეთს. დასავლურ დახმარებასა და მფარველობას ირანი უმალ მიიღებს, ნაცვლად დღევანდელი დამოუკიდებელი პოლიტიკისა და სუვერენიტეტისა. შედეგი გაცილებით მძიმე იქნება, ვინაიდან დამოუკიდებლობის დაკარგვა, უდავოდ გამოიწვევს ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური სტრუქტურების ლიბერალიზმით შეცვლას, რაც რუსეთისთვის უმძიმესი შედეგით დასრულდება.
გადასავლეთებული ირანი აღარ იქნება ის ფარი - ანტიამერიკული, რომელიც იცავს რუსეთს სამხრეთიდან. დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს, ირანის გადაბირებით, არაბულ ქვეყნებთან ერთად, შეუძლია უკრაინის ფრონტის გარდა, სამხრეთიდან გაუხსნას ახალი ფრონტი რუსეთს.
რას იზამს თურქეთი? ის, უდავოდ გახდება ისლამური სამყაროს ლიდერი. თურქეთის პოლიტიკოსების ამბიციებიდან გამომდინარე, რეგიონში შეიქმნება დისბალანსი, რომელიც არანაირად არ წაადგება რუსეთის ინტერესებს.
კიდევ ერთხელ შევახსენებ მკითხველს, რომ თურქეთი ნატოს წევრია და აქედან გამომდინარე, მისი პირდაპირი ხელმძღვანელი აშშ-ია. აშშ-ს „სამხედრო დოქტრინის“ მთავარი ამოცანა რუსეთის დასუსტება და დაშლაა. ამერიკა არ ფარავს, რომ ამ საქმის განხორციელებაში ნატო უნდა იყოს ჩართული. ასე, რომ თურქეთს უნდა თუ არა, მაინც იქნება ჩართული რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული ამერიკული გეგმის განხორციელებაში.
აქვე დავძენ, საქართველოს ნატოში გაწევრება, თავისთავად ნიშნავს დასავლეთის პოლიტიკის უყოყმანოდ შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონ-ბრიუსელი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რაც ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას.
ნატო, ევროკავშირი ის ორგანიზაციებია, რომლებიც თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფენ საკუთარი გეგმებისა და დიქტატის, წევრი სახელმწიფოების თავზე მოხვევას, შემორჩენილი სუვერენიტეტის გაბათილებას. ბრიუსელის ამგვარი მიდგომა წევრი სახელმწიფოებისადმი იწვევს იმ უდიდეს უკმაყოფილებას, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში, არანაკლები ნატოში.
ასე, რომ, ვიდრე გვიან არ არის და ვიდრე ბოლომდე არ დაუკოდივართ, სხვა პოლიტიკას უნდა მივმართოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ისე გაქრება უკიდეგანო, თანაც ამბიციურ კავშირში, როგორც გრამი ყველი ხაჭაპურში. და არა მარტო საქართველო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რუსეთიც, თუ არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს.
წინა სტატიითა და დღევანდელით შევეცადეთ ნათელი მოგვეფინა იმ პროექტისთვის, რომელიც კრემლმა შეიმუშავა თურქეთის მიმართ. ერთის შემთხვევით, მან შეიძლება წარმატება მოუტანოს რუსეთს, რის შესახებაც არის აღნიშნული პირველ სტატიაში. მეორე კი - მკითხველის წინაშეა და თვით გააკეთოს დასკვნა, რამდენად წაადგება ის რუსეთს.
ორივე წერილის ძირითადი არსი კი იმის შეხსენებაა, თუ რა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უხდება ყოფნა პატარა საქართველოს. საკმარისია, ოდნავ იქით ან აქეთ გადახრა და არათუ ვითარების გაუარესება, თავის დაკარგვაც გარანტირებული გვექნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
02/02/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.