რამ უბიძგა აფხაზეთს ხელშეკრულებისკენ?

hamlet chipashvili-politologi

რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებას 24 ნოემბერს მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიალი, სხვა მსგავს ღონისძიებებთან შედარებით, იყო მოკრძალებული, საქმიანი და პომპეზურობას მოკლებული.
დოკუმენტის მნიშვნელობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი - რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერა - იყო, არის და იქნება, უპირველესი რამ, რასაც აქცევენ და მომავალშიც მიაქცევენ ყურადღებას.
ძნელად გასაზიარებელია მტკიცება იმისა, რომ ამ დოკუმენტს არავითარი იურიდიული ძალა არ აქვს ან თუნდაც ის, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი - საერთაშორისო სამართალი, როგორც ასეთი, დღეს იდგამს ფეხს და ვინ იცის, როდის წამოიჩიტება ან როდის დადგება ის დრო, როდესაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს დიდიც და პატარაც (ქვეყნები მაქვს მხედველობაში), სუპერიც და არასუპერიც პატივს სცემს და თავისი მოქმედებით არაფერს ავნებს მას. მუდამ დაიცავს მის მოთხოვნებს და წამითაც არ დაუშვებს ოდნავ გადახვევასაც კი.
დღეს, როდესაც სუპერსახელმწიფო აშშ-ი, საკუთარი მიზნების მისაღწევად, დემონსტრაციულად გვერდს უვლის საერთაშორისო სამართლის უმთავრეს გარანტორს - გაეროს უშიშროების საბჭოს, მისი რეზოლუციის გარეშე ცდილობს „მოაწესრიგოს“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხანძრის ჩაქრობა და ნაცვლად ამ კეთილშობილური საქმისა, თვით ხდება ვითარების კიდევ უფრო დამძაბველი, წყლის ნაყვაა საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ლაპარაკი.
თვალი გადავავლო თუნდაც ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ომისა და მშვიდობის კუთხით. რა მიიქცევს ჩვენს ყურადღებას? - უპირველესად აშშ-ს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე ომის გაჩაღებას. როდესაც მსოფლიოს პირველი სახელმწიფო, თავისი ქცევით, აკნინებს გაეროს უშიშროების საბჭოს უმთავრეს მოვალეობას - ომისა და მშვიდობის საკითხების დარეგულირებას - საერთაშორისო სამართალი ვერასდროს იზეიმებს.
როგორც ჩანს - პრაქტიკიდან გამომდინარე, 21-ე საუკუნეც ისეთივე „ცივილიზებული“ იქნება საერთაშორისო სამართლის დაცვის თვალსაზრისით, როგორც წინა საუკუნეები. ამ საუკუნეშიც დიდი პატივითა და რიდით ისარგებლებს ძალა, ქვეყნის ძლიერება, განსაკუთრებით ბირთვული. გაქვს ძალა, ანუ მაღალი ხარისხის შეიარაღება და გყავს გაწვრთნილი არმია - ანგარიშგასაწევი ქვეყანა ხარ. გაქვს ბირთვული იარაღი - ნიშნავს იმას, რომ „უბატონოდ“ ხმას ვერავინ გაგცემს, ანუ საერთაშორისო სამართალი ყოველთვის შენს მხარეს იქნება.
დღეს, ძალის, სამხედრო ძალის ზეიმია და არა საერთაშორისო სამართლის. ასე იქნება მარადიულად, ვიდრე იარსებებს ცნება - ჩემი და შენი; ვიდრე იქნება თუნდაც ერთი თოფი; ვიდრე არ შეიცვლება, არ გადასხვაფერდება ჩვენი, ყველას ერთად, აზროვნება და თუ ამას ეღირსება კაცობრიობა, აი მაშინ შეიძლება ბრტყელ-ბრტყელი წინადადებების ფრქვევა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით.
დღეს, როდესაც მსგავსს ჩანასახშიც არ აქვს ადგილი, ღიმილის მომგვრელია ლაპარაკი - საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. დღეს, როდესაც ნებისმიერ „დიდს“ (სახელმწიფოს), საკუთარი ხელით ჩადენილი დანაშაული სამართლიანად მიაჩნია, და ამ სამართლიანობის დამადასტურებელი „ფაქტებიც“ უხვად აქვს, როდესაც ერთი სუპერი, მეორეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, საკუთარი დანაშაულის ფონზე, უხერხულად ჩანს, უფრო სწორად გულუბრყვილოდ, საერთაშორისო სამართლის მოშველიება.
ასე, რომ აშშ-ს, რუსეთი მიაჩნია საერთაშორისო სამართლის უხეშ დამრღვევად, მაგრამ რუსეთსაც იგივედ მიაჩნია აშშ-ი და თანაც არა ერთ შემთხვევაში. ამერიკა თვლის, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდია, მაგრამ ამით რა, დაინგრა ქვეყანა? რუსეთის ხელისუფლებას გული გაუსკდა და შეცდომის აღიარებისთვის მოემზადა? არც არაფერი. დღეს, ამერიკა გაკილავს რუსეთს, ხვალ რუსეთი - ამერიკას და ბარი-ბარში იქნებიან.
საქართველოსთვის აშშ-ი ომს არ დაუწყებს და ვერ დაუწყებს რუსეთს, ვინაიდან რუსეთსაც იმდენი ბირთვული იარაღი აქვს, რამდენიც აშშ-ს. უკრაინისთვის არ დაუწყია და მტკაველი საქართველოსთვის დაუწყებს?!
გრიგალს, ქარიშხალს, ცუნამს - მეტი რა შეიძლება ითქვას იმ აბობოქრებული სულის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პოლიტიკოსებსა და მედიაში 24 ნოემბრამდე. ეს ფორიაქი მომავალშიც გაგრძელდება და ერთი თვის თავზე ისე ჩაწყნარდება, თითქოს არც ყოფილა. დავითაიაც დაწყნარდება, ქარდავაც, ნაცი ლიდერი ბაქრაძეც, სხვებიც და ახალ 2015 წელს ისეთი სიხარულით შეეგებებიან, როგორც აქამდე.
საქართველოც იქნება, ოღონდ შეკვეცილი, რუსეთიც და აფხაზეთიც - ამჯერად რუსეთთან ჩახუტებული, თუმცა რაღა ამჯერად 23 წელიწადია ასეა, რის დანახვაც საქართველოს რომ არ უნდა. მაგრამ ერთია სურვილი დაუნახაობისა და მეორეა ფაქტი, ანუ რეალობა. და ეს რეალობა ჩვენდა სამწუხაროდ მწარეა.
24 ნოემბერს არ დაუკარგავს საქართველოს აფხაზეთი. საქართველომ აფხაზეთი 1992 წლის აგვისტოში დაკარგა, როდესაც ქვეყნის მეთაურის ბრძანებით - სახალხო ლაშქარმა გადაიარა ავტონომიის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი და აფხაზეთში შევარდა.
ცხადია, საბჭოთა კავშირის შექმნამდე და შექმნის შემდეგ, 1992 წლამდე მთლად დალაგებულად არ იყო ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობა. ქართველი პოლიტიკოსები და ისტორიკოსები ყოველთვის მიიჩნევდნენ, რომ გააფხაზებული აფსუები, მხოლოდ მე-17-ე საუკუნეში გადმოსახლებულები მთებიდან ზღვის სანაპიროზე, არ იყვნენ იმ მიწა-წყლის ბატონ-პატრონები, რასაც იჩემებდნენ. სხვა იყო აფხაზ მეცნიერთა შეხედულება, მაგრამ, ასე თუ ისე, 70 წელიწადი საბჭოთა პერიოდისა, მშვიდობიანად განვლეს. არც საბჭოთა ეპოქის დასასრულის ჟამი იყო ისეთი, ომი რომ გამოეწვია.
გონიერებისა და ჭკუის შემთხვევაში გაცილებით იოლად შეიძლებოდა ვითარების განეიტრალება. ვიმეორებ - გონიერებისა და ჭკუის შემთხვევაში, რაც იმჟამინდელ ხელისუფალთ არ აღმოაჩნდათ. მე არ შევუდგები აფხაზთა მხრიდან ჩადენილ შეცდომათა აღწერას, მაგრამ ჩვენსაზე ვიტყვი, რამეთუ მათი თავიდან აცილების შემთხვევაში 24 ნოემბერიც არ იქნებოდა.
აი, ზოგიერთი მათგანი: 1992 წელს თბილისის მიერ ომის წამოწყება; გამსახურდიას ხელისუფლების დროს რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების, კიდევ უფრო გაუარესება; დსთ-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა და მხოლოდ აფხაზეთში ომის წაგების შემდეგ ამ ორგანიზაციაში შესვლა. არადა გაცილებით უმჯობესი იყო ამ გადაწყვეტილების ადრე მიღება.
1995 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთის ავტონომიის (სხვა ავტონომიებთან ერთად) არ დაფიქსირება, აფხაზეთთან დაწყებული დიალოგის არასერიოზულად წარმართვა. ყოველგვარ სერიოზულობას იყო მოკლებული ჯაბა იოსელიანის, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის წარგზავნა აფხაზებთან მოლაპარაკებაზე.
აფხაზებთან მოლაპარაკების დროს, აფხაზთა მხრიდან დაყენებულ საკითხებზე თანხმობის მიცემა, ხოლო შემდეგ დაპირების შეუსრულებლობა. აფხაზთა გასაღიზიანებლად ხან მარულის გამართვა, ხან ჩეჩენი გელაევის და მისი რაზმის კოდორში გადაყვანა. დსთ-ს მეშვეობით, განსაკუთრებით რუსეთის ხელისუფლების დახმარებით, აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის შემოღება, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით წარმოებული მოლაპარაკებების შედეგების უგულებელყოფა. მოლაპარაკებების დროს გამოკვეთილი სოხუმის პოზიციის სრული იგნორირება. და რაც მთავარია, 1992 წელს (ომამდე) შევარდნაძის მიერ აფხაზთა ლიდერის არძინბას წინადადების - საქართველოს სახელმწიფო მოწყობის თაობაზე, უგულებელყოფა.
შეგახსენებთ - არძინბა ითხოვდა ფედერაცია-კონფედერაციის შექმნას. საქართველოს ხელისუფლებას (შევარდნაძე, სააკაშვილი) არც არასდროს გასჩენია სურვილი, ნამდვილი მოლაპარაკება ეწარმოებინა აფხაზეთთან და ამ მიზნის მისაღწევად კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა რუსეთთან. კავკასიაში, კერძოდ საქართველოში აშშ-ს გამოჩენამ, ამ ქვეყნის ცბიერმა პოლიტიკამ აფიქრებინა როგორც შევარდნაძეს, ისე სააკაშვილს, რომ აშშ-ი ნებისმიერ დროს და შემთხვევაში მხარს დაუჭერს საქართველოს და დაუბრუნებს აფხაზეთს.
ამერიკელთა იმედითა და მე ვიტყოდი წაქეზებით, სააკაშვილმა გადადგა მეტად სავალალო ნაბიჯი - წამოიწყო რა ომი ცხინვალში, რაც საქართველოს მარცხით დამთავრდა. მწირემიწიანმა საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა და რაც მთავარია, საბოლოოდ გადაჭრა საქართველოდან განდეგილი აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის გაუცხოების საკითხი.
1992-2008 წლის ომებმა, საქართველოში აშშ-ს პოზიციების განმტკიცებამ, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ და საქართველოს ხელისუფალთა მიერ რუსეთის სისტემატურმა ლანძღვა-გინებამ, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, მოსკოვს სხვა გზა არ დაუტოვა - გაემაგრებინა საკუთარი პოზიციები აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში.
დასავლეთის, უპირველესად აშშ-ს მოიმედე საქართველოს ხელისუფლებას არ გასჩენია სურვილი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არა მარტო უცხოეთში ებრძოლა, არამედ სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში.
საქართველოს ხელისუფალთა ხმამაღალი განცხადებები მოუწოდებდა ქვეყანას ძალისმიერი მოქმედებებისკენ, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა ცხინვალსა და სოხუმში. 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთის წინადადებას - ავტონომიებთან სტატუსის განსაზღვრისთვის მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, საქართველომ უარი უთხრა, მოსკოვს სრულიად საფუძვლიანად შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო კვლავ ომს დაიწყებდა. შედეგი - მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
2 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც „საოცნებო“ ხელისუფლებაა ქვეყანის სათავეში, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობა, თუ არ ჩავთვლით უმნიშვნელო სავაჭრო კავშირებს, წინ არ წასულა. ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე აფხაზეთმა რახანია დასვა საკუთარი უსაფრთხოების საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმების საკითხი აფხაზეთსა და საქართველოს შორის, თუმცა უშედეგოდ. თბილისმა შორს დაიჭირა თავი, რითაც კიდევ უფრო დაარწმუნა სოხუმ-ცხინვალი, რომ თბილისიდან აგრესია გამორიცხული არ არის.
რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში ხაზგასმითაა აღნიშნული - აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია - ნიშნავს მოსკოვის წინააღმდეგ აგრესიას. რით განსხვავდება ეს პუნქტი ნატოს დოკუმენტისგან? ისიც ხომ ერთზე თავდასხმას, ყველაზე თავდასხმად აღიქვამს?
აფხაზ პოლიტიკოსთა განცხადებით, საქართველო მზადაა ნატოში შევიდეს და თუ ეს მოხდა, საქართველო მეორე დღესვე თავს დაესხმება აფხაზეთს. ამდენად მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, სწორედ ეს პუნქტი. ან რა არის გასაოცარი იმაში, რომ აფხაზეთი და რუსეთი ერთიანი ძალებით გააკონტროლებენ (დაიცავენ) საზღვრებს? არც არაფერი.
აფხაზეთის მოსახლეობაც არ ეყოფა საქართველოსთან საზღვრების დაცვას. ან რა არის გასაკვირი იმაში, რომ აფხაზეთმა საგარეო პოლიტიკა რუსეთთან ჰარმონიზებულად წარმართოს? თუ გაცილებით „დიდი“ საქართველო, საერთაშორიშო სუბიექტად წოდებული, გაეროს წევრი და ა.შ. საქართველოში აშშ-ს ელჩის გარეშე ტუალეტშიც ვერ შედის, ნატოსა და ევროკავშირის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, არის რამე გასაკვირი იმაში, რომ აფხაზეთს მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ის მხსნელად მიიჩნევს?
ის, რაც 24 ნოემბერს მოხდა, ალბათ არ მოხდებოდა „საოცნებო“ ხელისუფლებას ნაცური პოლიტიკა რომ არ გაეგრძელებინა. დიახ! შეიცვალა ტაქტიკა, შეწყდა რუსეთის გინება, აღდგა სავაჭრო კავშირები, მაგრამ არ აღმდგარა პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობები. რუსეთი თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ურთიერთობებს ნაკლებად აქვს აზრი, ვინაიდან ასეთ ურთიერთობებს, ამერიკული ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველო ვერ განახორციელებს.
საქართველომ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან გამომდინარე, მიღებული დამოუკიდებლობა, სულ რამდენიმე თვეში და არა წელიწადში დაკარგა, და რომ დაკარგა, ვერ გრძნობს - სხვაზე ამბობს, ამ შემთხვევაში აფხაზეთზე - იმან დაკარგაო.
ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ ჩვენ დავკარგეთ, ახლა კი აფხაზებმა. და ჩვენ ისე დავკარგეთ, ამის საფასურად არაფერი მიგვიღია ან თუ მივიღეთ ძალიან მიზერული - საღეჭი რეზინების სახით.
პუტინ-ხაჯინბას მოლაპარაკების დროს პუტინმა რკინიგზის აღდგენის სურვილიც გამოთქვა. საქართელოს პოლიტიკა უმალ განგაშით შეხვდა ამ წინადადებას. არადა დასაფიქრებელია და განსახორციელებელი.
რკინიგზის აღდგენა არა მარტო საქართველო-აფხაზეთს დააკავშირებს, არამედ სომხეთს, რუსეთს, საქართველოს, ირანს (პერსპექტივაში), ევროპასა და სპარსეთის ყურეს. საინტერესო და ქვეყნისთვის მეტად მომგებიანი პროექტია ყველა პარამეტრით - როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური.
ვინ იცის, იქნებ სწორედ რკინიგზა გახდეს ჩატეხილი ჩვენი ურთიერთობების აღდგენის ხიდად? ღირს ამ თემაზე დაფიქრება. ერთხელ მაინც დავფიქრდეთ და მერე გადავწყვიტოთ, ნაცვლად ემოციური უარისა?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
26/11/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.