როდესაც გამკითხავი არავინაა, ყველაფერია შესაძლებელი

hamlet chipashvili-politologi

უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასულმა სააკაშვილმა ჭეშმარიტი მამულიშვილური გრძნობა გამოავლინა ტელეჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში - განაცხადა რა, რომ მზად არის საქართველოს გაუწიოს შუამდგომლობა და დახმარება საერთაშორისო არენაზე. მან ისიც თქვა, რომ ყველა საქართველოს შვილები ვართ და უნდა მოვიქცეთ ქვეყნისთვის სასარგებლოდ.
დაახლოებით ასეთი იყო მისი „პატრიოტიზმით“ აღსავსე განცხადების შინაარსი - უკრაინის საპატიო დოქტორის მანტიაში გამოწყობილის.
ნაპრეზიდენტალის განცხადებამ უმალ წარმოშვა კითხვა - მაინც რა დახმარების გაწევა შეუძლია გუშინდელ პრეზიდენტს, მინიმუმ ცხრა სხვადასხვა დანაშაულში (ეს, რაც ამ ეტაპზე დაადგინა პროკურატურამ) ეჭვმიტანილს და სამშობლოდან გადახვეწილს? ანუ მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის მიზნით ამერიკაში დარჩენილს?
ნაპრეზიდენტალის განცხადებას, რომ უარყოფითად მიიღებდა დღევანდელი ხელისუფლება, ცხადია. ისიც ცხადია, რომ სააკაშვილმა იცოდა ამის შესახებ, მაგრამ მაინც თქვა - ვარაუდით - იქნებ გული მოვულბოო.
სააკაშვილის ნათქვამი მიმდინარე ეტაპს ნაკლებად ეხება, ის მეტადრე მომავალზეა გათვლილი. ვინ იცის, რა მოხდება ხვალ ან ზეგ და გადახვეწილი პრეზიდენტის შუამდგომლობა კი არა, მასთან დალაპარაკებაც სანატრელი გახდეს.
ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის დღევანდელი უარყოფითი პოზიციის, ჯერ ნაკლებად უარყოფითზე შეცვლა, ხოლო შემდეგ დადებითად გადაკეთება. ამათგან რა მიდის? იტყვიან, დღეს ასეა საჭირო, ამას გვკარნახობს „სტრატეგიული პარტნიორიო“ და შეეკამათები?
დღეს, რა, ეკამათები პრემიერს, როდესაც დაბეჯითებით გვაწვება, რაც დაგპირდით, ყველაფერი შეგისრულეთო?
ამას წინათ, პოლიტიკაში „ჩახედულმა“ „სტაიანშიკმა“, ნაცთა დაუძინებელმა მტერმა, გულახდილად მითხრა: „ამათი ქცევის გამო, ხალხმა ყველა პარტიის მიმართ დაკარგა ნდობაო. გუშინდელთა ღორმუცელობის ამბავი ხომ ვიცოდით, მაგრამ არც დღევანდელები ჩამორჩებიან სიღორეშიო, თორემ გაჭირვებული ხალხის ფონზე, ვინ იკადრებდა დიდი ხელფასების, ხელფასებზე დანამატების და პრემიების მიღებასო. თან იმას გვაყვედრიან, ვმუშაობთ და შესაბამის ანაზღაურებასაც ვიღებთო, მაშინ, როდესაც ჩვენზე, მცირეხელფასიან სამუშაო ადგილებსაც არავინ იმეტებსო“.
„სტაიანშიკი“ სიბრაზეს ვერ მალავდა არასაპარლამენტო პარტიების ხელფასების გამო - ვინ აძლევთ მათ ამდენ ფულს, რომ შარტავამ, ვეფხვაძემ, ძიძიგურმა, სხვებმა 30 000, 40 000, 20 000 და ა.შ. ხელფასები გამოიწერონო? ხალხმა ხელი ჩაიქნია, იმედი დაკარგა და ამბობს - ჩვენსას არავინ ისმენს, ქვეყანას ძარცვავენ და პასუხს არავის სთხოვენ, თავშიც ქვა უხლიათო.
მართლაცდა, რომ იტყვიან სამართალმა არ ჭამა პური და არ ჭამა იმიტომ, რომ არც „ოცნებას“ და არც დასავლეთზე ჩამოკიდებულ ქართულ პოლიტიკას არამცდა-არამც არ აწყობთ სააკაშვილისა და ნაცების პასუხისგებაში მიცემა, სხვადასხვა მიზეზთა გამო. უპირველესად იმიტომ, რომ ნაცები აშშ-ს გამოზრდილია და მისი პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში; ასევე უპირველესად, სწორედ, ნაცთა მმართველობის დროს გაიფურჩქნა ელიტარული კორუფცია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის „უპრაგონო“ ხარჯვა. სააკაშვილი, როგორც დათვი, ისე ჰყოფდა თაფლში ტორს და იღებდა, საკუთარი ორგანიზმის გასალაღებლად. და არა მარტო საკუთარის, არამედ გავლენიანი დასავლელი პოლიტიკოსების ორგანიზმებისთვის.
მილიონობით ლარს ფლანგავდა სააკაშვილი და ნაცთა ყველა ლიდერი, საშუალო თუ დაბალი რგოლის წარმომადგენელი. ამას წინათ გაზეთი „ვერსია“ გვაუწყებდა სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოვლენილ დანაშაულზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
ყოფილმა მინისტრმა, ბარამიძემ საკუთარი ბრძანებით, კანონდარღვევით, გამოიწერა პრემიები, მივლინებები მთელ რიგ ქვეყნებში. იქ, სპა-სალონებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრებში მასაჟებისთვის. 2011-2012 წლების საანგარიშო პერიოდში, აპარატმა „მივლინების“ ქვემუხლით 988 200 ლარი დახარჯა.
და ეს მარტო ერთ სამინისტროში. სააკაშვილის სამივლინებო ხარჯების უნამუსობას ხომ საზღვარი არ ჰქონდა.
რაც მართალია, სამივლინებო მიდი-მოდიში ფულის ხარჯვას არც „ოცნება“ ერიდება, პირიქით. პრესაში გამოქვეყნებული პრემიების ამბავი, გაცემული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ღორობის და ქვეყნისადმი აგდებული დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია.
დღევანდელი სახელმწიფო მოხელე არ ერიდება ძვირადღირებულ მივლინებებში სისტემატურ მგზავრობას, თანაც კომფორტულად, პირველი კლასით, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით და ა.შ. თან ყოველგვარი სერიოზული დასაბუთების გარეშე - რამდენად საჭიროა, ასეთი მივლინება ქვეყნისთვის.
აჭარის წარმომადგენლობაში მუშაობის დროს, რჩევისთვის მომმართა ისრაელის საელჩოს დიპლომატმა, რომელსაც სურდა ბათუმში გამგზავრება. მან მკითხა, რამდენად იყო შესაძლებელი მატარებლით მგზავრობა. ჩემს რჩევაზე, რომ ავტომანქანით წასულიყო, მიპასუხა - ძვირი დაჯდება ავტომანქანით მგზავრობა, საელჩოს ამის თანხები არ გააჩნიაო. და ეს, ისრაელის საელჩოს, მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის.
წარუმატებელი, არშემდგარი საქართველო კი მილიონებს ხარჯავდა და ხარჯავს არამიზნობრივ მივლინებებში. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლება ენერგიას და, რაც მთავარია, ფულს არ ზოგავდა უცხოეთში საქართველოს „საპიაროდ“. ამ მიზნით მილიონობით დოლარია დახარჯული ამერიკული ლობისტური ფირმების, პოლიტიკოსების, მედიის მოსახიბლად.
პრესის მიხედვით, შვედეთის ერთ-ერთ ფირმას, რომელსაც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხელმძღვანელობდა, გაწეული მუშაობისთვის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ჩაერიცხა ნაცური ხელისუფლების მხრიდან. ბილდტიც არ ივიწყებს ნაცთა პატივისცემას და საჭირო არის თუ არა, მზადაა „ამბრაზურასავით“ გადაეფაროს ნაცთათვის ნასროლ სიტყვას.
და როდესაც ამგვარ „ხელი-ხელს ბანს - ორივე პირსო“ კავშირებთან გვაქვს საქმე, სულაც არ არის გასაკვირი დასავლელ პოლიტიკოსთა მხრიდან ნაცთა უკიდეგანო დახმარება და მფარველობა.
ქართული პოლიტიკის სარეზერვო „ნაცები“, დასავლელთა მხარდაჭერით უზრუნველყოფილნი რომ სამომავლო მმართველობისთვის ემზადებიან, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი ძალას არ დაიშურებს მათი აღორძინებისთვის.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ აშშ-ს სწორედაც არაკეთილსინდისიერმა მიდგომამ საქართველოსადმი, რაც გამოიხატა კორუმპირებული, გახრწნილი ნაცების მხარდაჭერაში, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე თვალის დახუჭვაში, აუცრუა გული საქართველოში მცხოვრებთა უდიდეს უმრავლესობას მათდამი.
ამერიკელები რომ გულისხმიერები ყოფილიყვნენ ქართველთა დიდი ნაწილის კანონიერი მოთხოვნებისადმი, ნაცვლად ნაცთათვის თავზე ხელის გადასმისა, მკაცრად მოეთხოვათ მათთვის კანონიერებისა და წესრიგის დაცვა, ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები გაეკონტროლებინათ და არ მიეცათ საშუალება ნაცთათვის ამ თანხების მითვისების, აეკრძალათ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის უსაგნო (ცხადია ქვეყნისთვის) მივლინებებში ხეტიალი, არ დაეშვათ ხელისუფალთა გაზრდილი ხელფასები, დანამატები და პრემიები, არ დაეშვათ ნაცთა პერმანენტული პროვოკაციები რუსეთის მიმართ, რასაც საბოლოო ჯამში ცხინვალის ომი მოჰყვა, არ დაეშვათ ფულის გათეთრება უაზრო მშენებლობებსა და სხვა ღონისძიებებში - ამერიკა ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი იქნებოდა.
დღეს, აშშ-ი ისეთივე მიუღებელია ქვეყნისთვის, როგორც სააკაშვილი და ნაცები. მაგრამ აწუხებს ეს დიდ ქვეყანას? არამცდაარამც, ვინაიდან მას ჰყავს მეგობრები ძველი და ახალი ხელისუფლების სახით და ხალხთან მეგობრობა არ სჭირდება. ხალხი უბრალო „გარნირია“ კერძისა, რომელსაც ხელისუფლება ჰქვია.
და მართლაც, ისეთი რომ ყოფილიყო ამერიკა ქართველი ხალხისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაიხედავდა ის ჩრდილოეთისკენ? ალბათ არა.
ამერიკელთა უსამართლობამ, უარყოფითმა საქციელმა აიძულა საქართველო, ხინჯი გასჩენოდა მის მიმართ. ამერიკა, ის ქვეყანა არ არის საქართველოს მსგავსი ქვეყნების მოსაზრება გაიზიაროს. საქართველოს მსგავსს კი არა დიდი ქვეყნების აზრსაც არ იზიარებს, რაც საბოლოო ჯამში წირვას გამოუყვანს ამ ქვეყანას.
ამრიკის პოლიტიკა ტრიალებს უკიდურეს პრაგმატიზმზე და იმაზე, როგორ გამოგიყენოს, გიხმაროს, გაგაკეთებინოს ის საქმე, რაც მას სურს. ამისთვის მას დამჯერი ხელისუფლება სჭირდება. მთავარია იყო დამჯერი და მნიშვნელობა არ აქვს, ხარ თუ არა კორუმპირებული, კაციჭამია დიქტატორი (იდი ამონი მყავს მხედველობაში), საკუთარი ხალხის მწამებელი. ამ პრინციპით არჩევს ვაშინგტონი ამა თუ იმ ქვეყნის მეთაურს, ისეთებს, როგორებიცაა კოსოვოს პრემიერი ჰაშიმ ტაჩი, უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, სხვა უკრაინელი ლიდერები, ფაშიზმშეპარულები. ამ პრინციპითაა შერჩეული სააკაშვილი და ა.შ.
და მაინც, რა დახმარება შეიძლება გაუწიოს სააკაშვილმა საქართველოს? უპირველესად, მოპარული ფულის დაბრუნება და ამ მოწოდებით ყველა ნაცისთვის მიმართვა. საქართველოში ჩამოსვლა და პირდაპირ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, ციხეში წასვლა, ნებაყოფლობით ჩასაჯდომად. მოწოდება ყველა ნაცისთვის გვერდში მიუსხდნენ.
სააკაშვილმა უკეთ იცის, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ამდენად მას არ გაუჭირდება საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა. ღრმა მოხუცებულობაში, სასჯელის მოხდის შემდეგ, ბერად აღკვეცა, ცხადია, თუ ეკლესია მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ნალაპარაკი უბრალო ბოდვაა და მეტი არაფერი.
სააკაშვილის ნათქვამი ისეთივე აბსტრაქციაა, როგორც აშშ-ს პოლიტიკის გაკეთილშობილობა. და რახან ეს ასეა, სააკაშვილს უფლება აქვს თქვას ყველაფერი, რაც ავადმყოფ თავში მოუვა, უფრო მეტიც, აკეთოს ყველაფერი, რაც ქვეყანას დააზიანებს. როდესაც გამკითხავი არავინაა, ყველაფერია შესაძლებელი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
09/06/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.