რა მოგვცა ნატოს სამიტმა?

hamlet chipashvili-politologi

უელსის სამიტმაც ჩაიარა, მაგრამ საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი ისეთივე დარჩა, როგორც მანამდე. ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს, მაგრამ იმ მანძილზე ვერ მივუახლოვდით, რომ ერთი გრძელი ნახტომით ამ ორგანიზაციის ღია კარში აღმოვჩნდეთ. ნატოს სამიტმა რაც გაიმეტა საქართველოსთვის არის „მნიშვნელოვანი პაკეტი“ - შემდგომი ნაბიჯი ალიანსის წევრობისკენ.
რას მოიცავს ეს პაკეტი? - თავდაცვის განვითარების შესაძლებლობებს, ტრენინგებს, სწავლებას, კომუნიკაციების განვითარების გაფართოებას ნატოსთან თავსებადობიდან გამომდინარე.
ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადებით, საქართველო შედის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ილტვიან ნატოსთან გაფართოებული შესაძლებლობების მიღწევისთვის. ეს ქვეყნებია - ავსტრალია, ფინეთი, იორდანია, შვეცია. „ამ ჯგუფში ყოფნა, ნიშნავს იმ პროგრესის აღიარებას, რასაც საქართველომ მიაღწია ნატოსთან თანამშრომლობით“, - თქვა რასმუსენმა.
გარდა ამისა, ისიც იყო ნათქვამი, რომ საქართველოში იარსებებს ნატოს საწვრთნელი ბაზა და „ხანდახან“ ნატოს წვრთნებები ჩატარდება.
წუნს ვერაფერში დასდებ. ყოველივე ზემოთაღნიშნული საყურადღებოა და მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ის, რასაც საქართველოს სამი ხელისუფლება რახანია გვპირდებოდა და გვპირდება. ნატოს განცხადება მაშინ იქნებოდა აღფრთოვანების საგანი, საქართველოს ნატოში გასაწევრებლად მუშაობა ერთი წლის წინათ რომ დაეწყო.
გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან, პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“-ში ჩართვიდან. იმ დღიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობას ტვინი „გაუხვრიტეს“ ნატო-ნატოს ძახილით.
ნატო, რომ საქართველოდან ძალზე შორი მანძილით იყო დაშორებული, იმთავითვე იყო ცნობილი. ცხადია, აქ თბილის-ბრიუსელს შორის არსებული მანძილი არ იგულისხმება. აქ, ის მანძილი იგულისხმება, რომლის გავლაც საქართველოს გაუჭირდება. საქმეში ოდნავ ჩახედულები ვამბობდით, რომ რიგი მიზეზების გამო საქართველოს ნატოში არც არავინ შეიყვანდა. უპირველესი მიზეზი კი ტერიტორიული საკითხია.
ომით დაკარგული ტერიტორიები ყოველთვის მიიჩნეოდა ნატოში შესვლის გადაულახავ ბარიერად. მაგრამ გაუთვითცნობიერებელმა ქართულმა დიპლომატიამ და პოლიტიკამ, ნაცვლად ნატოს მოთხოვნებისთვის ყურის დაგდებისა, როგორც შინ, ისე გარეთ, პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა, განსაკუთრებით ბრიუსელ-ვაშინგტონში.
აქეთ, ქართული მხარე გვიმტკიცებდა, თუ რა კარგია ნატო; რა ბედნიერები ვიქნებით ამ ორგანიზაციაში; რა ცოტა მანძილი გვაქვს გასავლელი ნატოში შესასვლელად; რა გულმოდგინედ ვასრულებთ ნატოს საშინაო დავალებებს და ა.შ.
იქით - თუ რა გაფაციცებით ელოდება საქართველოს მოსახლეობა ნატოში გაწევრებას; რომ საყოველთაო რეფერენდუმის მიხედვით, ლამის მოსახლეობის 80%-ი უჭერს მხარს ამ ოცნების ასრულებას; რომ საქართველოს მეომრები მზად არიან თავი შესწირონ ნატოს საქმეს ერაყში, ავღანეთში თუ აფრიკაში; რომ ჩვენისთანა მხარდამჭერი ქვეყანა ნატოს არ ჰყავს და ა.შ.
საქართველოს ხელისუფალთა პროპაგანდის მიზანი იყო ერთი - გავუძლოთ შიდა პრობლემებს, ნატოში შევალთ და ყველაფერი კარგად იქნება. ნატო გვასმევს და გვაჭმევს, თან უსაფრთხო ცხოვრების გარანტორი იქნება. მანამდე კი საჭიროა მოთმინება, ხელისუფლების ნდობა და რაც მთავარია, მისთვის ხელის შეწყობა, ვინაიდან ის საარაკო მომავალს გვიმზადებს, ყოველდღიური თავაუღებელი შრომით ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, პარიზთან, ბერლინთან და ა.შ.
ცრუ დაპირება - ყველა ხელისუფლებისთვის ესოდენ დამახასიათებელი, იმდენად ჩვეულებრივი გახდა მოსახლეობისთვის, რომ უელსის სამიტზე საქართველო ნატოშიც რომ შეეყვანათ, თითო-ოროლა ნატოს გულშემატკივარის გარდა, არავინ დაიჯერებდა. და არა მარტო იმიტომ, რომ ხალხმა დიდი ხანია ალღო აუღო საქართველოს ხელისუფალთა ტყუილებს, არამედ იმიტომაც, რომ მათ სიცრუეს, ნატოს ხელმძღვანელობის ცრუპენტელობაც დაემატა.
ნატოში საქართველოს შეყვანის საკითხი, სხვადასხვა კონტექსტში, განზომილებასა და განმარტებაში არაერთხელ მოვისმინეთ ნატოელთა მხრიდან. რა არ იყო ნათქვამი? - კარგი ბიჭები ხართ და კარგადაც ომობთ ავღანეთში და ამ საქმეს არავინ დაგივიწყებთო, აუცილებლად გავითვალისწინებთ ნატოში შეყვანის დროსო, მაგრამ... და ამ „მაგრამ“-ის შემდეგ მოკლედ იყო ნათქვამი, რომ ნატომდე გზა გრძელია.
ჩვენი ხელისუფლების „საქებრად“ უნდა ითქვას, მათ მიერ ნათქვამ ყოველ „მაგრამ“-ს, უდიდეს ოპტიმიზმს აგებებდა და დაბეჯითებით გვარწმუნებდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ობამას განცხადება საქართველო-უკრაინის ნატოში არ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უბრალო ნათქვამია და მეტი არაფერი.
ობამას ნათქვამიდან უელსის სამიტამდე ისეთი „ოპტიმიზმი“ დაგვახვავეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. უელსის სამიტზე ნატომ რაღაცა გაიმეტა საქართველოსთვის, რაც თავისთავად მისცემს საშუალებას ხელისუფლებას იქოს თავი და რაც მთავარია მომავალ სამიტამდე ხანგრძლივ დაპირებებში გვამყოფოს.
როდესაც ხელისუფლებას შინ ვერაფერი გაუკეთებია, ნატოს და ევროკავშირის სატყუარა უებარი წამალია. ცხადია საგარეო ურთიერთობებში გაურკვეველი მოსახლეობა, რომელმაც საფუძვლიანად არც ნატო იცის და არც ევროკავშირი, მითუმეტეს მათგან წამოსული „სიკეთეები“, ხელისუფლების დაპირებებს სრული ინდეფერენტიზმით შეხვდება, რაც თავისთავად ხელისუფალთა პოზიციების შენარჩუნების გარანტიაა. შებრუნებით რომ ყოფილიყო, არც ერთი ქოსატყუილა მინისტრი ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი, ალასანია ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა.
ზემოთ ვახსენე ნატოში საქართველოს მიღების საწინააღმდეგო ბარიერი - ტერიტორიული პრობლემები, თუმცა ამ საკითხის დაძლევა იოლია, ცხადია არა განდეგილთა დაბრუნებით, არამედ მათ გარეშე ნატოში შესვლით. ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ნატოში შესვლის ერთი ბარიერი გადაილახება.
მაგრამ ერთი. რა ვუყოთ დანარჩენებს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან დემარკირებულ-დელიმიტირებული საზღვრების არ ქონას? არც აქ არის პრობლემა. ვაღიაროთ საზღვრები ისე, როგორც ჩვენს მეზობლებს სურთ და შეგვიშვებენ ნატოში.
ასე, რომ, ნატოში შევალთ შეკვეცილნი და „გაუპატიურებულები“ და შევალთ იმიტომ, რომ ვინმემ (ამ შემთხვევაში რუსეთმა) არ „გაგვაუპატიუროს“. ჩემი ვარაუდი სულაც არ არის ფანტაზიის ნაყოფი, „ოცნების“ კოალიციის კულუარებში მიდის ამ თემებზე ლაპარაკი, ინიციატორები - „საყვარელი“ დასავლელები არიან.
ახლა ვთქვათ იმაზეც, რა მოგვიტანა ნატო-ნატოს გამუდმებულმა ყვირილმა. ცუდის მეტი არაფერი - დაგვაკარგვინა საქართველოს ისედაც მცირე ტერიტორიის 20%-ი; გადაგვკიდა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო; დაგვიხოცა მეომრები ერაყსა და ავღანეთში; საქართველო გადააქცია ნატოს კარზე მოძუძგურე, აბეზარ ქვეყნად, რომლის დანახვაც კი ნეგატიურ რეაქციას იწვევს ბრიუსელში და არა მარტო იქ. უთავმოყვარო მთხოვნელი არავის მოსწონს, მითუმეტეს ევროპელს. სააკაშვილმა და მისმა ნაცურმა ხელისუფლებამ, ნატოს კარზე „უპრაგონოდ“ მოხეტიალემ, ცუდი წარმოდგენა შეუქმნა ევროპელებს საქართველოს შესახებ.
და ვიდრე საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება ნატოში შესვლისკენ ისწრაფოდა, ხალხში გაჩნდა სამართლიანი კითხვა - რა გვინდა ნატოში?!
ამ კითხვაზე პასუხი სწრაფი და ურყევია (ზოგიერთთა აზრით) - ნატო მშვიდობის გარანტიაა, უპირველესად რუსეთის აგრესიისგან. პასუხის, პასუხად მავანნი ამბობენ - რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად დიალოგია საჭიროო, რასაც ვეთანხმები. დიახ! დიალოგი და არა ნატოში შესვლით, დამოკიდებულების კიდევ უფრო გაუარესება.
რუსეთი რახანია აცხადებს, რომ მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება სერიოზულად ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას. უკრაინის კრიზისიც სწორედ რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით არის განპირობებული. თუ ნატოს მობილური კომპლექსები განლაგდება უკრაინაში, როსტოვის ოლქის სიახლოეს, რაკეტის ფრენის დრო მოსკოვამდე მკვეთრად შემცირდება, ანუ რამდენიმე წუთს შეადგენს. რუსთის ანტისარაკეტო ძალები უბრალოდ ვერ მოახერხებენ რეაგირებას, დამიზნებას, გასროლას. მტრის რაკეტის გაშვების დაფიქსირებაც კი გაჭირდება.
არადა ბერლინის კედლის დანგრევის საკითხის განხილვის დროს, აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის (უფროსის) დაბეჯითებული თხოვნა იყო საბჭოთა ხელმძღვანელობის მიმართ - დაენგრიათ კედელი და ნაცვლად ამისა ნატო ერთი დიუმითაც არ მიუახლოვდებოდა საბჭოთა საზღვრებს. იგივეს აცხადებდა გფრ კანცლერი კოლიც.
ცნობილ საბჭოთა ჟურნალისტზე, პოლიტოლოგსა და მეცნიერზე ვალენტინ ზორინზე მიძღვნილ 2-სერიან ვიდეო-ფილმში, ზორინს მოჰყავს ჟურნალისტების წინაშე პრეზიდენტ ბუშის დაპირება. სამწუხაროდ, ახალმა პრეზიდენტმა, კლინტონმა საერთოდ ყურადღება აღარ მიაქცია ბუშის სიტყვიერ დაპირებას და სხვა თვალით შეხედა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას.
ზორინი სინანულით ამბობს, რომ საგარეო საქმეებში დილეტანტი შევარდნაძის ნაცვლად გრომიკო ან ლავროვი რომ ყოფილიყვნენ, ბუშის ნათქვამს უმალ მოაყოლებდნენ წერილობით დოკუმენტს, შეთანხმების სახით, რაც გარკვეული ბარიერი იქნებოდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის. ეიფორიაში მყოფმა გორბაჩოვმა და შევარდნაძემ ყურადღება არ მიაქციეს ამ საკითხს, რამაც შემდგომში უდიდესი პრობლემები შეუქმნა საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს.
ნატოში აღმოსავლეთ ევროპელთა გაწევრება 1999 წლიდან დაიწყო. პირველები იყვნენ: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი. მეორე რაუნდი 2004 წელს განხორციელდა - ბულგარეთ, რუმინეთ, ლატვია, ლიტვა, ესტონეთ, სლოვაკეთ, სლოვენიის სახით.
შემდეგ ნატომ კიდევ უფრო აღმოსავლეთით მიაპყრო ყურადღება. 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს ნატომ დაიწყო ფიქრი საქართველო-უკრაინასთან მიმართებით. ჯორჯ ბუშ-უმცროსმა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას, მაგრამ საფრანგეთ-გერმანია წინააღმდეგი წავიდა, რუსეთის გაღიზიანების გამო. თუმცა აშშ-ა იმას მაინც მიაღწია, რომ დოკუმენტში ჩაეწერათ: „ალიანსი მხარს უჭერს ამ ქვეყნების მისწრაფებას და ისინი გახდებიან ნატოს წევრები“.
მიუხედავად რუსეთის არაერთი მკაცრი განცხადებისა - ნატოს, აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი არ უთქვამს. 2009 წელს მან თავის რიგებში ალბანეთი და ხორვატია მიიღო.
გორბაჩოვისა და შევარდნაძის შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომა მარტო ის არ არის, რომ ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებაზე ჯორჯ ბუშს-უფროსის განცხადების დოკუმენტით გამყარება არ მოახდინეს, არამედ ვარშავის პაქტის გაუქმებასთან ერთად არ მოითხოვეს ნატოს გაუქმებაც.
არადა ამ ორგანიზაციის როლის განსაზღვრა არცთუ იოლი გამოდგა. ნატო, რომელიც ვარშავის პაქტის საპირისპირო ორგანიზაცია იყო და თანაც საბჭოთა „აგრესიის“ შემაკავებელი, ასეთის არ არსებობის პირობებში, კარგავდა ფუნქციებს.
დიდი შრომა და თავისტეხა დასჭირდა ნატოს მოქმედების არეალის გაფართოებას ევროპიდან ავღანეთზე, ლიბიაზე და ა.შ. მაგრამ ეს არ იყო ის, რაც ნატოს ალიანსის ურყეობას შეუწყობდა ხელს. საჭირო იყო ძლიერი ევროპული არგუმენტი და ისიც გამოიძებნა უკრაინის სახით. სამმხრივი შეტევა - ნატოს, ევროკავშირის გავლენის და დემოკრატიის გაფართოება, ის ნაპერწკალი გამოდგა, რომელმაც უკრაინის ხანძარი გამოიწვია.
დღეს, უკვე ჭირს ლაპარაკი ნატოს ყოფნა-არყოფნაზე, რაც უკრაინის კრიზისამდე ჩვეულებრივი რამ იყო. უკრაინამ, თავისთავად, გამოიწვია ნატოს ყვირილი რუსულ „აგრესიასთან“ დაკავშირებით. მან საკუთარი გადარჩენის საბაბი მისცა ნატოს. სწორედ აქედან მოდის ხმამაღალი განცხადებები რუსული რეგულარული არმიის უკრაინაში ომთან დაკავშირებით, რასაც უდავოდ არ აქვს ადგილი. და რახან არის „აგრესია“, აუცილებელია ნატოს სამხედრო ბლოკიც - აგრესიის შესაჩერებლად.
უელსის სამიტმა ზედმიწევნით, დაწვრილებით განიხილა უკრაინული თემა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო, აღმოსავლეთიდან ანუ რუსეთიდან „აგრესიის“ შესაჩერებლად „სწრაფი რეაგირების ძალის“ შექმნის სახით. მასში 4000 ჯარისკაცი იქნება დასაქმებული, შესაბამისი საბრძოლო ტექნიკითა და აღჭურვილობით.
გარდა ამისა, აშშ-ა, რომელიც ნატოს შენახვისთვის ყოველწლიურად ხარჯების 73%-ს ფარავს, მოუწოდა ნატოს წევრ ქვეყნებს საკუთარი ბიუჯეტიდან 2%-ი მაინც გაიღონ ნატოს ხარჯებისთვის. რამდენად შეასრულებენ ამ დავალებას ნატოს წევრი სახელმწიფოები, ძნელი სავარაუდოა, ვინაიდან ყველას წინაშე მძიმე ეკონომიკური პრობლემები დგას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/09/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.