იქნებ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ქვეყნის დეგრადაციაში?

image

თანამედროვე ჩინეთის ფუძემდებელი დენ სიაოპინი ამბობდა - „არ არის აუცილებელი, ყვიროდე ლამაზი ვარ, როდესაც მახინჯი ხარ“. დიდმა დენმა ეს სიტყვები მილიარდნახევრიან ჩინეთს შეჰბედა. თითქმის შიმშილობის ზღვარზე მყოფი უზარმაზარი ქვეყანა აშკარად იმსახურებდა ესოდენ მკაცრ შეფასებას.
დენ სიაოპინი მარტო ფაქტის კონსტანტაციით არ შემოიფარგლურა. მისმა ახალმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ, დაფუძნებულმა გამონათქვამზე - „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერისაა კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“, ფუნდამენტური რევოლუცია გამოიწვია მთელს ქვეყანაში.
შედეგიც სახეზეა - ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით, აშშ-ს შემდეგ, მეორეა მთელს მსოფლიოში. ჩინეთის არმია ყველაზე მრავალრიცხოვანია. მისი სამხედრო აღჭურვილობა თანამედროვე დონეზეა. ჩინეთის აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის.
დენ სიაოპინი - მაო ძედუნის დროს აღზევებულ-დაღზევებული თანამედროვე ჩინეთის სახეა - ისეთი, რომელსაც ბევრი ინატრებდა, მაგრამ დენ სიაოპინობა ყველას ხვედრი არ არის. მას სხვა გაქანება, ცოდნა, სხვა გამოცდილება სჭირდება - ისეთი, რომელიც მხოლოდ გენიოსებს ახასიათებთ. მე-20-ე საუკუნემ არცთუ ბევრი გენიოსო შვა, მათ შორის დენ სიაოპინიცაა. მაგრამ ჩვენი სიუჟეტი სულაც არ ეხება ამ დიდი პიროვნების პოლიტიკურ სახეს. მის გამოძერწვას დრო და სხვანაირი ალღო სჭირდება.
დენ სიაოპინი იმიტომ ვახსენე, რომ ზოგიერთი - შეგნებულად თუ შეუგნებლად, ანალიზის გარეშე და ზედაპირულად ცდილობს მას მიბაძოს, მისი ბიოგრაფია საკუთარს დაამთხვიოს და აქედან გამომდინარე თავიც გაიმართლოს არა დღევანდელი საზოგადოების, არამედ ხვალინდელის წინაშე.
მაგალითად, ყოფილი პრემიერი, ამჯერად „მატროსოვში“ გამომწყვდეული, მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას შეთითხნილად, პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს და როგორც ჩანს ამ პოზიციაზე დარჩება სასამართლო პროცესის დროსაც. ის არ აღიარებს დანაშაულს. მას მიუსჯიან - რამდენს, არავინ იცის, მაგრამ არა სიკვდილს.
გავა წლები, საზოგადოებას მიავიწყდება მის მიერ ჩადენილი ბოროტება და ციხიდან გამოსული, ყოფილი „პოლიტიკოსი“ ჩაერთვება დიდ პოლიტიკაში, როგორც სამხრეთ აფრიკელი ნელსონ მანდელა ან დენ სიაოპინი. ის უტუხად იტყვის, რომ ხელისუფლებამ უკანონო ანგარიშსწორება მოახდინა მასზე და საქმის დასამძიმებლად კრიმინალობა, ხალხის კვლა დასწამა.
თავს წამოჰყოფენ მისი მეგობრები, დაჭერას გადარჩენილი „პოლიტიკოსები“ და დაიწყება ახალი ვანოობა. იმჟამინდელი საზოგადოება დიდის ვიშ-ვიშით იტყვის - რა პატიოსანი კაცი გაუწირავთო და ა.შ.
საქართველოს ახასიათებს მსგავსი რამ. დღეს, ყველა ერთად - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რაც მთავარია საზოგადოებაც გულმოდგინეთ გმობს გამსახურდიას რეჟიმის ძალისმიერ დამხობას, არადა მათი დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების დამხობაში. ვერ ვიტყვთ, რომ გამსახურდია მამა-აბრამის ბატკანი იყო, მაგრამ არც მისი მოწინააღმდეგები ყოფილან კრავები.
დრო, ისეთი რამ არის, კეთილს ბოროტად წარმოაჩენს და ბოროტს კეთილად, დღევანდელ კრიმინალს, ხვალინდელ ანგელოზად.
ის, რაც დღეს არის გასაკეთებელი, დღეს უნდა გაკეთდეს - დამნაშეავე უნდა დაისაჯოს, მითუმეტეს ბოროტი კრიმინალი, თანაც ისე, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აეკრძალოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა „პოლიტიკურ“ წამებულს მიიღებს და აქედან გამომდინარე ბოროტების აღორძინებას.
ნაცმოძრაობის ლიდერები დენ სიაოპინობას ლამობენ. ალბათ გულში იმასაც ფიქრობენ - ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ მოქმედებას - მოპარული ფულიც შეგვრჩება და ჩადენილი ბოროტებაცო.
და რომ ეს არ მოხდეს, დღევანდელ ხელისუფლებას ძალა უნდა ეყოს წინამორბედი ნაცების დასჯისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადებისთვის, უკლებლივ ყველა ნაცისთვის პოლიტიკური ცხოვრების აკრძალვისთვის.
ნაცთა მიერ ჩადენილი დანაშაული განუზომელია, რისთვისაც ის, უდავოდ, იმსახურებს უსასტიკეს განაჩენს არა მარტო სასამართლოს მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც.
ჩადენილი დანაშაულის ერთ-ერთი დამადასტურებელი ვიდეო-მასალებია, რომლის ნახვაც ხალხისთვის აუცილებელია. ხალხმა უნდა ნახოს ის, რასაც მის მიერ არჩეული „ნაციონალური მოძრაობა“ სჩადიოდა. სხვისი მონაყოლით დასკვნების გაკეთება ძნელია.
ხალხს და არა ჭრელა-ჭრულა არასამთავრობო ორგანიზაციებს - ამერიკული ფულით გამოზრდილებს, გაყიდულ ჟურნალისტებს და ე.წ. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეს სადისტური ვიდეო-მასალების ნახვის შესაძლებლობა. ხელისუფლება ვალდებულია ხალხის თავზე დატრიალებული ცხრაწლიანი ბოროტების ავტორების ხალხისთვის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას ნაცური ხელისუფლების დამცველად აღიქვამს.
ხალხმა უნდა იცოდეს 9 წლის განმავლობაში ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავხედი და ბოროტი ნაცები, გარკვეული დროის გავლის შემდეგ, უტუხად იტყვიან - ყველაფერი ფალსიფიკაცია იყოო, აკი უკვე ბრძანა ბოროტების მამა სააკაშვილმა - მოგონილიაო.
ვის არ აწყობს ვიდეო-ფირების ტელევიზიით ჩვენება? უპირველესად, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის დასავლელ პარტნიორებს, მათ მიერ შექმნილ-გამოზრდილ არასამთავრობოებს, ნაცებთან ჩახუტებულ მედიას და ინტელიგენციას, ნაცთა კოორდინატორებს და ა.შ.
მათი რაოდენობა საგრძნობია და თუ ხელისუფლებამ არ გადადგა მტკიცე ნაბიჯი ჩვენებისკენ, ხვალ ყველა ისინი იყაყანებენ - ფალსიფიკაცია იყოო, ხოლო ზეგ, ახალი ბოროტებით დამუხტულნი დალაშქრავენ ამ ქვეყანას. სახალხო ნახვის შემდეგ გამოწვეულ ზიზღს კი ისინი კარგა ხანს ვერაფერს დაუპირისპირებენ. დღევანდელ ხელისუფლებას განგებამ მისცა შანსი პასუხი აგებინოს მოწინააღმდეგეს, რომელმაც უდიდესი ბოროტება ჩაიდინა ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
არა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ვიწრო - პარტიულ ანგარიშსწორებად, რასაც ხშირად ამბობენ ნაცები, ეს იქნება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მხრიდან ხალხის სურვილის დაკმაყოფილება.
2012 წლის პირველ ოქტომბერს ხალხმა მხარი დაუჭირა ივანიშვილს უპირველესად იმისთვის, რომ წერტილი დაესვა საყოველთაო ნაცური ბოროტებისთვის და დამნაშავე ხელისუფლება ციხეში გაეშვა.
დიახ! ხალხის სურვილი იყო ეს და არა ის, რასაც „ენჯეოები“, ე.წ. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ქადაგებენ - ვიდეო-კადრების ფართო ჩვენება ქართულ საზოგადოებას ორად გახლეჩსო. ვეჭვობ, რომ ასე მოხდეს, მაგრამ თუ მოხდა, ამაში ცუდი არაფერია, ვინაიდან დაგროვილი ჩირქი უნდა გამოირწყოს, დაავადებული ორგანიზმი სიბინძურისგან დაიცალოს. მხოლოდ ჯანსაღ ორგანიზმს შეუძლია ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი ნაცური მეტასტაზებისგან განთავისუფლება, მხოლოდ ჯანმრთელს შეუძლია ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებთან გამკლავება.
აღმოჩენილი ვიდეო-მასალები საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჰააგას მიმართოს - წინა ხელისუფლების მიერ ხალხის მასობრივი წამებისა და გენოციდისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელიც უნდა გაიხსენოს და ომის გაჩაღებისთვის, ცხინვალში ჩადენილი სისასტიკისთვის, წინა ხელისუფლების გასამართლების სურვილით უნდა მიმართოს ჰააგას.
მავანი შემედავება - ეს ხომ ქვეყანას თავს მოჭრისო? საქართველომ, დამოუკიდებლობის 23 წლის განმავლობაში არაერთხელ მოიჭრა თავი, მათი უბრალო ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ვ ერაფრით ავუვლით გვერდს თბილისის ომს, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობას, სამეგრელოს აწიოკებას, „მხედრიონის“ თარეშს, აფხაზეთის ომს, 2007 წელს, პოლიციის მიერ ხალხის სამაგალითო დასჯას, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას, 2008 წელს, საკუთარ სახლში ომის წამოწყებას და მძინარე ცხინვალის მოსახლეობაზე „გრადების“ დაყრას, ტერიტორიების დაკარგვას, პატიმართა ცოცხებით „მოთვინიერებას“, 2011 წლის მაისს, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეთა „ტომარაში“ მოქცევას და მათ მიმართ სასტიკ ანგარიშსწორებას.
ეს არასრული ჩამონათვალი ბევრი ხომ არ არის პატარა ქვეყნისთვის, თანაც დროის მცირე მონაკვეთში?!
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნელი გენოციდიც განახორციელა - 40 წლის ასაკის და ზემოთ, მოსახლეობის სამსახურებიდან დათხოვა, ოჯახების უთეთრო „დიეტაზე“ დასმა, მედიკამენტებზე ფასებისა და სამედიცინო მომსახურების კატასტროფულად გაზრდა, საბოლოო ჯამში დარდისა და ხელომოკლეობისგან, შიმშილისგან ადამიანთა ნაადრევი გასტუმრება საიქიოში.
ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის საძოვრების უცხოელებზე და ნაცთა მხარდამჭერ ბიზნესმენებზე გაყიდვა, მესაქონლეობის, საერთოდ სოფლის მეურნეობის გაპარტახება, რომ აღარაფერი ვთქვათ მრეწველობაზე.
ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს აღორძინებისთვის უცხოეთიდან შემოსული ფული ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო. ყველა პარამეტრით ქვეყანა წარმოუდგენელი სიღარიბის წუმპედ აქცია, ათეულ-ათასობით ჯანღონით სავსე მოქალაქე ლუკმა-პურის საძიებლად უცხოეთს გაისტუმრა. განა აღნიშნული საკმარისი არ არის ხალხის მოძულე ნაცმოძრაობის კანონგარეშედ გამოსაცხადებლად? განა ეს საკმარისი არ არის ნაცთა დიდი ნაწილის გასასამართლებლად?
ვიცით, რომ ამ სამართლიან საქმეში აშშ-ი და მისი მოკავშირეები მხარს არ დაგვიჭერენ. რატომ? იმიტომ, რომ მათ მიერ არის შექმნილი ნაცმოძრაობა, იმიტომ, რომ მიუხედავად არსებული სინამდვილისა, ისინი დღესაც მხარს უჭერენ ნაცებს, იმიტომ, რომ ხშირ შემთხევაში ნაცები მათ დაკვეთას ასრულებდნენ.
ბოროტების ქართულ ბუდესთან ერთად ვაშინგტონურიც არსებობს. ნიშნად ამისა მრავალი ფაქტი მეტყველებს. ავიღოთ თუნდაც 2008 წლის ომი. ვინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ავანტიურა ამერიკელებს გამოეპარათ? არც არავინ.
ვინ დაიჯერებს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შსს აწამებდა პატიმრებს და ამის ამსახველ კადრებს, აშშ-ს ყურადღების მიღმა, დიდის რუდუნებით ინახავდა? ვინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ თავისი ინიციატივით უსმენდა ყველას და ვაშინგტონმა არ იცოდა?
ვიკი-ლიკსისა (WikiLeaks) და ახლა უკვე სნოუდენის გმირული საქციელის შედეგად, ხომ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ყველას, მათ შორის საკუთარ მოკავშირეებსაც უსმენდნენ. აშშ-ს სპეცსამსახურები იყვნენ და არიან ჩვენს აბაზანებში, ტუალეტებში, საძინებელ ოთახებში და ა.შ.
დაუჯერებელია ივანიშვილის გულუბრყვილო ნათქვამი - სააკაშვილმა ყვლა მოატყუაო. სააკაშვილმა კი არ მოატყუა, არამედ აშშ-ა მოატყუებინა სააკაშვილს მთელი მსოფლიო. თუმცა ესეც გადაჭარბებულია, ვინაიდან არც მსოფლიოა ისეთი გულუბრყვილო, რომ თავი მოიტყუოს. მას უბრალოდ სჭირდება ასე. რა გაეწყობა, ჩვენ რომ დემოკრატიული გვგონია, იმ საზოგადოებაშიც ძლიერის და დიდისადმი მონურური მორჩილებაა და რახან ასეა გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ისე კეთილად უნდა შეეხედათ სააკაშვილსთვის, როგორც ვაშინგტონი უყურებდა.
ვაშინგტონი კი არა მარტო პოლიტიკური მოსაზრებით „იხიბლებოდა“ სააკაშვილის პერსონით, არამედ მერკანტილურობითაც. გარდა ამისა რა სჯობს სააკაშვილისთანა ხისთავა ანტირუსს, რუსეთის საზღვართან? გადამთიელის გამო, მხოლოდ ხისთავა დაუპირისპირდებოდა, გადამთიელის სამხედრო სიძლიერის დონის მეზობელს. მხოლოდ ხისთავა და ბოროტი გასწირავდა სამშობლოს ამერიკელთა დავალების შესასრულებლად. თუმცა სააკაშვილის სამშობლო ხომ იქ არის?!
და მიუხედავად იმისა, მოეწონება ეს ვაშინგტონს ან ბრიუსელს, ხელისუფლებამ სააკაშვილის დასასჯელად ჰააგისკენ უნდა გასწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასწირავს საქართველოს მოსახლეობას, მის მომავალს.
მავანი მეტყვის, აღარ მიგვიღებენ ნატოში და ევროკავშირში. მათი აზრით, ისეთი ქვეყნის მიღება, როგორიც საქართველოა საბოლოოდ გაუფუჭებს ევროპასა და ნატოს იმიჯს.
შემედავებიან - საქართველო რა შუაშიაო.
ჩადენილ დანაშაულებში ყველა ჩვენგანს მიუძღვნის ბრალი - პირდაპირ თუ ირიბად. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის. ასეთ ვითარებაში, რომ სააკაშვილსა და მის ნაცბანდიტებს გაანავარდებ - დანაშაულია. ასეთ ვითარებაში, რომ არჩევნებზე თუნდაც ერთ ხმას მისცემ - დანაშაულია. ასეთ ვითარებაში, რომ დამნაშავე პრეზიდენტისგან ჯილდოს მიიღებ - დანაშაულია.
დიახ! ჩვენ, ყველამ ერთად, ჩავიდინეთ დანაშაული - ჩვენი წაყრუებით, თვალის დახუჭვით, მხარდაჭერით თუ ნაცებთან გვერდით დგომით - საკუთარი კუჭის ამოყორვისთვის.
დიახ! ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაული და ამის აღიარების ვაჟკაცობაც არ გვყოფნის, ისე, როგორც ეს გააკეთა გერმანიამ, იაპონიამ. პირიქით, ნაცვლად ამისა დაჩოქილი ვთხოვთ ვიღაც რასმუსენებს - ნატოში მიგვიღეთო და ისინიც დიდაქტიკურად შეგვახსენებენ - 17 მაისის მომწყობებს, ნატოში რა გესაქმებათო. რა გამოდის, თურმე ნატოში შესასვლელად, ავღანეთში სისხლის ღვრის ნაცვლად, უკანალის ქნევა ყოფილა საჭირო. ასეთ ნატოში რა გვესაქმება?!
ბატონო ბიძინა! საზოგადოების აზრი ხშირად იცვლება და რა გასაკვირია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, მითუმეტეს გაყალბებული, დღეს აღარ გამოგვადგეს? ჭეშმარიტების დასადგენათ ახალი რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.
ჩვენ სხვა გზა გვაქვს ასარჩევი - უპირველესად თვითგანწმენის, ფსევდოპატრიოტიზმისგან თავის დაღწევის, ტყუილის, ბოროტების ჩამოშორების, სიკეთის დასადგურების, საკუთარი ცხოვრების თვითშენების, სხვათა მოიმედეობისგან განთავისუფლების, საკუთარი კარ-მიდამოს, ქუჩის, სოფლის, ქალაქის, ქვეყნის პატიოსანი გზით მშენებლობის, ახალი თაობის ვაჟკაცურად აღზრდის და როდესაც ამას გავაკეთებთ, სხვები შეგვეხვეწებიან ჩვენთან კავშირში შემოდითო.
აი ასეთი ცხოვრება უნდა აშენოთ თქვენ და არა ისეთი, რასაც დღეს აშენებთ. პატრიოტიზმით უნდა დამუხტოთ საზოგადოება და არა წამდაუწუმ არასერიოზული ძახილით - წავალ-წავალო. თქვენ რა გგონიათ - უკვე შექმენით ისეთი სტაბილურობა, რომ წყალი არ გაუვა?
წასვლა და კოალიციის დაშლა ერთი იქნება. წასვლა, ბრძოლის ველიდან, გაქცევის ტოლფასია. წასვლა, იმის აღორძინება იქნება, რაც იყო.
სამოქალაქო საზოგადოებიდან კი არა ხელისუფლების მაღალი მწვერვალებიდან ჭირს დაუმორჩილებელი საქართველოს მართვა. მხოლოდ დენ სიაოპინმა შეძლო ქვეყნის შორიდან მართვა. მაგრამ ის ჩინეთი იყო. საქართველო სხვაა - ერთმანეთის გაუტანლობით, ქედმაღლობით, არაერთი ნეგატიური თვისებით „შემკობილი“. მას სხვა ხელი, სხვა მართვა ესაჭიროება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.