იმუშავებს „მინსკი-2“-ის შეთანხმება?

hamlet chipashvili-politologi

მინსკის მოლაპარაკება, უწყვეტობით და ხანგრძლივობით, გინესის რეკორდების სიას დაამშვენებდა - დაამშვენებს თუ არა მშვიდობის საქმეს, მომავალი გვიჩვენებს. მოკრძალებული ოპტიმიზმი, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების განცხადებებში შეინიშნებოდა, აშკარად მიანიშნებდა მოლაპარაკების სირთულეზე და აღებული ვალდებულებების შესრულების სიძნელეზე.
მინსკის კვარტეტიდან ყველაზე რთულ მდგომარეობაში უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკოა, ვინაიდან მისი პოზიცია უკრაინელ პოლიტიკოსებში ეჭვს იწვევს. შეთანხმების პუნქტების განხილვისას უკრაინის ერთობ ჭრელი და რაც მთავარია ექსტრემისტულ-ფაშისტური ძალები ავსიტყვაობას არ დაიშურებენ პრეზიდენტის მიმართ. და არა მარტო ავსიტყვაობას, რასაც უდავოდ მოჰყვება შეთანხმების პუნქტების საკუთარი ინტერპრეტაცია, პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემარშები, აღებული ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება, უარეს შემთხვევაში მათზე უარის თქმა.
პირველი მაგალითი უკვე ცნობილია - „მარჯვენა სექტორის“ ხელმძღვანელმა იაროშმა, სხვებმა თავიანთი ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ ომს.
პოროშენკო, რომელიც ისეთივე „ქორია“, როგორც მისი კოლეგა პოლიტიკოსები, დასვენებულ გონებაზე, შეთანხმების კიდევ ერთხელ წაკითხვის შემდეგ, ცხადია თანაშემწეებთან, სავარაუდოდ სააკაშვილთან ერთად, არაერთ ახალს აღმოაჩენს, რომელსაც მინსკის „მარათონის“ დროს ყურადღება არ მიაქვია ან ვერ მიაქცია სუბიექტურ-ობიექტური მიზეზების, უპირველესად ფიზიკური მდგომარეობის გამო.
16-საათიანი უწყვეტი მოლაპარაკება, თანაც საღამოს დაწყებული და დილამდე გაგრძელებული, პოზიტიურად რომ არ იმოქმედებდა ნებისმიერი ადამიანის ფიზიკურ ან გონებრივ მდგომარეობაზე, ფაქტია. მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილება რად ღირს. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ერთი ან ორი დღის შერჩევა და მოლაპარაკების, ზემოთმოყვანილი ნეგატიური ფაქტორების გარეშე, წარმართვა.
როდესაც ქვეყნის, უფრო სწორად ქვეყნების ბედი, ომისა და მშვიდობის საკითხები იხილება, იქ სიჩქარე ცუდი მეგობარია. სწორედ, აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ცივ, დასვენებულ გონებაზე მინსკის პუნქტების განხილვისას სხვაგვარი განწყობა შეიძლება შეიქმნას პოროშენკოს ტვინში. ანალოგიური რომ შეიძლება განიცადოს პუტინის გონებამაც. ამ შემთხვევაში არც ერთს და არც მეორეს, იმის თქმის შანსიც არ ექნებათ - ჩვენ ხომ ეს საკითხები ექსპერტებთან ერთად გავიარეთო.
იმ გრძელ, დამქანცველ, უძილო ღამეს, მათ მინიმალური შესაძლებლობაც არ ჰქონდათ სამუშაო ვითარებაში მოეთელათ ესა თუ ის თემა, თუ არ ჩავთვლით გაფართოებულ სხდომას, რომელშიც ექსპერტებიც (ისინიც უძილობითა და ლოდინით გადაღლილნი) მონაწილეობდნენ. ექსპერტებმა წინასწარ მოამზადეს ლიდერთა განსახილველი თემები, მაგრამ მოლაპარაკება რომ ახალ საკითხებს აყენებდა?
რით იყო გამოწვეული ესოდენი „თათარიახნობა“? რით იყო გამოწვეული კანცლერ მერკელის და პრეზიდენტ ოლანდის გადაწყვეტილება ჯერ კიევში, შემდეგ კი მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით? მერკელი, რომელიც ლამის პუტინის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მოსკოვში ჩავიდოდა? და უცბად, გერმანია-საფრანგეთის ლიდერები თავქუდმოგლეჯილი მიფრინავენ აღმოსავლეთისკენ. მიზეზი ამისა არის ერთი - ძალისმიერი პოლიტიკის გამარჯვება ანუ დონბასელთა და ლუგანსკელთა თავდადებული ბრძოლა საკუთარი მიწის, სახლის, ოჯახის, კუთხის დასაცადად.
მათი ბრძოლა მოტივირებულია. უკრაინის სამხედრო ძალების - სადამსჯელო. ამდენად სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეს უკრაინელი, ომში დამარცხებული, ალყაში აღმოჩენილიყო. 5-7 ათასი უკრაინელი სამხედრო მოექცა მეამბოხეთა ალყაში, თუმცა დანებებაზე უარს აცხადებდნენ.
უკრაინის არმიის მორიგი მარცხი, ნიშნავდა პრეზიდენტ პოროშენკოს მარცხს, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა მისი ხელისუფლების დამხობა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი მერკელ-ოლანდის კიევ-მოსკოვისკენ კურსის აღებისა. საფრთხე შეექმნა მათ რჩეულს - პოროშენკოს და ამიტომაც შეიწუხეს თავი, ძილიც გატეხეს, ოღონდ გადაერჩინათ. თორემ დონეცკ-ლუგანსკის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედით რომ დაინტერესებულიყვნენ, გაცილებით ადრე მოუწევდათ კიევ-მოსკოვში ჩასვლა.
მსოფლიოს პოლიტიკამ დადებითად მიიღო მოლაპარაკება და მისი შედეგები, მაგრამ შეპარული სკეპტიციზმით, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ომისა და მშვიდობის საკითხები რომ 16 საათის განმავლობაში წყდებოდეს (ამისთვის თვეები, შესაძლოა წლებიც არ იყოს საკმარისი), მაშინ ყველა მსგავსი პრობლემა ერთის ხელის დაკვრით გადაწყდებოდა.
უკრაინელთა სამწუხაროდ უნდა ითქვას, ისეთ საქმეს ჩაუყარეს საფუძველი, რომელსაც ძმათა ხოცვა ჰქვია და რომელიც თაობებს გაჰყვება - საშინელ მოგონებად. მაგრამ მარტო უკრაინელებმა ანუ უკრაინის ხელისუფლებამ წამოიწყო ყოველივე?
მკითხველმა იცის, რომ უკრაინა ამ შემთხვევაში მარიონეტის როლს ასრულებს. დრამატული სპექტაკლის დამდგმელი კი აშშ-ია. სპექტაკლს თავისი მიზანი აქვს - რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. უკრაინა დიდი სპექტაკლის დაწყების მაუწყებელია ანუ რუსულის. ასეთია უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს გეგმები და რახან ის ასე ფიქრობს, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, რომ მინსკის ხელშეკრულების შესრულებას გაუჭირდება.
აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიცია გამოიკვეთა ჩვენთვის ცნობილი ფსაკის განცხადებაში. შეკითხვაზე - დაისჯება თუ არა კიევი, ხელშეკრულების არშესრულებისთვის, მან ბრძანა - უკრაინას არასდროს დაურღვევია მინსკის შეთანხმების (იგულისხმება „მინსკ-1“-ის შეთანხმება) პუნქტები, თუ ვინმე არღვევდა - რუსეთი იყო.
ასეთი განწყობით ფონს გასვლა გაძნელდება. საქმეში ჩახედულთა მიხედვით, თუ ვინმე არღვევდა „მინსკ-1“-ის ხელშეკრულებას, კიევის ხელისუფლება იყო და არა მეამბოხეები ან მოსკოვი. გამოდის, რომ ვაშინგტონი თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის, თუნდაც დამნაშავე კიევის მიმართ. კიევი მისთვის ყოველთვის მართალი იქნება, ასე სურს მას - მტყუანი კი მოსკოვი. მოსკოვის გამართლების შემთხვევაში, არა მარტო ომი უნდა შეწყდეს, არამედ არსებული დაძაბულობაც. აწყობს ვაშინგტონს დაძაბულობის განელება? სიტყვით აწყობს. საქმით - მინსკამდე რომ არ აწყობდა, ფაქტია. მინსკის შემდეგ რა იქნება, ვითარება გვიჩვენებს.
მინსკის მოლაპარაკების დაწყების დღესაც ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები დაბეჯითებით თხოვდნენ პრეზიდენტ ობამას იარაღი მიეწოდებინა უკრაინისთვის. ობამამ თავი შეიკავა, თუმცა მერკელთან საუბრისას აღნიშნა, თუ რუსეთი „ცუდად“ მოიქცევა, სანქციებსაც გაამკაცრებს და იარაღსაც მიაწოდებს უკრაინას.
მაინც რაში გამოიხატება რუსეთის „ცუდი“ მოქცევა? - ყველაფერ იმაში, რაც ვაშინგტონს არ მოეწონება. არ მოეწონება და რუსეთს გალახავს. ერთი სიტყვით, საქმე იმ ანეკდოტივით არის, სეროჟა ცოლს რომ სცემს, ცოლი კი ტირილით ეკითხება - რისთვის, „პრიჩინა“ რა არისო. სეროჟა პასუხობს - „პრიჩინა“ იყოს, დედას მოგ...იო. აი, ასე „უპრიჩინოდ ცემს“ რუსეთს აშშ-ი ერთ წელიწადზე მეტია და მოკავშირეებსაც „აცემინებს“.
დასავლეთმა ლამის რუსეთი სავარჯიშო „გრუშად“ აქცია, მოკრივეები რომ დარტყმებს იოსტატებენ. რუსეთის მიმართ დამოკიდებულება პრეზიდენტმა ობამამ გარკვევით გამოხატა ამასწინანდელ ინტერვიუში. მან განაცხადა, რომ აშშ-ი უძლიერესი ქვეყანაა და თავისუფლად შეუძლია ყველა ჯიუტს, ხელის გადაგრეხვით, აიძულოს, გააკეთებინოს ის, რაც მას სურს.
პრეზიდენტის ნათქვამი ცხადია არა მარტო რუსეთს ეხება (სიტყვა რუსეთი არ უთქვამს), ის ყველა „ჯიუტს“ ეხება. პრეზიდენტის ლოგიკით ხელგადაგრეხილ-ხელმოტეხილები არცთუ ცოტანი უნდა იყვნენ - აშშ-ს გეოპოლიტიკური მადიდან გამომდინარე, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავთ ხელისგადაგრეხვით დამფრთხალ სახელმწიფოებს.
დიახ! აშშ-ს დიდი სურვილი ჰქონდა ხელი გადაეგრიხა ერაყისთვის, ავღანეთისთვის, ლიბიისთვის, ირანისთვის, ჩრდილო-კორეისთვის, კუბისთვის, ნიკარაგუისთვის, ჩინეთისთვის, ჩრდილოეთ ვიეტნამისთვის - არ გამოუვიდა. ავღანეთში დამარცხებულმა პრეზიდენტმა არ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადება, მითუმეტეს სხვა ბირთვული სახელმწიფოს მიმართ. თუ ავღანეთს ვერაფერი მოუხერხა, რუსეთს რას დააკლებს?
რაც აშშ-ს შეუძლია, ისაა, სადაც ჩაერია (და ასეთი ბევრია), ისე „ააყროლა“ ვითარება, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. 23 წლის განმავლობაში იღვწოდა აშშ-ს სპეცსამსახურები უკრაინის ისე მოსაქცევად, რუსეთს რომ დატაკებოდა. დაატაკა და თანაც ისე, ვითარება არაერთი თაობისთვის რომ გაამწვავა.
იქ, სადაც აშშ-ა ფეხი დადგა, ბალახიც აღარ ამოდის. შევხედოთ ავღანეთს, ერაყს, ახლო აღმოსავლეთს, სხვა ქვეყნებს - უმძიმესი სურათია. რაღა შორს წავიდეთ, შეხედეთ უკრაინას - გაფაშისტებულ ქვეყანას, მშიერსა და მწყურვალეს, გათოშილსა და დახოცილს. სწორედ აშშ-ს პირდაპირი ჩარევით ჩამოაგდეს პრეზიდენტი იანუკოვიჩი, მისი მთავრობა და პედოფილები, ბანდერელი ფაშისტების შთამომავლები, სააკაშვილის ნაცისტები შეუსიეს ქვეყნის ხელისუფლებას.
ამერიკელთა ექსპერიმენტი, ქვეყნის მართვის საკითხებში, ბალტიისპირა ქვეყნებში დაიწყო, სადაც პრეზიდენტიდან დაწყებული, ნებისმიერი მოხელით დამთავრებული, ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილი პირებით დაკომპლექტდა. უნახავს ვინმეს არაამერიკელის მაღალჩინოსნობა ამ ქვეყანაში? რამდენად უნდა შეურაცხყო ქვეყანა, თანაც 50 მილიონი მოსახლით, რომ მისი მთავრობა სამნახევარ-მილიონიანი საქართველოდან გამოსული კადრებით დააკომპლექტო?
პრეზიდენტმა ობამამ ბრძანა: -„აშშ-ი მძლავრი ეკონომიკის ქვეყანააო“. სამწუხაროდ ეს ასეა, მაგრამ ჯერ-ჯერობით. შორს არ არის ის დრო, როდესაც მის პირველობას ჩინეთი შეუყენებს წყალს. მთელი რიგი პარამეტრებით ჩინეთმა უკვე მოახერხა ეს. ამერიკა მართალია ჯერ-ჯერობით პირველი ეკონომიკაა, მაგრამ ექსპერტთა გამოთვლებით, პირველსაც ჰქონია „შავი ლაქები“.
პრეზიდენტ ობამას მმართველობის დროს ქვეყნის საგარეო ვალმა 18 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა ანუ საერთო ეროვნული პროდუქტის 107% შეადგინა. შევადაროთ რუსეთის საგარეო ვალს, რომელმაც 2014 წელს 18%-ით იკლო ანუ 599.5 მილიარდ დოლარამდე. აშშ-ს საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა გასული წლის 10 თვეში 46 მილიარდი დოლარი შეადგინა, რუსეთმა კი, იმავე პერიოდში, 2-ჯერ გაზარდა ოქროს შესყიდვა, ისევე, როგორც ოქროს მოპოვება.
იზრდება მოსახლეობის ვალებიც. სტუდენტთა საერთო ვალმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. სტუდენტთა კრედიტების საშუალო ვალმა 32264 დოლარი შეადგინა. ყოფილი სტუდენტები აღნიშნულ ვალებს საპენსიო ასაკშიც იხდიან. რიგითი ოჯახის საცხოვრებლის გადასახდელი ვალი 155000 დოლარია. უნივერსიტეტდამთავრებულთა 53%-ი ვერ შოულობს სამსახურს, ხოლო 88 მილიონი შრომისუნარიანი ამერიკელი არ მუშაობს და არც ეძებს სამუშაოს, ვინაიდან შეთავაზებულ შრომის დაბალ ანაზღაურებას სოციალურ დახმარებას ამჯობინებს.
სრული სამუშაო დღით დაკავებულ ამერიკელთა რაოდენობა 6 მილიონით ნაკლებია, ვიდრე 2007 წელს. სრული სამუშაო დღით დაკავებული ერთი ამერიკელი, ცხადია მინიმალური ხელფასით, 1968 წელს უფრო მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე ანალოგიური მუშაკი დღეს. ამერიკის მოსახლეობის 53%-ის წლიური ხელფასი 30000 დოლარს შეადგენს, ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს.
100 მილიონზე მეტი ამერიკელი ჩართულია თუნდაც ერთ სოციალურ პროგრამაში. ობამას დროს სამომხმარებლო ბარათებით მოსარგებლეთა რიცხვი 32 მილიონიდან 46.5 მილიონამდე გაიზარდა. ამერიკელთა 22% იძულებული შეიქნა მიემართა ეკლესიისთვის, კვების ბარათების მისაღებად. უპატრონო, უსახლ-კარო ბავშვების რაოდენობამ 2.5 მილიონს მიაღწია.
ასე, რომ ქართველთა საოცნებო ამერიკაში არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.
დავუბრუნდეთ მინსკს, მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო, მსგავსს არ ექნებოდა ადგილი გასულ წელს, კიევში, შეიარაღებული გადატრიალება რომ არ მომხდარიყო. უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას რეალურად რომ შეეფასებინა შექმნილი მდგომარეობა და ქვეყანაში არსებული გამოწვევებისთვის თვალი არ აერიდებინა.
მინსკამდე პოროშენკომ ბრძანა, რომ უკრაინა ყოველთვის უნიტარული სახელმწიფო იქნება. სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინისა და ყირიმის შემდეგ, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსმა მსგავსი არ უნდა თქვას.
ის, რომ ყირიმი უკრაინას აღარ დაუბრუნდება, ფაქტია. ის, რომ დონეცკ-ლუგანსკში მცხობრებ რუსებს გული არ შეუბრუნდებათ კიევისკენ, ფაქტია. ის, რომ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები პოლონელები, უნგრელები, სხვები ავტონომიას ითხოვენ, ფაქტია. არც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს ექნებოდა ადგილი და არც ყირიმი გამოეცლებოდა ხელიდან უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილი ავტონომიის ანუ ფედერაციულობის საკითხი რომ განეხილა.
წინა კაცი, უკანის ხიდიაო - იტყვიან, ამ გაგებით თანაკურსელი სააკაშვილი და მისი „ნამოღვაწარი“ (ქვეყნის დაქცევის საქმეში) მაგალითი უნდა ყოფილიყო პოროშენკოსთვის. მაგრამ არა, მანაც ისეთივე შეცდომა დაუშვა, როგორც სააკაშვილმა. თუმცა მერე რა? ქვეყანამ დაკარგა თავისი ნაწილი, თორემ სააკაშვილს არც არაფერი დაუკარგავს, ისე, როგორც პოროშენკოს. ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა სულ მალე, მინსკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ისიც ისე მოისროლონ, როგორც იანუკოვიჩი.
სააკაშვილ-პოროშენკოს წყალობით საქართველო-უკრაინამ ბევრი რამ დაკარგა. მომავალშიც ბევრს დაკარგავს, თუკი ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება არ მიეჩვევა, რეალობიდან გამომდინარე, პრაგმატულ, ეროვნულ აზროვნებას.
მაგრამ, განა მარტო ხელისუფლებაა პრობლემა? პრობლემაა გაუკუღმართებლად მოაზროვნე საზოგადოება - ხელისუფლების პროპაგანდას აყოლილი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც რადიო „მაესტროში“ მოვისმინე გადაცემა, სადაც კითხვაზე - უნდა მიაწოდოს თუ არა აშშ-ა უკრაინას იარაღი - თითქმის ყველა რესპონდენტმა დადებითად უპასუხა. ყველა მათგანი ლანძღავდა რუსეთს და უკრაინას, საქართველოსთან აიგივებდა.
„იარაღი უნდა აუცილებლად მისცეს ამერიკამ უკრაინას, რათა უკრაინამ თავისი ტერიტორიიდან განდევნოს რუსეთის ჯარიო“ და იყო ერთი ვაი უშველებელი, რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით - „საცოდავი“ უკრაინის წინააღმდეგ. არც ერთ მათგანს თავში წამითაც არ გაუვლია, რომ შეიარაღებული უკრაინა, რომელიც თავის ქვეყანაში, თავის თავს ეომება, ახალ სისხლის გუბეებს დააყენებს. თუ გერმანიის დაზვერვის მონაცემებს ვენდობით, უკრაინის ომმა 50000 ადამიანი ჩააწვინა სამარეში.
არც ერთ რესპონდენტს არ უთქვამს, რა დროს ომია, რა დროს იარაღის მიწოდებაა - დასხდნენ და მოილაპარაკონო. ზოგი რესპონდენტი სინანულით ამბობდა - აი, ჩვენთვის რომ იარაღი მოეცათ, ტერიტორიებს არ დავკარგავდითო.
აჭარაში ომი არ ყოფილა - ასლან აბაშიძის წყალობით, მაგრამ სააკაშვილმა რომ უომოდ ჩააბარა მთელი აჭარა თურქეთს? „დაუკარგავ“ აფხაზეთს იგივეს არ დამართებოდა? ისე, კი აჭარა ბეწვზე გადაურჩა ძმათა სისხლისმღვრელ ომს, მხოლოდ და მხოლოდ ასლან აბაშიძის საზრიანი მოქმედების წყალობით და ნაცვლად იმისა, რომ ეს პიროვნება შესაბამისად მოვიხსენიოთ, ქოქოლას ვაყრით.
„მაესტროს“ ეთერმა დამაფიქრა, ცუდ ხასიათზე განმაწყო, დამარწმუნა ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილის საკუთარი ისტორიის ზედაპირულ ცოდნაში, აგრესიულობაში, ვაი-პატრიოტიზმში და რაც მთავარია უმადურობაში. ვითომ უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს მჩაგვრელი პრეზიდენტი და მისი „გუნდი“ შეიფარა, თანამდებობებზეც წამოასკუპა, საქართველოს მეგობარია?
უკრაინაში მეამბოხეების წინააღმდეგ მეომარი ქართველები საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძვიან? ამ პრინციპით ცენტრალურ აფრიკასა და ავღანეთში მყოფი ქართული სამხედრო კონტიგენტი სამშობლოს ბედნიერებისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვის - ასეთია ბოლო ორი ხელისუფლების განმარტება ბრიყვთათვის.
ამ გაგებით რუსეთში მცხოვრები ქართველი, რომელიც ფულს უგზავნის სამშობლოში დარჩენილ ოჯახს, გმირზე-გმირია, ვინაიდან მისი ღვაწლი ოჯახის, საერთო ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის გამოკვების საქმეში, ფასდაუდებელია. რუსეთში კი არა ერთი, არამედ მილიონზე მეტი ქართველი მუშაობს.
ფასდაუდებელია მასპინძელი ქვეყნის მიდგომაც ამ საკითხისადმი, რისი გათვალისწინებაც არ აწყენდათ „მაესტროს“ რესპონდენტებსა და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს.
მინსკის ხელშეკრულების სრული შესრულებისთვის უმჯობესი იქნებოდა მოლაპარაკების დარბაზში აშშ-ს სპეცწარმომადგენლის ყოფნა. მართალია, პრეზიდენტი ობამა მოლაპარაკებას არ ესწრებოდა, მაგრამ მისი აჩრდილი ზემოდან დატრიალებდა ოთხეულს, რომელთაგან სამი, აშშ-ს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, გონებაში ანგარიშს უწევდა ვაშინგტონის მოსაზრებას.
მერკელ-ოლანდის პოზიციაც ნაკლებად შეესაბამებოდა ნეიტრალურ სტატუსს. დუეტი, მინსკის შეხვედრამდე რომ პროკიევურად იყო განწყობილი, ფაქტია. მინსკში კი მის პოზიციას ხომ არაფერი შეცვლიდა? ასე, რომ, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სამი სუბიექტი და მეოთხე - ვირტუალური, აშშ-ს სახით, მოქმედებდა. აი, ის, ვირტუალური რომ ყოფილიყო მინსკში, მაშინ გაიოლდებოდა მინსკის შეთანხმების ცხოვრებაში გატარება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
15/02/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.