ჯონ მაკკეინის პიროვნება კარგა ხანს შეაწუხებს საქართველოს, როგორც ჩანს მაშინაც, როდესაც ამ ქვეყნიდან წასული ხანდაზმული სენატორის საქმეს მაკკეინის
ინსტიტუტი შეასრულებს.
სულ ახლახანს, ამ ინსტიტუტის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის საელჩოების, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მეცადინეობით ორდღიანი კონფერენცია
გაიმართა, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა მსოფლიოში არსებულ ახალ გამოწვევებთან ბრძოლით და რაც მთავარია, „აგრესული“ რუსეთის წინააღმდეგ
შეხმატკბილებული განცხადებებით. თუ რა იქნება შემდგომში, კონფერენციის მონაწილეთა „პატრიოტული“ მჯიღისცემა რამდენად გადაიზრდება საქმეში, დავინახავთ.
ოღონდ, რა მოჰყვება ამ „პატრიოტულ“ საქმეს, არც ერთი ორგანიზატორი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს, მათ შორის კონფერენციის მასპინძელი მხარეც.
მათ რა ენაღვლებათ, შორს იქნებიან, ისე, როგორც 2008 წელს. დასანუგეშებლად სასმელ წყალსა და პამპერსებს გამოგვიგზავნიან. დასავლელი ექსპერტების
მიხედვით, სააკაშვილის ავანტიურისტული გეგმის უკან პრეზიდენტობისთვის მებრძოლი მაკკეინის აჩრდილი იდგა და მიზანი ცხინვალზე შეტევისა იყო ის შეგინება
(ქართული ფილმის „რეკორდისა“ არ იყოს), რომელსაც მაკკეინისთვის ხელი უნდა ეკრა ანტირუსული პროპაგანდის გაჩაღებაში.
მაკკეინს ამერიკელი ამომრჩევლისთვის უნდა ეჩვენებინა, თუ ვინ იქნებოდა ამერიკისა და მსოფლიოს მხსნელი რუსეთთან ჭიდილში - მაკკეინი თუ ობამა? მაშინ
ცხინვალის ავანტიურამ გარკვეული ქულები შესძინა მაკკეინს, მაგრამ არა იმდენი, ობამასთვის რომ მოეგო.
თუ ზემოთთქმულს გავიაზრებთ, არის სიმართლის ნიშნები დასავლელ ექსპერტთა მაშინდელ განცხადებებში, რასაც ანგარიშის გაწევა უნდა, მაგრამ არის კი ვინმე
მსგავსის გამკეთებელი?! არც არავინ და რახან ასეა, მაკკეინის ინსტიტუტიც ჩაგვიტარებს პოლიტიკური ქცევის გაკვეთილებს და მისი თანამებრძოლი სხვა ქვეყნების
წარმომადგენლებიც, რასაც ჰქონდა ადგილი თბილისის კონფერენციაზე, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის (ლინკიავიჩუსი მყავს მხედველობაში) შემდეგი
განცხადებით: „არ არის აუცილებელი ოპოზიციის წარმომადგენლები ციხეში გამოკეტოთ, შეგიძლიათ უფრო დამაჯერებლად და ნაკლებად მტკივნეულად იმუშაოთ“.
არა, ეს განცხადება არ ყოფილა, ეს ჭკუის დარიგება იყო და იმაზე მინიშნება, რომ ნატოში შესვლა, ციხეში გამომწყვდეულ „ნაცებზეც“ გადის. მოკლედ, არ
დაელიათ მიზეზები. მინისტრის განცხადების მიხედვით, ქართველი ერი, „ნაცი“ თუ „ქოცი“, ყველა ერთად უნდა დაირაზმოს რუსეთის წინააღმდეგ
საბრძოლველად.
კონფერენციის მთავარი მიზანიც ეს იყო, რასაც შესანიშნავად აუღო ალღო ქართულმა პოლიტიკამ. მაგალითად ზოგიერთს მოვიყვან: უსუფაშვილი - „ის, რაც ხდება
საქართველოში, არ არის მხოლოდ საქართველოს ან კავკასიის პრობლემები, არამედ მთელი ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს პრობლემებია ...“;
ხიდაშელი - „საქართველოში თუ ნატომ კრახი განიცადა, ეს იქნება კრახი ბევრი მიმართულებით. თუ ნატო გამოიჩენს სიფრთხილეს რუსეთის მიმართ, ამით მას გზას
გაუხსნის ...“;
ხოშტარია - „ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, ანტიევროპულ გაზეთებს, ტელევიზიებს, აფინანსებს მათ, აკეთებს ისეთ
გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი...“.
საქართველოს „პოლიტიკოსებს“, მათ შორის პარლამენტში მყოფთ და მის გარეთ „მოღვაწეს“, ერთი აკვიატებული იდეა აქვთ - საქართველოს პრობლემა მარტო
საქართველოსი რომ არ არის და ის მსოფლიო პრობლემაა. რახანია ამის ძახილში არიან, მაგრამ ისმენს ვინმე (მსოფლიოში) მათ შეგონებას? რომ მოესმინათ, სხვა
რეაქცია იქნებოდა 2008 წელს და მის შემდეგ. ჩვენ კი ისევ გავყვირით - დარწმუნებული იმაში, რომ „დემოკრატიული“ სამყარო უდავოდ გულთან მიიტანს ჩვენს
გოდებას და? და დაგვეხმარება ფულით.
ფულია ამ „გოდების“ დედაარსი და არა სამშობლო. სხვათა შორის, ანალოგიურად გოდებს უკრაინის „ხელისუფლება“, როგორც ჩანს ჩვენგან ისწავლა - თუ
მშვიდობა გინდათ ევროპაში, ფული და იარაღი მოგვეცით რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, თორემ უჩვენოდ რუსეთი წალეკავს ევროპასო.
თუ რა დემოკრატიულია სამყარო - ევროპაზე, აზია-აფრიკელთა სალტოლვილო შეტევამაც დაამტკიცა. დიახ! ამ ევროპას და მის მასწავლებელ აშშ-ს
დემოკრატიულობას ვერ დასწამებ. დემოკრატიულობის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა ომებს, რომლებმაც ლტოლვილობა შვეს. და ეს კარგად უნდა შეიგნოს
ქართულმა პოლიტიკამ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ შავ დღეში იქნება ქვეყანა, როგორც დღეს.
დემოკრატიულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ეშმაკობა რომ ხელეწიფება დასავლეთს - ცნობილი ფაქტია. ასე, რომ ხიდაშელის ან მისი ქმრის სიტყვებზე რომ არ
„ავარდება“ და რუსეთს არ მიეჭრება, ფაქტია. მაშ, რისთვის იკლავენ თავს ხიდაშელი, ალასანია, სხვები, თუ ისედაც კარგად იციან, რომ საქართველოს პრობლემა
ვერც ევროპის და ვერც „დემოკრატიული“ სამყაროს უმთავრესს თემად ვერ გადაიქცევა?
„ცდა, ბედის მონახევრეაო“ - ფიქრობენ ისინი და ამ ფიქრთან ერთად უმტკიცებენ დასავლეთს უკიდეგანო ერთგულებას, იმედით, რომ მუდამ იყვნენ
ხელისუფლებაში. მაგრამ დასავლეთი ბრძენია. ეს, რომ ასე არ იყოს, წარმოიდგინეთ რა თავსატეხთან ექნებოდათ საქმე საქართველოს ნატოში ყოფნით?
ხიდაშელი, რომელიც - ნატოში შემიშვითო - ისეა აწყვეტილი, ვერც აქ აკავებენ და ვერც იქ. იქ რომ ვიყოთ, ხომ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენისთვის რუსეთზე გალაშქრებას?! იცის ნატომ რა „გოგო-ბიჭებთან“ აქვს საქმე და საფუძვლიანად გვიჭიანურებს გაწევრებას.
მავანი შემედავება - მერე რა არის ცუდი იმაში, თუ ნატო ჩვენთვის რუსეთს დაეჭიდებაო. არც არაფერი, მაგრამ ჩვენ რომ აღარ ვიქნებით?!
განსაკუთრებით შლეგური იყო ხოშტარიას ნაბოდვარი - საქართველოში რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან დაკავშირებით. არადა მისასალმებელი იქნებოდა მსგავსი
რამ, ვინაიდან ცალმხრივ დასავლურ პროპაგანდას რომ საწინააღმდეგო ქმედება ახლდეს, საზოგადოებას არჩევნის შანსი ექნებოდა. დღეს, ამას ადგილი არ აქვს.
ხოშტარიას და მისი „ნაცი“ და-ძმების სურვილია მომავალშიც ასე იყოს - „რუსთავი-2“-ზე მიჩერებული საქართველოს სახით.
რაც შეეხება ეკონომიკას და თითქოს მთავრობის მტკიცებას, რომ საქართველოსთვის ერთადერთი ხსნა რუსეთის ბაზარია. მადლობის მეტს არაფერს ვიტყოდი
ხელისუფლების მიმართ, მსგავსი რომ მომესმინა. რამდენად ბრიყვი უნდა იყოს პოლიტიკოსი, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში უარი თქვას უკიდეგანო რუსულ
ბაზარზე და სხვას დაუწყოს ძებნა გადაკარგულში.
25 წლის განმავლობაში შორსმხედველი საქართველო სხვასთან ამყარებს ვითომ კავშირებს და არა მეზობლებთან. შედეგი? გაღატაკებული მოსახლეობა, სოფლის
მეურნეობისა და მრეწველობის განადგურება, ფისკალური კრიზისი, ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ. დამოუკიდებლობის ჟამს, ქართული პოლიტიკის წყალობით,
საქართველოში სამი სამხედრო ბაზა გაჩნდა - 2 რუსული, ერთი ნატოური.
საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ისეთივე ვირტუალურია, როგორც საბჭოეთის წლებში. დამოუკიდებლობის ჟამს ქართული პოლიტიკა, ყოველთვის
შორს მომზირალი იყო და არის. არადა ამ პატარა ქვეყნის დასაპურებლად სულაც არ არის საჭირო შორს ყურება - მეზობლებით და მეზობლის - მეზობლებით
მოგვარდება ეს საქმე.
თბილისში ჩატარებულ „ამბასადორიალზე“ ტრადიციულად დაისვა საკითხი - საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მიერ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან
დაკავშირებით. სააკაშვილის ზეობის დროს გამუდმებით იყო ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა უშედეგოდ. უშედეგოდ იმიტომ, რომ ვითომ დიპლომატებს და კიდევ უფრო
ვითომ ეკონომიკის საქმეში გათვითცნობიერებულებს, ძნელია მოსთხოვო ის, რაც მან არ იცის.
გარდა ამისა, როგორ უნდა დაიყოლიოს მადაგასკარზე (პირობით) საქართველოს ელჩმა, მადაგასკარელი ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციების ჩადებაში?
უპირველესად, მას უნდა შეასწავლოს რა არის საქართველო, რაც არცთუ იოლია და მეორეც, რომ გაიგებს, ვეჭვობ მოუნდეს ინვესტიციის ჩადება უაღრესად პატარა
ზომისა და მოსახლეობით მწირ ქვეყანაში.
დავუშვათ, გავაჩაღეთ ვაჭრობა, მაგალითად ბრაზილიასთან. საინტერესოა, რამდენად გაიყიდება იქაური საქონელი აქ და აქაური - იქ (თუ ასეთი გამოჩნდა),
ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით. არის საქართველო ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ქონა ლათინური ამერიკის და
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან? - ეჭვი მეპარება.
არადა ხელისუფლება ავალდებულებს საქართველოს ელჩებს, შეასრულონ მისი ბრძანება. დავუშვათ, შეასრულეს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებიც გახურდა, მაგრამ
მოულოდნელად, ვიღაცის ბრძანებით (დასავლეთის) აიკრძალა, რა დღეში ჩავარდება ელჩი? მსგავსს ჰქონდა ადგილი ირანთან ურთიერთობისას. ირანის მხარისა და
საქართველოს ელჩის ჯანჯღავას აქტიურობის შედეგად, ისეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ბიზნესის და ტურიზმის დარგში - თქვენი მოწონებული, მაგრამ
მოვიდნენ „ქოცები“ და დაწყებული საქმე ნულის დონეზე დაიყვანეს. ასეთის შემხედვარე, ვინმე გააკეთებს საქმეს?
საქართველოს სატრიალო არეალი მეზობლებშია და არა ცხრამთასა და ზღვას იქით მყოფებში. საქართველოს მთავრობა ელჩებს ინვესტიციების მოზიდვას
ავალდებულებს, მაგრამ უგულებელყოფს მეზობელი ირანის მიერ შემოთავაზებულ 3 მილიარდის ინვესტიციას (სხვადასხვა დარგში). რაშია საქმე? ირანული ინვესტიცია
არ შეიძლება და ავსტრალიური ან ისრაელის შეიძლება?!
ქართული პოლიტიკის ოცნებაა ამერიკული და ევროკავშირული ინვესტიციები, მაგრამ ისინი რომ შორს იჭერენ ამ საქმისგან, თავს არიდებენ და არც შენ გრთავენ
ნებას იქონიო რუსეთთან, ირანთან, სხვებთან კავშირები?! სად არის ნანატრი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, დემოკრატია - ესოდენ ხმამაღლა ნათქვამი
„თბილისი რუმში“? აი, ეს კითხვა უნდა დასვან ხოშტარიამ, ხიდაშელმა, სხვებმა, ვიდრე საქვეყნო საქმეებზე იმსჯელებენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
11/09/2015
1.„ისლამური სახელმწიფო“ და მისგან გამომდინარე პრობლემები
2.ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა
3.ირანის ისლამური რევოლუციის დღე
4.ირანის არჩევნები და საქართველოს პოლიტიკა
5.ივანიშვილი - ქვეყნის პატრონი?
1.დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებული სამინისტრო?
2.„დემოკრატიის შუქურა“ საქართველო
3.დარჩება თუ არა საქართველო უფუნქციოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში
4.დღევანდელობა და სტალინი
5.დასავლეთი თუ რუსეთი?
1.სენატორ კენედის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
2.საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას
3.სტალინი - ურჩხულის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი
4.სექსი და ქვეყანა
5.სათამაშოდ ქცეული სიტყვა „დემოკრატია“
6.საპარლამენტო ციბ-ცხელება
7.სურვილი ერთია, რეალობა სხვა
8.სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი და საერთაშორისო ვითარება
1.რუსული „პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა
2.რატომ იხსენებენ სტალინს და საბჭოთა კავშირს?
3.რუსეთთან მტრობა თუ მეგობრობა?!
4.რას ნიშნავს ე.წ. რუსული პროპაგანდა?
1.ამიერკავკასია „დიდთა“ ჭიდილში
2.ამბავი უსაქმური კაცისა, ტესტიკულისა და მახათისა
3.„აფხაზეთობა“ აფხაზეთის გარეშე
4.ადგილის დამკვიდრება ახლო აღმოსავლეთში?
5.აჟიოტაჟი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ
1.„ისლამური სახელმწიფო“ - მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა
2.„იალტა-45“-დან დღემდე
3.იმუშავებს „მინსკი-2“-ის შეთანხმება?
4.„ისლამური სახალიფო“ - ფსიქოპატთა თავშეყრის ადგილი თუ ...
5.იემენი - ახალი დაპირისპირების კერა
6.ირან-„ექვსეული“-ს მოლაპარაკებები დასრულდა
7.ირანი - საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
8.იცვლება ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში?
9.იზრდება ირანის როლი რეგიონში
1.უკრაინის მოვლენებებიდან, პარიზის ტერაქტამდე - საით მიყავს მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს?
2.უმძიმესი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
3.უაზროდ მკბენარი ბზიკის საქმე თუ ქართული ფუტკრის ფუსფუსი - არჩევანი ჩვენზეა
1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“
1.შერიგება თუ დაპირისპირება? - ბინძური პოლიტიკური თამაში გრძელდება
2.შეცდომის სხვაზე გადაბრალების ტაქტიკა
3.შური თუ უმადურობა?
4.შემოვიდა და შემოგვიტანა …
1.მოვა თუ არა მსოფლიო გონს?
2.მიუნხენის კონფერენციის ფარისიველური სულისკვეთება
3.მეგრული ენა და საქართველო
4.მთავარია - „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდე“
5.მსოფლიოს ახალი ისტორია
6.მსოფლიოს მოლოდინი „დიდთა“ შეხვედრისგან
1.რა ხდებოდა ევროსაბჭოში?
2.რას მოუტანს რეგიონს რუსეთ-თურქეთის შეთანხმება?
3.რუსეთ-სამხრეთ-ოსეთის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსაზრება
4.რიგის სამიტი
5.როდის გამოფხიზლდება საზოგადოება?
6.რუსულ-თურქული მტრობა
1.ერთი წელი კიევის „მაიდნიდან“
2.EBRD-ს კონფერენცია და NDI-ს „დემოკრატიული“ კვლევები
3.ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?
4.ე.წ. დემოკრატიის ორმაგი თამაში
1.ფიქრები ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით
2.ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი
3.ფუჭი ლაპარაკი - ფედერაცია-კონფედერაციაზე
1.„დიდთა“ ჭიდილში, „სუსტი“ იჭყლიტება
2.დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა
3.დაიცავს თუ არა საქართველოს ხიდაშელის „რაკეტები“?
1.გაჭიანურებული პროცესი
2."გადაგდებული" საქართველო
3.ბავარიული „დიდი შვიდეულის“ სამიტი
4.გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეა
5.გაეროს მოხსენებიდან გამომდინარე ფიქრები
6.განვლილი წლის „ანგარიში“
1.პატარა ქვეყნის დიდი ჭკუა
2.პირველმაისობა
3.პროექტიდან რეალობამდე
4.პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გადარჩენს ქვეყანას
5.პარალელები რუმინეთსა და საქართველოს შორის
1.ლოზანადან საქართველომდე
2.ლუკაშენკოს ვიზიტი
3.ლტოლვილობა ევროპაში
4.ლარის გაუფასურება და ხელისუფლების უსუსურობა
1.კრიზისის მიზეზი - უმეცრება
2.კოქტეილი - “Made in USA”
3.კონფერენცია თუ პოლიტიკური ქცევის გაკვეთილები
4.კახელი მევენახეები და გაუთავებელი გადაბრალებები
1.ანტირუსულად "დაპრესილი" ქართული ტვინი
2.აჟიოტაჟი პრზიდენტის სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.ახლო აღმოსავლეთი და „ისლამის სახალიფოს“ პოლიტიკა
1.საზოგადოების გამოსათაყვანებელი ახალი აბი
2.სწორი დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან
3.სამხედრო ძალთა ბალანსი - მშვიდობის გარანტი
4.საბჭოეთის დაშლით გამოწვეული თავისტკივილი
5.სანაქებო დასავლური დემოკრატია?!
6.სააკაშვილის საამური ცხოვრების გახსენება
7.სავიზო რეჟიმი, ირანი და თერძი დიპლომატიაში
8.სოხუმის დაცემიდან კიდევ ერთი წელი გავიდა
9.სერიოზული ისლამისტური გამოწვევა - ჯიჰადის სახით
10.საქართველოს მთავრობის შეთავაზება აფხაზეთს
11.საქართველოს მთავარი პრობლემა მოსმენებია?
12.საით მივყავართ ამერიკელთა მიერ გაწვრთნილ ქართველობას?
1.რა დაკარგა ჩინეთმა კომუნისტური სისტემის შენარჩუნებით?
2.რა კავშირი აქვს სპორტთან პოლიტიკას?
3.რა არის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური საქციელი?
4.რას მოუტანს მსოფლიოს "დიდთა" ჭიდილი?
5.რა გამოავლინა უკრაინის კრიზისმა?
6.როდესაც გამკითხავი არავინაა, ყველაფერია შესაძლებელი
7.რკინიგზის აღდგენის აჟიოტაჟი
8.რატომაა ხალხის აქტიურობა არჩევნებზე, დაბალი?
9.რა მოგვცა ნატოს სამიტმა?
10.რამ უბიძგა აფხაზეთს ხელშეკრულებისკენ?
11.რატიფიცირებული საქართველო
1.მსოფლიო „ჟენევა-2“-ის მოლოდინში
2.მსოფლიო გადანაწილების ახალი ფაზა
3.მსოფლიო იმკის აშშ-ს დიპლომატიის შეცდომებს
4.მოლდოვური გაკვეთილები
5.მსოფლიო პოლიტიკა - აბსურდის თეატრი
6.მესამე ძალის მოლოდინში
1."უსტანდარტო" საქართველო
2.უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ
3."უპასუხისმგებლო" პრეზიდენტი პუტინი
4.უკრაინის მოვლენების ირგვლივ
1.ვის და რატომ უგორებს კოჭს ევროკავშირი?
2.ვითარება სამხრეთ-კავკასიაში
3.ვანდალიზმი ხარკოვში
3.ვჭრათ და ვკეროთ კონსტიტუცია?
1.ირან-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო პერსპექტივები
2.იანუკოვიჩის პრეზიდენტობას წერტილი დაესვა
3.იზრდება ირანის როლი რეგიონში
4.„ისლამური სახალიფო“ - ანგარიშგასაწევი ძალა
5.„ირანის ფაქტორი“ და თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა
1.დაუნდობელი ბრძოლა გავლენის სფეროების გაფართოებისთვის
2.დაშინებით, შიშით საზოგადოების დამორჩილება
3.დასაწყისი - 9 აპრილი იყო
4.დაილოცოს ქართული სუფრა!
5.დავამარცხეთ ფაშიზმი?
6.დააჩოქებს რუსეთს სანქციები?
7.დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბრძოლა გრძელდება
8.დასჯიან თუ არა სააკაშვილს?
9.დავაჭყიტეთ თვალები, მაგრამ . . .
10.დასავლური „წამლებით“ გაბრუებული უკრაინა
1.გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემები
2.გულახდილი „აღიარება“
3."გავბედნიერდით"?!
4.გვიშველის ასოცირება?
5.გაბუტვას სიკეთე არასდროს მოუტანია
1.კარიბის კრიზისიდან - უკრაინის კრიზისამდე
2.კინკლავი პრეზიდენტისა და მისი სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.კაცობრიობის საშიში სენი - ტერორიზმი!
1.ფიქრები შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით
2.ფიქრები ობამას განცხადებასთან დაკავშირებით
3.ფალსიფიცირებული, ტენდენციური ინფორმაციით გაჟღენთილი მედია
1.ბალანსი დაცულია - ჩვენ იქ, ისინი აქ
2.ბარაკ ობამას სამხედრო აკადემია "ვესტ-პოინტ"-ში გამოთქმული მოსაზრებები
3.ბრძოლა პირველობის შენარჩუნებისთვის გრძელდება
3.ბერლინის კედლის დანგრევის კვირეული
1."თვითგამორკვევა" ლაღად დააბიჯებს მსოფლიოში
2.თავყრილობა გაეროში
3.15 ნოემბერი - ხელისუფლებისა და ხალხის გამოცდის დღე
1.ახლო აღმოსავლეთი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში
2.ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე
3.აუსრულებელი ოცნება
4.ამ აზროვნებით აპირებთ ქვეყნის შენებას?!
5.აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა
6.არის თუ არა მოსკოვის სამიტის ჩაშლა - საღი გადაწყვეტილება?
7.არათანაბარი "ჩეინჯი"
8.ახლო აღმოსავლეთი კვლავ ბობოქრობს
9.ამერიკის ფიცი - ძნელი დასაჯერებელია
10.ახლო აღმოსავლეთი - მუდმივი დაძაბულობის კერა
11.აშშ-ს ახალ თამაშში ირანის ჩართვის პერსპექტივები
12.ახლო აღმოსავლეთი - მშფოთვარე რეგიონი
13.არჩევანის წინაშე მყოფი უკრაინა
1.ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის
2.ბრიუსელის პოლიტიკური ჭადრაკი გრძელდება
1.Грузия сделает все, чего хотят США
2."გამარჯვებულმა" თბილისმა აჭარის "დაბრუნება" აღნიშნა
3.გაჯიქებული ჩრდილო კორეა
4."გადატვირთვა" ამერიკულად
5.გიხაროდენ
6.გაეროს ასამბლეა და მისი შედეგები
7.გზა საქართველოს ხსნისა - რუსული ბაზარია
1.დიცი და გაშიშვლებული ქართული პოლიტიკა
2.დასავლური ორმაგი სტანდარტი, რადიკალური ისლამის აღორძინების ფონზე
3.დაზიანდება თუ არა საქართველოს იმიჯი?
4."დემოკრატია" ქართულად
1.ესეც თქვენი "დემოკრატია"!
2.ელჩების დანიშვნა-არდანიშვნით გამოწვეული კინკლავი
3.ერთწლიანი საოცნებო მმართველობა
4."ექვსეულ-ირანის" ჟენევის შეთანხმება შედგა
5.ვროკავშირის დაპირება მეტადრე დაპირებაა, ვიდრე საქმე
1.იქნებ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ქვეყნის დეგრადაციაში?
2.ივანიშვილი და სტრასბურგი
3.ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა
4.ისტორიული ძეგლები "შველას" ითხოვენ
1."მე პედერასტი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ"
2.მსოფლიო და საქართველო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა
3.მთავარი მეოცნების პოლიტიკური სცენიდან წასვლის სავარაუდო მიზეზები
4.მორიგი შეხვედრიდან გამოტანილი დასკვნები
5.მოხერხებული სააკაშვილის ბოლო ფართხალი
1.Османская противоракетная империя
2.ორ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი სიტყვიერი ბრძოლა
3.ობამასაც უნდა თავისი ომი
4.ორი საკითხის ირგვლივ ატეხილი ყაყანი
5.ომს, დიპლომატია სჯობს!
1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?
1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია
1.გამოიყენებს აშშ-ი დიდი სიზუსტის სუპერბომბს ირანის წინააღმდეგ?
2.გზა დემოკრატიისკენ სამართლიანობაზე გადის