განვლილმა დღეებმა არცთუ სასიამოვნო ორი ამბავი მოგვიტანა. მართალია, ორივე ხვალ არ ასრულდება, მაგრამ თადარიგის დაჭერა დღეიდან უნდა
განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავსაც დავკარგავთ და ქვეყანასაც, სამშობლო რომ ჰქვია.
ორივე ამბავს ჩვენზე, რიგითებზე გავლენა უნდა მოეხდინა, მაგრამ რახან მთავრობამ და მის ირგვლივ შემოკრებილმა ხალხმა, ისევე როგორც მედიამ, ყურადღება არ
მიაქცია, ჩვენც არხეინად, ტვინის ზედაპირზე გავატარეთ და განვაგრძეთ ცხოვრება. ყოველდღიური პრობლემებით დატვირთულებს, სხვაზე, მე ვიტყოდი გაცილებით
სერიოზულზე ფიქრისთვის დრო აღარ გვრჩება. არადა ორივე მათგანი გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები, უგულავას დაჭერა, ასოცირებული წევრობა
და ა.შ.
მაინც რა საკითხებთან გვაქვს საქმე, ესოდენ ყურადღებას რომ მოითხოვს, როგორც ხელისუფლებისგან, ისე ნებისმიერი ჩვენგანისგან?
პირველი - ტერორიზმი და აქედან გამომდინარე მოვლენებია, მეორე - საქართველოს კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა.
პირველთან დაკავშირებით, მიმდინარე თვის დასაწყისში ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერაყში მოქმედი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“,
რომელიც ემუქრება ერაყის მთლიანობას და მის ტერიტორიაზე მინიმუმ სამი - ქურთისტანის, სუნიტებისა და შიიტების სახელმწიფოს შექმნას გეგმავს, მზად არის
გააფართოვოს საკუთარი გავლენის არეალი ჩინეთიდან დაწყებული - ესპანეთის ჩათვლით, და ჩრდილოეთიდან, ყაზახეთით დაწყებული ეკვატორიული აფრიკის
სახელმწიფოების საზღვრებამდე.
უზარმაზარი, უკიდეგანო სახელმწიფოს შექმნას ჯიჰადისტები მომავალი ხუთი წლის განმავლობაში აპირებენ. და თუ ერაყის ტერიტორიის საკმაო ნაწილის, დროის
მცირე მონაკვეთში, დაპყრობით თუ ვიმსჯელებთ - გაფართოების გლობალური გეგმა არცთუ უსაფუძვლოდ მოგვეჩვენება.
მაინც რომელ ტერიტორიებს დაადგეს თვალი ჯიჰადისტებმა? - ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ინდოეთის, ავღანეთის, პაკისტანის, ცენტრალური აზიის
ქვეყნების, ესპანეთის, კავკასიის, ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოების.
გასულ კვირას ბოევიკებმა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს ნაცვლად - ისლამის ხალიფატის სახელწოდებით - სახელმწიფო გამოაცხადეს და ლიდერად
აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი დაასახელეს. ახლად გამომცხვარმა ხალიფმა მოითხოვა მთელი მსოფლიოს მუსლიმანებისგან ფიცი - ერთგულებისა და დახმარებისა ახალი
სახელმწიფოს მშენებლობისთვის.
არსებული ცნობების მიხედვით, ამ „სახელმწიფოს“ წევრები აქტიურად ითრევენ თავის რიგებში ყაზახებს. ახალი ხალიფატი გამოირჩევა მაღალი ორგანიზებულობით და
ბრძოლის უნარიანობით, რამაც მას მისცა საშუალება, დროის მცირე მონაკვეთში, დაეპყრო სირიის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ერაყის ჩრდილო-დასავლეთი,
მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და სიკვდილით დასჯილი დიქტატორის ჰუსეინის მშობლიური ქალაქი ტიკრიტი.
მედიის მიხედვით, მოსულიდან თითქმის ნახევარი მილიონი იქ მცხოვრები გაიქცა - ქალაქში ბოევიკებმა ხელთ ჩაიგდეს ბანკების აქტივები - 429 მილიონი დოლარი.
ბოევიკები მიღწეულით არ კმაყოფილდებიან და ბაღდადზე შეტევისთვის ემზადებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ახალი ხალიფატი არა მარტო შეძლებს ახლო
აღმოსავლეთის რუკის გადაკეთებას, არამედ სრულიად ახალი, ჯერაც უცხო მორალურ-პოლიტიკური, განსაკუთრებით რელიგიური სულისკვეთების შეტანას ახლო
აღმოსავლეთსა და მთელს მსოფლიოში.
ახალი „სახელმწიფოს“ მისწრაფებებმა დააფიქრეს აშშ-ს ადმინისტრაცია, თუმცა ერაყის მთავრობის დახმარებისთვის მას ჯერ-ჯერობით პრაქტიკული ქმედებისკენ ფეხი
ვერ გადაადგმევინეს. რით არის ეს გამოწვეული? უპირველესად იმით, რომ ვაშინგტონს არ სურს კონფლიქტში ჩართვა. იმ კონფლიქტში, რომელიც თვითონ
წამოიწყო, მილიონობით დოლარი დახარჯა, მასთან ერთად ხუთი ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შესწირა.
დიდი-დიდი, რასაც ვაშინგტონი იღებს ერაყის მთავრობის დასახმარებლად - 300 სამხედრო სპეციალისტია, რომლებიც უკვე იმყოფებიან ბაღდადში. დახმარების
მთხოვნელ ნური ალ-მალიქის, ვაშინგტონი ფართომასშტაბიანი სამხედრო ჩარევით ვერ დაეხმარება, ვინაიდან საკუთარი მოსახლეობის მრისხანებას დაიმსახურებს,
რომელიც ერაყის ომის დროს დაბეჯითებით ითხოვდა ჯარის შინ დაბრუნებას.
მაგრამ მარტო ამიტომ იკავებს თავს ვაშინგტონი აქტიური სამხედრო ჩარევისგან? ალბათ, არა.
ახალი ხალიფატი უცბათ არ გაჩენილა. მისი ბოევიკები, რახანია სირიაში იბრძვიან, ცხადია ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ მორალურ, ფინანსურ,
საინფორმაციო და სამხედრო დახმარებას აშშ-ი უწევდა, აგრეთვე სპარსეთის ყურის ნავთობით და ფულით მდიდარი საამიროები, საუდის არაბეთი. ეს ქვეყნები,
დასავლეთთან ერთად, ანტიასადურ კოალიციას ქმნიან და ძალას არ იშურებენ მის დასამხობად. იარაღითა და ფულით მომარაგების გარდა „ხალიფატის“ ბოევიკები,
მორალურ დახმარებასაც იღებენ დასავლეთიდან.
ყოველივე აღნიშნულის წყალობით სირიაში გავარჯიშებულმა ბოევიკებმა გეზი ერაყისკენ აიღეს - თანაც წარმატებით. ვაშინგტონი გმობს ხალიფატის მოქმედებას,
მაგრამ რამდენად გულახდილად, საკითხავია. ხალიფატის სამხედრო ძალას თუ სირიაში უწევდა დახმარებას ვაშინგტონი, ერაყში რატომ ეწინააღმდეგება? და
რამდენადაა ეს წინააღმდეგობა სიმართლის მატარებელი?
სირია-ერაყში მებრძოლი სუნიტი ბოევიკები ერთი და იგივენი არიან, მაგრამ ასადის სირია - ამერიკისთვის მიუღებელია. რაც შეეხება ბაღდადს, არც მისი
ხელისუფლება მოსწონს ვაშინგტონს. ნური ალ-მალიქის მთავრობამ მჭიდრო კონტაქტები დაამყარა შიიტურ ირანთან.
აშშ-ს პოლიტიკა, ერთი შეხედვით, პრიმიტიულია. მაგრამ იქნებ სულაც არ არის პრიმიტიული? იქნებ ზომაზე მეტად ჩახლართულია? როგორც ჩანს ეს ასეა.
ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს არა მარტო ერაყის დაყოფა, არამედ სხვა სისტემის შექმნა ახლო აღმოსავლეთში, რისთვისაც ტერორისტებთან ურთიერთობასაც არ
გამორიცხავს. ერაყში ვიზიტის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ ერაყის პრემიერ-მინისტრ ალ-მალიქის ურჩია, კოალიციური მთავრობის შექმნა და მასში
სუნიტებისა და ქურთების შეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღდადი ამერიკისგან სერიოზულ დახმარებას ვერ მიიღებს.
მაგრამ უშველის ალ-მალიქის კოალიციური მთავრობა? იქნებ კოალიცია ამერიკელთა ახალი ფანდია, ერაყის დაშლის გზაზე?
ის, რომ დაშლილი ერაყი აწყობს ვაშინგტონს - ფაქტია. სუნიტებად, შიიტებად და ქურთებად დაშლილი ერაყი კარგა ხანს მოუნდება შიდა ვნებათა ღელვის
გამკლავებას. ამასობაში ვაშინგტონი მიხედავს თავს და ერაყში ნავთობის მოპოვების საქმეს. ტკბილი ტორტის ნაჭერზე პრეტენზიას სხვებიც აცხადებენ, მაგრამ
ვაშინგტონი სხვაა.
ახლო აღმოსავლეთის გადანაწილების საქმეში ახალ ხალიფატს მთავარი, თუ არა მნიშვნელოვანი ადგილი ეკავება. მისი მოქმედება დღეს წყალს ასხამს ვაშინგტონის
წისქვილს, მაგრამ ხვალ დიდ თავსატკივარს შეუქმნის მას.
ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მეტ-ნაკლები ხელსაყრელი პირობებია შექმნილი სახალიფოს დასაყრდენად. მარტო ის რად ღირს,
საქართველოში მცხოვრები რადიკალი ისლამისტები სირიაში რომ იბრძვიან ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ? ზოგი მათგანი გამორჩეული ბოევიკია და
მოჯახედთა რიგებში პატივისცემითა და გავლენით სარგებლობს.
საქართველოს ყოფილი ხელისუფლების როლი ბოევიკთა წვრთნისა და ტრანსპორტირების საქმეში მნიშვნელოვანი იყო. ამერიკელი მკვლევარი ჯატრასი თავის წიგნში
დაწვრილებით აღწერდა ხელისუფლება-ბოევიკთა კონტაქტებზე. ის ასახელებდა შსს ყოფილ მაღალჩინოსან ლორთქიფანიძეს, რომელიც სხვებთან ერთად წარმართავდა ამ
საქმეს. ჯატრასი წერდა თბილისში გამართულ ფარულ ისლამურ თავყრილობებზე, რომლებშიც „ალ-ქაიდას“ წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.
რადიკალურ ისლამთან ნაციონალების კავშირზე ქართულ მედიაშიც გაიელვა, მაგრამ გაიელვა და გაქრა. არადა ეს ისეთი თემაა, სერიოზულ დაფიქრებას რომ
საჭიროებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება, უდავოდ არასათანადო ყურადღებას აქცევს რადიკალური ისლამის საკითხებს. არადა მეზობელ
აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ისინი სერიოზული გავლენით სარგებლობენ.
არც ქართული დიპლომატიაა სათანადო დონეზე, რათა ისლამური პრობლემები გაითავისოს, შეისწავლოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. დასავლეთს აყოლილი
ქართული დიპლომატია - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დანამატადაა ქცეული და მისი დირექტივების შესრულების გარდა, სხვა საკითხებით თავს არ იწუხებს.
საქართველოს ახლო აღმოსავლეთის ცეცხლოვანი კერიდან სულ ახლო გეოგრაფიულ ვითარებაში უწევს არსებობა.
აშშ-ზე აყოლის შედეგად საქართველოს დიპლომატიამ ზურგი შეაქცია ირანს და ისეთი აუტანელი პირობები შეუქმნა 80-მილიონიან სახელმწიფოს, ავ თვალს არ
ენახება. საქართველომ ცალმხრივად გააუქმა ირანთან დადებული უვიზო მიმოსვლა მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ და უპრობლემოდ მოგზაურობენ ირანში;
აღკვეთა ირანელთა (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა) მიერ საქართველოს ბანკებით სარგებლობის უფლება, შეაფერხა ბიზნეს-ურთიერთობები და ა.შ. არადა ირანი,
რომელიც განუხრელად იბრძვის რადიკალური ისლამის წინააღმდეგ, საქართველოს მყარი პარტნიორი იქნებოდა ამ საქმეში.
არანაკლები პარტნიორობის გაწევა შეეძლო რუსეთსაც, რომელიც რახანია იბრძვის ისლამური რადიკალიზმის წინააღმდეგ. მკითხველს ახსოვს ელცინის ხელისუფლების
დროს, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანა. მაშინ რუსეთი მოატყუა სააკაშვილის ხელისუფლებამ, დაპირდა რა მას
საქართველოში ანტიტერორისტული, ერთობლივი ბაზის შექმნა. დაპირება არ შესრულდა. მაგრამ, რომ შესრულებულიყო, იქნებ ბარიერი ყოფილიყო საომარი
ისტერიკის ესკალაციისა და ომის გაჩაღების წინააღმდეგ? მაგრამ...
ამერიკელთა წაქეზებით, სააკაშვილი ისე იყო გათავხედებული, რომ მას ვერაფერი შეაჩერებდა. სახალიფოს შორსმიმავალი გეგმების საწინააღმდეგოდ თუ ვინმე გაუწევს
საქართველოს მხარდაჭერას - მეზობელი რუსეთია. რაც შეეხება „სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებულ აშშ-ს, მას ნაკლებად აინტერესებს სხვა სახელმწიფოთა ვარამი,
ერთიანობა და მთლიანობა. სადაც ის ჩაერია და ის ერევა ყველგან, უმძიმესი ვითარება შეიქმნა. რომელი ერთი ჩამოვთვალო - ლიბია, იუგოსლავია, ავღანეთი,
ერაყი, საქართველო, უკრაინა, ...
საქართველო რა შუაშიაო, იტყვის მავანი - პირდაპირ, ბატონებო. არ ყოფილიყო ამერიკელთა წაქეზებით ნატო, ნატოს ძახილი, ცხინვალის ომი და არ იქნებოდა
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ნატოს საქართველოში შემოსვლის შიშით შექმნა რუსეთმა სამხედრო ბაზები ოკუპირებულ
ტერიტორიებზე. სინამდვილეს თვალის გასწორება უნდა და არა არიდება, დაშვებულ შეცდომებს - აღიარება, ხოლო შემდეგ - გამოსწორება.
მომავალ საფრთხეებთან გამკლავებას (თან ეს საფრთხეები მეტად ახლოა) ამერიკელთა მხარდაჭერით ვერ შევძლებთ, ვინაიდან ასეთი მხარდაჭერის იმედი სხვა
განზომილებით მაფიქრალი ამერიკისგან შეუძლებელია. რუსული გამოთქმისა არ იყოს - „ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა“ - პატარა საქართველო დიდ გეოპოლიტიკურ
ჭიდილში, ნაფოტია. რა გასაკვირია, საქართველოს ნაფოტობა, როდესაც 45 მილიონიანი უკრაინაც კი აშშ-ის ხელში, ნაფოტია. ვიღაცამ მოსწრებულად თქვა -
ამერიკა ბოლო უკრაინელამდე იომებს რუსეთთანო.
და რახან ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასაც შევეხეთ, თვალი შევავლოთ მეორე „სასიხარულო“ ამბავს. აშშ-ს კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა მსოფლიო
დემოგრაფიული მონაცემები, რომლის მიხედვით, დედამიწაზე შეინიშნება მოსახლეობის სწრაფი ზრდა. მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 7
მილიარდს. მზარდი ქვეყნების რიცხვში ჩინეთი და ინდოეთია. ამ ქვეყნებში მოსახლეობა მილიარდნახევარს აჭარბებს. ისინი შესაბამისად პირველ-მეორე ადგილებს
იყოფენ.
რაც შეეხება მესამე ადგილს, მას ნიგერია დაისაკუთრებს. ამ ქვეყანაში „ბეიბი-ბუმია“ მოსალოდნელი. მეზობელ რუსეთში, სადაც სადღეისოდ 140 მილიონი ადამიანი
ცხოვრობს, მოსალოდნელია კლება, მაგრამ არა ისეთი, რასაც ადრე წერდნენ. 132 მილიონამდე შემცირდება რუსეთის მოსახლეობა და ამ ციფრზე დარჩება მეტნაკლები
კლება-მატებით.
მძიმე მომავალს წინასწარმეტყველებს ამერიკული კვლევა ბულგარეთს, საქართველოს მოსახლეობაზე სამჯერ დიდ ქვეყანას. გაუსაძლისი სოციალური პირობები აიძულებს
ბულგარელებს სხვა ქვეყნებში გადასახლდნენ და მასპინძელ ერებში აითქვიფონ. ბულგარელებს მომაკვდავ ერებში მოიხსენიებენ, ისე, როგორც საქართველოს.
მოხსენებაში აღნიშნულია იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს ვითარების გამოსასწორებლად. მაგრამ უშველის კოსმეტიკური ქმედება მძიმე
დემოგრაფიულ ვითარებას? ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელმოწერის სიკეთეებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას
უკავშირებს. არადა, თუ ეს სრული სიგრძე-სიგანით ამოქმედდა, საქართველოს სამმილიონიანი მოსახლეობის დამკავებელი აღარავინ იქნება. შიმშილიდან თავის
დახსნისთვის ყველა ევროკავშირის ქვეყნებს მიაწყდება, ქვეყანა კი დარჩება ხანდაზმული ასაკის ადამიანებისა და კიდევ იმათ ხარჯზე, ვინც სხვა ქვეყნებიდან
ჩამოვა.
2050 წლისთვის მძიმე დემოგრაფიული სურათი შეიქმნება, თუმცა რაღა 2050 წლისთვის, ეს სურათი უკვე შექმნილია, რის შესახებაც დაბეჯითებით გვახსენებს
პროფესორი ანზორ თოთაძე, მაგრამ მერე რა? ის, ცოტა რამ, რაც გაკეთდა და კეთდება ერს ვერ გადაარჩენს. რადიკალური ზომებისთვის კი ცოდნა-გამოცდილება
და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა საჭირო - ესოდენ დიდი დეფიციტი ხელისუფლებაში.
ამ ორ „სასიხარულო“ ამბავს ხელისუფლება ჩიტის მოტანილად ჩათვლის და თავის „მოღვაწეობას“ გააგრძელებს, ანუ იმაზე ფიქრსა და ჭმუნვას მნიშვნელოვან
დოკუმენტზე ვინ უნდა მოაწეროს ხელი - პრემიერმა თუ პრეზიდენტმა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
07/07/2014
1.„ისლამური სახელმწიფო“ და მისგან გამომდინარე პრობლემები
2.ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა
3.ირანის ისლამური რევოლუციის დღე
4.ირანის არჩევნები და საქართველოს პოლიტიკა
5.ივანიშვილი - ქვეყნის პატრონი?
1.დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებული სამინისტრო?
2.„დემოკრატიის შუქურა“ საქართველო
3.დარჩება თუ არა საქართველო უფუნქციოდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში
4.დღევანდელობა და სტალინი
5.დასავლეთი თუ რუსეთი?
1.სენატორ კენედის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით
2.საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას
3.სტალინი - ურჩხულის წინააღმდეგ მებრძოლი რაინდი
4.სექსი და ქვეყანა
5.სათამაშოდ ქცეული სიტყვა „დემოკრატია“
6.საპარლამენტო ციბ-ცხელება
7.სურვილი ერთია, რეალობა სხვა
8.სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი და საერთაშორისო ვითარება
1.რუსული „პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა
2.რატომ იხსენებენ სტალინს და საბჭოთა კავშირს?
3.რუსეთთან მტრობა თუ მეგობრობა?!
4.რას ნიშნავს ე.წ. რუსული პროპაგანდა?
1.ამიერკავკასია „დიდთა“ ჭიდილში
2.ამბავი უსაქმური კაცისა, ტესტიკულისა და მახათისა
3.„აფხაზეთობა“ აფხაზეთის გარეშე
4.ადგილის დამკვიდრება ახლო აღმოსავლეთში?
5.აჟიოტაჟი „რუსთავი-2“-ის ირგვლივ
1.„ისლამური სახელმწიფო“ - მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა
2.„იალტა-45“-დან დღემდე
3.იმუშავებს „მინსკი-2“-ის შეთანხმება?
4.„ისლამური სახალიფო“ - ფსიქოპატთა თავშეყრის ადგილი თუ ...
5.იემენი - ახალი დაპირისპირების კერა
6.ირან-„ექვსეული“-ს მოლაპარაკებები დასრულდა
7.ირანი - საერთაშორისო ყურადღების ცენტრში
8.იცვლება ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში?
9.იზრდება ირანის როლი რეგიონში
1.უკრაინის მოვლენებებიდან, პარიზის ტერაქტამდე - საით მიყავს მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს?
2.უმძიმესი ვითარება ახლო აღმოსავლეთში
3.უაზროდ მკბენარი ბზიკის საქმე თუ ქართული ფუტკრის ფუსფუსი - არჩევანი ჩვენზეა
1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“
1.შერიგება თუ დაპირისპირება? - ბინძური პოლიტიკური თამაში გრძელდება
2.შეცდომის სხვაზე გადაბრალების ტაქტიკა
3.შური თუ უმადურობა?
4.შემოვიდა და შემოგვიტანა …
1.მოვა თუ არა მსოფლიო გონს?
2.მიუნხენის კონფერენციის ფარისიველური სულისკვეთება
3.მეგრული ენა და საქართველო
4.მთავარია - „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდე“
5.მსოფლიოს ახალი ისტორია
6.მსოფლიოს მოლოდინი „დიდთა“ შეხვედრისგან
1.რა ხდებოდა ევროსაბჭოში?
2.რას მოუტანს რეგიონს რუსეთ-თურქეთის შეთანხმება?
3.რუსეთ-სამხრეთ-ოსეთის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსაზრება
4.რიგის სამიტი
5.როდის გამოფხიზლდება საზოგადოება?
6.რუსულ-თურქული მტრობა
1.ერთი წელი კიევის „მაიდნიდან“
2.EBRD-ს კონფერენცია და NDI-ს „დემოკრატიული“ კვლევები
3.ევროკავშირი თუ ევრაზიული კავშირი?
4.ე.წ. დემოკრატიის ორმაგი თამაში
1.ფიქრები ლართან და ეკონომიკასთან დაკავშირებით
2.ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი
3.ფუჭი ლაპარაკი - ფედერაცია-კონფედერაციაზე
1.„დიდთა“ ჭიდილში, „სუსტი“ იჭყლიტება
2.დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა
3.დაიცავს თუ არა საქართველოს ხიდაშელის „რაკეტები“?
1.გაჭიანურებული პროცესი
2."გადაგდებული" საქართველო
3.ბავარიული „დიდი შვიდეულის“ სამიტი
4.გაეროს 70-ე გენერალური ასამბლეა
5.გაეროს მოხსენებიდან გამომდინარე ფიქრები
6.განვლილი წლის „ანგარიში“
1.პატარა ქვეყნის დიდი ჭკუა
2.პირველმაისობა
3.პროექტიდან რეალობამდე
4.პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა გადარჩენს ქვეყანას
5.პარალელები რუმინეთსა და საქართველოს შორის
1.ლოზანადან საქართველომდე
2.ლუკაშენკოს ვიზიტი
3.ლტოლვილობა ევროპაში
4.ლარის გაუფასურება და ხელისუფლების უსუსურობა
1.კრიზისის მიზეზი - უმეცრება
2.კოქტეილი - “Made in USA”
3.კონფერენცია თუ პოლიტიკური ქცევის გაკვეთილები
4.კახელი მევენახეები და გაუთავებელი გადაბრალებები
1.ანტირუსულად "დაპრესილი" ქართული ტვინი
2.აჟიოტაჟი პრზიდენტის სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.ახლო აღმოსავლეთი და „ისლამის სახალიფოს“ პოლიტიკა
1.საზოგადოების გამოსათაყვანებელი ახალი აბი
2.სწორი დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან
3.სამხედრო ძალთა ბალანსი - მშვიდობის გარანტი
4.საბჭოეთის დაშლით გამოწვეული თავისტკივილი
5.სანაქებო დასავლური დემოკრატია?!
6.სააკაშვილის საამური ცხოვრების გახსენება
7.სავიზო რეჟიმი, ირანი და თერძი დიპლომატიაში
8.სოხუმის დაცემიდან კიდევ ერთი წელი გავიდა
9.სერიოზული ისლამისტური გამოწვევა - ჯიჰადის სახით
10.საქართველოს მთავრობის შეთავაზება აფხაზეთს
11.საქართველოს მთავარი პრობლემა მოსმენებია?
12.საით მივყავართ ამერიკელთა მიერ გაწვრთნილ ქართველობას?
1.რა დაკარგა ჩინეთმა კომუნისტური სისტემის შენარჩუნებით?
2.რა კავშირი აქვს სპორტთან პოლიტიკას?
3.რა არის ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური საქციელი?
4.რას მოუტანს მსოფლიოს "დიდთა" ჭიდილი?
5.რა გამოავლინა უკრაინის კრიზისმა?
6.როდესაც გამკითხავი არავინაა, ყველაფერია შესაძლებელი
7.რკინიგზის აღდგენის აჟიოტაჟი
8.რატომაა ხალხის აქტიურობა არჩევნებზე, დაბალი?
9.რა მოგვცა ნატოს სამიტმა?
10.რამ უბიძგა აფხაზეთს ხელშეკრულებისკენ?
11.რატიფიცირებული საქართველო
1.მსოფლიო „ჟენევა-2“-ის მოლოდინში
2.მსოფლიო გადანაწილების ახალი ფაზა
3.მსოფლიო იმკის აშშ-ს დიპლომატიის შეცდომებს
4.მოლდოვური გაკვეთილები
5.მსოფლიო პოლიტიკა - აბსურდის თეატრი
6.მესამე ძალის მოლოდინში
1."უსტანდარტო" საქართველო
2.უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ
3."უპასუხისმგებლო" პრეზიდენტი პუტინი
4.უკრაინის მოვლენების ირგვლივ
1.ვის და რატომ უგორებს კოჭს ევროკავშირი?
2.ვითარება სამხრეთ-კავკასიაში
3.ვანდალიზმი ხარკოვში
3.ვჭრათ და ვკეროთ კონსტიტუცია?
1.ირან-საქართველოს ურთიერთობების შესაძლო პერსპექტივები
2.იანუკოვიჩის პრეზიდენტობას წერტილი დაესვა
3.იზრდება ირანის როლი რეგიონში
4.„ისლამური სახალიფო“ - ანგარიშგასაწევი ძალა
5.„ირანის ფაქტორი“ და თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა
1.დაუნდობელი ბრძოლა გავლენის სფეროების გაფართოებისთვის
2.დაშინებით, შიშით საზოგადოების დამორჩილება
3.დასაწყისი - 9 აპრილი იყო
4.დაილოცოს ქართული სუფრა!
5.დავამარცხეთ ფაშიზმი?
6.დააჩოქებს რუსეთს სანქციები?
7.დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ბრძოლა გრძელდება
8.დასჯიან თუ არა სააკაშვილს?
9.დავაჭყიტეთ თვალები, მაგრამ . . .
10.დასავლური „წამლებით“ გაბრუებული უკრაინა
1.გასული წლიდან გადმოყოლილი პრობლემები
2.გულახდილი „აღიარება“
3."გავბედნიერდით"?!
4.გვიშველის ასოცირება?
5.გაბუტვას სიკეთე არასდროს მოუტანია
1.კარიბის კრიზისიდან - უკრაინის კრიზისამდე
2.კინკლავი პრეზიდენტისა და მისი სასახლის ირგვლივ გრძელდება
3.კაცობრიობის საშიში სენი - ტერორიზმი!
1.ფიქრები შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით
2.ფიქრები ობამას განცხადებასთან დაკავშირებით
3.ფალსიფიცირებული, ტენდენციური ინფორმაციით გაჟღენთილი მედია
1.ბალანსი დაცულია - ჩვენ იქ, ისინი აქ
2.ბარაკ ობამას სამხედრო აკადემია "ვესტ-პოინტ"-ში გამოთქმული მოსაზრებები
3.ბრძოლა პირველობის შენარჩუნებისთვის გრძელდება
3.ბერლინის კედლის დანგრევის კვირეული
1."თვითგამორკვევა" ლაღად დააბიჯებს მსოფლიოში
2.თავყრილობა გაეროში
3.15 ნოემბერი - ხელისუფლებისა და ხალხის გამოცდის დღე
1.ახლო აღმოსავლეთი ირანის საპრეზიდენტო არჩევნების ჭრილში
2.ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე
3.აუსრულებელი ოცნება
4.ამ აზროვნებით აპირებთ ქვეყნის შენებას?!
5.აგვისტოს ომიდან ხუთი წელი გავიდა
6.არის თუ არა მოსკოვის სამიტის ჩაშლა - საღი გადაწყვეტილება?
7.არათანაბარი "ჩეინჯი"
8.ახლო აღმოსავლეთი კვლავ ბობოქრობს
9.ამერიკის ფიცი - ძნელი დასაჯერებელია
10.ახლო აღმოსავლეთი - მუდმივი დაძაბულობის კერა
11.აშშ-ს ახალ თამაშში ირანის ჩართვის პერსპექტივები
12.ახლო აღმოსავლეთი - მშფოთვარე რეგიონი
13.არჩევანის წინაშე მყოფი უკრაინა
1.ბიძინა, ანუ მიხეილი _ 10 მსგავსება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის
2.ბრიუსელის პოლიტიკური ჭადრაკი გრძელდება
1.Грузия сделает все, чего хотят США
2."გამარჯვებულმა" თბილისმა აჭარის "დაბრუნება" აღნიშნა
3.გაჯიქებული ჩრდილო კორეა
4."გადატვირთვა" ამერიკულად
5.გიხაროდენ
6.გაეროს ასამბლეა და მისი შედეგები
7.გზა საქართველოს ხსნისა - რუსული ბაზარია
1.დიცი და გაშიშვლებული ქართული პოლიტიკა
2.დასავლური ორმაგი სტანდარტი, რადიკალური ისლამის აღორძინების ფონზე
3.დაზიანდება თუ არა საქართველოს იმიჯი?
4."დემოკრატია" ქართულად
1.ესეც თქვენი "დემოკრატია"!
2.ელჩების დანიშვნა-არდანიშვნით გამოწვეული კინკლავი
3.ერთწლიანი საოცნებო მმართველობა
4."ექვსეულ-ირანის" ჟენევის შეთანხმება შედგა
5.ვროკავშირის დაპირება მეტადრე დაპირებაა, ვიდრე საქმე
1.იქნებ ჩვენც მიგვიძღვის წვლილი ქვეყნის დეგრადაციაში?
2.ივანიშვილი და სტრასბურგი
3.ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა
4.ისტორიული ძეგლები "შველას" ითხოვენ
1."მე პედერასტი ვარ, მაშასადამე ევროპელი ვარ"
2.მსოფლიო და საქართველო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა
3.მთავარი მეოცნების პოლიტიკური სცენიდან წასვლის სავარაუდო მიზეზები
4.მორიგი შეხვედრიდან გამოტანილი დასკვნები
5.მოხერხებული სააკაშვილის ბოლო ფართხალი
1.Османская противоракетная империя
2.ორ საკითხთან დაკავშირებით ატეხილი სიტყვიერი ბრძოლა
3.ობამასაც უნდა თავისი ომი
4.ორი საკითხის ირგვლივ ატეხილი ყაყანი
5.ომს, დიპლომატია სჯობს!
1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?
1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია
1.გამოიყენებს აშშ-ი დიდი სიზუსტის სუპერბომბს ირანის წინააღმდეგ?
2.გზა დემოკრატიისკენ სამართლიანობაზე გადის