"კონდიმ" უნდა "გაგვანათლოს"?

როგორც იქნა, ჩიტმა სასიხარლო ამბავი მოგვიტანა, თანაც საიდან - არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-დან. ქართველ პარლამენტართა („ოცნება“) ვიზიტმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დიდი ნაყოფი დაისხა - კონდოლიზა რაისის სახით. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ გვამცნობს: „ქართული ოცნების მთავრობას თავისი დახმარება შესთავაზა კონდოლიზა რაისმა, რათა ახალი ხელისუფლება უკეთ გაერკვეს ვაშინგტონის კონიუნქტურაში“. „რაისი დაგვპირდა მხარდაჭერას და უკვე გვირჩია ზოგი რამ რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით, რაც რუსეთთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული“, - თქვა პარლამენტარმა თედო ჯაფარიძემ.
კეთილი და პატიოსანი, ამას რა სჯობს, მაგრამ რაისი რომ ცოტა სხვაგვარად გვახსენდება. და არა მარტო ის, არამედ მთელი რესპუბლიკური, ბუშის ადმინისტრაცია, რომელმაც, თავისი შორსმომავალი „რევოლუციური“ გეგმებით, ცეცხლი შეუნთო რუსეთს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და თავს მოგვახვია ქართველი ხალხის დამსჯელ-დამთრგუნელი საკაშვილის ნაცური ხელისუფლება?!
ბუშის ადმინისტრაციაში გამოკვეთილი ადგილი ეკავა ქალბატონ კონდოლიზას, რომელმაც როგორც ნაციონალები, ისე მაშინდელი ოპოზიცია, სიყვარულის თუ სიახლოვის გამოსახატავად „კონდის“ უწოდებდა.
ჩვენთვის საყვარელი „კონდი“, სწორედ ის პიროვნება იყო, სააკაშვილს რომ ყველა მოქმედებას „უპრავებდა“. „კონდი“ არ იყო, სააკაშვილი რომ „ვერ შეაჩერა“ ცხინვალის ომის წინ? ომის შემდეგ „კონდი“ იტყვის - მე ჩემი ვუთხარი, მაგრამ მან თავისი გააკეთაო. თითქოს „კონდი“ ამერიკის სახელმწიფო მდივანი კი არა, რომელიმე უსუსური ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყოფილიყო.
„რუსეთთან ურთიერთობის გარკვევაში თუ რაღაც მსგავსში დაგვეხმარებაო“, - ითქვა ჩვენი მხრიდან. და ამას ამბობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, 200 წელი ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც აშშ-ი არსებობის ასაკი მოითვლის, რუსეთთან კავშირში იყო. ქალბატონმა რაისმა რუსეთი წიგნებიდან ისწავლა, საქართველომ, 200-წლიანი პრაქტიკული ცხოვრებიდან და მიუხედავად ამისა, მან უნდა „გაგვანათლოს“ რუსეთთან ურთიერთობაში.
ცხადია, ისტორიული გამოცდილება სხვაა, თანამედროვე პოლიტიკა სხვა, მაგრამ სწორედ ამ თანამედროვე პოლიტიკაში ჩაისვარა ნეოკონსერვატულმა ბუშის ადმინისტრაციამ. მის მიერ შექმნილი ვითარება - უაღრესად მძიმე - ომებითა და ეკონომიკურ-საფინანსო კრიზისებით სახელგანთქმული, დღესაც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია არა მარტო აშშ-ის, არამედ მთელი მსოფლიოს თავს.
დღევანდელი დემოკრატიული ხელისუფლების დამოკიდებულება ბუშის რესპუბლიკურ ადმინისტრაციასთან საკმაოდ მძიმეა, რაც არაერთხელ ითქვა ობამას მიერ. ასეთ ვითარებაში საეჭვოდ მეჩვენება, რომ „კონდის“ რჩევები საქართველოსთან მიმართებაში ვინმემ გაიზიაროს თეთრ სახლში.
კონდოლიზა რაისი, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს ცხვირში გვტენიდა, ბრაიზაც თავზე დაგვასვა და ისე გააჭენა, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი.
მაინც რა მოხერხებული ხალხი ვართ, ეს ქართველები. თან გულმავიწყები, თორემ რაღა „კონდი“, აშშ-ი სავსეა „სეკენ ჰენდ“-ი პოლიტიკოსებით, რომლებიც ნამდვილად უარს არ იტყოდნენ ჩვენს „დასახმარებლად“.
ცნობისთვის - ცნობადი სახეების საქართველოში მოზიდვა არახალია. გახსოვთ ალბათ, შევარდნაძის დროს, პოლონეთის „შოკური თერაპიის“ მამების მრჩევლობის პერიოდი. იყო ასეთი, თუმცა საქართველოს ეკონომიკური აღზევება არ უგრძვნია. ფული კი წავიდა - მრჩეველთა ჯიბეში. როგორც ჩანს, ან ჩვენ ვართ ძნელად სარჩევი ხალხი, რომ იტყვიან, ძნელად აღსაზრდელი, ან ისინი გვაკლებენ სწავლა-განათლებას, თუმცა ვინ იცის, იქნებ „კონდის“ მეთოდმა გვიხსნას.
* * * * *
გასულ კვირას არცთუ უმნიშვნელო განცხადება გაკეთდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ქართულ მედიასა და პოლიტიკოსებში ჯეროვანი რეაქცია არ მოჰყოლია. საქმე ეხება ყველასთვის კარგად ნაცნობი გენადი ონიშჩენკოს განცხადებას, უფრო სწორად ულტიმატუმს ამერიკელების მიერ თბილისში აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიის მიმართ - „ეს ლაბორატორია მთლიანად ამერიკას ემორჩილება, საქართველოს ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს. იქ მიმდინარეობს ბიოლოგიური შტამების წარმოება, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს“.
მან მაგალითისთვის სამხრეთ რუსეთში ღორის ჭირის გავრცელება მოიყვანა და აღნიშნა: „მოსკოვი იძულებულია, მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „ამერიკული ლაბორატორია ხელს უშლის ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“.
მაშ ასე, სიმწრით გახსნილი რუსული ბაზარი შეიძლება დაიხუროს და თანაც სამარადისოდ, რამეთუ ამ საქმეს ამერიკული ლაბორატორიის დახურვაც კი არ შეაფერხებს, ვინაიდან დახურვის შემდეგ საკმაო დრო იქნება საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტების ანალიზის შესასწავლად. მაგრამ ვითომ მარტო ლაბორატორიის დახურვა იქნება საკმარისი? ან პენტაგონის მიერ მილიონობით დოლარით დაფინანსებული ლაბორატორია ასე, ერთის ხელის მოსმით, დაიხურება?
ალბათ არა. ესეც თქვენი სტრატეგიული პარტნიორობა ანუ სტრატეგიულად გამოყენება, სტრატეგიულად ხმარა. პენტაგონი, ლაბორატორიას საქართველოს მსგავს სუსტ, უპასუხისმგებლო ქვეყანაში თუ გახსნიდა.
სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე დიდი და ნაღმებით აღსავსე გადაწყვეტილება იყო - თანხმობა ამერიკული ლაბორატორიის გახსნაზე. საქართველოს მოსახლეობას არავინ უთხრა და არც არავინ ეტყვის - ქვეყანამ, რომელმაც 20 წლის განმავლობაში არც ერთი საწარმო არ გახსნა საქართველოში, რატომ მაინცდამაინც ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ჩაყარა მილიონები?
ბიოლოგიური იარაღი ერთ-ერთი იმ იარაღთაგანია, მასობრივი განადგურების საშუალებას რომ იძლევა, თანაც ნელა - სხვადასხვა სახის დაავადებათა გამოწვევით.
მკაცრი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რასაც მოჰყვა საქართველოს ხელისუფალთა რეაქციაც - ლაბორატორიის ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარების სახით, მანამდე ის დაზვერვის დეპარტამენტს ექვებდებარებოდა. მაგრამ ჭამს ამას რუსეთი?
ძნელად დასაჯერებელია. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ბაკიევმა, რუსეთის მხარის საამებლად, მანასის აეროპორტს, რომელიც აშშ-ს სამხედრო ტვირთებს ეზიდებოდა ავღანეთში, სახელი შეუცვალა - სამხედროდან სამოქალაქოზე, თუმცა ამით აშშ-ს თავისი მოქმედება არ შეუჩერებია.
აშშ-ა, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებით, საქართველო მონურ ქვეყნად აქცია. ეს ხელშეკრულება ბუშის ადმინისტრაციის არსებობის უკანასკნელ დღეებში გაფორმდა და მასში აქტიურად იყო ჩართული ჩვენი საყვარელი „კონდი“ ანუ კონდოლიზა რაისიც.
თუ საქართველოს ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება და არ გადადგამს ერის გადარჩენისთვის შესაბამის ნაბიჯს, საქართველოში არაერთი ლაბორატორია ან სხვა სახის ობიექტი გაჩნდება ქვეყნისთვის სახიფათო, მეზობელი სახელმწიფოსთვის მიუღებელი და საშიში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.