ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა

სულ ახლახანს, ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-მ, მოკლე სიუჟეტი მიუძღვნა საქართველოს, უფრო სწორად ირანელთა მიერ საქართველოში, განსაკუთრებით, თბილისში ბინების შეძენას და ბიზნესის გახსნის საკითხს. ცხადია, ბრიტანულმა ტელეკომპანიამ ამ სიუჟეტში სული და გული ჩააქსოვა ანუ ანტიირანული კამპანია - ირანის ხელისუფლების სისასტიკეს გამოექცნენ ეს ირანელები და საცხოვრებლად საქართველო აირჩიესო.
მაგრამ ასე თუ ისე გარკვეული ინტერესი ირანის ბიზნესის მხრიდან საქართველოს მისამართით შეინიშნება, რაც ცუდი არ უნდა იყოს ქვეყნისთვის.
ცხრა მთასა და ზღვას იქით ეკონომიკური პარტნიორების ძებნა ცუდი არ არის, მაგრამ ის, ვინც ეკონომიკური კავშირების დამყარებას ცდილობს, განსაკუთრებით ვაჭრობის, უმალ ტრანსპორტის თემასაც შეეხება, შორი მანძილიდან გადაზიდვის სიძვირესაც და ა.შ. ამის შემხედვარე, უნებლიედ, გაგიჩნდება აზრი - რეგიონული ვაჭრობის ჯეროვნად განვითარებისა. ამ თვალსაზრისით ვგონებ ბოლომდე არც ერთი ქვეყნის ბაზრის შესაძლებლობა, მათ შორის რუსეთის, შესწავლილი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ ირანზე.
ირანის ეკონომიკური წარმატებები თვალშისაცემია. ქვეყანას აქვს განვითარებული მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, მეტალურგია, მეცნიერება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები. ირანი ის ქვეყანაა, რომელიც წარმატებით ამდიდრებს ურანს და იყენებს მას მედიცინაში. ირანი ის ქვეყანაა, სადაც ათასობით ადამიანი ჩადის არა მარტო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იაფი და კვალიფიციური მკურნალობის მისაღებად.
ირანის წარმატებების ამსახველი იყო თბილისის სპორტის სასახლეში 4 დღის განმავლობაში მოწყობილი გამოფენა დევიზით - თავისუფალ-ეკონომიკურ ზონებში დამზადებული პროდუქცია. ირანს არაერთხელ გამოუფენია თავისი პროდუქცია თბილისში და ბათუმში, მაგრამ ბოლო გამოფენა იმით იყო საინტერესო, რომ წარმოდგენილი საქონელი თავისუფალ ზონებშია დამზადებული. თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონების რაოდენობა კი ორ ათეულს აჭარბებს.
თბილისურმა გამოფენამ თვალნათელი წარმოდგენა შექმნა, რა არის თავისუფალი-ეკონომიკური ზონა და რის მოტანა შეუძლია მას ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონის საქართველოში შემოღების იდეას დასაბამიდანვე ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და ეს იდეა არა მარტო დაწიხლეს, არამედ ჩაქოლეს, როგორც მაშინდელმა „მოქალაქეთა კავშირის“ „პოლიტიკოსებმა“, ისე საქმეში ჩაუხედავმა ექსპერტებმა და ეკონომისტებმა.
წინააღმდეგობის ძირითადი საბაბი არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკური ზონა იყო, არამედ ამ იდეის სულის ჩამდგმელი, აჭარის მეთაური, ასლან აბაშიძე, რომელიც, 1995 წლიდან მოყოლებული, გამუდმებით აწუხებდა ცენტრალურ ხელისუფლებას, ყურადღება მიექცია ამ თემისთვის, თუმცა ამაოდ. არადა, თავისუფალმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ზონებმა დააყენა ფეხზე ჩინეთი, ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, სხვა ქვეყნები, მათ შორის ირანი.
ირანის თავისუფალი-ეკონომიკური ზონები ერთ-ერთი სანიმუშო იქნებოდა მთელს მსოფლიოში, რომ არა ვაშინგტონის ანტაგონისტური პოლიტიკა ამ ქვეყნის მიმართ. აშშ-ს ინიციატივით ამოქმედებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა ნეგატიურად იმოქმედა ირანზე და რომ არა ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა, სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძული კიში, რომელიც სულ რაღაც 200 კილომეტრით არის დაშორებული დუბაიდან, არაფრით ჩამოუვარდებოდა მას.
სავაჭრო-ეკონომიკური ზონების შესწავლის მიზნით ასლან აბაშიძემ 2003 წელს სპეციალურად მიგვავლინა ირანში, სადაც ირანის ხელისუფლების დახმარებითა და ხელშეწყობით, გავეცანით კასპიის ზღვის თავისუფალ-ეკონომიკურ ზონა ანზელის და სპარსეთის ყურეში მდებარე თავისუფალ-ეკონომიკურ ზონა კუნძულ კიშს, სხვა ეკონომიკურ ზონებს. შთაბეჭდილება დიდი იყო.
ირანში გამგზავრებამდე კი ბატონ ასლან აბაშიძესთან ერთად გავეცანით ჩინეთის გუანდუნის პროვინციას, რომელიც ცნობილია თავისუფალი-ეკონომიკური ზონებით. შემდეგ ჩინელი სპეციალისტებიც მოვიწვიეთ ბათუმში, რომლებთანაც ერთად შევიმუშავეთ საქართველოს თავისუფალი-ეკონომიკური ზონების კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტის სხდომაზეც გავიტანეთ. მაგრამ, ტრადიციულად, ცენტრმა, ავტონომიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ჩააგდო და იდეაც ჩაკლა.
ათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ. საქართველოს „ეკონომიკა“-ს წინსვლის არაფერი ეტყობა, არადა იყო გარკვეული შანსი მისი გამოცოცხლებისა. შევარდნაძის ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკურმა მოსაზრებამ, გაანადგურა თავისუფალი-ეკონომიკური ზონის იდეა და ბევრი სხვა რამ. საქართველო კი დგას.
უყურებ ირანის გამოფენაზე გამოტანილ ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელებს, სხვა ნივთებს - თავისუფალ-ეკონომიკურ ზონაში ცნობილი ფირმების მიერ დამზადებულს, ისეთივე მოხდენილს, როგორც მილანში, რომში თუ პარიზის მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილს და ფიქრობ, აქაც ხომ შეიძლებოდა მსგავსის გაკეთება. ცხადია შეიძლებოდა, თუმცა, მაპატიეთ - არა! ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური აზროვნების დეფიციტია - იქ არაფერი მსგავსი არ გაკეთდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
21/04/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.