„ორგანიზებული ქაოსის“ შორს მიმავალი გეგმები

hamlet chipashvili-politologi

გასული თვის ბოლოს ექსპერტთა ყურადღება მიიპყრო სტრატფორის (Stratfor) სადაზვერვო-ანალიტიკური კერძო კომპანიის პრეზიდენტის ჯორჯ ფრიდმანის სტატიამ „უკრაინა, ერაყი და შავი ზღვის სტრატეგია“, სადაც ავტორი პირდაპირ წერს, რომ აშშ-ი უკრაინის მოვლენებს განიხილავს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებაზე სტრატეგიული თავდასხმის კუთხით, რაც თავისთავად გამოიწვევს მსოფლიო უწესრიგობის ახალ გეოსტრატეგიაზე გადასვლას.
აშშ-ი ის სახელმწიფოა, რომელსაც ხელეწიფება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ისეთი დავიდარაბის შექმნა, მრავალი წლის განმავლობაში რომ „ცხელ წერტილად“ დარჩება. კონფლიქტებში, რომლებშიც აშშ-ი პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული, რეგიონული ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, რაც დაკავშირებულია სამხედრო ხარჯებთან, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებასთან, ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებასთან, ინფრასტრუქტურის ნგრევასთან, ადამიანთა მსხვერპლთან.
ორგანიზებული, კონტროლირებადი ქაოსი, რასაც ადგილი აქვს ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-პალესტინელთა ნახევარსაუკუნოვანი ომით; აშშ-ს აგრესიით გამოწვეული ერაყის უმძიმესი ვითარებით; სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებით ერაყში, მეზობელ სირიაში და ამ უკანასკნელის ვაშინგტონის სამიზნეში ამოღებით; გაუთავებელი ომით ავღანეთში და ომით გამოწვეული დაძაბულობის გავრცელებით მეზობელ პაკისტანსა და სხვა ქვეყნებში;
ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ავის მომასწავლებელი ვერბალური კინკლავით, ლამის სამხედრო დაპირისპირებაში გადასულით; უკრაინის ფაშიზმის რეანიმაციით, ამ ქვეყნის სამოქალაქო ომით, ეკონომიკის დაცემით, ინფრასტრუქტურის ნგრევით, მსხვერპლით, ახალი გეოსტრატეგიის ის მაგალითებია, რომლებიც ეფუძვნება მსოფლიო უწესრიგობის პრინციპებს, ესოდენ ხელში ნაგოგმანებს აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ.
აშშ-ს მსოფლიო ბატონობას ესაჭიროება საყოველთაო ქაოსის შექმნა-განვითარება, თუნდაც ხმამაღლა ლაპარაკი მსოფლიო ომზე. ამერიკელი მეცნიერები და საერთაშორისო საკითხების მცოდნე ექსპერტები თავს უხერხულად სულაც არ გრძნობენ, როდესაც სისტემატურად ახსენებენ შემაშინებელ ტერმინს - „მსოფლიო ომს“. მათი გათვლებით, დედამიწა დაინგრევა, მაგრამ არც ისე, რომ სიცოცხლე შეწყდეს. ცხოვრება გაგრძელდება, ახალ პირობებში, ახალ ვითარებაში. ეკონომიკური კრიზისი დასრულდება, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მსოფლიო ომში გამარჯვებულს (გამარჯვებულში კი აშშ-ი მოიაზრება) შესაძლებლობა ექნება მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადაკეთების, ახალი ბაზრების დაპყრობის, ძველი ვალების ჩამოწერის, საერთაშორისო არენაზე თამაშის ახალი წესების დაწესების და ა.შ.
ვაშინგტონელ სტრატეგთა გათვლით, აშშ-ს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა ჩინეთის სახით. მართალია, ერთ სულ მოსახლეზე ჩინეთის წლიური შემოსავალი გაცილებით ჩამოუვარდება ამერიკისას, მაგრამ ამ ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების ტემპი გვიკარნახებს მის სრულ წარმატებას და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მეორე ადგილიდან პირველზე გადანაცვლებას.
მილიარდნახევრიანი, მიზანმიმართულად მომუშავე ჩინეთი აშშ-ს უდიდესი თავსატკივარია, რაც თავისთავად შობს ამერიკელი სტრატეგების თავში ჰონგ-კონგის მსგავსი საყოველთაო ბუნტებისა და დაუმორჩილებლობის წარმოშობა-წახალისებას.
სულ ახლახანს, ვაშინგტონში ვიზიტის დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებისას ჩინელმა სტუმარმა კატეგორიულად განუცხადა მასპინძელს, რომ ჰონგ-კონგი ჩინეთის პრობლემაა და გარედან ჩარევის გარეშე შეძლებს პეკინი მის მოგვარებას.
ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს სტუმრის პოზიციის კატეგორიულობა მის სახეზე იყო აღბეჭდილი.
ჩინეთამდე დიდი გზაა გასავლელი, მას რუსეთი ჰქვია, რომლის მორჯულება აშშ-ა ვერადავერ მოახერხა. „მორჯულების“ გეგმასთან ერთად ვაშინგტონმა რუსეთის დაშლის გეგმაც აამოქმედა, პარალელურ რეჟიმში. პოსტსაბჭოთა სივრცის „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციები გეგმის შემადგენელი ნაწილი იყო.
არანაკლები ენერგია ჩააქსოვა აშშ-ა ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების „დემოკრატიული აღზრდის“, მე ვიტყოდი, სრული გადაგვარებისა და ყოველივე საკუთარის, ეროვნულის წინააღმდეგ ამხედრების საქმეში.
ამ თვალსაზრისით შესაშური წარმატებებია მიღწეული საქართველოში, ერთობ მცირემოსახლიან ქვეყანაში. აქ, ოცი ათასზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ამერიკული ტრენაჟი და სამშობლოს დაუბრუნდა გადაგვარებული აზროვნებით, ყოველივე ამერიკულის ქებით, საკუთარის ძაგებით და რაც მთავარია, აშშ-ს მტრის რუსეთის მიმართ ამერიკელზე მეტი სიძულვილით.
ქართველ ახალგაზრდებში, აშშ-ს მიერ სხვადასხვა სახის საერთაშორისო ბანაკებში ნავარჯისებთათვის უფრო მეტი სიძულვილის გაღვივება იყო საჭირო და აი ისიც, ცხინვალის ომი, სააკაშვილის - აშშ-ს სპეც-სამსახურების კადრის მიერ დაწყებული.
ცხინვალის ომმა, დამარცხებამ, სააკაშვილისა და აშშ-ში გაწვრთნილი ნაცების მიერ გამარჯვებად მონათლულმა, ცხადჰყო აშშ-ს მიერ შემუშავებული „პროექტის“ (რუსეთის გამოცდა) უსუსურობა. ეს ერთის შეხედვით.
სინამდვილეში ცხინვალის ომით, ვაშინგტონმა კავკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე, შექმნა მართვადი ქაოსი, დაჰყო საქართველოს ტერიტორია, სამარადისო საძაგებლად გახადა რუსეთის სახელი მთელს მსოფლიოში და ისე გადაჰკიდა საქართველოს მომავალი (ახალგაზრდობა) მეზობელ მართლმადიდებელ რუსეთს, გაჭირდება ვითარების უკეთესობისკენ შემობრუნება.
დღევანდელი საქართველო, ევროკავშირთან ასოცირებული, ნატოს კარზე მოძუძგურე, ეკონომიკა დაქცეული და თინეიჯერულ ენისტლიკინად ქცეული, აღარაფერთავშია. პროამერიკული ნაციონალური ხელისუფლება, პროამერიკული „ოცნების“ კოალიციით ჩანაცვლდა. ჯამი არ შეიცვალა, ცხადია არც ცხოვრება, მაგრამ განმტკიცდა ევროატლანტიკურობა, დასავლურის გაფეტიშება, დასავლეთისკენ ლტოლვა.
საქართველოს პარალელურად ბევრი გაკეთდა უკრაინის „გასადემოკრატებლად“ და მიზანიც სახეზეა - დაშლილი უკრაინის სახით, რუსეთზე ამხედრებული უკრაინელის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ზენიტში აყვანილი მტრობით რუსეთის და რუსის მიმართ.
ვაშინგტონმა მოახერხა უკრაინული ქაოსი, ეკონომიკის დაქცევა და, რაც მთავარია, სამოქალაქო ომის გაღვივება. შეიქმნა „ცხელი წერტილი“ რუსეთის საზღვართან, რომელიც სულ მალე ყველაზე დაცულ საზღვრად გადაიქცევა მსოფლიოში - ჩინეთის მსგავსი კედლით და ტანკსაწინააღმდეგო თხრილით - 2000 კილომეტრზე გადაჭიმულით. ამის მოთავე, ვაშინგტონთან შეთანხმებით, კიევის ხელისუფლებაა.
აშშ-ა მოახერხა უკრაინელთა სულებში რუსეთის მიმართ ისეთი სიძულვლის დათესვა, გერმანულმა ფაშიზმა რომ ვერ შეძლო. ვაშინგტონმა, ევროკავშირთან ერთად ააღორძინა უკრაინული, ბანდერული ფაშიზმი, რომლის სამიზნე რუსეთია. ვაშინგტონმა შექმნა მრავალი „ქაოსი“, მათ შორის უკრაინული, მაგრამ უკრაინული ფაშიზმი მარტო რუსეთისკენ იქნება მიმართული?
ვეჭვობ, ის ამას არ დასჯერდება და გეზს დასავლეთისკენაც აიღებს, ისე, როგორც სირიის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ გაწვრთნილმა მოჯახედებმა, მწვრთნელი ამოიღეს მიზანში.
ვეთანხმები ჯორჯ ფრიდმანს, რომ უკრაინა, ერაყი და სირია სამხედრო მოქმედებათა ცალკე თეატრი არ არის. ის ერთიანი თეატრია, რომლის ცენტრში შავი ზღვაა. ამ სამხედრო თეატრში აშშ-ს 2 მოწინააღმდეგე ჰყავს - რუსეთი და „ისლამური სახალიფო“, რომლებიც ერთმანეთთან ანტაგონისტურად არიან განწყობილი. მაგრამ იქნებ სულ სხვაგვარადაა საქმე, ანუ „ისლამური სახალიფო“ არა მტერი, არამედ აშშ-ს სრული და რაც მთავარია ძვირფასი მოკავშირეა?
მიზანი - ახლო აღმოსავლეთში მსხვილი ქაოსის შექმნა, საიდანაც არასტაბილურობა გავრცელდება ევროპაზე, რუსეთზე, ჩინეთზე და რაც მთავარია, გზას გაუხსნის აშშ-ს სირიის რეჟიმის დამხობისკენ. აშშ-ა იერიში მიიტანა სირიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, იმ საბაბით, თითქოს მათ აკონტროლებენ „ისლამური სახალიფოს“ მოჯახედები.
ოთხი წელიწადია მიმდინარეობს სირიის ომი. სხვათა შორის, რატომღაც ომის დაწყება დაემთხვა 2011 წლის 25 ივნისს ირანის ქ.ბუშერაში ირან-ერაყ-სირიის ნავთობსადენის მშენებლობის მემორანდუმის გაფორმების დღეს. მანამდე, 2009 წელს, სირია აშშ-ს მტერი ქვეყნების ჩამონათვალში შევიდა, ვინაიდან სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარი თქვა ამერიკულ პროექტზე ყატარ-სირია-ევროპის მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ყატარი, აშშ-ს მოკავშირეა. ასადმა ამერიკულ გეგმას ირანული ამჯობინა და დაიწყო სირიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი, რომელშიც „ალ-ქაიდას“, სხვა რადიკალური ისლამისტური ჯგუფები, აშშ-ს მიერ დაფინანსებული, იყო ჩართული. დღეს, ისინი „ისლამურ სახალიფოში“ არიან.
ბაშარ ასადი, რომელსაც მხარს უჭერს ირანი, რუსეთი და ჩინეთი, ძნელად მოსადრეკი მმართველი გამოდგა. მართალია, რეაქციულმა ისლამურმა დაჯგუფებებმა სირიის გარკვეულ რაიონებში წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ დამასკო ვერ აიღეს.
ვითარების გამოსასწორებლად და ვითომდა ასადის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბით, გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონმა გადაწყვიტა სირიის დაბომბვა. სირიის საბედნიეროდ, სექტემბრის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგის „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაიყოლია აშშ-ს პრეზიდენტი ობამა და ხელი ააღებინა სირიის დაბომბვაზე.
ეს იყო აშშ-ს უდიდესი, ძალაუნებური დათმობა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში. მაშინ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ერთი წლის თავზე, ამერიკა დაბომბავდა სირიას, ვითომდა „ისლამური სახალიფოს“ მოჯახედთა განადგურების მიზნით.
სინამდვილეში ამ დაბომბვების მიღმა ასადის ხელისუფლების დამხობის პროექტი იმალება. აშშ-ს ავიაცია ბომბავს სირიის ტერიტორიაზე გამაგრებულ „ისლამურ სახალიფოს“. მაგრამ დაბომბვები ამ „სახელმწიფოს“ არ აშინებს, ვინაიდან დაბომბვებით ნაკლებად შესაძლებელია მობილური მოჯახედების განადგურება. ან რამდენის განადგურებაა შესაძლებელი?
„ისლამურ სახალიფოში“ 80 სახელმწიფოს მოჯახედი იბრძვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბოგდანოვის თქმით, „ისლამურ სახალიფოში“ 800-მდე რუსეთის მოქალაქე ომობს. ინტერნაციონალურ „სახალიფოში“ არც ფულის ნაკლებობას უჩივიან და არც იარაღის.
აშშ-ს მეცადინეობით, ორგანიზებული ქაოსის უდიდესი კერის „ისლამური სახალიფოს“ მომართული ისრები არა მარტო სირია-ერაყის ან ქურთების ავტონომიის წინააღმდეგ არის დამიზნებული, არამედ სირიის მეგობარი რუსეთის და შემდეგ ჩინეთის წინააღმდეგაც. ცნობისთვის - „ისლამურ სახალიფოში“ ჩინელი ექსტრემისტებიც არიან.
„სახალიფოს“ განცხადება რუსეთში და კავკასიაში ომის აგორებასთან დაკავშირებით უყურადღებოდ არ დარჩება უკრაინელ ყავისფერებში, განსაკუთრებით დიმიტრი იაროშსა და მის „ნაციონალურ გვარდიაში“. იაროშმა ხომ დახმარებისთვის ჩეჩენ დოკუ უმაროვს მიმართა, თუმცა ადრესატი უკვე იმ ქვეყნად იყო. ამქვეყნიურები კი „სახალიფოში“ ბევრნი არიან. მათთნ კავშირი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ, ადვილი დასამყარებელია.
ევროსაბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დანანებით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინის მოვლენებს უფრო მეტი ყურადღება დაუთმო, ვიდრე 2008 წლის ცხივნალის ომს. მისი აზრით, ორივე, მზაკვრული გეგმის ერთი და იგივე სცენარია. სცენარის ავტორად ის უდაოდ რუსეთს მიიჩნევს. არადა, რუსეთიც, ისეთივე მსხვერპლია ამერიკული სცენარისა, როგორც საქართველო და უკრაინა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
05/10/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.