თავყრილობა გაეროში

hamlet chipashvili-politologi

გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი, ყოველწლიური სესია, ნელ-ნელა მისთვის ჩვეულ მონოტონურ საქმიანობაში გადაიზრდება. ასამბლეის კულმინაციური მომენტი - სახელმწიფო მეთაურთა, საგარეო საქმეთა მინისტრთა მონაწილეობით - ისტორიის კუთვნილებად იქცევა. მათი გამოსვლები, რაღაცის მთქმელი და არა იმისა, მსოფლიოს და საკუთარ ქვეყნებს რომ აწუხებთ, უმარილო კერძს ემსგავსება, მიირთმევთ, მაგრამ დაძალებით, მასპინძელს რომ არ ეწყინოს.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სესიის ყურადღება მხოლოდ ორმა გამოსვლამ მიიპყრო - აშშ-ს და ირანის პრეზიდენტების. პირველის გამოსვლაში აღნიშნული იყო იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დგას მსოფლიოს წინაშე. ობამას მიხედვით, ესენია: „ებოლას“ ეპიდემია, რუსეთის აგრესია ევროპის წინააღმდეგ და „ისლამური სახალიფო“, რომელიც ემუქრება, როგორც ახლო აღმოსავლეთს, ისე მთელ მსოფლიოს.
აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის აგრესიის მეორე ადგილზე მოხსენიება სულაც არ არის გასაკვირი. ეს ქვეყანა შეტევაზეა გადასული რუსეთის წინააღმდეგ და მისი მტრად გამოცხადება - მოწოდებაა მთელი მსოფლიოსთვის, ისე შეაფასონ რუსეთი, როგორც ამერიკა აფასებს. პრეზიდენტ ტრუმენის თაყვანისმცემელი ობამას მიერ რუსეთის საყოველთაო მტრად გამოცხადება „სახელოვანი“ წინამორბედის პოლიტიკის გაგრძელებაა. სწორედ, ტრუმენ-ჩერჩილმა ჩამოაფარეს საბჭოთა კავშირს „რკინის“ ფარდა და მსოფლიოს აუწყეს „ცივი ომის“ დასაწყისი.
ობამას გაეროში გამოსვლა ახალი „ცივი ომის“ დასაწყისის მაუწყებელია.რას მოიგებს აშშ-ი ახალი „ცივი ომით“? ან რას მოუტანს მსოფლიოს ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაზე სწორება? ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი, მაგრამ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, რაც დღემდე. დარწმუნებული ვარ იზოლაციაში მოქცეული რუსეთი ენერგიას არ დაიშურებს საკუთარი ეკონომიკისა და სამხედრო მშენებლობის განმტკიცებისთვის.
მეორე გამოსვლა ირანის პრეზიდენტის ჰასან როუხანისა იყო - პირში თქმა იმისა, რასაც სხვა ქვეყნები ამერიკის რიდით თუ შიშით ვერ ახერხებენ. როუხანიმ ამხილა დასავლეთის ორმაგი პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო „ისლამური სახალიფოს“ გაჩენას.
ზემოთმოყვანილმა ორად-ორმა გამოსვლამ გამოაფხიზლა დარბაზი და დააფიქრა დამსწრე საზოგადოება იმ პრობლემებზე, რომელთა გადაჭრა სწორედ იმ სახელმწიფოთა საქმეა, რომელთა წარმომადგენლებიც ავსებდნენ დარბაზს.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ეს უდიდესი მსოფლიო ორგანიზაცია დღითი-დღე კარგავს გავლენას და ავტორიტეტს. არადა, რამხელა სიბრძნე და მოლოდინი იყო ჩადებული დიდი სამეულის მიერ (სტალინი, რუზველტი, ჩერჩილი) ორგანიზაციის შექმნის საქმეში?! ვერც ერთი მათგანი ვერ იფიქრებდა, რომ მსოფლიო ორგანიზაცია და მისი უშიშროების საბჭო, სამეულის ერთ-ერთი წევრის ძალისხმევითა და მეცადინეობით ესოდენ არაეფექტიან ორგანიზაციად გადაიქცეოდა.
სამეული დიდ ყურადღებას უთმობდა არა მარტო გაეროსთვის აუცილებელი დოკუმენტაციის შემუშავებას, არამედ ისეთ საკითხებსაც - სად განთავსდებოდა გაერო, ევროპის რომელ ქვეყანაში. მხოლოდ სტალინის დაბეჯითებული მოთხოვნით, ორგანიზაციის შტაბ-ბინა აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში განთავსდა.
საბჭოთა კავშირის ლიდერებთან და საკუთარ მრჩევლებთან საკითხის არაერთგზისი განხილვისას სტალინი თავის პოზიციას, გაეროს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მტკიცე არგუმენტით ასაბუთებდა - გაეროს წარმატებული მუშაობისთვის საჭიროა, ამერიკის მხრიდან, მეტი აქტიურობის გამოვლინება.
ორგანიზაციის ნიუ-იორკში განთავსება ზრდიდა მისდამი ამერიკის პასუხისმგებლობას. ასე ფიქრობდა სტალინი და მისი ვარაუდი ნაწილობრივ, მრავალი წლის განმავლობაში, გამართლდა.
სამოციანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, აშშ-ი, მთავარი დონორი მსოფლიო ორგანიზაციისა, იწყებს გაეროსადმი ალმაცრად მზერას, მისი გვერდის ავლით მსოფლიო საქმის კეთებას. მავნე ტრადიცია 21-ე საუკუნეშიც გრძელდება, რასაც ზიანი მოაქვს მსოფლიო მშვიდობისთვის.
განსაკუთრებული ზერელეობით უდგებოდა და უდგება პრეზიდენტების ბუშ-უმცროსისა და ობამას ადმინისტრაციები გაეროს საქმიანობას, რაც დიდ ზიანს აყენებს ამ ორგანიზაციას. სწორედ ამით არის გამოწვეული გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისადმი აგდებული დამოკიდებულება.
როდესაც სააკაშვილის ერთ-ერთი მინისტრი იაკობაშვილი საჯაროდ განაცხადებს, უშიშროების საბჭოს მიერ, საქართველოს მისამართით, მიღებული რეზოლუცია არაფერში გვავალდებულებს - წერონ და იკითხონო, რაღა უნდა ვთქვათ აშშ-ს ან სხვა დიდი ქვეყნების წარმომადგენლების აგდებულ დამოკიდებულებაზე?
როდესაც მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყანა ისეთ საკითხში, როგორიცაა სხვა ქვეყანასთან ომის გაჩაღება, ფეხზე იკიდებს გაეროს უშიშროების საბჭოს და დაუკითხავად ახორციელებს აგრესიას, თავისთავად კნინდება უშიშროების საბჭო. ავიღოთ თუნდაც ბოლო მაგალითი. აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ, უშიშროების საბჭოს იგნორირებით დაიწყო სუვერენული სირიის ტერიტორიის დაბომბვა - „ისლამური სახალიფოს“ მოჯახედების განადგურების მიზნით.
ამერიკელებმა არათუ უშიშროების საბჭო, არამედ თვით სირიის ხელისუფლებაც არაფრად ჩააგდეს და ისე დასცხეს ტერორისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს, როგორც გერმანიის ქალაქ დრეზდენს, ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე. მასირებულმა დაბომბვებმა ასამდე მოჯახედი გაანადგურა, თუმცა არც მშვიდობიანი მოსახლეობა დაინდო, მათ შორის ბავშვები.
პრეზიდენტ ობამას ნიუ-იორკში გამოსვლასაც სწორედ ამ „ტრიუმფალური“ თავდასხმის ფონზე წარიმართა. მის სიტყვაში ხაზგასმით იყო ნათქვამი დაუნდობელი ომის თაობაზე ტერორიზმის წინააღმდეგ.
ობამამ თქვა თავისი სათქმელი, სხვებმაც თქვეს, თუმცა სწორებით ობამაზე და არა მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე. თავში არც არავის მოსვლია რუსეთის გამოქომაგება. შეიძლება მოუვიდათ, მაგრამ მოერიდათ თქმა - რას იტყვის ამერიკაო.
ამერიკამ, ობამას პირით, თქვა ის, რასაც კარგა ხანია აკეთებს. ამერიკა არის განსაკუთრებული, გამორჩეული ლიდერი სახელმწიფო. მხოლოდ მას აქვს უფლება გადადგას სამხედრო ნაბიჯი მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში დაუკითხავად, თუკი ამას მოითხოვს აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები. ვინც ამ მოსაზრების წინააღმდეგია, დაისჯება.
ობამამ ისიც განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს და დაეხმარება ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ზომიერ ძალებს იარაღით, ფულით და ა.შ.
„ზომიერი“ ტერორიზმის ცნება გაუგებარია, ვინაიდან სისტემატურად აქვს ადგილი „ზომიერ“ მოჯახედთა გაექსტრემისტებას, პირიქით კი - მსგავსს, ადგილი არ ჰქონია.
ობამას სიტყვიდან გამომდინარე, აშკარაა ორმაგი სტანდარტისთვის თავზე ხელის გადასმა. სწორედ, ამ ორმაგმა სტანდარტმა გამოიწვია თავის დროზე „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ დაბადება, ამჟამად „ისლამური სახალიფოს“ შექმნა.
„ისლამური სახალიფოს“ შექმნის მთავარი მიზანი სირიის პრეზიდენტისა და ხელისუფლების ჩამოგდება იყო. ამ „კეთილშობილურ“ პროექტში ამერიკელი სენატორი მაკკეინიც იღებდა მონაწილეობას. ცრუობს მაკკეინი, როდესაც ამბობს, „სახალიფოს“ ხალიფასთან ალ-ბაღდადისთან და სხვა ტერორისტებთან გადაღებული ფოტოსურათი შემთხვევითია - იქ ყოფნის დროს მთხოვეს და გადავიღეო, ისე, რომ არც კი ვიცოდი ვინ იყვნენო. მტყუანს!
მიზანი მაკკეინის ვიზიტისა იყო ის, რომ „ალ-ქაიდას“ ფილიალის „ალ-ნუსრას“ ექსტრემისტული სალაფიტების ძალისხმევა ბაშარ ასადის საწინააღმდეგოდ მიემართა. უკვე მერამდენედ ხდება საკუთარი, ანუ ამერიკული ძუძუნაწოვი შვილების, აშშ-ს წინააღმდეგ ამხედრება?! მიუხედავად ამისა, აშშ-ი აგრძელებს მზაკვრულ პროგრამს, რაც ობამას ნათქვამშიც გამოჩნდა - „ზომიერი“ მოჯახედების დახმარება სირიის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
და როდესაც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან აშშ-ს პრეზიდენტი სირიის ტერიტორიის „ტრიუმფალურ“ დაბომბვაზე ლაპარაკობდა - კიდევ ერთი ადამიანის მოჭრილი თავი გაგორდა. ექსტრემისტებმა საფრანგეთის მოქალაქე გაისტუმრეს საიქიოში, საფრანგეთის ანტისახალიფოს კოალიციაში შესვლის გამო.
ზოგი შემედავება - რა ქნას ამერიკამ, ტერორიზმს არ ებრძოლოს? ცხადია, უნდა ებრძოლოს, მაგრამ ბრძოლამდე, არ უნდა შექმნას. უკვე ნაშობთან და დავაჟკაცებულთან ბრძოლა ძნელია.
„ისლამური სახალიფოს“ შექმნით აშშ-ა ახალი ძალით ააღორძინა ახლო აღმოსავლეთის დაპირისპირება. „სახალიფოსთან“ ომი არც დაბომბვებით დამთავრდება და არც სახმელეთო ჯარის ჩართვით. ადამიანებთან, რომელთათვის სიკვდილი არაფერია, პირიქით გზაა სამოთხისკენ, ჭირს ბრძოლა. დაბომბვები გაზრდის ტერორისტთა ქმედებას, თან არა მარტო ახლო აღმოსავლეთში.
თანამედროვე ამერიკის პოლიტიკაში არსებული სერიოზული შეცდომები, იქნებ სულაც არ არის შეცდომა? იქნებ მიზანი - ვითარების არევაა და მეტი არაფერი? და არეულობაში ხელის ფათური?
გასულ წელს, სწორედ ამ დროს, ბარაკ ობამას გადაწყვეტილი ჰქონდა სირიის მასირებული დაბომბვა. მაშინ ეს გეგმა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჩაშალა. ამ უკანასკნელმა, თავისი წინადადებით, ობამა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა და ხელი ააღებინა საჰაერო აგრესიაზე.
ვაშინგტონმა ვერა და ვერ მოინელა დათმობა და რუსეთს ისეთი რამ აუგორა (უკრაინის სახით), თავბედი აწყევლინა. უკრაინის გადაგვარების, ანუ ამერიკულად „გადემოკრატების“ 23-წლიანმა გეგმამ 2014 წელს მიაღწია პიკს. ამერიკელთა მიერ გაწვრთნილმა ოპოზიციამ, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხელში ჩაიგდო ხელისუფლება და დაიწყო ზომიერ უკრაინელთა და რუსული წარმოშობის ადამიანთა რეპრესიები.
ჩვეულებრივად იქცა „სვასტიკიანი“ ახალგაზრდების თავდასხმები ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე, ყოფილ მოხელეთა საჯარო ცემა, შეურაცხყოფა, რუსული საინფორმაციო საშუალებების დახურვა, რუსული საწარმოების დარბევა, რუსი მოსახლეობის ხოცვა. სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის ჯარისა და ეროვნული გვარდიის მიერ ჩადენილი დანაშაული ისეთია, ფაშისტებსაც რომ შეშურდებოდათ.
გენერალური ასამბლეის გახსნის დღეს „აიდარისა“ და „აზოვის“ სადამსჯელო ჯარების მიერ დატოვებულ ტერიტორიებზე დონეცკის მოსახლეებმა „ძმათა სასაფლაო“ აღმოაჩინეს, უფრო სწორედ „დათა“, ვინაიდან მიწაში ჩაფლული გვამები, ხელშეკრული და თავმოკვეთილი ქალებისა იყო. გვამთა დიდ ნაწილს შიდა ორგანოები ამოჭრილი ჰქონდათ.
„სასაფლაო“ ნახეს და გადაიღეს „ეუთოს“ მისიის წარმომადგენლებმა. რუსეთის დუმა მოითხოვს ამ გენოციდის საერთაშორისო კომისიის მიერ შესწავლას და ჰააგის სასამართლოში საქმის აღძვრას.
ყველა რუსული არხი ლაპარაკობს ამ საზარელ ამბავზე. არც ერთი გამოხმაურება დასავლურ მედიაში, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებში. დუმს ვაშინგტონი, ბრიუსელი, თითქოს ეს საშინელება დედამიწაზე არ მომხდარა. რა გაეწყობა, ევროატლანტიკურმა ორმაგმა სტანდარტებმა იცის ყოველივე ეს. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ომი მძვინვარებდა, დასავლეთ-უკრაინაში ნატო ატარებდა სამხედრო წვრთნებს „აიდარის“, „აზოვის“, „ეროვნული გვარდიის“ მებრძოლებისთვის. წვრთნებში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, ცხადია ბალტიისპირელებთან ერთად.
უკრაინის სახით შეიქმნა უდიდესი ქაოსი, რომელიც განადგურებას უქადის ამ ქვეყანას, მაგრამ დიდ პრობლემებს უქმნის რუსეთს. აშშ-ა ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახალიფოს“ „უნებლიე“ შექმნით, ისედაც პრობლემებიან ახლო აღმოსავლეთს ცეცხლზე ნავთი დაასხა, უკრაინამ - ევროპას, განსაკუთრებით რუსეთს უდიდესი თავსატკივარი გაუჩინა.
აშშ-ა, უკრაინული ფაშიზმის აღორძინებით, დიდი ქაოსი და დაპირისპირება გააჩინა უკრაინაში და არა მარტო იქ. ეს ქაოსი (ფაშისტური) ევროპისკენაც გადაინაცვლებს და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე აღორძინებულ ფაშიზმს იხილავს ამერიკელთა მიერ დაკოდილი უთავმოყვარო ევროპა.
ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის მოვლენები ობიექტურად შეაფასონ, ევროპელი „პოლიტიკოსები“, თვალებში შესციცინებენ ობამას და ისე იქცევიან, როგორც მას სურს. ევროპას ვერაფრით გაუგია, რომ აშშ-ი ქვეშევრდომად იხილავს მას და არა თანაბარ პარტნიორად. სამწუხაროდ, კრემლსაც ასე მიაჩნდა და დღემდე დასავლეთს „პარტნიორად“ მოიხსენიებს. გინახავთ ვინმეს, ერთ პარტნიორს რომ მეორე პარტნიორის მოგუდვა უნდოდეს?
რუსეთის ხელისუფლება ჯერაც ფიქრობს აშშ-თან, დასავლეთთან პრაგმატული კავშირების აღდგენას, ჯერაც იმედი აქვს, რომ ეს ასე იქნება, არადა საქმენი მათი (დასავლეთის) სხვას გვიჩვენებს. ვაშინგტონ-ბრიუსელის ანტირუსული კამპანია რუსეთის მოსაგუდად ხდება.
გენერალური ასამბლეის მუშაობაში საქართველოს დელეგაციაც იღებდა მონაწილეობას. ობამას მიერ მოწყობილ წვეულებაზეც იყო მიწვეული. ფანჯიკიძის თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელი ღარიბაშვილი ობამასაც დაელაპარაკა. „მოკლედ მიმოიხილეს ამბებიო“ - ყურში ჩაგვძახოდა ჩვენი მედია, ისე, როგორც სააკაშვილის დროს.
გაეროს დღიურის გაშუქებაში ახალი არაფერი ყოფილა - ფანჯიკიძეს ჩანიშნული აქვს აუარება მინისტრთან შეხვედრა, ღარიბაშვილი ამა და ამ ღონისძიებას დაესწრო და სიტყვაც თქვაო და ა.შ.
მერე რა? ქვეყანას რა? ან ღირდა ამ არაფრისთვის ისეთი აურზაურის ატეხვა, რასაც ადგილი ჰქონდა? მარგველაშვილი რომ ყოფილიყო ნიუ-იორკში, დააშავებდა რამეს? არც არაფერს. მისი ვიზიტიც ისეთივე „ნაყოფიერი“ იქნებოდა, როგორც ამათი.
გენერალური ასამბლეის გახსნას ჩვენთვის ერთი საინტერესო რამ დაემთხვა. საინტერესო კი არა - საგანგაშოო - შემედავება მკითხველი. აშშ-ში საქართველოს ელჩმა გეგეშიძემ ერთ-ერთ ინტერვიუს დროს გამოთქვა მზადყოფნა - საქართველოში ანტიტერორისტული საწვრთნელი ბაზის გახსნის თაობაზე, სადაც ამერიკელები გაწვრთნიან ექსტრემისტი ისლამისტების წინააღმდეგ მებრძოლებს. მოგვიანებით იმავე გეგეშიძემ ბრძანა - არ მითქვიაო და ჟურნალისტი დაადანაშაულა ნათქვამის დამახინჯებისთვის.
ასეა თუ ისე, ამ ამბავს დიდი გნიასი მოჰყვა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ამერიკული ანტიტერორისტული ბაზა თავისთავად გადააქცევს საქართველოს ტერორისტთა სამიზნეთ, რასაც გუშინდელი და დღევანდელი ხელისუფლება არაფრად მიიჩნევს. თუმცა არის რამე ახალი ამაში? არც არაფერი. თვით ამერიკელა განცხადებით, სააკაშვილის დროს იწვრთნებოდნენ სირიაში მეომარი ისლამისტები. ისინი დღეს „ისლამური სახალიფოს“ „არმიის“ რიგებში იბრძვიან.
ევროატლანტიკურ სივრცეზე უზომოდ შეყვარებული საქართველოს ხელისუფლება საკუთარ კანშიც ვეღარ ეტევა. იმ ქართული გამოთქმისა არ იყოს - მეტიჩარა გაზები ტანში არ ეტეოდაო, ისეა „ოცნების“ ხელისუფლების საქმე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
26/09/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.