ოჯახურ იჯარად ქცეული საქართველო

hamlet chipashvili-politologi

რეზო ჩხეიძის შესანიშნავი ფილმის „ჯარისკაცის მამის“ დასაწყისში მთავარი გმირის, მახარაშვილის ფიქრებში გახვეული სახე გამახსენდა, ცოლს რომ პასუხობს - მივდივარ და მივდივარო. შვილის საძებნელად ფრონტზე წასულმა მამამ მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისა სამამულო ომის საშინელებანი, შვილსაც მიაგნო, თუმცა გვიან, ბერლინში, ომის დასასრულს, მომაკვდავს, სასიკვდილო ტყვიით განგმირულს.
მახარაშვილმა იცოდა, რისთვის მიდიოდა ომში; იცოდა, რომ შვილსაც ნახავდა და გამარჯვებულიც დაბრუნდებოდა მშობლიურ კახეთში. იმ თაობამ იცოდა, რისთვის იყო მოსული ამ ქვეყნად; იცოდა სამშობლოს, საკუთარი კუთხის, ქალაქის, სოფლის ფასი; იცოდა, რომ სამშობლოსთვის თავდადება იყო საჭირო. და ეს არ იყო ტყუილი, მოჩვენებითი პატრიოტიზმი.
სამშობლოსადმი სიყვარული, მისთვის თავდადება იგრძნობოდა ყველგან, ფრონტის ხაზზე და ზურგში - არანაკლები გმირული შრომის დროს ქარხნებსა და ფაბრიკებში. მაშინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მრავალი წლის შემდეგ, თუმცა ისტორიისთვის არც ისე მრავლის, პატრიოტული სულისკვეთება, შემართება, სამშობლოს სიყვარული, ფსევდო სიყვარულით, მერკანტილიზმით, საკუთარი კუჭის ამოყორვის ცნებით შეიცვლებოდა.
სამამულო ომის დამთავრებიდან 69 წელიწადი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა არა მარტო მსოფლიოში, არამედ საბჭოთა კავშირშიც. შეიცვალა არა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, არამედ სავალალოდ. დაშლილი საბჭოეთის ნასახლარზე აგერ უკვე 20 წელიწადზე მეტია დამოუკიდებლად შენდება ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - გაჭირვებით, გაუსაძლისობით, მაგრამ მაინც.
ამ ხნის განმავლობაში ძნელად, თუ რომელიმე მათგანმა მიაღწია თვალსაჩინო წარმატებას, თუნდაც ისეთს, რაც ჰქონდა. ეს, კი იმის მაუწყებელია, რომ ის „ავადსახსენებელი“ კავშირი, არც ისეთი „ავი“ ყოფილა, როგორსაც დღევანდელი პოლიტიკოს-ექსპერტობა ხატავს.
ბევრი ითქმის და იწერება წარსულზე - მხოლოდ ნეგატიური. იმ ცხოვრებაგამოვლილნი გაკვირვებულნი შეჰყურებენ ახლების თავდასხმებს წარსულზე და ვინაიდან მოკლებულნი არიან საჯარო განცხადებების გაკეთების შანსს, ერთმანეთში გულისტკივილით აღნიშნავენ, ახალი თაობის აგდებულ დამოკიდებულებაზე მამა-პაპათა მიმართ.
მენშევიკური ხელისუფლების ერთ-ერთი მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე თავის წიგნში „ფიქრები საქართველოზე“ წერდა:
„მამათა და შვილთა იდეური ბრძოლა ყოველთვის იმით ხასიათდებოდა, რომ პირველნი მუდამ დოგმატურად, ორთოდოქსალურად ბუზღუნებენ და განგაშობენ, პანიკას ეძლევიან, არიქა, ვინ ხართ მამაცი, გაფუჭდა დრო და ახალი თაობა, ქვეყანა იქცევაო. ხოლო მეორენი კი - რევოლუციურ-დოქტრინალურად მამლაყინწობენ, მამებს ცხვირს უბზუებენ, მათი დამყაყებული და რუტინიერობით აღშფოთებული არიან. ნამდვილ და საზრიან ისტორიის დასაწყისს თავის დაბადებიდან ანგარიშობენ“.
თითქმის ასი წლის წინათ ნათქვამი ეს სიტყვები ზედგამოჭრილია სააკაშვილსა და მის ნაცებზე. მათმა აგდებულმა დამოკიდებულებამ მამების მიმართ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა საქართველო.
დიახ, მამებისა და შვილების ომი კაცობრიობისთვის არახალია, თუმცა სიმწვავე ამ ომისა დამოკიდებულია აღზრდაზე, გულისხმიერებაზე, უფროსისადმი პატივისცემით მოპყრობაზე, ახლის მიერ, ძველის განვლილი ცხოვრების ობიექტურ შეფასებაზე და არა სხვათა (ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნების) გულის გასახარად, პერმანენტულ ლანძღვაზე. ახალგაზრდა თაობა ვერ ამჩნევს, რომ სხვა ქვეყნებზე აყოლა ცუდის მომასწავებელია, მითუმეტეს, როდესაც იმ სხვა ქვეყნებს შენი ქვეყნის მყარად დგომა სულაც არ აქვს გეგმაში.
დასავლეთი, მათ შორის აშშ-ი ყოველთვის იყო და იქნება ეგოისტურად განწყობილი სხვათა მიმართ, თან პრაგმატულად, სულ იმის მაფიქრალი, რა გამოდნება სხვასგან. მან არ იცის სხვისი ტრადიცია, კულტურა, წესჩვეულება, ვინაიდან მას ეს არ სჭირდება. რაც მას სჭირდება, არის ის, რასაც გვკარნახობს ლოზუნგი - მიიღე ამერიკული ცხოვრება.
დასავლეთის ნამდვილი სახე დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს დავინახეთ და შევამჩნიეთ, რომ ის სულაც არ არის მიდრეკილი ჩვენი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად - პირიქით, ყველაფერს ღონობს ჩვენს მისაბმელად, იმ თოკის კისერზე გამოსანასკვნად, მორჩილ თუ ნაკლებ მორჩილ პირუტყვს რომ აბამენ, თან ისეთი ფარისივეულური რიტორიკით, ევროკომისარმა ბაროზუმ რომ იკადრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიღების დროს:
„პატარა ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია“. კეთილი, მაგრამ რა სახის პროდუქციას აწარმოებს საქართველო, რომელიც კონკურენციას გაუძლებს და ფეხს მოიკიდებს ევროპაში? იცის თუ არა ბაროზუმ, რომ მსგავსი პროდუქცია საქართველოს არ გააჩნია? შეიძლება იცის, მაგრამ მას რა, ერთ თვეში თავს დაგვიკრავს და წავა, ისე, როგორც ცნობილი ბრიუსელელი ბიუროკრატები.
ევროკავშირის გადაწყვეტილება აღმოსავლეთის პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ პოლიტიკური პროექტია და არა ეკონომიკური, თვალშისაცემი სინამდვილეა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ისე უყურებს ამას, თვალში თითს არ ამოისვამს და მზად არის დაბრმავდეს.
მახარაშვილისა არ იყოს - ესენიც მიდიან და მიდიან, ჯიუტად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გათვლების გარეშე. მიდიან დასავლეთში, ისე, როგორც მახარაშვილი, მაგრამ მამის სვლას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ამათ სვლაში არც კონკრეტიკა ჩანს და არც ხვალინდელ დღეზე ფიქრი.
საქართველოს მოსახლეობა რომ ჭურშია „რუსთავ“, „იმედ“, „მაესტრო“, „პირველი არხის“ და რაც მთავარია პოლიტიკოს-პოლიტოლოგთა შემხედვარე, ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პოლიტიკოს-პოლიტოლოგობაც ჭურშია. როგორც ჩანს, მათ ერთი თვალიც არ შეუვლიათ „ევრონიუსის“ ან „ბი-ბი-სის“ გადაცემებისთვის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც 22-25 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობდა.
თვალი რომ შეევლოთ იმ უმძიმესი კადრებისთვის პორტუგალია, რუმინეთ, ბულგარეთ, საბერძნეთში ან სხვაგან რომ ხდება, სხვაგვარად უნდა ეფიქრათ. თუმცა ამის იმედი ნამდვილად არ მაქვს. ეს ხელისუფლებაც ისე, როგორც წინა ვაშინგტონ-ბრიუსელის დირექტივებით მოქმედებს და სულაც არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ბედი, განსაკუთრებით მომავალი.
დავსვათ კითხვა - რამდენ ხანს იარსებებს ევროკავშირი ან ნატო? ქართული პოლიტიკის მიხედვით - სამარადისოდ, მაგრამ არაფერია მარადიული ამ წუთისოფელში. ევროკავშირში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, თან ისეთი, ბოლო რომ არ უჩანს, რაც თავისთავად იწვევს უკმაყოფილებას 28 ქვეყნის 500 მილიონიან მოსახლეში.
ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში უმუშევრობამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. პორტუგალიელი რომ იტყვის - გაიზარდა ნაგავში მქექავთა რაოდენობა, რაღაცას ნიშნავს. ანდა ბულგარეთი ავიღოთ - „ევრონიუსის“ კორესპონდენტის კომენტარებით - უღარიბესი, ჩამორჩენილი, გაჩანაგებული, უმუშევარი ქვეყანა. ანალოგიური ვითარებაა საბერძნეთში, სადაც ევროკავშირმა, განსაკუთრებით გერმანიამ ისეთი ეკონომიკური ქამარი შემოუჭირა ამ ქვეყანას, ლამის სული ამოხადოს. ბერძენი ჟურნალისტის განმარტებით, გერმანიისგან მიღებული ფინანსური დახმარების შედეგად საბერძნეთმა 120 მილიარდი ევრო იზარალა, ანუ გერმანიამ უფრო მეტი სარგებელი ნახა საბერძნეთის ფინანსურ დახმარებაში, ვიდრე ამ უკანასკნელმა.
აბსუს, საბჭოთა კავშირი - უფასო დახმარება და ხელის გაწვდა, ამ კავშირისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. 28 ქვეყნიდან ცოტა თუ არის აღნიშნული კავშირის ამ სახით შენარჩუნების მომხრე. ევროპის ქვეყნების მემარჯვენე ძალები კი კატეგორიულად მოითხოვენ ევროკავშირის დაშლას. მათ დიდი ხანია ნოსტალგია სტანჯავთ სუვერენიტეტზე, ვალუტაზე, საკუთარ პოლიტიკაზე. საკუთარზე და არა ბრიუსელურზე.
ნიდერლანდების მემარჯვენე პარტიის ლიდერი ვილდერსი აცხადებდა - ნიდერლანდებს არ უნდა მართავდეს ევროკავშირიდან მოვლენილი შვედი კომისარი, რომელიც ჩვენ ხალხს არ აურჩევიაო.
წართმეულ სუვერენიტეტზე ლაპარაკობენ ბრიტანეთის სხვადასხვა პარტიები, მათ შორის კონსერვატორებიც, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვენ ევროკავშირის გადაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კავშირში ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმის გამართვით იმუქრებიან მომავალ წელს.
ევროპარლამენტის არჩევნებში მოსახლეობის დაბალი პროცენტის მონაწილეობა აშკარა მაჩვენებელია იმისა, თუ რა დამოკიდებულებაა შექმნილი ამომრჩევლებსა და ბრიუსელს შორის. როგორც ჩანს, ევროკავშირმა ამოწურა ის შესაძლებლობები, რომელზეც იყო დაყრდნობილი - ეკონომიკური ინტეგრაცია და გადავიდა პოლიტიკაზე.
ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოავლინა ევროსკეპტიკოსთა დამოკიდებულება ევროკავშირისადმი, რომელსაც, მომავალი ხუთწლიანი მუშაობის პერიოდში, სერიოზული პრობლემები შეექმნება და რომელმაც სრულიად თავისუფლად შეიძლება მოახერხოს ამ კავშირის დაშლა ან კარდინალურად გადაკეთება.
აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობაც მეტადრე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეკონომიკური. მიზანი მისი არის მარტივი - კავშირის საზღვრების გაფართოება და რუსეთის ირგვლივ უკვე მტრულად განწყობილი ქვეყნების დაახლოება.
გაფართოების თემას ნეგატიურად გამოეხმაურა გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი, რომელიც თვლის, რომ მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას და მანამდე გაწევრებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არაფერი ესაქმებათ ევროკავშირში. შმიდტის აზრით, უკრაინის საკითხი საერთოდ არ უნდა დასმულიყო, რუსეთიდან გამომდინარე, ხოლო საქართველოს - აბსურდია, ვინაიდან ის ტერიტორიულად სულაც არ არის ევროპის კონტინენტზე.
შმიდტი ის პოლიტიკოსია, ვის სიტყვას ფასი აქვს არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოშიც.
დავუბრუნდეთ ბაროზუს. მისი მიხედვით, ჩვენ ავყვავდებით ევროკავშირთან თანამშრომლობით. კეთილი, მაგრამ აყვავდნენ ბულგარელები, რუმინელები, სხვები, რომლებიც კარგახანია ევროკავშირშიც არიან და ნატოშიც. ამ გაჩანაგებული ქვეყნების შემყურეს, რკინის გული უნდა ჰქონდეს საქართველოსთვის აყვავების საწინასწარმეტყველოდ, უფრო სწორად, უგულობა.
უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, სახეზეა აშკარა გულგრილობა და რაც მთავარია ლიტონი დაპირებები, თუ ჩემი არ გჯერათ, ფაქტებს გადახედეთ. უკრაინისთვის ვითომდა გამოყოფილი 11 მილიარდი ევროდან, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იაცენიუკს, მხოლოდ 500 მილიონი ევრო არგუნეს, ხუთასს მერე მოგცემთო. დანარჩენი 10 მილიარდი?!
ბრიუსელ-ევროკავშირის მზაკვრული გეგმით, ისეთი ამბავი დატრიალდა უკრაინაში, არავინ რომ არ მოელოდა, ცხადია, გარდა ვაშინგტონ-ბრიუსელისა. უკრაინაში დაიწყო ქვეყნის დაქუცმაცება-გაჩანაგების პროცესი და მის შეჩერებას ვერც პოროშენკო შეძლებს და ვერც სხვა. ახალი სახელმწიფო ნოვოროსია, რომელიც დონეცკმა და ლუგანსკმა შექმნეს, უკრაინის სხვა რეგიონებითაც გაფართოვდება და მსოფლიო მიიღებს ახალ 20 მილიონიან ქვეყანას, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილს და არცთუ მეგობრულად დასავლეთისადმი.
საკითხავია - რუსეთის წინააღმდეგ აგორებული გეგმიდან, ვინ მიიღო დივიდენდი - დასავლეთმა თუ რუსეთმა? მიუხედავად დაწესებული ანტირუსული სანქციებისა და პროპაგანდისტული ომისა, რუსეთმა მიიღო ყირიმი და შესაძლოა ახალი სახელმწიფო - აღმოსავლეთ უკრაინაში აღმოცენებული.
მოიგო აშშ-ა, რომელიც მჭიდროდ მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს და რომელიც მუდმივი სამხედრო ბაზების განლაგებას აპირებს აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
წააგო უკრაინამ და თანაც ისე, რომ მისი გამოსწორება ფაქტობრივად შეუძლებელია.
უკრაინის მაგალითმა ნუთუ არ უნდა დაგვაფიქროს? მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსები, იმ გამონათქვამისა არ იყოს - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება, ურემის გადაბრუნებას ელოდებიან. ეს ურემი 2008 წელს ერთხელ უკვე გადაბრუნდა.
როგორც ჩანს, ისე ვერ გადაბრუნდა, თვალზე ბინდმორეულ ქართულ პოლიტიკას რომ დაენახა. ახალი გადაბრუნებაა საჭირო და ამისთვის იღვწიან საოჯახო იჯარაში შებმული ფანჯიკიძე-ალასანია. პირველმა ახლახანს გვაუწყა, რა ბედნიერებაა ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, მეორემ კი - აშშ-ს სთხოვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განთავსება.
მოკლედ, რომ იტყვიან ოჯახური დუეტი შეხმატკბილებულად მუშაობს ქვეყნის დასაქცევად, რასაც გადარჩენად თვლიან. „ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავდაცვითი სისტემებიო“, - ბრძანა ფანჯიკიძემ. და ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, რას მოიმოქმედებს რუსეთი ამ სისტემების გასანეიტრალებლად. არც იმაზე დაფიქრებულა, რომ ანტისარაკეტო სისტემების განლაგებით, ერთი ციცქნა საქართველო რუსული რაკეტების მიზანში აღმოჩნდება. მისმა სიძემ ალასანიამ კი უკმეხოდ ისიც თქვა, ვინც ამ საქმის წინააღმდეგია, დინების საწინააღმდეგოდ ცურავსო.
ოჯახური იჯარა წარმატებით მუშაობს ოჯახისთვის. მას განაღდებული აქვს ვაშინგტონური მფარველობა. გაუარესდება მდგომარეობა და ორივენი, ოჯახებით დაუბერავენ ამერიკაში, ისე, როგორც ქვეყნის დამაქცევარმა სააკაშვილმა. არც ერთ მათგანს საქართველო არ სტკივათ. საქართველო საკუთარი კუჭის ამოყორვის საშუალებაა მათთვის.
შეხედეთ მათ მიერ საკუთარი თავისათვის გამოწერილი პრემიების რაოდენობას და უმალ დარწმუნდებით, მათ რეალურ მისწრაფებაში. ორივენი ელიან საკუთარ ბედნიერებას - ერთი, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში, მეორე უელსის ნატოს სამიტზე - „მაპზე“ უკეთესის მიღებაში. ამ ორივე შემთხვევაში ვაშინგტონის მხარდაჭერასაც მიიღებენ, მხარზე ხელის შემორტყმით (ამერიკულად) და ხვევნა-კოცნით.
და როდესაც ესოდენ თვალწარმტაცი პერსპექტივაა საკუთარი ოჯახისთვის, ვისღა ახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით?
ივნისის ბოლოს საქართველო „გაბედნიერდება“ ასოცირებული წევრობით. თუ როგორ, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე დავინახავთ, მაგრამ გვიანი ხომ არ იქნება? ამას წინათ დემურ გეორხელიძე წერდა: „ევროკავშირი რა საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომ მოგიაროს, გაჭამოს, გასვას, აქ შემოვიდეს, ფული მოგიტანოს, იმუშაოს, პროდუქცია შექმნას და გარჩინოს? ამიტომ, ძალიან სერიოზული ანალიზის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ თუ საშინაო ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვალა, მაშინ ამ ხელშეკრულებისადმი მოლოდინი გადამეტებულია, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მოცულობით ბაზარზე გასატანი არაფერი გაქვს, ვერც შედეგს მიიღებ?!“
სრულიად ვიზიარებ ბატონ დემურის მუდამ საინტერესო და საყურადღებო მოსაზრებას, მაგრამ ვინც უნდა იზიარებდეს, თვალი აქვს დაბრმავებული, ყურები დახშული. ის მხოლოდ თავისაზე ფიქრობს და არაფრად ადარდებს ქვეყანა. მას ვერაფრით გაუთავისებია, რომ თავისუფალი ვაჭრობა და ევროპული საქონელი ძირში მოთხრის ადგილობრივს და ისეთ კონკურენციას შეუქმნის, მამაზეციერიც რომ ვეღარაფერს იღონებს. ამისთვის იბრძვის ევროკავშირი - ახალი ბაზრების ათვისებისთვის, თავისის შენს თავზე მოხვევისთვისს და არა იმისთვის, რასაც ბაროზუ ბრძანებდა - პატარა ქვეყანას დიდ ბაზარზე შესვლის შანსი გაუჩნდებაო.
პერიეს, ევიენის, ფრანგულ-იტალიურ-ესპანური ღვინოების პატრონ ევროპაში გაიხარებს ქართული ბორჯომი და ღვინო?
სადაც გაიხარა, იმას ვწიხლავთ, მასთან ურთიერთობის გაფუჭებით, დაუფიქრებელი ტლიკინით და არანაკლებ დაუფიქრებელი ქმედებით. გადავხედოთ ბოლო მონაცემებს. წლის დასაწყისიდან მაისამდე საქართველომ რუსეთს 13.3 მილიონი ბოთლი ღვინო მიაწოდა, რაც ღვინის ექსპორტის 70%-ია. შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი 180%-ით არის გაზრდილი და ზრდა რუსეთზე მოდის. დაიწყო ბოსტნეულის და ხილის შეტანა რუსულ ბაზარზე და ამ დროს გამაღიზიანებელი ანტისარაკეტო ზღაპარი და არანაკლები ზღაპარი ასოცირებული წევრობით აყვავებული საქართველოსი.
რა გაეწყობა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც დამოუკიდებლად მართვა არ შეუძლია. ასოცირებული წევრიც გახდება და ისედაც დაკარგულ სუვერენიტეტს, მთლად საიქიოს გაისტუმრებს. მახარაშვილისა არ იყოს - მივდივართ და მივდივართ, ოღონდ მან იცოდა საით და რატომ, ხელისუფლებამ კი - არა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
26/05/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.