ქვეყანა ხელიდან გვეცლება

hamlet chipashvili-politologi

მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ და აქედან გამოწვეულმა გაუარესებულმა სოციალურმა მდგომარეობამ ხელისუფლების მორიგი ლანძღვა-გინება ზენიტამდე აიყვანა. ზენიტამდე და არა ზენიტში, არადა იქამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. მოსახლეობის უკმაყოფილების ფიალა თითქმის ავსებულია და იმ ერთ ნაბიჯსაც გაივლის. გაივლის უდავოდ, თუ ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები არ გაატარა. მაგრამ გაატარებს?
შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. თუ რატომ, ამის არაერთი ფაქტორი არსებობს. უპირველესად არაპროფესიონალიზმი, ჭარბი უცოდინრობა, გამოუცდელობა და რაც მთავარია მასში (ხელისუფლებაში) სამშობლოს ფაქტორის არ არსებობა.
სამშობლოს თემა კი ისეთი რამ არის, თინეიჯერულ ასაკში რომ არ მოითხოვება. მას დალაგებული აზროვნება ესაჭიროება, თანაც განვლილ ცხოვრებაზე დაფუძნებული, გამოცდილებადაგროვილი. საქართველოს ხელისუფალ „გოგო-ბიჭებში“ მსგავსი ცნების არარსებობა გასაკვირი არ არის. მაგრამ გიკვირს ხელისუფლებაში მყოფი, თინეიჯერულ ასაკგადალახულ მოხელეთა დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი - ზერელე, ზედაპირული, რაც იმის მანიშნებელია, რომ ასაკით კი გასცდნენ ისინი თინეიჯერობას, მაგრამ აზროვნებით ისევ იქ არიან, იმ უმწიფარ ასაკში.
როდესაც სერიოზულად ფიქრობენ (და ნაბიჯსაც დგამენ) ისეთი კანონის მისაღებად, ქვეყანას რომ გაყიდის (მიწების უცხოელებზე გაყიდვა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის განიავება), საქმე იმაზე ცუდად არის, ჩვენ რომ გვგონია.
კატასტროფულად არის შეცვლილი საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფალთა აზროვნება, ნეგატიურობისკენ. და რახან ასეა, მისი მკურნალი ვერც თითზე ჩამოსათვლელი, დაბრძენებული ადამიანების კოლექტიური საპროტესტო წერილები იქნება და ვერც მერაბ ბერძენიშვილის ზეპატრიოტული მიმართვა.
საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებმა, სააკაშვილის დამთრგუნველი რეჟიმით „ჩარეცხილებმა“, სამსახურებიდან და აქტიური ცხოვრებიდან გარიყულებმა, დღევანდელი გულისტკივილით და საპროტესტო მიმართვებით, დიდი-დიდი მათივე ასაკის ადამიანების ყურადღება მიიპყრონ. ვინც ანგარიში უნდა გაუწიოს მათ გულისტკივილს (ანუ ხელისუფლებამ), მისთვის პატრიოტიზმი უცხო თემაა. ის რახანია ჩაანაცვლა დასავლურმა ე.წ. ევროპულმა ფასეულობებმა.
საზოგადოებამ ბევრიც იყვირა, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. რატომ ხდება ეს? ალბათ იმიტომ, რომ თითო-ოროლა პატრიოტული მიმართვა, თანაც ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნებული, მოკლებულია იმ საყოველთაობას, რაც საჭიროა ხალხის ფართო მასების დასარაზმვად. მერაბ ბერძენიშვილის წერილი, რომ რომელიმე ტელეარხის სამსჯელო თემად ქცეულიყო, კიდევ კარგი.
შუადღის ხანგრძლივი თოქ-შოუებით დაძეძგილი თითქმის ყველა ტელესივრცე უფრო ძვირფასია ფართო საზოგადოებისთვის, ვიდრე მიწის გაყიდვა-არგაყიდვაზე დაწერილი წერილი.
ფართო საზოგადოება მონაა მსგავსი შოუების, უსაგნო ჭორიკანობის, ქუჩაში ყურმოკრული ამბების - ფუქსავატი „ტელე-ჟურნალისტების“ მიერ გაჟღერებულის. გადაცემა - „ჩემი ცოლის დაქალების“ პოპულარობა რომ რახანია კონკურენციის გარეშეა - ზედმეტია სერიოზულ თემებზე ლაპარაკი.
ფუქსავატური თოქ-შოუების ფონზე ქვეყანა ხელიდან გვეცლება. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იმას რომ იტყვის: „სამინისტროს შენობას გავყიდით, სხვა შენობებსაც ზედ მივაყოლებთ და 300 მილიონ დოლარს მოვაგროვებთ ბიუჯეტისთვისო“, - ნიშნავს იმას, რა დონის აზროვნებასთან, სახელმწიფოებრივ მიდგომასთან გვაქვს საქმე.
ერთის შეხედვით პოპულისტური განცხადება ვიღაცის გულს ახარებს და აფიქრებინებს - ნახეთ, რა მინისტრია, საკუთარ შენობასა და კაბინეტზეც უარს ამბობსო. მაგრამ, ეს ერთის შეხედვით, ვინაიდან წამყვანი სამინისტრო ღია ცის ქვეშ, ქუჩაში ან ბაღში ვერ იმუშავებს. მას შესაბამისი შენობა სჭირდება ანუ ახალი შენობის გამოძებნა, შემდეგ მისი სამუშაოდ მორგება, რისთვისაც ის ათასები, შესაძლოა ათეულ-ათასებიც არ იყოს საკმარისი, სავარაუდო 300 მილიონის მიღების შემდეგ რომ იქნება.
ნაცვლად იმისა, პირველ ვიცე-პრემიერს ეთქვა - ზედმეტ ხარჯებს შევამცირებთო, მან უკიდურესი ფორმა აირჩია - სამინისტროს შენობის გაყიდვა.
ეკონომია საჭიროა არა მარტო პერსონალური ავტომანქანების შეძენის დროს, რასაც ჯიუტად არ აკეთებს ხელისუფლება, არამედ თუნდაც პარლამენტში ფერად-ფერადი ქაღალდების შეძენის დროსაც. თეთრ ქაღალდთან შედარებით, ამ ქაღალდების ფასი ორჯერ ძვირია. საინტერესოა, თეთრ ქაღალდზე დაბეჭდილი კანონ-პროექტები ან კანონები, არ იკითხება?
ეს დანახარჯი, უდავოდ მიზერულია იმ დანახარჯისა, რასაც ხელისუფლებაში აქვს ადგილი, მაგრამ „მცირედისგან“ იწყება დიდი ხარჯვა. საქართველო დღეს ისეთ დღეშია, მისმა მთავრობამ ტროლეიბუსის ზომის „ჯიპებით“ კი არა, „კუზიანი „ზაპოროჟეცებით“ უნდა იაროს.
პარლამენტის ფერადი ქაღალდებიდან დაწყებული, სხვა მსუყე და გაუმართლებელი ხარჯებით დამთავრებული, ქვეყნის ხელისუფლება სხვას ბაძავს - დასავლეთს და იქიდან მოვლენილი ექსპერტ-მასწავლებლების ჭკუასაყოლილი, შეცდომას-შეცდომაზე უშვებს.
მასწავლებლებს რა ენაღვლებათ - ჩვენი გადაგვარებისთვის მსუყე ფულსაც იღებენ და გამიზნულ შედეგსაც. გადაგვარებული პოლიტიკური სპექტრი - იოლი სამართავია, იქიდან - ევროპული „ფასეულობების“ მატარებელი ევროპიდან.
არც ერთ უცხოელ ექსპერტს თავში აზრადაც არ მოსვლია ერჩია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს გავერანებული ეკონომიკა ვერ აიტანს ისეთ ხარჯებს, რასაც უცხოეთში დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება ჰქვია. თითქმის ასი მილიონი ლარიდან ლომის წილი სწორედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე იხარჯება - საშუალო ზომის საელჩოსთვის ნახევარი მილიონი დოლარი.
საქართველოს აშკარად არ სჭირდება 70-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში დიპლომატიური მისიების ყოლა. რა პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები აქვს გაძვალტყავებულ ქვეყანას ინდონეზიასთან, მალაიზიასთან, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან? არის თუ არა ეს სახელმწიფო ფულის დაუფიქრებელი ფლანგვა? ხელისუფლების ნათესავ-მეგობრების დასაქმებისთვის დიპლომატიის გამოყენება გამოუსწორებელი შეცდომაა, მაგრამ აქცევს ამას ხელისუფლება ყურადღებას?
ერთხელ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბრძანა - „მე ისეთი ქვეყნის პრეზიდენტობა მინდა, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებში ელჩები ეყოლება“-ო. პრეზიდენტს არც კი უფიქრია, რა საქმით დაკავდება საქართველოს საელჩო მალაიზიაში ან ინდონეზიაში.
ყველა ნორმალური ქვეყანა საზღვარგარეთ საელჩოს მაშინ ხსნის, როდესაც იმ ქვეყანასთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში - უსაგნო ფულის ხარჯვაა. სამწუხაროდ, ეს ცუდი ტრადიცია სააკაშვილმა დანერგა, მხოლოდ ერთი მიზნით - მისი მართული „მიშლენდი“ მთელი მსოფლიოსთვის ყოფილიყო ცნობილი. როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლება „ქვეყნობანას“ თამაშობს., რითაც დიდი ვნება მოაქვს ბიუჯეტისთვის.
ამას წინათ, ინგა გრიგოლიას თოქ-შოუმ ქოქოლა დააყარა ჭყოიძეს - როგორ ბედავ პედერასტების აუგად ხსენებასო. პატრიოტიზმი და პედერასტია რომ სხვადასხვა განზომილებაა, ცხადია, მაგრამ, პირველს, რომ ისე იცავდნენ ტელეეთერში, როგორც მეორეს, საქართველოს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.
დიახ! დასავლელმა ექსპერტ-მასწავლებლებმა, მეტადრე ამერიკელებმა ბევრი იღონეს იმისთვის, რომ პოლიტიკური საქართველოს ტვინი მიწის გაყიდვამდე მიეყვანა და ჩვენ, „ჩარეცხილებს“, გვსურს ერთი წერილით, ერთი მიმართვით შევცვალოთ ვითარება?
ვითარების შესაცვლელად ქუდზე კაცია გამოსასვლელი... მაგრამ არიან კი ასეთები? თითო-ოროლა თუ იქნება. დანარჩენს კარგა ხანია ხელი აქვს ჩაქნეული, საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების თავხედური ქცევის შედეგად. მიწის გაყიდვა ყველა საძაგელი ქცევის, ერთად აღებულის, კულმინაციაა და მას დასავლეთი ლობირებს, მეტადრე აშშ-ი. ახლა არ მკითხოთ რატომ? იმიტომ, რომ მას სურს პოსტსაბჭოთა ქვეყნები და არა მარტო ისინი აზრობრივად, ეკონომიკურად, ქონებრივად გააღატაკოს და იოლად მოსადრეკ მონად აქციოს.
საქართველომ გაყიდა ყველაფერი - კიროვის ჩარხმშენებელი ქარხნის უნიკალური ჩარხებიდან დაწყებული, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაზგა-დანადგარებით დამთავრებული. დარჩა მიწა და იმასაც ვყიდით. ვინ იყიდის? ცხადია უცხოელი.
ასე და ამრიგად ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ტროტუარიც კი სხვისი იქნება, რაიმე სახის დაწესებულებაც, მიწაც. ჩვენ, უდიდესი უმრავლესობა, ვინ ვართ, ვინ ვიქნებით? - იმ „სხვისის“ მიერ დაქირავებული მუშახელი, ოფისის მუშაკი, თანაც იმ „სხვის“ მიერ უცხოეთიდან ჩამოყვანილი კოლეგის ხელფასთან შედარებით, მიზერულის მქონე. მაგალითისთვის აჭარაც კმარა. თურქეთის მიერ გახსნილ საწარმოებში მომუშავე თურქთა ხელფასი ლამის ათჯერ და ოცჯერ მეტია, ვიდრე იქ დასაქმებული აჭარის მოსახლის.
დასავლური ცხოვრებით მოხიბლული, თინეიჯერული აზროვნების მატარებელი საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერს ღონობს, იქითკენ გასაქცევად. არა სხვისი გამოცდილება, არა სხვისი შემზარავი მაგალითები, არა მიწასთან გასწორებული ყოფა - რაც დასავლურმა პროპაგანდამ მოიტანა. არავითარი არა! საქართველო ბრუნდება ევროპაშიო, გაჰყვირიან ხელისუფალნი და არც არავინ სვამს კითხვას - როდის ვიყავით იქ, დღეს რომ ვბრუნდებით? ან რომ ვბრუნდებით, ვჭირდებით ვინმეს იქ?
სულ ახლახანს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა ანუ ევროპის ერთ-ერთმა მთავარმა მასპინძელმა ბრძანა - საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოების პროცესის შეჩერებას და იმ ქვეყნებს, რომლებსაც გაწევრება სურთ, უარი უნდა ეთქვათო.
ისე, კი კაცმა რომ თქვას, ოლანდის ნათქვამი დაგვიანებულად მეჩვენება. სწორედ საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირისა და ნატოს სხვა წევრების მზაკვრული მოქმედების შედეგია უკრაინა. რომ არა ბრიუსელის დაბეჯითებული სურვილი უკრაინაში ანტირუსული პლაცდარმის შექმნისა, დღეს სხვა ვითარება იქნებოდა. დიდი სისხლისღვრა გახდა საჭირო, ევროპას რომ თვალები გაეხილა. მაგრამ ევროპამ პირდაპირი გაგებით რა დაკარგა?
დაკარგა უკრაინამ - ათასობით ადამიანის მიწაში ჩაწვენით, დანგრეული ინფრასტრუქტურით, გავერანებული ეკონომიკით. ევროპამ, თავისი წინდაუხედაობით ისეთი ჯინი გამოუშვა უკრაინული ბოთლიდან, ნეოფაშიზმი რომ ჰქვია. არის თუ არა ეს საშიში ევროპისთვის - ვინაიდან უკრაინა ხომ „ცე“ ევროპაა? არის და ამიტომაც დაფაცურდნენ ოლანდ-მერკელი.
უკრაინა ჩვენთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს, მაგრამ იქნება? ვეჭვობ. უკრაინა, რომ იმავე დასავლეთის წყალობით, აქაც გამეორდეს, სრული შესაძლებელია, ვინაიდან ღრმად გვაქვს შეტოპილი დასავლეთში. და რაც მთავარია, ჩვენის გამოისობით, იმას აქ.
უკრაინის აუგად მოხსენიებას ვერც ხელისუფლება იტანს და ვერც „ნაცური“ ოპოზიცია. რატომ? - იმიტომ, რომ იმას, იმ დასავლეთს უნდა ასე და ჩვენც დამჯერი ბოჩოლებივით ვაკეთებთ იმას, რაც მას უნდა. ამასწინათ, ლიტველი ჟურნალისტი პაულაუსკასი წერდა: „დამოუკიდებლობა - ეს არ არის მხოლოდ დროშა და ჰიმნი, ეს შენი კანონები, საფინანსო სისტემა, საბაჟო მოსაკრებლებია. მაგრამ კანონებს ჩვენ არ ვიღებთ, რადგან ჩვენთან ევროკავშირის კანონების უპირატესობაა. მთავარ გადასახადებს არეგულირებს ბრიუსელი. დარჩა დროშა და ჰიმნი. საკავშირო ბაზარი დაიკარგა. შედეგად ლიტვის წარმოებაც დაიკარგა. ანალოგიური რამ ხდება მოლდოვაში, ბულგარეთში, რუმინეთში. ლიტვა ისეა დაცარიელებული, თითქოს ომმა გადაუარა. ახალგაზრდები ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიდიან“.
„დაჟეჟილს, გატეხილი სჯობსო“ - უმჯობესია ევროკავშირმა წერტილი დაუსვას გაწევრების თემას, რომ ისედაც გაბანძებული კავშირი, მთლად არ გააბანძოს. გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ევროკავშირის „ძველი“ ევროპის საზღვრებში შენარჩუნება, ვიდრე გაფართოებული ევროპა. „გაფართოებული“, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრობლემებით დამძიმებული, უდავოდ ავტორიტეტდაკარგული, არ უნდა იყოს საოცნებო რამ, მაგრამ ესმის კი ამის „თინეიჯერული“ აზროვნების ქართულ პოლიტიკას?
კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ - კოსოვოს მაგალითი. კოსოვო, თითქმის ბოლო 20 წელიწადია ყველა პოლიტიკოსს პირზე აკერია, განსაკუთრებით იმას, ვინც ოკეანის გაღმა ცხოვრობს. სწორედ, მისი დაბეჯითებული მოქმედებით, სერბეთს გამოგლიჯეს მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ჩამოაშორეს კოსოვო.
მკითხველისთვის ცნობილია აშშ-ა და ნატოს ძალისხმევა - იუგოსლავიის დაშლაში გამოვლინებული. ისიც ახსოვს, რა გულმოდგინებით ბომბავდა ეს დუეტი ბელგრადს. დღეს, დაშლილი, დაქუცმაცებული იუგოსლავიის ნაცვლად, შვიდი „დამოუკიდებული“ სახელმწიფოა.
„დამოუკიდებულია“ კოსოვოც - 2-მილიონამდე მოსახლით. კოსოვოს დამოუკიდებულება, აშშ-ს კატეგორიული მითითებით, ევროკავშირმა აღიარა. რაც შეეხება გაეროს, კოსოვო და მისი მფარველი აშშ-ი, რუსეთის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. აქედან გამომდინარე, კოსოვო ვერ შევიდა გაეროში. ბოლო ერთი წელიწადია კოსოვომ, გარდა იქ არსებული პრობლემებისა, ახალი პრობლემითაც მიიპყრო ყურადღება - მასობრივი გაქცევით.
ევროკავშირის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ოქტომბრიდან დაწყებული ა.წ. თებერვლის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში 150000-ზე მეტი კოსოველი ალბანელი მიგრანტი შევიდა, რომელთაგან 120 ათასს საერთოდ არ გაუვლია არავითარი კონტროლი. ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოაჰიმ ჰერმანი აცხადებს, რომ ყოველდღიურად ათასზე მეტი ალბანელი ავტობუსებით მიემგზავრებიან სერბეთში, იქიდან გადადიან უნგრეთსა და ავსტრიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. მარტო იანვრის ერთ კვირაში გერმანიაში 18000 კოსოველი შევიდა. თებერვალში, ევროკომისიამ მკაცრი მიმართვა გაუგზავნა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას - „შეწყვიტოს მაიმუნობა“. არალეგალთა რაოდენობამ 2015 წელს 40%-ით მოიმატა.
უნებლიედ იბადება კითხვა - რით არის გამოწვეული კოსოველთა მასობრივი მიგრაცია? გაქცეული ალბანელები ასახელებენ შემდეგ მიზეზებს: სიღატაკეს, მაფიის ძალმომრეობას, უმუშევრობას, კრიმინალის ზრდას. და ეს ყველაფერი ქვეყანაში, სადაც არის ნატო და აშშ-ი.
ნატო და აშშ-ს სამხედრო ბაზა კი არის კოსოვოში, მაგრამ არ არის ეკონომიკა. ქვეყანას ყველა სახეობის პროდუქცია შემოაქვს უცხოეთიდან (99%). კოსოველთა ქვეყნიდან გაქცევის კიდევ ერთი საბაბი არის შიში იმათ მიმართ, ვინც კოსოვოს ქალაქებში ძალით აგროვებს „ისლამური სახალიფოს“ არმიის რიგებისთვის მეომრებს. და ეს ყველაფერი ხდება ამერიკა-ნატოს თვალწინ. პრიშტინის ადმინისტრაციის არც ერთი გადაწყვეტილება ცხოვრებაში არ ტარდება, თუ არ გაივლის შესაბამისი ამერიკული ინსტანციის საცერს.
ამერიკელთა მთავარი მიზანია - რუსეთის განდევნა ბალკანეთიდან. აშშ-ს სენატორი კრის მერფი აცხადებს - „აშშ-ი გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთი განდევნოს ბალკანეთიდან“. ის კმაყოფილია იმით, რომ სერბეთმა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს დარჩნენ ევროატლანტიკური კურსის მიმდევრებად. ამ კურსის განმტკიცების ხელშემწყობია აშშ-ს სამხედრო ბაზა „ბონსტილი“.
„კოსოვოს თავისუფლების არმიის“ ბაზაზე აშშ-ი ქმნის კოსოვოს არმიას. მიზანი - კოსოვოს ნატოში გაწევრება. თვით „კოსოვოს არმია“ - ტერორისტულ-კრიმინალური ორგანიზაცია - ეჭვმიტანილი ადამიანთა ორგანოებით ვაჭრობაში. ომის დროს ამ ორგანოებს სერბ ტყვეებს აცლიდნენ. აღნიშნულის შესახებ ჰააგელმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ ბევრი დაწერა თავის წიგნში. მან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ ტაჩიც დაადანაშაულა ამ საქმეში.
კოსოველთა სავალალო ისტორია იმიტომ ვახსენე, რომ საზოგადოებამ შეიგნოს ერთი რამ - აშშ-ი არც ერთი ქვეყნის მხსნელი არ ყოფილა და არაც იქნება. მას თავისი ინტერესები აქვს. გარდა ამისა, რახანია აშშ-ი, ნატო, ევროკავშირი შესულები არიან კოსოვოში, მაგრამ ეშველა კოსოვოს? რომ შველოდა, კოსოველები თავქუდმოგლეჯილები არ გაიქცეოდნენ სამშობლოდან.
და კიდევ ერთი რამ - საქართველოს დიდი იმედი აქვს ევროკავშირთან სავიზო სისტემის გამარტივების, უვიზო მიმოსვლის, რაც კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. მკაცრი სავიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოსახლეობამ მოახერხა უცხოეთში გადახვეწა და უვიზო სისტემის შემთხვევაში, რა იქნება?
და ბოლოს, ის, რაც საქართველოში ხდება ლართან და ეკონომიკასთან მიმართებაში, მარტო ქართული წარმოშობისა არ არის, მას უცხოური ფესვები აქვს ანუ ამერიკული. ეს ქვეყანა ოც წელიწადზე მეტია დაბეჯითებით იბრძვის საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მოპოვებული პირველობის შესანარჩუნებლად და ამისთვის ათას ხერხს მიმართავს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებსაც.
აშშ-ა სანქციები დაუწესა რუსეთს და მსგავსი ქმედება აიძულა სხვა ქვეყნებსაც, რამაც გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება. დაზარალდა ყველა, მათ შორის მთავარი ადრესატი, მაგრამ მასთან ერთად ის ქვეყნები, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირში არიან რუსეთთან.
დავზარალდით ჩვენც, თუმცა ჩვენი ზარალი არა მარტო მიზერული სავაჭრო ურთიერთობის შედეგია, არამედ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ სამშობლოში გზავნილების შემცირების. გაუარესებული ეკონომიკური პირობები არ იძლევა იმის შანსს, რომ მათ ძველებურად გადმორიცხონ საქართველოში დარჩენილი ოჯახის საარსებო ფული.
თავიდათავი ისევ აშშ-ა, რომელმაც არა მარტო სანქციები დააწესა, არამედ ნავთობიც გააუფასურა, რამაც დიდი დარტყმა აგემა ნავთობმწარმოებელ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუსეთი,ირანი, ვენესუელა, სხვები.
გლობალიზებულ მსოფლიოში, ვაშინგტონში დაბერილი პოლიტიკური ნიავი, გრიგალივით მოქმედებს მსოფლიოს ქვეყნებზე, რაც კარგად იცის ვაშინგტონმა, მაგრამ, ეგოიზმიდან გამომდინარე, სხვათა ბედი მას არ აინტერესებს. არადა, პირველობის მოტრფიალეს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.
ჟანდარმური, გამორჩენის მსგავსი მიდგომა სახელს უფუჭებს ამ ქვეყანას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის თვალში, თუმცა არიან გამონაკლისები - ბალტიისპირა ქვეყნებისა და პოლონეთ-უკრაინა-საქართველო-მოლდოვას სახით. არადა, რა წელგამართული, სუვერენული იქნებოდა საქართველო ამ ქვეყნების „ბუკეტის“ გარეშე?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/03/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.