ერთი განცხადების თაობაზე

hamlet chipashvili-politologi

გასული კვირის მოვლენებმა „წარუშლელი“ შთაბეჭდილება დატოვა არა მარტო ჩემზე, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანებზე. თავდაცვის მინისტრის განცხადებამ, აშშ-ი გაკეთებულმა, დამარწმუნა, რომ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება დიდი ხანია ასცდა მთავარ ღერძს, რომელზეც ნებისმიერმა მთავრობამ უნდა იტრიალოს და უკიდეგანო გალაქტიკაში უაზროდ მობორიალე რაღაც საგანს დაემსგავსა.
ამ ხელისუფლებისგან მეტის იმედი ძნელად შეიძლება საზოგადოებას ჰქონოდა, მაგრამ ხელისუფალთა არაპროფესიონალიზმმა, ერთმანეთთან ფარულმა თუ ღია კინკლავმა, პოლიტიკურ სარბიელზე საკუთარი პოზიციების გამყარების სურვილმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც ჩანს „ოცნების“ კოალიციაში გათიშვის სურვილი მწერვალებისკენ მიიწევს, რაც იმის მაუწყებელია, რომ კოალიციის წევრ პარტიებს სხვა კოალიციების ძებნა მოუწევთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად.
სხვა კოალიციების, ვინაიდან არც ერთი მათგანი მზად არ არის დამოუკიდებელი ბრძოლისთვის და რაც მთავარია გამარჯვებისთვის. სავარაუდოდ, არც თეთრ ცხენზე ამხედრებული ივანიშვილის პოლიტიკური შემობრუნების შანსი ჩანს და არც 2012 წლის გმირის პატრიოტულ-გამაერთიანებელი შეძახილი, რომელმაც უზრუნველყო იმ წლის გამარჯვება.
ბრძოლა საპარლამენტო სავარძლებისთვის კარგა ხანია დაიწყო, უპირველესად კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერთა ხმაურიანი განცხადებებით, ხშირად არაპატრიოტული, არაპროფესიონალური, ერის და ქვეყნის ფეხზე დაკიდებით. თუმცა, რა დროს ერი და ქვეყანაა, როდესაც შენი პირადი საქმე გაქვს გასაკვარახჭინებელი?!
საკუთარი პოზიციების აშკარა გაკვარახჭინების მაგალითი იყო ალასანიას ამერიკული განცხადება, რომლის არსი ასეთია - საქართველო, რომ გადაურჩეს რუსეთის აგრესიას, საჭიროა ნატოს მიერ, რუსეთის შეტევის შემაკავებელი სამხედრო იარაღის განთავსება საქართველოში.
მადლობა მინისტრს, საქართველოს უსაფრხოებაზე ზრუნვისთვის, მაგრამ მართლა საქართველო ადარდებს ამის მთქმელს, თუ საკუთარი პერსონა?
ჩავუღრმავდეთ მინისტრის ნათქვამს. ერთის შეხედვით, ცუდი არაფერია ამ ნათქვამში, მაგრამ ეს პოლიტიკური დილეტანტებისთვის. მინისტრი მოითხოვს ნატოსგან თავდაცვითი სისტემების განლაგებას არანატოს წევრ ქვეყანაში, რაც თავისთავად უტოპიაა. ნატოს არაწევრ ქვეყანაში კი არა, წევრ სახელმწიფოშიც, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ასე ჰარი-ჰარად რომ არ ხდება, მინისტრმა უნდა იცოდეს. თუ არ იცის, არც ეს არის გასაკვირი, ვინაიდან პროფესიონალი პოლიტიკოსი, დიპლომატიაში ნამსახურები იმდენ შეცდომებს უშვებს თავისი გამოსვლების დრო, რომ უკეთესს ვერ ინატრებდნენ საქართველოზე მტრულად განწყობილი პოლიტიკოსები.
დავუშვათ, რომ არ იცის ეს „ნიუანსები“, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდეს, რომ თავდაცვითი სისტემის განთავსება სწრაფად და ოპერატიულად არ ხდება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესი და პროცედურა დროშია გაწელილი. ხუმრობა ხომ არ არის, ნატოს წევრი ქვეყნების შეჯერება ამ საკითხზე?
დავუშვათ, რომ შეჯერდნენ, იარაღის განთავსებას დრო სჭირდება. ამასობაში უკრაინის კონფლიქტიც მოთავებული იქნება და ნატო-რუსეთს შორის ურთიერთობებიც გარკვეული. რუსეთის შიშით ითხოვს ალასანია ნატოს იარაღს.
დავუშვათ, ეს პრობლემაც დავძლიეთ და იარაღიც განთავსდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვინ მოემსახურება ამ იარაღს? არ მითხრათ, ქართველი სამხედროებიო. გახსოვთ ალბათ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მის მიერ აშშ-სთვის მიმართული წინადადება - რუმინეთ-ბულგარეთში კი არ განათავსოთ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, არამედ საქართველოშიო.
ვაშინგტონმა შეაქო სააკაშვილის თავგასაპნულობა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ამ სისტემების მომსახურეობას ქართველები ვერ უზრუნველყოფენო.
ის, რასაც ალასანია ითხოვს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები არ არის, მაგრამ არც არაფრით ჩამორჩება მათ. განლაგების შემთხვევაში მომსახურება ნატოს სამხედროებმა უნდა უზრუნველყონ. იქ, ქართველი სამხედრო, მხოლოდ მესამეხარისხოვანი დამხმარე პერსონალი იქნება.
ანალოგიური ვითარება იქნება რუმინეთ-ბულგარეთში რაკეტსაწინააღნდეგო სისტემების განთავსების შემდეგ. იქ დადგმულ ამერიკულ სისტემას, ამერიკელი სამხედროები მოემსახურებიან. მსგავსი რამ იქნება აქაც, თუ ნატო თავის სისტემებს განათავსებს.
რას ნიშნავს ეს?
უპირველეს ყოვლისა ნატოს ჯარის შემოყვანას საქართველოში. არ აქვს მნიშვნელობა ერთი სამხედრო იქნება, თუ ასი - მთავარია ფაქტი - ნატოს ანტირუსული რაკეტების განთავსება, რაც თავისთავად არის, ისედაც მტრულად განწყობილი, რუსეთის კიდევ უფრო გაღიზიანება, შესაძლოა აგრესიამდე. რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრების და ნატოს საბრძოლო იარაღის საქართველოში განთავსება „დე-ფაქტო“ ნატოში შესვლად აღიქმება მისი მხრიდან.
მინისტრი, რომელიც ესოდენ მყვირალა მოთხოვნით წარდგა ამერიკელთა წინაშე - არის თუ არა ქვეყნის მტერი? პასუხი თქვენთვის მომინდვია.
ჩემის აზრით კი, თავდაცვის მინისტრი, რომელიც მსგავსი მოწოდებით მიმართავს რუსეთის ნომერ პირველ მტერ აშშ-ს, არის პროვოკატორი, რუსეთის გამაღიზიანებელი და პირი, რომელიც ვერ ან არ ზომავს, რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც ამ განცხადებას, აღარაფერს ვამბობ ქმედებას.
მავანი იტყვის, რა მოხდა წამოსცდაო. კეთილი, მაგრამ თავდაცვის მინისტრს არ უნდა წამოსცდეს, ვინაიდან მისი თითოეული სიტყვა პოლიტიკურ საცერში ტარდება.
ალასანიამ გააკეთა სკანდალური განცხადება, მაგრამ მარტო ალასანიამ?
თავდაცვის მინისტრს ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა თავისთავზე არ უნდა აეღო. მსგავსი სახის განცხადებას ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი უნდა აკეთებდეს ან საგარეო საქმეთა მინისტრი, თან იმის მოხსენიებით, რომ ასრულებს პრეზიდენტის ან პრემიერის დავალებას. ალასანიას არც ერთი არ უხსენებია, ანუ თვით გამოხტა სამგლე გოჭივით, რაც მისთვის დამახასიათებელია.
რა გაეწყობა, კაცს დიდი პოლიტიკისკენ უწევს გული, ეს, კი უბრალოდ, იმის მაუწყებელია, რომ ხელისუფლებაში არავითარი სუბორდინაცია არ არსებობს, ვისაც რა სურს, იმას გაიძახის, თანაც უცხოეთში, ვინაიდან იქ ნათქვამი უფრო წონადია. სად სენატორ მაკკეინისა და მის მსგავსთა კამპანიაში ნათქვამი და სად თბილისში გაკეთებული განცხადება.
ალასანიას ნათქვამი უმალ აიტაცა „რუსთავი-2“-მა და თბილისში მყოფი აპატურაი სპეციალურად მიიწვია სტუდიაში ამ თემაზე სასაუბროდ. ჟურნალისტმა კატეგორიულად მოსთხოვა პატივცემულ ჯეიმსს, ალასანიას „ბრძნული“ წინადადების კომენტირება და საქართველოსთვის „მაპის“ მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება.
ამ ტელეკომპანიის და მისი ჟურნალისტების საყურადღებოდ - აპატურაი არის ბრიუსელის ერთ-ერთი მოხელე, რომელიც ვერაფრით იტყვის, საქართველოს მისცემენ თუ არა „მაპს“. აპატურაის ნათქვამი ვის რად სჭირდება, როდესაც „ნატოს“ ყველაზე დიდმა შეფმა, ობამამ ბრძანა - საქართველო არ დგას ნატოს გზაზეო. სამწუხაროდ, ასეთი ჟურნალისტების წყალობით, ჩვენ იმ ქვეყნად ვიქეცით, რომელმაც თავმოყვარეობა დაკარგა და სულ მუდამ ყელგამოწვდილ ხვეწნაზეა გადასული, აპატურაი ვინ არის და იმასთანაც.
დავუბრუნდეთ ჩვენს „ბიჭუნა“ თავდაცვის მინისტრს. მსგავსი განცხადება, თუნდაც პრეზიდენტ-პრემიერის დავალებით, მიუღებელია. მოთხოვნის წყარო ქართველი ხალხი უნდა იყოს, რამეთუ ნატოს ჯარის საქართველოში განლაგება ხალხის და არა მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობა კი 2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების დროს მიტმასნილ, „ნატოში“ შესვლის საკითხით აპელირებს.
არადა ნატოში ყოფნა-არყოფნა გაცილებით სერიოზული თემაა, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, თუ არ წავიდნენ, წაიყვანენ, რის მაგალითებიც უხვადაა საქართველოში, აი, ნატოში ყოფნა-არყოფნა მთელი ქვეყნის საკითხია. 2008 წელს არავის მიუქცევია ყურადღება ამ საკითხისთვის, მთავარი იყო პრეზიდენტის არჩევა, ცხადია, არა სააკაშვილის.
მაშინ არჩეული სააკაშვილი აღარ არის, ხოლო არჩევნებს მიტმასნილი საკითხი, ხალხის მიერ არასერიოზულად აღქმული, მაგრამ ამერიკელთა მიერ სერიოზულად გაბუქებული, სავალალო დღეში აგდებს ქვეყანას.
დღევანდელ, ისე, როგორც წინანდელ ხელისუფლებას ხელზე აქვს დახვეული მაშინდელი პლებისციტის შედეგები და ცხვირწინ გვიფრიალებენ - თქვენ არ გადაწყვიტეთ 70-ზე მეტი პროცენტითო?
ამას წინათ, ალასანიას მეგობარმა მინისტრმა, პეტრიაშვილმა ისიც კი ბრძანა - საქართველოს მოსახლეობის 85% მოითხოვს ნატოსა და ევროკავშირში შესვლასო. ასეთ დროს, ისღა დაგვრჩენია დავიგინოთ, მტყუანის?!
ალასანიას, პეტრიაშვილის და მათი მსგავსი „პოლიტიკოსების“ პოლიტიკური სიცოცხლე პეპელას ჰგავს, მაგრამ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ხანგრძლივია. ნატო და ევროკავშირი ისეთი თემებია, ძალაუნებურად რომ ითხოვს ხალხის აზრს, ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხმა, ქვეყანამ არ უნდა იცეკვოს ვიღაცის, თუნდაც ხელისუფლების დაკრულ მუსიკაზე. მას თავისი მუსიკა უნდა ჰქონდეს, მის არსებაში გაჟღენთილი. ის, არ უნდა მიჰყვებოდეს, თანაც ცხვარივით, უსინდისო პოლიტიკურ თხებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ და არა ქვეყანა.
ალასანიას, ამერიკაში ნათქვამის მიღმა მთავარ ის არის, რომ თავი მოაწონოს ამერიკელ პოლიტიკოსებს, აფიქრებინოს მათ, რომ ის, და მხოლოდ ის, არის ამერიკული სისხლი და ხორცი, რომ ის გაცილებით მეტი ამერიკელია, ვიდრე სხვა, რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი, მაგალითად უსუფაშვილი. ამ უკანასკნელმაც ხომ თავი მარტო იურიდიული საკითხების მცოდნე „კლერკად“ წარმოგვიჩინა და არამცდა არამც პოლიტიკოსად.
როგორც ჩანს, პოლიტიკოსობა ყველა იურისტის ხვედრი არ არის, მითუმეტეს კარგი პოლიტიკოსობა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე თავს უფლებას აძლევს ხალხს ულტიმატუმით ელაპარაკოს - ყველაფერი ნათელი ხდება. ყბადაღებული დისკრიმინაციული კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ სატელევიზიო გამოსვლის დროს მან უხეშად ახსენა - არ გინდათ ევროპა, იყავით რუსეთში.
რატომღაც ამ კანონის მიღება და საქართველოს ევროკავშირის ასოცირებულ წევრად გახდომა სისხლისმიერად დაუკავშირდა ერთმანეთს, მაგრამ იქნებ არასისხლისმიერად, არამედ უკანალისმიერად?
მოკლედ, ხელისუფალთა განმარტებით, თუ პედერასტიას არ ვეთაყვანეთ, ევროკავშირში ვერ შევალთ. ევროკავშირის ასოცირებული წევრი გავხდებით, მაგრამ ევროკავშირის წევრობაზე, დიდი ბოდიში, მთელმა საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად რომ აღიაროს - მამათმავლები ვართო - ევროკავშირში არავინ მიგვიღებს.
მაშ, რატომ ირჯის თავს ხელისუფლება? მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელის მამათმავლებმა ჯეროვნად დააფასონ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და დააფასონ მატერიალურად. თუ ვინმეს სურს ევროკავშირში შესვლა - ხელისუფლებაა და არა ხალხი. ხელისუფლება ისე აშინებს ხალხს - ამ კანონს თუ არ მივიღებთ, იქ არ შეგვიშვებენო. თითქოს ხალხს, მართლაც ევროკავშირის ასოცირებული წევრობა უნდოდეს.
უბედურებაა, როდესაც ხალხს უმტკიცებს ხელისუფლება ევროკავშირის ასოცირებული წევრობა გინდაო. არადა ხალხს რაც უნდა - მარტივია - რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონა, საკუთარი მწირი პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა, რუსეთის სიკეთეების მიღება - პენსიებისა და სამუშაო ადგილების სახით.
ხალხმა კარგად იცის, რომ არც ევროკავშირი და არც ამერიკა ამ პირობების შემქმნელი არ არიან. მათ თავიანთი პრობლემებიც უხვად აქვთ. ქართულით თავს არ შეიწუხებენ. დღემდე არ შეუწუხებიათ და რაღა ეხლა შეიწუხებენ?!
ხალხმა იცის, რომ დასავლეთს მხოლოდ მისი მომხრე მთავრობა, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ბედი აწუხებს, ვინაიდან ისინი არიან დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს ინტერესის გამომხატველნი საქართველოში.
ხალხმა იცის, რომ აშშ-ს უხალხო ტერიტორია უფრო სურს, ვიდრე მართლმადიდებლობით, ქართული ტრადიციებით გაჯერებული ქვეყანა.
ხალხმა იცის, რომ ერთადერთი სახელმწიფო, ვინც საქართველოს დაუყვავებს, მიუხედავად არაერთი ნეგატიური ქმედებისა, მაინც რუსეთია.
ხალხმა იცის, რომ მისმა ხელისუფლებამ ისეთ პროდასავლურ ჭაობში შეტოპა, უკან გამოსვლა რომ გაუჭირდება. გაუჭირდება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მის მიერ ჭაობში, მოტყუებით შეყვანილ ხალხსაც.
ალასანიას განცხადება რატომღაც დაემთხვა ბალტიის და შავი ზღვისპირა ზოგიერთი ქვეყნის განცხადებას, უფრო სწორად თხოვნას აშშ-სადმი, საკუთარ ქვეყნებში ამერიკული სამხედო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით. ქვეყანა, რომელიც დაბეჯითებით ითხოვს სხვის ჩექმას, შორს არის სუვერენულობის ცნებისგან. ქვეყანა, რომელიც რუსული არარსებული საფრთხის გამო, მოითხოვს ამერიკული სამხედრო ბაზის განლაგებას, საკუთარი მენტალიტეტიდან, მრწამსიდან გამომდინარე, მონური აზროვნებისაა.
ერთობ გასაოცარ ვითარებასთან გვაქვს საქმე. სამხედრო ბაზების განლაგების მსურველი ქვეყნები რახანია ნატოს წევრები არიან. რა გამოდის? ნატოს სამხედრო ძალები ვერ დაიცავენ ამ ქვეყნებს რუსული აგრესიისგან? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრემლს ევროპაში შეჭრის სურვილი არ აქვს? მაინც რა დონის გაღიზიანებას უნდა ველოდოთ ამ ქვეყნების მხრიდან, რუსეთის მისამართით, რომ ეს უკანასკნელი, იძულებული შეიქმნას ევროპაში შესაჭრელად? უნებლიედ იბადება გულუბრყვილო კითხვა - ეს ქვეყნები ასეთი ბრიყვები არიან, ამას რომ ითხოვენ, თუ იძულებით, ვიღაცის დაკრულზე ცეკვავენ?
ეს, ვიღაცა აშშ-ია, რომელსაც, როგორც ჩანს, რუსეთის ირგვლივ უფრო მეტი სამხედრო ბაზის განლაგება სურს. ნამუსი აღარ არის? ქვეყანას, რომელსაც ევროპაში 75 სამხედრო ბაზა აქვს, უფრო მეტი უნდა. „მახვეწარი“ ქვეყნები არათუ ნამდვილი დემოკრატიიდან არიან შორს, არამედ თავისუფლების მცნებისგან, ისე, როგორც ჩვენი სტატიის „გმირი“. მასპინძელმა ამერიკელებმა, მცირედი გარჯით ათქმევინეს „დამოუკიდებელი“ ქვეყნის მინისტრს - ნატოს ჩექმა გვინდაო.
„მახვეწარი“ ქვეყნის „სურვილიდან“ გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნატოს ვერავითარი სამშვიდობო გარანტიის მიცემა არ შეუძლია. არის თუ არა მსგავსი თხოვნა ამერიკელებისადმი იმ სამხედრო ორგანიზაციის შეურაცხყოფა, რომელშიც ისინი არიან? თუ ისინი (მახვეწარები) თავს დაცულად ვერ გრძნობენ ნატოში - ჩვენ რა ბუზანკალი შეგვიჩნდა ნატო, ნატოს რომ გავყვირივართ?
სულ ახლახანს, ნატომ თავის დოკუმენტებში ერთი სიტყვა შეცვალა - „პარტნიორი“ „მტერზე“. ცვლილება რუსეთს ეხება. ცვლილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რის შესახებაც მოსკოვი დაბეჯითებით ამბობდა - ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია, შექმნილი რუსეთის წინააღმდეგო.
სიტყვათა ამ ცვლის შემდეგ ნათელი გახდა (ბევრისთვის ყოველთვის ნათელი იყო), რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის რკალში მოქცევისთვის ხდება და არა მოგონილი ე.წ. კეთილშობილური მიზნებისთვის. ბევრჯერ გვსმენია ძველი და ახალი ხელისუფლებისგან, რომ ნატოში საქართველოს შესვლა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ახლა ხომ მაინც დარწმუნდით ურწმუნო თომებო - რა მიზნებს ისახავს ნატო?
ნატოში შესული საქართველოც რუსეთისადმი მტრულად განწყობილი კავშირის წევრი გახდება. ჩვენს საკუთარ „მტრობას“, ნატოურიც დაემატება, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსული რაკეტების ჩვენს ბედკრულ ქვეყანაზე დამიზნებას. დამიზნება ცუდია, მაგრამ გასროლა - მომაკვდინებელი, რის შემდეგ აზრი აღარ ექნება ნატო-ამერიკის სამხედრო დახმარებას. უწევს ყოველივე ამას თავდაცვის მინისტრი ანგარიშს? თხოვნიდან გამომდინარე - არა!
უკრაინაში მიმდინარე ომში დროებითი „ხელისუფლება“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტანკებს, ქვემეხებს, ავიაციას იყენებს და ყოველივე ამას ოფიციალური ვაშინგტონის მოთხოვნით აკეთებს, რაც თავისთავად აშიშვლებს აშშ-ს ადმინისტრაციის მზაკვრულ გეგმებს - ჰეგემონიზაციისთვის უკომპრომისო ბრძოლას.
ამ ბრძოლაში სახის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც აშშ-ს ფერადკანიანი პრეზიდენტი მხარს უჭერს თეთრკანიან უკრაინელ ფაშისტებს - მრწამს და არა ფერს აქვს მნიშვნელობა. მრწამსი კი ძალიან, ძალიან შავია. მან არ იცის მეგობრის ცნება, თუნდაც პარტნიორი ქვეყნის. რაც მან იცის - საკუთარი თავის პატივისცემა და ამ გზაზე ბარიერად აღმართული ან არამლიქვნელი ქვეყნისთვის წირვის გამოყვანაა.
არის თუ არა ზემოთაღნიშნული საქართველოს ხელისუფალთა გასათვალისწინებელი? ცხადია, მაგრამ ამის არც უნარი და არც სურვილი არ გააჩნია. და რახან ასეთთან გვაქვს საქმე, ხალხმა უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/04/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.