შეიცვალა ქართველთა აზროვნება?

სულ მალე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. მისთვის ისე, როგორც მის სხვა წინამორბედთათვის, საქართველო იმ ჩვეულერივი ქვეყნების რიცხვს შეუერთდება, რომელთანაც საკუთარი დიპლომატიური კარიერის მანძილზე რაღაც აკავშირებდა.
დიპლომატისთვის საზღვარგარეთ ხანგრძლივი მივლინება ისეთივე რუტინული რამ არის, როგორც მშენებელი ინჟინრისთვის მშენებლობა ან მევენახისათვის მოსავლისთვის ზრუნვა.
დიპლომატი საკუთარი აკრეტიდაციის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა-გატარებას ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ჩვენებურად რომ მასპინძლად მოიხსენიება. ამასთანავე ძალას არ ზოგავს მასპინძელი ქვეყნის მთავრობასთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც მასპინძელს არ უნდა აფიქრებინოს დიპლომატზე აუგის თქმა ან კარდინალური გადაწყვეტილების მიღება.
ასეთად, ადგილსამყოფელი ქვეყნის ხელისუფლების მიერ დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებაა. დიპლომატისთვის მასპინძელი ქვეყნის მსგავსი გადაწყვეტილება ცუდის მომასწავებელია. მან შეიძლება საერთოდ გაუფუჭოს დიპლომატს დიპლომატიური კარიერა და ეჭვქვეშ დააყენოს მისი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობა.
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან თითო-ოროლა ნეგატიურ გამოხდომას თუ გავიხსენებთ. ყველა მათგანი საქართველოში აკრედიტებულ რუს დიპლომატებს ეხებოდა, გამონაკლისს შეადგენდა ევროსაბჭოს წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის საქმე. თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში სააკაშვილმა ნიკოლოვის სამშვიდობო ვიზიტები აჭარის მეთაურთან უარყოფითად შეაფასა და ისიც თქვა, რომ ნიკოლოვი პერსონა ნონ გრატობას იმსახურებდა, თუმცა აქამდე საქმე არ მისულა - ევროსაბჭომ უმალ გაიწვია ნიკოლოვი.
პერსონა ნონ გრატობა ისეთი რამ არის, რაც თავისთავად აფრთხილებს დიპლომატს „გადამლაშებისაგან“. ეს ის დამოკლეს მახვილია, რომელიც მუდამ არის მზად ამოქმედებისათვის. ამდენად დიპლომატი თავის განცხადებებში თითოეულ სიტყვას ზომავს და ცდილობს გააკეთოს ისე, მასპინძელთა გულისწყრომა არ გამოიწვიოს.
დიპლომატის უპირველესი მოვალეობაა ადგილსამყოფელი ქვეყნის ფართო წრეებთან ურთიერთობის დამყარება, ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებთან კავშირი. მიზანი - ინფორმაციის მიღება და შემდეგ მისი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისთვის გაცნობაა. ოპოზიციასთან კონტაქტის დროს დიპლომატმა არ უნდა დაარღვიოს ხელისუფლება-ოპოზიციასთან დიალოგის ბალანსი, რამეთუ დიპლომატი აკრედიტებულია ხელისუფლებასთან და არა ოპოზიციასთან.
საქართველოს პოლიტიკური წრეების გაუთვითცნობიერებლობა დიპლომატიურ ნიუანსებში სისტემატურად იწვევს დიპლომატებისთვის ისეთი ტვირთის აკიდებას, რაც მძიმეც არის მათთვის და მათი საქმიანობის არსიდან გამომდინარე, მიუღებელიც. დიპლომატებს გაგულისებული პოლიტიკოსები, ლამის დუელში იწვევენ მათ და არცთუ იშვიათად მოითხოვენ ქვეყნიდან გაძევებას.
ქართულმა პოლიტელიტამ 20-წლიანი „დამოუკიდებლად“ ცხოვრების მანძილზე ვერა და ვერ შეიგნო, რომ აკრედიტებული დიპლომატი საკუთარ სამშობლოს და მის ინტერესებს ემსახურება და არა ადგილსამყოფელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს.
კომედიას ემსგავსება ნებისმიერი სახის ღონისძიებაზე დიპლომატთა დაპატიჟება. დიპლომატი ლამის წვეულების დეკორაციად არის ქცეული, ისე, როგორც ხელოვნური მცენარე ინტერიერისთვის. მარტო ის რად ღირს, როდესაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დიპკორპუსსაც იწვევს ერთობ უღიმღამო ღონისძიებაზე, ხოლო შემდეგ ამაყად აცხადებს - დიპლომატებიც მოვიწვიეთო.
„მარიაჟობა“ ისეთ სახეს იღებს, რომ მედიით, განსაკუთრებით ელექტრონულით ნაუწყები - ღონისძიებას აკრედიტებული დიპლომატებიც ესწრებოდნენო, სიცილს თუ არა ღიმილს გვრის კაცს.
დიახ, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი გასაჭირი დიპლომატის ქვეყანაშიც გაიგონ და არა მარტო გაიგონ, არამედ იმოქმედონ, ცხადია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს რომ ასე არ ხდება ქართულმა საზოგადოებამ ვერა და ვერ შეიგნო. ვერც ის შეიგნო, რომ შენი საქმე თვითონვე უნდა აკეთო. ამაში სხვა, მითუმეტეს დიპლომატი არაფერ შუაშია. აღნიშნული შეცდომა წლიდან-წლამდე მეორდება. ასეა ახლაც. „მეოცნებენი“ ლაშქრავენ ვაშინგტონს, რითაც ცდილობენ ნაცთა ბატონობისთვის წყლის შეყენებას. ვის არ აწუხებენ, დიპლომატებს და კონგრესმენებს, საზოგადოების გავლენიან წარმომადგენლებს, იხარჯება ენერგია და რაც მთავარია ფული, თანაც ამაოდ. არადა ის ამერიკელი ვერაფრით დაგეხმარება შენს არჩევნებში. თუ ვინმე დაგეხმარება საკუთარი ამომრჩეველია, მაგრამ რა სჯობს ამერიკაში გასეირნებას?!
დავუბრუნდეთ ჩვენი სტატიის გმირს - ჯონ ბასს - აშშ-ს ყველა დანარჩენ ელჩთან შედარებით განსხვავებულ დიპლომატს. ისიც ისე, როგორც მისი წინამორბედები ზედმიწევნით ეფექტიანად ასრულებდა თავისი ქვეყნის დავალებას. ისიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს ხელისუფლებასთან და ურთიერთობდა ოპოზიციასთან და ა.შ. მაგრამ ბასი მაინც სხვაა.
ეს ის დიპლომატია, რომელიც არ ერიდებოდა ჟურნალისტებთან კონტაქტს, ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო განცხადებებსაც. დიპლომატი არც ქართულ საზოგადოებას ინდობდა. გავიხსენოთ მისი გამონათქვამები გასული წლის მიტინგთან დაკავშირებით, რამაც ფაქტიურად მწვანე შუქი აუნთო პოლიციელთა მიერ პარლამენტის შენობის წინ თავმოყრილი მომიტინგეების დარბევას და ხოცვას.
ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მისმა განცხადებამ ცივი წყალი გადაასხა ქართულ საზოგადოებას და ზურგი გაუმაგრა ხელისუფლებას. გავიხსენოთ ობამა-სააკაშვილის თეთრ სახლში შეხვედრა და ობამას მიერ სააკაშვილის მისამართით გამოთქმული უკიდეგანო ქება. პრეზიდენტის მაღალი შეფასების წყაროდ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ მომზადებული მოხსენებაა.
გავიხსენოთ ბასის გამონათქვამები საქართველოს დემოკრატიასთან მიმართებაში და დავინახავთ, რაოდენ წარმატებით უმოღვაწია მას ქართველთა მორჯულებისთვის. ამას წინათ ბასმა განაცხადა, რომ დღეს ქართველები სხვაგვარად აზროვნებენო.
მართალია ბასი. ჩვენ მართლაც სხვაგვარად ვვაზროვნებთ, არა ისე, როგორც 10-15 წლის წინათ და ამ ტრანსფორმაციაში ლომის წილი აშშ-ზე მოდის. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დასაწყისში ამერიკელებმა მთავარი აქცენტი თინეიჯერ ქართველებზე გააკეთეს. დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან. მოკლე პერიოდში 50 ათასზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ გაიარა ამერიკული წრთნობა, ეზიარა ამერიკულ ცხოვრებას, რომ იტყვიან ჩაწვდა ამერიკულ სულს. პატარა ქვეყნისთვის ზომაზე საგრძნობი ციფრია.
რახანია ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას ტვინს უმღვრევენ ვითომ არასამთავრობო ამერიკული ორგანიზაციები. იქით ხელისუფლება ტყავს იძრობს იმისათვის, რომ ამერიკას დაუმტკიცოს მისი ამერიკულობა. მაგალითად სააკაშვილ-კლინტონის საუბარიც კმარა - დუჟმომდგარი სააკაშვილის ტრფიალი ყოველივე ამერიკულისადმი. სააკაშვილმა სიამაყით აუწყა კლინტონს, თუ როგორ არჯულებს 5 წლის ბავშვებს ამერიკულად. 5 წლიდან ვასწავლით ინგლისურსო, თანაც ამას ამერიკელი პედაგოგები აკეთებენო, - უთხრა სააკაშვილმა კლინტონს. ეს უკანასკნელი კი სიცილ-კისკისით იღებდა ამერიკის მონა სააკაშვილის აღსარებას. რა სჯობს იმას, როდესაც შენს გასაკეთებელს სხვები აკეთებენ? მაგრამ მარტო სააკაშვილი აკეთებს ამ საშურ ამერიკულ საქმეს? არამც და არამც. აკეთებენ ამერიკელები - ფულით, მოქრთამვით, საღეჭი რეზინებით, ჭრელ-ჭრელი სათამაშოებით, აკეთებენ თვით ქართველები.
მართალია ბასი, როდესაც ამბობს, რომ ქართველთა აზროვნება შეიცვალა. დღეს, გაცილებით იოლია იმ თემებზე ლაპარაკი, რასაც წინათ უფრთხოდნენ. მაგალითად სქესობრივი თავისუფლება, ლესბოსი, ჰომოსექსუალიზმი, ერთსქესა ქორწინება, ჯგუფური სექსი და სხვა. თითქმის ყველა ტელეკომპანიის ეკრანზე თავს იწონებენ ჰომოსექსუალები. ცოტაც და გეი პარადსაც ჩავატარებთ.
ერთმანეთის მოტყუება, სიტყვის გატეხვა, შეურაცხყოფა, ხოცვა, ჩვეულებრივ საყველპურო საგნად იქცა, ისე, როგორც ისტორიული წარსულისადმი აუგი დამოკიდებულება.
საქართველოს მოსახლეობა შეეჩვია ხელისუფალთა განუკითხაობას, არჩევნების გაყალბებას, კორუფციას, საზარელ რეფორმებს, ტალახიან და ჭუჭყიან ქუჩებს, ერთმანეთის გადაგდებას, შუქისა და წყლის სისტემატურ გამორთვას, ხელისუფალთა ცუდი საქმეების კარგად მიღებას, სხვისი ომის გათავისებას, ხელისუფალთა მიერ მოსახლეობის ჯიბეებში ხელის ფათურს, ტყუილს და სხვა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ რაც მთავარია ხალხი შეეჩვია პატარა გოგო-ბიჭების მინისტრობას, მათ უკმეხ სახეებსა და აუტანელ ქცევას, თბილისის ქუჩებზე ასწლიანი ხეების ჭრას და მათ ნაცვლად „იმპორტული“, მაგრამ ძვირი ნარგავების გაშენებას, ბაღების უცხოური ძვირადღირებული გრანიტით მოპირკეთებას, თბილისის ქუჩებზე რკინის უფუნქციო ხიდების გადებას, ნარიყალას უნიკალური ციხის კედლებთან საბაგირო გზის რკინის ურჩხულის დამონტაჟებას, პარლამენტის ქუთაისში გადატანას, ქუთაისის გმირთა მემორიალის აფეთქებას, სტალინის ძეგლის აღებას და თურქებთან საიდუმლო გარიგებას, ბაგრატის ტაძრის გაჰილტონებას, დავით გარეჯის გასხვისებას, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და დაუკარგავის ეჭვქვეშ დაყენებას.
არც ერთ ამ საკითხზე საქართველოს მოსახლეობას არ უთქვია თავისი სიტყვა, არ გამოსულა გარეთ, არ დაუცვია საკუთარი ქვეყნის ისტორია. გამოვიდა „ოცნების“ დაძახილზე, რომელსაც მისი აზრით, უდავოდ უნდა მოჰყვეს პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესება, „პოსლეზე“, მაგრამ მაინც. იმედიც სახეზეა - ბიძინას მილიარდების სახით. ცხადია თბილისში გამოსულთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც საკუთარზე მაღლა საქართველოს აყენებს, მაგრამ მათ რაოდენობა მოკრძალებულია.
ქართველი არ გამოდის, როდესაც სააკაშვილი აუპატიურებს ბაგრატის ტაძარს.
ქართველი არ გამოდის, როდესაც დედაქალაქს დედაქალაქობას უკარგავენ, პარლამენტის ქუთაისში გადატანით.
ქართველი არ გამოდის, როდესაც თურქეთი უთოფო ანექსიას უკეთებს აჭარას და მეჩეთის აშენებას გვექადნება.
ქართველი არ გამოდის, როდესაც 5 წლის ქართულის უცოდინარ ბავშვს ინგლისურს ტენიან.
ქართველი არ გამოდის, როდესაც უგუნური ხელისუფლების წყალობით ტერიტორიები იკარგება.
ქართველი არ გამოდის, როდესაც ბაგრატს „აუპატიურებენ“.
ქართველი უკვე ბევრ სასიცოცხლო საკითხზე არ გამოდის, თუნდაც ისეთზე, ერის გადარჩენა რომ ჰქვია, ვინაიდან ის და ზემოთჩმოთვლილი საკითხები პირადად მის ყოფას არ უკავშირდება.
მართალია ჯონ ბასი - დიახ! ქართველთა აზროვნება სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელ წლებში შეიცვალა.
ახლახანს ტელეკომპანია „ბი-ბი-სიმ“ ფართო სიუჟეტი მიუძღვნა ავსტრალიელ აბორიგენებს, სხვათა შორის ინგლისურად შესანიშნავად მოლაპარაკეებს, მაგრამ გაუბედურებულებს, საკუთარ ქვეყანაში მეორეხარისხოვან ადამიანებად აღქმულებს.
ცხადია, იყო თვითგვემა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ბოდიშის მოხდაც და იმის აღიარებაც, რომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული.
რაღა დროს? მკვიდრი მოსახლეობა თითქმის აღარ არის.
ჩვენც ხომ მსგავსი არ გველოდება?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
17/06/2012

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.