„აფხაზეთობა“ აფხაზეთის გარეშე

hamlet chipashvili-politologi

აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თუ აპირებს, როგორ?
ვიდრე ამ კითხვას გასცემს პასუხს ხელისუფლება, მას და სხვას შევახსენებ, რომ დაკარგულის დაბრუნება შეიძლება ორი გზით - ომით და მოლაპარაკებით. ასე იყო და არის მსოფლიოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. მაგრამ, როგორც ზოგიერთები გვიმტკიცებენ, არის მესამე გზაც - დამპყრობლის იძულება ანუ ნებაყოფლობით - ცხადია, ზეგავლენის შედეგად, მიტაცებულის დაბრუნება.
ეს ვარიანტი ძნელად განსახორციელებელია, ვინაიდან მჭიდროდ უკავშირდება მიმტაცებლის ზომასა და წონას, სამხედრო ძლიერებას და რაც მთავარია დემოკრატიულობის ხარისხს - სხვაგვარად, უფრო რბილად, რომ შეახედებს დამპყრობელს, წაგლეჯილი ტერიტორიის ყოფილ პატრონზე. „სხვაგვარი“, „რბილი“ შეხედვის ინიციატორი აუცილებლად უნდა იყოს დაზარალებული მხარე. მან ყველაფერი უნდა იღონოს დამპყრობლის გულის მოსაგებად. ამ პროცესს უდავოდ უნდა ერთვოდეს სხვა ქვეყნების სისტემატური ძალისხმევა დამპყრობლის პოზიციების შესაცვლელად და დაზარალებულის მხარდასაჭერად.
აღნიშნული ვარიანტებიდან ძალისმიერი დაბრუნება ომს უკავშირდება და დაძაბულობას არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. მოლაპარაკების გზა ხანგრძლივი და დაძაბულია, თან გულისხმობს დათმობასაც, გაცვლასაც. მაგალითად, ნაცვლად ტერიტორიის დაბრუნებისა, პოლიტიკური დათმობა.
საქართველოს ხელისუფალთა გაუთვლელმა პოლიტიკამ და რაც მთავარია სხვისმა მოიმედეობამ ერთობ მძიმე დღეში მოაქცია ქვეყანა. 1992-2008 წლებში განხორციელებულმა თბილისურმა ავანტიურამ, ისეთ ჩიხში შეიყვანა ქვეყანა, რომ იქიდან გამოსვლა ძალისმიერი პოლიტიკით ან თუნდაც მოლაპარაკებების გზით ძნელად განსახორციელებელია.
ძალისმიერი გზით რომ საქართველო ვერასდროს შეძლებს რუსეთის დაჩოქებას, ცხადია. რა დონეზე უნდა დაეცეს რუსეთი, მისი შეიარაღებული ძალები, რომ საქართველომ შეძლოს მისი დამარცხება?
რუსეთის ომში დამარცხების ჰალუცინაციური მოლანდება ღრმად იყო გამჯდარი საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისა და სამხედროების გონებაში. გახსოვთ ალბათ, ეთერში გაჟღერებული პატრიოტული ფრაზები - როსტოვამდე ჩავალთ. ამ მოსაზრების მატარებელ სამხედროებს ის მაინც უნდა მოეხერხებინათ, რომ ერთი თვით გაეძლოთ „ჟანგებიანი ტანკების“ პატრონი რუსეთისთვის.
1992 წელს, გაუწვრთნელმა სამხედრო ლაშქარმა გაცილებით დიდხანს იომა აფხაზეთში, ვიდრე ამერიკელთა მიერ გამოზრდილმა ქართულმა „არმიამ“ სამხრეთ ოსეთში.
ქართველი მეომრებისთვის არც ავღანური პრაქტიკა და არც ცენტრალური აფრიკული ან უკრაინული საკმარისი არ არის რუსეთის ჯართან დასაპირისპირებლად, აღარაფერს ვამბობ შეიარაღებაზე. რუსეთი ხომ იარაღით ვაჭრობის საქმეში მეორეა მსოფლიოში, აშშ-ს შემდეგ. რუსეთი, რომელიც ბირთვული იარაღის მფლობელია, არ შეუდრკება ამერიკის მიერ ნახმარი იარაღითა და მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ ქართულ ჯარს. რუსეთი არ შეშინდება ფრანგული რაკეტებით, რომლის ყიდვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი ალასანია ფიქრობდა და დღევანდელი მინისტრი ხიდაშელი იმეორებს. არც საქართველოს ნატოში შესვლით შეშინდება რუსეთი, ვინაიდან კარგად იცის, რომ ნატო რუსეთთან შეჭიდებით არ გაიწირავს თავს.
ახლა რაც შეეხება მოლაპარაკებას. ეს საშუალება მნიშვნელოვანია და მას პროფესიონალი მომლაპარაკებელი, მეტადრე მრავლობით რიცხვში, ესაჭიროება, გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილება, იყოს მზად ხანგრძლივი, დამქანცველი დიპლომატიური მარათონისთვის. პარალელურად თავი შეიკავოს პარტნიორის ლანძღვა-გინებისგან და იღვაწოს მედიის მიერ სისტემატური განქიქების აღკვეთისთვის.
არც ერთს და არც მეორეს საქართველოში ადგილი არ აქვს. ქვეყნის დიპლომატია მწირია პროფესიონალი, საზრიანი მომლაპარაკებლებით. გარდა ამისა, სახელისუფლებო შტოებიდან დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები იფრქვევა დღევანდელი მტრის, ხვალინდელი მოლაპარაკების პარტნიორის მისამართით. ავიღოთ პრეზიდენტ მარგველაშვილის ინტერვიუები, მიცემული უცხოური მედიისთვის და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით. როგორც ჩანს მარგველაშვილს ჰგონია, რომ უცხოურ პრესაში ნათქვამი მხოლოდ იმ ქვეყანაში გაჟღერდება, სადაც გაზეთი გამოდის და არა სხვაგან, მაგალითად რუსეთში.
ის, რაც მარგველაშვილმა ბრძანა, შორს არის - „ენა ტკბილი მოუბარის“ - სიბრძნისგან. არის გამომწვევი, თანაც შეურაცხმყოფელი, მომავალი პარტნიორისთვის. და ეს ყველაფერი ლუკაშენკოს პოზიტიური ვიზიტის ფონზე და მარგველაშვილის დაპირებაზე, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის. მარგველაშვილის ინტერვიუებმა გააბათილეს ლუკაშენკოს ვიზიტის დროს გამოთქმული მოსაზრებები.
სულ ახლახანს, „აფხაზეთობის“ დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე ღარიბაშვილმა გამოთქვა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დაწყების სურვილი, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ტერიტორიული საკითხი არ იძლევა ამის საშუალებას და ვიდრე ეს არ მოგვარდება, შედეგიანი დიალოგიც არ შედგება. გარდა ამისა, პრემიერმა ახსენა აფხაზი ძმები და დები, რომლებთანაც საქართველოს სურს უწინდელი მეგობრობა.
პრემიერმა, ისე, როგორც პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მისი ნათქვამი, ატაცებული მედიის მიერ, უმალ მთელ მსოფლიოს მოედება. მსოფლიოში რუსეთიც შედის და თუ ნაურუსა და ზიმბაბვეში ამ განცხადებებს ყურადრებას არავინ მიაქცევს, რუსეთში - მიაქცევენ.
მაინც რა მესიჯის მატარებელია პრემიერის ნათქვამი? რუსეთისთვის - არაფრის. რატომ? იმიტომ, რომ იმიტომ.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რომ საქართველო რუსეთთან სერიოზულად არ დაილაპარაკებს - არახალია. და თუ დალაპარაკება არ მოხდა, როგორღა მოხდება ტერიტორიების დაბრუნება? ღარიბაშვილის განცხადება „რბილი“ პოზიციის გამოხატულებაა - მხარეს, ლაპარაკის სურვილი რომ აქვს, მაგრამ რაღაც რომ ხელს უშლის.
ორწელიწადნახევარია ამ პოზიციაზეა საქართველო, რაც რუსეთისთვის ცნობილია, ამდენად საქართველოდან რაიმე პოზიტიურს ის არ ელოდება. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ის გაჟღერდა ლუკაშენკოს პირით - დავიწყოთ მოლაპარაკება და მსვლელობისას დავადგინოთ, სადამდე შეგვეძლება წასვლა. ლუკაშენკოს ამ განცხადებაზე იყო ღარიბაშვილის პასუხი? ის უფრო ულტიმატუმს ჰგავდა თავისი შინაარსით, ვიდრე დიპლომატიური მოლაპარაკების დაწყების სურვილს.
დიპლომატიური მოლაპარაკების წინააღმდეგია „ნაციონალური“ ოპოზიცია, სხვებიც, რომლებიც თვლიან, რომ პირისპირ ლაპარაკში რუსი მომლაპარაკებელი დაჯაბნის ქართველს და ამისთვის იქ მესამეც უნდა იყოს - ცხადია ევროპელი ან ამერიკელი.
არც ევროპელს და არც ამერიკელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ აღელვებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო 2008 წლის აგვისტოში, თორემ მაშინ რომ ვაშინგტონს ყური აეწია სააკაშვილისთვის, არც ომი იქნებოდა და არც პრობლემა გაჩნდებოდა. პირიქით, რაც მათ გააკეთეს, წაქეზებას ჰგავს - „მიდით, ქართველებო, ჩვენ აქ ვართო“. გახსოვთ ალბათ, რა გულმოსული ელაპარაკებოდა სააკაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს ტელეფონით. „სად ხართო“, - გაოგნებული კითხულობდა გაცუცურაკებული სააკაშვილი. „მიშა, დამშვიდდიო“, - იყო ბუშის პასუხი და საქართველოს საზღვაო სანაპიროს, სასმელი წყლითა და ტუალეტის ქაღალდით დატვირთული ამერიკული სამხედრო გემი მოადგა.
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკება ორმხრივია და არა სამმხრივი. არც კონფერენციაა. მომავალი პარტნიორი არც ისეთი ურჩხულია, როგორც დასავლეთი ხატავს. მასთან შეიძლება ლაპარაკი. ეს, რომ ასე არ იყოს, ევროპა-ამერიკის არც ერთი პოლიტიკოსი ხმას არ გასცემდა რუსეთს.
პირადად ჩემი აზრი ასეთია - როდესაც ჩიხში ხარ შესული, დალაპარაკების მეტი სხვა გზა არ გაქვს. მართალია, დიპლომატიური მოლაპარაკება დაგვიანებულად მეჩვენება, მაგრამ სხვა გზა რომ არ არის?! ღარიბაშვილი კი ისევ ძველ პოზიციას აწვება - ჯერ ტერიტორიული მთლიანობა, შემდეგ ლაპარაკი. თუ რუსეთმა ტერიტორიული მთლიანობა აღგვიდგინა, მოსალაპარაკებელიც რაღაა?
მოლაპარაკება ტერიტორიების დასაბრუნებლად უნდა წარვმართოთ, უპირველეს ყოვლისა, მაგრამ იმის ცრუ რწმენა თავში არ უნდა ჩავიდოთ, რომ ერთხელ ლაპარაკით ან რაღაცის დათმობის გარეშე, რაიმე გამოგვივა. გარდა ამისა, საკითხავია, აპირებს თბილისი „ჩვენს დებთან და ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან“ საერთო ცხოვრების დაწყებას? თუ აპირებს, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ისინი რახანია „დამკაში“ არიან გასული, სწორედაც თბილისის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების გაჭიანურების გამო. აფხაზები და ოსები რახანია დამოუკიდებლად ცხოვრების სიამტკბილობაში არიან. მათ ეს დამოუკიდებლობა სისხლითა და ოფლით მოიპოვეს, რაც ნაკლებ საფუძველს იძლევა დამოუკიდებლობის, ავტონომიაზე გაცვლისა.
ვერც ჟენევაში ვივარგეთ და ვერ შევუსრულეთ „ძმებსა და დებს“ თხოვნა, უსაფრთხო ცხოვრებისთვის თავდაუსხმელობის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
ოფიციალური თბილისი სიტყვას არ წარმოთქვამს „სეპარატისტების“ ხსენების გარეშე, თან ყოველ წინადადებას „ეგრეთ წოდებულს“ ურთავს წინ. ეს „ეგრეთ წოდებული“, დამოუკიდებელია და მიუხედავად ამერიკა-ევროპის წინააღმდეგობისა, იკვლევს გზას ბობოქარ პოლიტიკურ ჭიდილში.
დავუშვათ, მოსკოვმა გვითხრა - თანახმა ვარ, მაგრამ დაელაპარაკეთ აფხაზებს და ოსებსო, მაშინ რას ვშვებით? სხვათა შორის პუტინის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ითქვა ამდაგვარი მისი მხრიდან. ამ შემთხვევაში ვასილ მჟავანაძის დროინდელი ისტორია არ გამოდგება, როდესაც რაიკომის პირველი მდივნობის მსურველი თავის სურვილს ვასილ პავლოვიჩს გაანდობს. მჟავანაძემ გაიკვირვა და თქვა: „ხალხი რას იტყვისო“. რაიკომის მდივნობის მსურველმა კი უპასუხა: „თქვენ იყავით თანახმა, ხალხის დედაცო“.
ოფიციალური თბილისი არათუ რუსეთს არ ელაპარაკება, არც სოხუმ-ცხინვალთან ლაპარაკს კადრულობს. მას იმედი აქვს, რომ „საერთაშორისო საზოგადოება“, საქართველოს „მეგობარი“ ქვეყნები მოაგვარებენ ამ საკითხს და ჩვენი თავის შეწუხების გარეშე აღგვიდგენენ დაკარგულ ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველო იმ მესამე ვარიანტის შემყურეა, ზემოთ რომ ვახსენე. ევროატლანტიკური სივრცე არ არის ამის გამკეთებელი, ვინაიდან რუსეთი სუპერსახელმწიფოა და მასთან უჭირს ლაპარაკი. რუსეთის დასუსტების მოლოდინში კი სულიც აღმოგვხვდება.
საქართელოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ აუღო ალღო დასავლელთა აზროვნებას. ხელისუფლებაში მყოფ გოგო-ბიჭებს ამერიკელთა და ევროპელთა ღიმილით ნათქვამი უარი, თანხმობა ჰგონიათ, რისი მაგალითია თუნდაც რიგა. თინეიჯერმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მერკელ-ოლანდის ან ნებისმიერი ბრიუსელელი მოხელის ღიმილით ნათქვამი, ოფიციალურ დოკუმენტში ღიმილით აისახებოდა. ან ქართულმა მხარემ არ იცის დიპლომატიური ენა, ან ევროპელები არიან ცბიერები და მატყუარები. პირადად მე ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ბევრს, მათ შორის ხელისუფლებას ჰგონია, რომ ასე არ არის.
სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება, ქსეროქსზე გადაღებულივით, დაემსგავსა „ნაცურ“ ხელისუფლებას. ისინიც ხომ უტუხად გვიმტკიცებდნენ წაგებულზე, მოვიგეთო. პრემიერიდან დაწყებული ყველამ ერთხმად თქვა, რომ რიგაში წარმატებას მიაღწიეს, თან ისიც თქვეს, მოლდოვამ რომ მრავალი წლის განმავლობაში გააკეთა, ჩვენ 6 თვეში მოვახერხეთო.
მოლდოვასთან შედარება უადგილოა. იქ სხვასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება ჩვენს „წარმატებას“, დამაფიქრებელია და დამაფიქრებელია არა „წარმატება“, არამედ წარუმატებლობის ასეთად მონათვლა.
მაინც სანამდე აპირებს ხელისუფლება ტყუილების გორებას? რატომ თვლის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა გონებაჩლუნგია და რასაც ჩასძახებს, იმას ამოგძახებს? ასეთი, ვერც ტერიტორიულ საკითხს მოაგვარებს, ვერც რუსეთთან დაალაგებს ურთიერთობას და ვერც ეკონომიკას ააყვავებს. ტყუილით, საქმე არ კეთდება. მხოლოდ სიმართლის თქმით და გულწრფელი საქმის კეთებით შეიძლება წარმატების მიღწევა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
25/05/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.